აფხაზური ტურიზმი კრიმინალში ჩაიძირა
ეკონომიკა

აფხაზური ტურიზმი კრიმინალში ჩაიძირა

აფხაზური ტურიზმი კრიმინალში ჩაიძირა
ბექა დანელია

2017-08-08 17:00:29

აფხაზეთში ტურიზმი წლიდან წლამდე მცირდება, მაგრამ რაც წელს ხდება, ეს უკვე სრული კრახია. სეპარატისტები დამსვენებლებს უსაფრთხოების ელემენტრაულ პირობებსაც კი ვერ სთავაზობენ, შესაბამისად, აფხაზთა „უფროსი და-ძმები“ ცივი ჩრდილოეთიდან უარს აცხადებენ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ტურიზმზე. სხვა ალტერნატივა კი სეპარატისტულ რეგიონს არ გააჩნია.

სოფელ არსაულში (პრიმორსკოეში) მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსი ტურისტების დაახლოებით 50%-მა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დასასვენებლად ჩასვლაზე უარი განაცხადა.

„პრიმორსკოეში საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქების გამო ტურისტული საგზურების გაუქმების მძლავრი ტალღა აღინიშნება“, - განაცხადა ე.წ. „აფხაზეთის ტურიზმის კავშირის“ პრეზიდენტმა ანა კალიაგინამ, - „აფეთქების შემდეგ გვირეკავდნენ, გვეკითხებოდნენ „რა ხდებაო?“. ადამიანები, ვინც უკვე თითქმის ბარგს ალაგებდა და ჩამოდიოდა აფხაზეთში, ამის შემდეგ უარს ამბობდნენ და აუქმებდნენ ჯავშნებს. რა თქმა უნდა, ეს არის ტურისტების მხრიდან ჩამოსვლაზე უარის თქმის ტალღა, თანაც საკმაოდ მძლავრი,“ - განცხადა კალიაგინამ.

ძირითადად უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ არ ჩამოსულან, ვინც უკვე ჩამოვიდა, როგორც წესი, ისვენებს ბოლომდე.

„ივლისში, გახმაურებული მკვლელობის შემდეგ - ორი კვირა იყო 50%-იანი ვარდნა. ახლაც, ამ აფეთქების შემდეგ - ისევ იგივე, 50%-იანი ვარდნა გვაქვს. მე შევწყვიტე ჩემი სააგენტოს რეკლამა, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე აზრი არა აქვს,“ - განაცხადა კალიაგინამ.

ოკუპირებული გუდაუთის რაიონის სოფელ არსაულში (პრიმორსკოეში) მდებარე სამხედრო საწყობზე აფეთქება 2 აგვისტოს მოხდა. ინციდენტს რუსეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტებად იყვნენ ჩასული. საავადმყოფოებში კი 64 დაშავებული გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ტურისტების ერთმა ნაწილმა ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც 11 ივლისს ოკუპირებულ გუდაუთის რაიონში რუსი ტურისტი ანდრეი კაბანოვი მოკლეს, მისი ცოლ-შვილი კი გაიტაცეს.

ამასთან, რუსული ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტურისტული ნაკადი აფხაზეთში 50%-ით შემცირდა და ამის ხარჯზე გაიზარდა გაყიდვები.

„ჩვენ მკვეთრად შევამცირეთ გაყიდვები აფხაზეთში, თუმცა, გაგვეზარდა მოთხოვნა სოჭის მიმართულებაზე, რაც ნაწილობრივ ახდენს დანაკარგების კომპენსირებას“, - განაცხადა განაცხადა ტურისტული კომპანია Tui -ს დირექტორმა ტატრას დემურამ.

ექსპერტების აზრით, მოთხოვნა აფხაზეთზე შესაძლებელია აღდგეს 2-3 თვის შემდეგ, ესეც იმ შემთხვევაში, თუ კიდევ რამე არ მოხდება. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აფხაზეთში ტურისტული სეზონი გამოირჩევა მკეთრად გამოხატული სეზონურობით და საშუალოდ, ის სრულდება შუა სექტემბერში.

ე.წ. „აფხაზეთის ტურიზმის კავშირი“ იმედოვნებს, რომ 2 კვირის განმავლობაში ტურისტები დამშვიდდებიან და ისევ ჩავლენ დასასვენებლად.

„საწყობის აფეთქების შემდეგ რეკავენ ტურისტები, რომლებიც უკვე მოემართებოდნენ აფხაზეთში. მათ შეიტყვეს რომ აქ ხდება აფეთქებები და ბრუნდებიან უკან. აფხაზეთში დასვენებაზე ძირითადად ისინი ამბობენ უარს, ვინც ჯერ ჩამოსული არ არის. თუმცა, არის შემთხვევი, რომ უკვე ჩამოსული ტურისტებიც ტოვებენ აქაურობას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ 2 კვირის განმავლობაში ტურისტები დამშვიდდებიან და ისევ ჩამოვლენ ჩვენთან სეზონის დასრულებამდე“, - აცხადებენ ე.წ. „აფხაზეთის ტურიზმის კავშირში“ .

ნანახია - 1358

natali

2017-08-08 17:10:59

ერთი მაგათიც......ისე ვარ გაბრაზებული აფხაზებზე, რომც დაბრუნდეს, მე იქ ფეხის გამდგმელი არ ვარ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80