ერთი ტარიფი ყველასათვის - ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო
ეკონომიკა

ერთი ტარიფი ყველასათვის - ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო

ერთი ტარიფი ყველასათვის - ენერგეტიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო
ბექა დანელია

2017-08-07 16:00:45

ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფები “ყაზტრანსგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ დერეგულირებულ აბონენტებზეც გავრცელდება. შესამამისად, მომხმარებლის იმ მცირე კატეგორიას, ვინც 2 კვირის წინ ამოქმედებულ ტარიფზე მეტს იხდიდა, ფასი შეუმცირდება. ამასობაში, კი სემეკს იმ ლიცენზიატებმაც მიმართეს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, რომლებიც აქამდე არ აქტიურობდნენ.

ენერგეტიკის სამინისტრომ მემორანდუმის ფარგლებში კომპანიებთან მიაღწია შეთანხმებას, რომ გაზის ახალი ტარიფები მათი მომსახურების ქვეშ მყოფ ყველა აბონენტზე გავრცელდეს იმ პერიოდშიც, ვიდრე ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება დერეგულირების შესახებ ძალაში იქნება.

,,დადგინდა 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები. ახალადდადგენილი ტარიფებით რეგულირებულ მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განსხვავებულად გაეზარდა.

რაც შეეხება დერეგულირებულ მოსახლეობას, მათთვის, ძირითადად, ტარიფი განსაზღვრული იყო 55 თეთრის დონეზე დღგ-ს ჩათვლით 1 კუბურ მეტრზე, ბოლო რეალობით ზოგან ტარიფი 63 თეთრს აღწევდა. ახალი გადაწყვეტილების დადებითი მხარეა ის, რომ რეგულირებაში მოქცეული აბონენტებისთვის ერთიანი ტარიფი დადგინდა და გათანაბრდა”, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, კომპანიის მიზანი სამომხმარებლო სქტორში დარეგულირების მექანიზმის გაუქმებაა. ,,საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ერთნაირი განაკვეთის წესი იმოქმედებს და ერთიანი ტარიფი იქნება ერთი მთლიანი რეგულირებული სექტორი”, – განუცხადა შონიამ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ დერეგულირების ბრძანება ფორმალურად გაუქმების ეტაპზეა. მას სჭირდება პროცედურა, რადგან ეს იყო ნორმატიული დოკუმენტი და ახლა ექსპერტიზაა ჩასატარებელი, თუმცა ეს არ უშლის ხელს იმას, რომ სემეკის მიერ 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, პრაქტიკაში განხორციელდეს.

“ამ ლიცენზიანტ კომპანიებთან, რომლებსაც ახალი ტარიფი დაუდგინდათ და ძალაში შევიდა სემეკის გადაწყვეტილებით 20 ივლისიდან, შეთანხმება გაკეთდა იგივე მემორანდუმის ფარგლებში და ითქვა, რომ მათ შეუძლიათ ტარიფის გაზრდა, ანუ დაკორექტირება, მაგრამ არა უმეტეს იმ ტარიფისა, რომელიც დაადგინა მარეგულირებელმა კომისიამ. შესაბამისად, ყველა ეს მომხმარებელი ისარგებლებს იდენტური ტარიფით 20 ივლისიდან და შემდგომ”, - განმარტა ვალიშვილმა.

ამასობაში სემეკს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სხვა ლიცენზიტებმაც მიმართეს. მარეგულირებელი კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ექსპერტის ლევან ენუქიძის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 24 განაწილების ლიცენზიანტი, რომელთა ტარიფები 2007 წლის შემდეგ არ დათვლილა. მათი წილი ბაზარზე 10%-ს შეადგენს.

„კომისიას გააჩნია უფლებამოსილება იმისა, რომ საკუთარი ინიციატივით გადახედოს ნებისმიერ საწარმოს ტარიფებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული გარემოებების გათვალისწინებით - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფი გადავითვალეთ, ანუ კომპანიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხარჯი შეეცვალა. აღნიშნული 24 კომპანიის ტარიფები არ გადათვლილა 2007 წლის შემდეგ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მათთვის დღეს მოქმედი ტარიფები არ ასახავს ბაზარზე არსებულ რეალობას და თავად კომპანიას გაუჩნდება სტიმული, რომ კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს.

კომპანია „არზუგაზმა“ უკვე მოგვმართა და კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება 2017 წლის ივლისში, რათა დავუდგინოთ ბუნებრივი გაზის მიწოდების, გატარებისა და განაწილების ახალი ტარიფი. ამისთვის 150 დღე გვაქვს“, - განუცხადა `საქმის კურსს~ ენუქიძემ.

20 ივლისიდან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე შეცვლილი ტარიფით სარგებლობს. სემეკის გადაწყვეტილებით „ყაზტრანსგაზის“ აბონენტებისთვის 1 კბ/მ ბუნებრივი აირი 46.153 თეთრი ღირს, „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ – 56.94, „საქორგგაზისთვის“ კი - 57.011.  

ნანახია - 1107

მეგრელი

2017-08-07 18:26:38

უკტრანსგაზის ფოტო როგორ უნდა გავუგოთ?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80