კახიშვილი ბაჯელიძეს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ემუქრება
პოლიტიკა

კახიშვილი ბაჯელიძეს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ემუქრება

კახიშვილი ბაჯელიძეს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ემუქრება
თამთა ქარჩავა

2017-07-17 16:00:29

გაუპატიურება, წამება, მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა - ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ქართული სასჯელაღსრულების სისტემა. ციხის შემზარავი ფაქტები მსოფლიო საზოგადეობის აღშფოთების საფუძველი გახდა. მიხეილ სააკაშვილის „რეფორმირებული“ ქართული ციხე მსოფლიოს ყველაზე საშიშ ციხეებს შორის დასახელდა, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

სისასტიკესთან, გაუპატიურებასთან, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირებული ქართული ციხე ჰუმანიზაციის გზას დაადგა და ზრუნვა არა მხოლოდ მსჯავრდებულ/ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე დაიწყო, არამედ მათთვის უმაღლესი განათლების მიცემასა და რესოციალიზაციაზეც.

დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა გატარებული მასშტაბური რეფორმების კუთხით. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა სწორ გზას ადგას, წინა წლებისგან განსხვავებით, წამება და არასათანადო მოპყრობა, როგორც ციხის მართვის და რეპრესიული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტრუმენტი, აღარ გამოიყენება.

გარდა იმისა, რომ კარდინალურად შემცირდა პატიმართა საერთო რაოდენობა, არსებითად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები და ის დღეს სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ქართული ციხე რომ დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, ამის შესახებ საუბრობენ საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

მაგალითისთვის, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ციხე იყო, სასჯელს იხდის დემირელის სკოლის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუკი. თურქი ეროვნების ბრალებული for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართულ ციხეში აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფილია, მას აქვს ლოცვის შესაძლებლობა და, როგორც თავად ამბობს, შეზღუდული არ არის მისთვის სასურველი ლიტერატურის კითხვით, მეტიც როგორც თავად ამბობს, ქართულ ციხეში მას მასწავლებელი შეარქვეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუკი არ არის ერთადერთი პატიმარი, რომელიც ქართული ციხის ჰუმანურობაზე საუბრობს. სწორედ ეს უწყება გახდა ოპონენტების სამიზნე. კერძოდ, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბაჯელიძე ამბობს, რომ სასჯელაღსრულების უწყებამ სამ კომპანიას გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება. თუმცა, ბაჯელიძემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ პატიმართა საკვებით უზრუნველყოფას კომპანია „ნილი“ ახდენს.

ამჯერად მიზეზად დაასახელა ის, რომ კვებასთან დაკავშირებულ ტენდერებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება. ბაჯელიძე ამბობს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ რაიმე სახის პიროვნული ინტერესი არ აქვს და ის მხოლოდ ტენდერების შესახებ ასაჯაროებს ინფორმაციებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჯელიძე, რომელიც საეჭვო წარმოშობის კომპანიებს ტენდერებში ამარჯვებინებდა, 2014 წლის თებერვალში საკუთარ კაბინეტში 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) და 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმოების გამჟღავნება) ბრალდებით დააკავეს.

ბაჯელიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მან დანაშაული აღიარა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 2015 წელს პრეზიდენტმა ბაჯელიძე გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. ბაჯელიძე ადასტურებს, რომ ის 2014 წელს დააკავეს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაკავება დაკავშირებული იყო „კაბელების საქმესთან“ –„დამავალეს, რომ ტენდერის გარეშე გრიფით საიდუმლოთი გაეფორმებინა ხელშეკრულება „დელტაკომთან“.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა გიორგი ბაჯელიძის განცხადებას, რომ მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფას კომპანია „ნილი“ ახდენს. უწყებაში აცხადებენ, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს კვებით უზრუნველყოფაზე გამოცხდებულ შესყიდვის ელექტონულ პროცედურაში, რომელიც 2016 წლის 30 დეკემბერს დასრულდა, ყველაზე დაბალი ფასი შპს „ნილმა“ წარმოადინა.

კომპანიას წინადადების მიღების დასრულებიდან შვიდ სამუშაო დღეში სამინისტროში უნდა წარედგინა ფასების ცხრილი და ტექნიკური დოკუმენტიაციის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია. „ნილმა“ დოკუმენტაცია არ წარადგინა და ამის გამო, ის დისკვალიფიცირებულ იქნა. შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გიორგი ბაჯელიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელს, გიორგი ბაჯელიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, ის განმარტებას, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის აკეთებს. მინისტრის განცხადებით,  სასჯელაღსრულების სამინისტროს პრიორიტეტია პატიმრების დასაქმება, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბიზნეს წახალისებები კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესმა გახსნას და საწარმოებში დაასაქმოს პატიმრები.

კახიშვილი ამის მაგალითად აშშ და ევროპის ქვეყნები დაასახელა. მინისტრის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციები სასჯელაღსრულების უწყებისთვის, რათა მოხდეს ბიზნესის ინტერესების დაცვა, რომ რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას სამინისტროში და პატიმრები დასაქმდნენ.

„ზუსტად ამ მიზნით გამოცხადდა ღია კონკურესები და არა დახურული, როგორც ამ განცხადების ზოგ-ზოგიერთი ავტორი იყო მიჩვეული თავის დროზე, როდესაც მუშაობდა შესყიდვებში და კონვერტებით უგზავნიდა წინადადებებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იყო წინადადებები გამოქვეყნებული კონკურსთან დაკავშირებით.

ყველა ის კომპანია, რომელიც შემოვიდა, იხდის გადასახადებს ჩვენს დაწესებულებებში მიწით სარგებლობისთვის, ვალდებულებებში აქვს ინვესტიციების ჩადება, მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას ჩადებული აქვს 300 000 ლარი და ასევე პატიმრების დასაქმება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ სასჯელღასრულების სამინისტროში კვებას კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფს, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ 120 000 ლარი აქვს გადარიცხული, კახი კახიშვილმას ამ ინფორმაციას სრული დეზინფორმაცია უწოდა.

„კომპანია „ნილს“ ერთი დღეც არ ჰქონია სასჯელასღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან შეხება. კომპანია „ნილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპნიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა ორგანიზაციას „ქალი და ბიზნესი“, თითქოს აღნიშნული ორგანიზაცია დაახლოებულია სამინისტროსთან და უწყება მისგან ბალიშებსა და ლეიბებს გამარტივებული წესით ყიდულობს.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ ევროკავშირის გრანტით შეიძინა სპეციალური ხელსაწყოები და ქალთა დაწესებულებაში შექმნეს სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ქალბატონებს კერვა ასწავლეს და ისინი ევროკავშირის გრანტით ფინანსებოდნენ. მას შემდეგ, როდესაც გრანტის ვადა გავიდა, ეს საწარმო ადგილზე დარჩა, ბუნებრივია, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ ციხის ტენდერებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც კახიშვილი აცხადებს, სამინისტროს აქვს მთავრობისგან ნებართვა, რომ პირდაპირი წესით შეისყიდოს ციხეში დამზადებული პროდუქცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფასი საბითუმოს არ აღემატება. თუმცა, ასევე იყო შემთხვევები, როცა მათგან ვერ შეისყიდეს პროდუქცია, ვინაიდან მათი ფასი იყო უფრო მაღალი.

„მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა აუცილებლად დასრულდება გიორგი ბაჯელიძის სასამართლოში გამოცხადებით. ვინაიდან გაკეთდა განცხადება კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე.

გამოიძახონ ბატონი ბაჯელიძე მოწმის სახით, გააფრთხილონ ცრუ დასმენაზე პასუხისმგებლობის შესახებ და თუ მისი განცხადებები არ დასრულდება ბრალის დადასტურებით, მაშინ მას მოუწევს ბრალის აღიარება. სხვათა შორის, სანქცია არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და იმედს ვიტოვებ, რომ ზოგიერთი ამის შემდეგ გამოსწორდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მაშინ, როდესაც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ საქართველოს სასჯელაღსრულების უწყების წარმატებას, ეს უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ასოცირებული ა-ო სამიზინე გახდა. სწორედ ასეთივე სამიზნე იყო ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი დავით სერგეენკო.

საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარების ფონზე, რომ გატარებული რეფორმების კუთხით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იყო წარმატებული უწყება, პოლიტიკური ოპონენტები, კერძოდ„ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრს უკნანონო ტენდერებში და ნეპოტიზმში სდებდა ბრლას, მაგრამ ოპონეტების ბრალდებას, როგორც წესი, მტკიცებულებები არ ახლდა.

ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი ყველა საერთაშორისო გამოკითხვაში ინარჩუნებდა და დღემდე ინარჩუნებს პირველ სამეულს, ისევე როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის, „ფსიქო პროექტის“ დამფუძნებელი, ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ ბაჯელიძე ცილისწამების გავრცელებით არის დაკავებული. მისი თქმით, როცა ქვეყნდება ასეთი ფაქტები პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება.

„ადამიანი ამბობს, რომ დაირღვა კანონი, რომ დარღვეულია სატენდერო პირობები, ამიტომ აიღოს პროკურატურამ და გამოიძიოს ეს საქმეები. თუ მართალია ეს ყველაფერი, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, მაგრამ  ეს ადამიანი არის პროფესიონალი ცილისმწამებელი, დაბოღმილი ყველაზე და ყველაფერზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცილს წამებს ადამიანებს. რაც შეეხება კახი კახიშვილს, ყველასთვის ცნობილია, რომ ის არის წარმატებული მინისტრი, თვითონ ეს ინსტიტუტი დიდ მოწონებით და მაღალი რეიტინგით სარგებლობს და ეს არის რეალური ფაქტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.

მიზანმიმართულ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე რომლის განცხადებით, კახა კახიშვილი იშვიათია იმ მაღალჩიონოსაგათაგან, რომელმაც თავისი სახე შეინარჩუნა, საკუთარი პროფესიონალიზმი მისთვის მინდობილი საქმის წარმატებით შესასრულებლად მიმართა და რომლის მიმართ განხორციელებულმა რეფორმებმაც შედეგი გამოიღო.

„იყო დრო, როდესაც კახიშვილი არასამთავრობო უწყებას ხელმძღვანელობდა და ამ სისტემაში არსებულ შეცდომებსა და ხარვეზებზე ღიად საუბრობდა. იგი იმ ერთეულთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც შეძლო იმ ნაკლოვანებებთან ბრძოლა, რომელზეც თანამდებობაზე დანიშვნამდე ლაპარაკობდა. ოპონენტებიც კი თვლიან, რომ კახიშვილი ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია.

გავიხსენოთ: კახიშვილს ერთ-ერთი ურთულესი სფერო ჩააბარეს, რომლის საქმიანობასაც მთელი საზოგადოებაც და ქართული და უცხოური სამოქალაქო სექტორებიც ლუპით აკვირდებიან და შედეგები შესაბამის კვლევებშია ასახული. გარწმუნებთ, ყველა სახელმწიფო უწყება ისეთივე წარმატებული რომ იყოს, როგორიც კახიშვილის სამინისტროა, დღეს ქვეყანაში გაცილებით ნაკლები პრობლემა იქნებოდა“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

შერჩევითი საინფორმაციო ფსიქოლოგიური შეტევები ხელისუფლების ცალკეულ პირებზე, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რასაც ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრობა“ წლების მანძილზე იყენებენ.

„გასაგებია რატომ არის მიზანში ამოღებული კახი კახიშვილი. ის არის საკმაოდ წარმატებული მინისტრი, რომლის მიმართაც ნაკლები პრეტენზიები აქვთ საზოგადოებას და პოლიტიკოსებს. შესაბამისად, მათ აირჩიეს სამიზნედ და გადაწყვიტეს მასსზე მიიტანონ იერიში. მანამდე მიზანში ამოღებული ყავდათ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეს მათი მეთოდია და ამაში ახალი და უჩვეულო არაფერია. იმედია ყველაფერი გაირკვევა და თუ ადგილი აქვს ცილისწამებას, ამ ადამიანს პასუხი მოეთხოვება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

for.ge-სთან საუბრისას ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მეთოდურად გააშავონ წარმატებული პროექტები, ან წარმატებული პიროვნებები. როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, ის უწყებები, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა არის დაბალი, არ აინტერესებთ, მაგრამ უწყებები, რომელთა მუშაობას საზოგადოება დადებითად აფასებს, ამ უწყებების წინააღმდეგ ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

„ნადირობენ იქ, სადაც კარგი ვითარებაა. მიზანი აშკარაა - ჩრდილი მიაყენონ „ქართული ოცნების“ მომგებიან ხაზს. ეს არის ნაციონალების დამანგრეველი, დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც 2012 წლიდან ყველა მიმართულებით ვლინდებოდა. ვლინდებოდა ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაში, იმაში, თუ როგორ ცდილობდა ხელისუფლების გაშავებს უცხოელ პარტნიორებთან და ა.შ. ავის მოსურნე ოპონენეტი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ყოველთვის ეცდება, რომ კარგი არ შეარჩინოს.

ნაციონალური მოძრაობა ანტიპოლიტიკას თამაშობს. ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ მეტოქე გააფუჭოს საზოგადოების თვალში. ეს მაშინ, როდესაც წარმოუდგენლად გაფუჭებულია თვითონ ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ, ცდოლობს, რომ თავის იმიჯზე მაინც დაიყვანოს „ქართული ოცნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, ფსიქოლოგი ამბობს, რომ კახი კახიშვილს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო, მაგრამ, მისი თქმით, საკმაოდ მცირე ხანში მოახერხა და ჯოჯოხეთად ცნობილი სასჯელაღსრულება გახადა ჰუმანური.

„ყველა კვლევა და საერთაშორისო ანგარიში ამბობს, რომ ეს უწყება გახდა ღია და რაც მთავარია, ადამიანის უფლებებზე ორენტირებული. უამრავი რეფორმა გატარდა, უამრავი სიახლე შემოიტანა - ისეთი, რომელიც ციხის კედლებს შიგნით ადამიანის ინტერესებს და მის უფლებათა დაცვას ემსახურება. რაზეა საერთოდ ლაპარაკი?!

თუ კახიშვილის პიროვნებიდან ამოვალთ, ეს სიახლეები გასაგებია. გარდა იმისა, რომ ჰუმანური და დემოკრატიაზე ორიენტირებული პიროვნებაა, ამავე დროს მან შესანიშნავად იცის სისტემა და იცის სად არის ხარვეზი, სად შეიძლება მისი გაუმჯობესება. ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კომპეტენცია და ორიენტაცია აშკარად ემთხვევა ერთმანეთს“, - აცხადებს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, მთელი 5 წლის განმავლობაში ელოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი არ ერიდებოდა უარყოფით ეპიტეტებს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, გადახედავდა თავის პოლიტიკას.

„გვახსოვს განცხადებები შევარდნაძის დროინდელ მმართველობაზე მაშინ, როცა სააკაშვილის და ჟვანიას გუნდი 8 წლის განმავლობაში შევარდნაძის ფრთის ქვეშ იყო. ასეთები არიან - ცუდის თქმა არის მათი პოლიტიკის ძირითადი ხაზი. გაიხსენეთ რამდენ ბრუნვაში ატრიალებდნენ ივანიშვილის სახელს, არც ერთი მათი კომენტარი არ გადიოდა ივანიშვილის ხსენების გარეშე.

შემდეგ უკვე ზეიმი მოაწყვეს იმ ჭორთან დაკავშირებით, აი ასეთები არიან. ბუნებრივია, მათ უხარიათ, თუკი წარუმატებელი იქნება მათი მეტოქე, ამიტომ ებრძვიან მეტოქედ აღქმულ სახელისუფლებო გუნდს, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ოპონენტი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

ნანახია - 1506

სარეკლამო ბანერი
1000 X 80