“პენსიონერი” პრეზიდენტი
სხვადასხვა

“პენსიონერი” პრეზიდენტი

“პენსიონერი” პრეზიდენტი
for.ge

2017-07-17 11:16:25

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა პენსიაზე გასვლის შემდეგ ორი სახლი იყიდა - ერთი თავისთვის, მეორე კი... მეუღლისთვის.

კლინტონი დროის ძირითად ნაწილს 1,7 მლნ დოლარად შეძენილ ორსართულიან ვილაში ატარებს, რომელშიც 11 ოთახია (მათ შორის 5 საძინებელი) და რომელიც ნიუ-იორკთან ახლოს, ქალაქ ჩაპაკუაში მდებარეობს.

აშშ-ის ექსპრეზიდენტი  დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ლექტორად მიიჩნევა. თითო ლექციაში ის საშუალოდ 100 ათას დოლარს  იღებს, სულ კი ამ გზით 40 მლნ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული.

მას შემდეგ, რაც ბილმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, კლინტონების ქონებამ დაახლოებით 109 მილიონი დოლარით მოიმატა. ბილს საჩუქრებითაც ხშირად ანებივრებდნენ.

მისთვის მირთმეულ ძვირფას ნივთებს შორის გამოირჩევა ხელნაკეთი ხალიჩა, რომელიც კლინტონს ჰეიდარ ალიევმა აჩუქა. ხალიჩას 12 ოსტატი 3 თვე ქმნიდა და მასზე კლინტონების ოჯახია გამოსახული გულის ფორმის მედალიონში.

 

 

ნანახია - 179

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80