"მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, მოტოციკლის დამორჩილება" - "ბაიკის" მოყვარული პუტინი
დაიჯესტი

"მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, მოტოციკლის დამორჩილება" - "ბაიკის" მოყვარული პუტინი

"მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, მოტოციკლის დამორჩილება" - "ბაიკის" მოყვარული პუტინი
"კვირის პალიტრა"

2017-07-14 14:28:21

"მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, მოტოციკლის დამორჩილება" - "ბაიკის" მოყვარული პუტინი

რუსეთის ფედერალური სამსახურის ავტოსადგომზე, როგორც ცნობილია, მინიმუმ სამი მოტოციკლია, Kawasaki - ს ფირმის ბაიკები პრეზიდენტის დაცვისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავად პუტინმა განაცხადა.

პრეზიდენტს თავისი საყვარელი მოტოციკლები ეკატერინბურგში ყოფნისას Mitsubishi-ს გალერეის დათვალიერებისას გაახსენდა.

"მეც მყავს მოტოციკლი, მაგრამ ვცდილობ ხშირად არ ვატარო“ - განაცხადა პუტინმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ქონებას ყოველ წელს ასაჯაროებს კრემლი, სადაც მოცემულია როგორც ავტომობილები, ასევე სხვა ქონების ჩამონათვალიც, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ქონების აღრიცხვისას მოტოციკლები არ იყო აღნიშნული.

მოგვიანებით პუტინის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არაზუსტია. პესკოვის თქმით, ჟურნალისტებს კომპანიის დასახელება შეეშალათ. პუტინი საუბრისას Mitsubishi-ს მარკის მოტოციკლებზე არ საუბრობდა. პესკოვის თქმით, მოტოციკლები, რომელზეც პუტინმა ისაუბრა, სახელმწიფო საკუთრებაა. მოტოციკლები სხვა ავტომობილებთან ერთად ფედერალური სამსახურის ავტოსადგომზეა.

"Kawasaki-ს ფირმის მოტოციკლები ფედერალური სამსახურის ავტოსადგომზეა, რომელიც რამდენჯერმე გამოიყენა პრეზიდენტმა. პირადი გამოყენებისთვის კი პრეზიდენტს მოტოციკლები, რა თქმა უნდა, არ ჰყავს“ - დააზუსტა პესკოვმა.

იაპონური ფირმა Kawasaki-ს მოტოციკლები მართლაც არის ფედერალური სამსახურის აღრიცხვაში შეყვანილი, რომელთაც დაცვისთვის იყენებენ. მათ 2015 წელს შეიძინეს სამი მწვანე ფერის Kawasaki KX450F, რომელიც 2 მილიონი რუბლი დაჯდა. ეს მოტოციკლები ფირმა Урал-ის მოტოციკლისგან განსხვავებით დაცვისთის გამოიყენება. "ურალი“ კი მოტოკროსებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ცნობილია, 2017 წლის მაისში ფედერალურმა სამსახურმა Kawasaki-ს მოტოციკლების სხვადასხვა ნაწილის შესაძენად 3,5 ათასი დოლარი გადაიხადა. როგორც 2015 წელს, მიმდინარე წელსაც ტენდერში რუსულმა კომპანია Велход центр-მა გაიმარჯვა.

იაპონური ფირმა Kawasaki მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა, ამ ფირმის მოტოციკლები კი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებენ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პუტინი დაინტერესებულია სპორტის ამ სახეობით, ის პუბლიკის წინაშე რამდენჯერმე წარსდგა სხვადასხვა მოტოციკლით.

2010 წელს, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, მოტოციკლისტების ერთ-ერთ შოუსაც დაესწრო. ის სევასტოპოლში Harley-Davidson Lehman Trikes სამბორბლიანი მოტოციკლით მივიდა.

ცნობილია, რომ ბაიკერთა კლუბის "ღამის მგლების“ ხელმძღვანელი ალეკსანდრ ზალდასტანოვი საკმაოდ კარგად იცნობს პუტინს, როგორც ის ამბობს, პრეზიდენტის საყვარელი მოდელი Harley-Davidson Lehman Trikes-ია.

"თან პუტინს ეს მოდელი ძალიან უხდება“ - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ზალდასტანოვმა.

"იყო შემთხვევა, როცა მასთან შეხვედრაზა Yamaha V-Max ფირმის მოტოციკლით მივედი, კარგად აკვირდებოდა, ალბათ მოეწონა კიდეც"

"ის ძალიან აზარტული, კოორდინირებული და სპორტულია, ამიტომ მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, სპორტული მოტოციკლის დამორჩილება“ - განაცხადა "ქირურგმა“.

როგორც შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, პრეზიდენტმა რამდენჯერმე გამოსცადა Kawasaki-ს ფირმის მოტოციკლები, თუმცა მათ დაცვისა და სასწავლო დანიშნულება აქვთ.

ნანახია - 916

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80