რუსეთის პირისპირ დარჩენილი საქართველო
პოლიტიკა

რუსეთის პირისპირ დარჩენილი საქართველო

რუსეთის პირისპირ დარჩენილი საქართველო
მარიამ თოდაძე

2017-07-14 10:00:14

„საქართველოში კვლავ მიმდინარეობს ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა ალბანეთის ევროპასთან ურთიერთობის მინისტრის მოადგილე ერალდა კანთან, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დურთან, ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ველიმირ სტარკევიჩთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკ პიერ დევინთან და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსთან, ჯილს პორტმანთან.

შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს.

მხარეებმა საკონსტიტუციო და სასამართლო სისტემის რეფორმები და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

მიუხედავად იმისა, რომ განხილვის ძირითადი თემა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებია, საოკუპაციო ზოლში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების პირველი პირები ევროპარლამენტარებთან და დიპლომატებთან ერთად განიხილავდნენ - ეს არის ქარელის რაიონში გავლებული ხნულები, ბერშუეთში ე.წ. საზღვრის გადმოწევა, მიწების გარეშე დარჩენილი ოჯახები და გახშირებული გატაცებები.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეულათასობით ჩვენს მოქალაქეს ეზღუდება ფუნდამენტური უფლება - არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭროება.

„ამისათვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას და ახალი კონფლიქტების პრევენციას. მართალია, საქართველოში ამჟამად არ გვაქვს კონფლიქტების ე.წ. ცხელი ფაზა, თუმცა, როგორც თანამედროვე ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი იტყოდა - „მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არარსებობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში ევროპარლამენტარები საქართველოში არიან, მათი განცხადებები არც იმდენად მკაცრია, როგორიც სასურველი იქნებოდა.

„საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს - ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას“, - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ანა გომესმა საოკუპაციო ზოლთან რუსეთის ქმედებებზე საუბრისას.

„ჩვენ აქ ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება ამ ოკუპაციას. ისევე, როგორც უკრაინელი ხალხი ეწინააღმდეგება ოკუპაციას. ეს არა მხოლოდ თქვენი ბრძოლაა, ეს ჩვენი ბრძოლაცაა. ესაა ბრძოლა არაკანონიერი აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ანა გომესმა. თუმცა ევროპარლამენტარები ძირითად ყურადღებას მაინც საკონკონსტიტუციო პროცესს უთმობენ და მთლიანობაში რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სასწორის ერთ მხარეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებია, ხოლო მეორე მხარეს ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც დღეს საქართველოს განსკუთრებით სჭირდება.

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა პროცესს ლეგიტიმურსა და წარმატებულს გახდის“, - მიიჩნევს ანა გომესი.

მისივე შეფასებით, კონსტიტუციის გადახედვის პროცესი ინკლუზიური და კონსენსუსზე დაფუძნებული უნდა იყოს.

„ძალიან კარგი და არსებითი შეხვედრა გვქონდა ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძესთან და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესზე. ეს პროცესი მართლაც რომ წარმატებული იყო. საჭიროა კონსენსუსის მიღწევა. ჩვენ აზრთა კარგი და არსებითი გაცვლა გამოგვივიდა. კონსენსუსის მიღწევა ამ პროცესს ლეგიტიმურს და წარმატებულს გახდის. კონსტიტუციის გადახედვის პროცესი ინკლუზიური და კონსენსუსზე დაფუძნებული უნდა იყოს. საამისოდ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა გომესმა.

„აუცილებელია, რომ შეთანხმების მისაღწევად მაქსიმალურად ბევრი გაკეთდეს“, - თვლის ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი რომელმაც საკითხზე კონსენსუსის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, პროცესი რომ იყოს წარმატებული, საჭიროა კონსენსუსი. კონსენსუსი ამ პროცესს გახდის ლეგიტიმურს და გაზრდის ნდობას. აუცილებელია, რომ შეთანხმების მისაღწევად მაქსიმალურად ბევრი გაკეთდეს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

როგორც ჩანს, ევროპელი დეპუტატებისგან ოკუპაციის შესახებ შედარებით მწვავე განცხადებებს სხვა თემების განხილვის შემდეგ მოვისმენთ.

თითქმის ერთკვირიანი დუმილის შემდეგ რუსთთან პირისპირ დარჩენილ საქართველოში ე.წ. საზღვრის გადმოწევას საერთაშორისო საზოგადოებაც ეხმაურება - ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. თუმცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნულ თემაზე მხოლოდ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას გაამახვილა ყურადღება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და ისიც აღნიშნა, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი არ განუხილავთ.

„ჩვენ არ განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ნატო-ს არ აღელვებს საქართველოში არსებული ვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინასა და ავღანეთზე და რისკის შემცირებაზე.

მაგრამ, როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ვაცხადებ, რომ შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი. ჩვენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ ვცნობთ არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც რესპუბლიკებად. ორივე საქართველოს ნაწილია და შედის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველანაირ მცდელობას და განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას განახორციელოს მოდერნიზაცია, გააძლიეროს შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად და ვითარების სტაბილიზაციაშიც, რადგან ქვეყანაში ვხედავთ უცხო ქვეყნის ჯარებს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება ამერიკის პოზიციას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დარეგულირებამდე, უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობების ნორმალიზება და ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა.

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას, მე ვიტყოდი, რომ ამისთვის უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, ჯერ აღმოიფხვრას ბორდერიზაციის პრობლემა და ასევე პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა თუ რა ურთიერთობა ექნება სხვა ქვეყნებთან, როგორ სტრუქტურებში მიიღებს ის მონაწილეობას, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და შემდეგ უკვე სხვა დონეზე გადასვლა“, - განაცხადა იან კელიმ.

როგორც ჩანს, კვლავ აქტუალური ხდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თემა, რომლის შესახებ დასავლეთი მრავალი წელია, მოგვიწოდებს. ურთიერთობათა ნორმალიზების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღემდე საჯაროდ არავინ საუბრობს, რა იგულისხმება ურთიერთობის ნორმალიზებაში და რა გზით უნდა მიიყვანოს საქართველომ მეზობელთან ურთიერთობები ამ დონეზე. 

ნანახია - 1161

მეგრელი

2017-07-14 11:24:13

როგორც ჩანს, კვლავ აქტუალური ხდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თემა, რომლის შესახებ დასავლეთი მრავალი წელია, მოგვიწოდებს. ურთიერთობათა ნორმალიზების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღემდე საჯაროდ არავინ საუბრობს, რა იგულისხმება ურთიერთობის ნორმალიზებაში და რა გზით უნდა მიიყვანოს საქართველომ მეზობელთან ურთიერთობები ამ დონეზე.
--------------------------------------------------------------------------------------

გასაგებ (არადიპლომატიურ ) ენაზე ეს ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას პატივცემულო მარიამ. ეს კი ბევრი სხვა რამეს ნიშნავს. ვინ როგორ წაიკითხვას. მაგალითად გაეროს წესდებით ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება მაგრამ იმავე წესდებით დაცულია ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი.ანუ ამ ბორბალს ვის როგორ უნდა ისე ატრიალებს.

ანდრეი

2017-07-14 12:08:34

საქართველოსათვის აუცილებელია რუსეთთან დიპლომატური ურთიერთობის აღდგენა!

თვით უკრაინასაც კი დღემდე არ შეუწყვეტია რუსეთთან დიპლომატური ურთიერთობა!

არაქართველმა მიშა საააკიანცმა ძალიან კარგად იცოდა ,თუ რატომაც წყვეტდა რუსეთთან

დიპლომატიურ ურთიერთობას!

ანდრეი

2017-07-17 21:23:20

წერილის სათაური - ,,რუსეთის პირისპირ დარჩენილი საქართველო,,)))))

...და იქნებ დააკონკრეტოს წერილის ავტორმა,თუ როდის არ იყო საქართველო რუსეთის პირისპირ დარჩენილი?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80