პედაგოგის ინოვაციური შეთავაზება საზოგადოებას
საზოგადოება

პედაგოგის ინოვაციური შეთავაზება საზოგადოებას

პედაგოგის ინოვაციური შეთავაზება საზოგადოებას
დავით ფერაძე [პედაგოგი, ისტორიკოსი, ეთნოლოგი]

2017-07-12 19:30:54

მოკრძალებული „ღწვა“ ძირითადად საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებისთვის ბრძოლით შემოიფარგლება, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ განათლება არის მომავლის საფუძველი. ჩემი პუბლიკაციები, სოციალური თუ რეალური აქტივობები განადგურებული განათლების რეანიმაციისთვის ბრძოლაა. მაგრამ, პედაგოგი ვერ იქნება ჩაკეტილი, როდესაც გარშემო ნგრევაა, როდესაც სისტემა მთლიანად დამყაყებულია და ავანსცენაზე მყოფი „მარადმწვანე ტიპები“ არათუ წასვლას, არამედ „ჩაჩოჩებასაც“ არ აპირებენ.

ვისაც არ ეზარება ქვეყანას დიაგნოზს უსვამს, მაგრამ მკურნალობას იშვიათად თუ გვთავაზობენ. თუმცა დიაგნოზიც ისე ისმება, თითქოს დიგნოსტიკს არ ეხებოდეს და ქვეყნის საერთოს სნეულების თანამონაწილე არ იყოს.

ერთი მხრივ იმის გამო, რომ პედაგოგს შეუძლია ყოველმხრივ რჩევა და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ეს სათქმელი აქამდე არავინ თქვა, მინდა დღეს ასევე მოკრძალებულად, გარეთაც გავიხედო და სწორედ პედაგოგობა მავალდებულებს ამას. ისტორიკოსის პროფესია კი კიდევ უფრო მაკადნიერებს ზოგად პრობლემებზე ვისაუბრო.

სოციალური ქსელები - ძალაუფლების იარაღი

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სოციალური ქსელების საყოველთაოობის პირობებში აზრი და უკმაყოფილება არ დაიმალება. ეს ასეცაა, მაგრამ როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ სოციალური ქსელია საზოგადოების რეალური აქტივობის მუხრუჭი, სოციალური ქსელები უზნეო ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სოციალური ქსელები გარედან, ქუჩიდან ისრუტავს ყველა სახის უკმაყოფილებას, აგრესიას, ავანტურას, და ის რაც შეიძლება დიდ აქციებში, სერიოზულ ეგზალტირებულ სახალხო მღელვარებაში გამოხატულიყო, ახლა გადატანილია ვირტუალურ სივრცეში. ამიტომაცაა ის მიშვებული და უკონტროლო, რომ ხალხმა გული მოიფხანოს და ქმედებაზე არ გადავიდეს. სოციალური ქსელები არის ბოღმის განმუხტვის საუკეთესო გზა. ეს არის იარაღი ხელისუფლებისთვის, რომ მოთუხთუხე ხალხმა ორთქლი გამოუშვას და გარეთ არ გამოცვივდეს. გულმოფხანულ საზოგადოებას ქუჩა აღარ უნდა და არც ამის ენერგია აქვს. ენერგიას ინტერნეტ სივრცეში ხარჯავს. ხელისუფლება თვალს ხუჭავს გულის მოფხანაზე, ფხანით ამ უმაქნისთა ხროვის კომფორტს საფრთხე არ ექმნება და თუ ვინმე ფეისბუქზე გინებას დაიწყებს, ამით პრობლემა არ ექნება. მაგრამ, ფხანა, როგორც ილია მართალი შეგვახსენებდა, ქეცმა იცის.

ჩვენი ქეცი ჩვენი გათითოკაცებაა

ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არაა მთლინობა, და სამწუხაროდ, ეს არაა მხოლოდ ქართული და მხოლოდ თანამედროვეობის სინამდვილე. თუ ორგანიზმის მთლიანობაში რამე ხარვეზია, ესე იგი ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე. საზოგადოებაც ასეა. რას შვრება მთლიანობას გამოყოფილი თითოეული ინდივიდი? - ცდილობს დააგროვოს, ცოტათი მდიდარი თუ მილიარდერიც ამას ცდილობს. ისინი საზოგადოებისგან თავისი ნებით არიან გამოყოფილები და იგროვებენ თავისთვის. ვეთანხმები მოაზროვნე მოღვაწეებს, რომ ყოველი მატება ამ დაგროვებაში მეტი უსუსურობის მომტანია, რადგან მარტო თავისი თავის იმედი აქვს ასეთ ინდივიდს. და ამის გამო, სამყარო მისთვის მხოლოდ მოსახმარია. ის მხოლოდ იმაზე ზრუნავს, მოპოვებული ქონება და უფლებები არ გაქრეს. ასეთი ადამიანები მოჩვენებით თუ მოახერხებენ საზოგადოებაზე ზრუნვას. სინამდვილეში ეს ფლიდური „ზრუნვაც“, საზოგადოებისადმი ფლიდური მხარდაჭერაც თავისი მონაპოვრის დაცვას ემსახურება.

„არასოდეს არაფერი ყოფილა ადამიანისა და ადამიანთა საზოგადოებისთვის უფრო აუტანელი, ვიდრე თავისუფლება. სწორედ უბრალო პურისთვის მიწიერისთვის აღდგა უფლის წინააღმდეგ. მიწიერისთვის გაყვა მას და როდესაც თავისი შესთავაზა, განუდგა“ (დოსტოევსკი).

რადგან რელიგიურობით კეკლუცობა გვიყვარს, ამიტომ მსჯელობას რელიგიური არგუმენტებითაც გავყვები:

ჩვენ პურისთვის გავყევით ჯერ შევარდნაძეს, მერე სააკაშვილს და მერე მსხვილ მდიდარ ინდივიდს - ივანიშვილს. ჩვენ, ის ხალხი ვართ, რომელიც ქრისტიანობის ლამის ერთადერთ მცველებად მოვიაზრებთ თავს, მსოფლიოს მასშტაბით, სულიერებით ვტრაბახობთ, არადა პური და ფული - აი ესაა ჩვენი ფასადის მიღმა არსებული ნამდვილი ლოზუნგი და დღესაც ვინც ხალხს დაარწმუნებს, რომ ეს უხვად ექნება, ისევ მათ გაყვება ხალხი, ისევ ბრმად. უბრალოდ, წინა პოლიტიკოსებისგან უფრო მიმზიდველი სატყუარა ვერავინ გამოიგონა. როგორც ჩანს, სწორედ პურია მთავარი ღირებულება, რომელსაც, საბოლოოდ, არც ერთი ხელისუფალი არ იძლევა.

არადა მორწმუნემ და ქრისტეს რწმენის მცველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი? რომ კაცის კი არა ღვთის იმედად უნდა იყოს? ეს ვიცით და ესეც ფასადურად, ცოდნისთვის, ტრაბახისთვის, კაი კაცობის დასამტკიცებლად ვიცით. მაგრამ უკანასკნელ ოცწლეულში კი არა, უკანასკნელ საუკუნეში რა არჩევანს ვაკეთებთ? ვის მივყვებით? - ვინც დემაგოგიურად დაგვარწმუნებს მატერიალური კეთილდღეობის შესაძლებლობაში.

საერთოდ კაცზე მინდობა, ეს მორწმუნეობაში თვიდდაჯერებული ერის სიღრმისეული შეცდომაა, რადგან ხუთი პურის გამრავლება მხოლოდ ღმერთს შეეძლო და ამის საფასურად მას სულაც არ სურდა ხელისუფლება.

ავანგარდი სრულად უნდა შეიცვალოს

რას შვრებიან „მარადმწვანე“ პოლიტიკოსები და მათი მემკვიდრეები? - ნადირობენ „აქტუალურ თემებზე“ იმიტომ, რომ გამოკვეთილად გამოჩნდნენ. ხელისუფლებაში თუ ხარ, გინდა მეტი და მეტი სიმდიდრის თქვლეფა მოასწრო, ხელისუფლების მიღმა თუ ხარ, - გირჩევნია ცა და ქვეყანა დაიქცეს, რომ მერე მოთქმა-გოდებას მოყვე და საზოგადოება შენ კაიკაცობაში დაარწმუნო. სინამდვილეში სიღრმისეული პრობლემები პოლიტიკანებს არ აინტერესებთ.

ამიტომაც, ავანგარდზე მყოფები (არა მარტო პოლიტიკოსები) მთლიანად გადასახაზია! მთლიანად! მაგრამ არა დასასჯელად, არა დევნისთვის. არა! ამით რას მივიღებთ? აგრესია და სისხლი იგივეს მოიტანს. გადახაზულებს, ყველას ხელი უნდა გავუწოდოთ. საზოგადოებიდან არ უნდა გავრიყოთ, ოღონდ კეთილი უნდა ინებონ და მხოლოდ საარსებო საშუალება დაიტოვონ, დანარჩენი, რაც მამა-პაპებთან ერთად მიითვისეს, რაც ქვეყანას წაართვეს, უნდა დათმონ! უნდა დაუთმონ ხალხს, რადგან ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში მიწის ქვეშ, მიწის ზემოთ, წყალში თუ ჰაერშია - ყველაფერი ყველას ეკუთვნის.

ეს არ არის არც სოციალიზმი და არც რაიმე სახის პოლიტიკური მოძღვრება. „მარადმწვანე ელიტამ“ უშრომელად, თაღლითურად დაიკანონა ძალაუფლებაც, „ელიტურობაც“, ქონებაც, რესურსებიც და ა.შ. საჭიროა სასტარტო პირობების შექმნა და მერე კი ბატონო, ვისაც უნდა მთები იყიდოს, და ვისაც უნდა თავისი გაყიდოს.

დღემდე ჩვენ სადარბაზოებთან და არა მხოლო აქ ისევ არის გამოკრული გამარჯვებული „პოლიტიკური ტიპების“ წინასაარჩევნო ფოტოები. ისინი ახლა ხელისუფლებაში არიან. რომც არ ვთქვა, ისედაც ხომ ყველამ იცის, რომ ისინი არაფერს აკეთებენ. აღარც კარდაკარ დახეტიალობენ და აღარც ეკლესიაში იტყავებენ მუხლებს. რატომ? წმინდანობის ხარისხში რომ არ არიან, კი ვიცით. სინამდვილეში ისინიც განკერძოებული, ეგოისტი, მომხმარებლური საზოგადოების წევრები არიან. ჩვენგანის უმეტესეობა, მათ ადგილზე ასე მოიქცეოდა. ეს ვაღიაროთ.

როდის ვიყავით ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ერი?

ან ახლა რა ღირებულებებს ემუქრება საფრთხე? ვინ გვიკიჟინებს ამ საშიშროებაზე? ეს ღირებულებები ზოგი ფსევდოა, ზოგი მართლაც ღირებულება, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობისთვის ის მხოლოდ ფასადია და არა შინაგანი მრწამსი. ყოველწლიურად ათობით ათას ადამიანს არწმუნებენ, რომ მაგალითად, დავით აღმაშენებელი დიადია, მაგრამ მცირემ თუ იცის რატომ. ვინც ეს გააზრებულად იცის, მას ნეგატივის დანახვაც შეუძლია აღმაშენებლის ფენომენში, ოღონდ თუ ამას გაბედავს, მას ის უმრავლესი ფასადური ღირებულების ხალხი ისე დაკორტნის და ისე ჩაქოლავს, შეიძლება ფეხზე ვეღარ წამოდგეს. არადა საკითხავია, ამ ორიდან, ვინ უფრო ჩრდილავს მეფის დიდებულებას?

წინაპრებს პატივი უნდა მივაგოთო და იქნებ გადაგვეხედა, რაც გვჭირს, ბევრი რამ ხომ სწორედ მათგან გვჭირს. სახარება ხომ მამებსაც არიგებს, შვილებს ნუ განარისხებთო. სულ ახლახანს იყვენენ მამები, რომლებიც ისე ცხოვრობდნენ, როგორც ფრანგი აბსოლუტისტი მეფეები - ჩემს მერე ქვა ქვაზე ნუ იქნებაო.

ამ დამოკიდებულების მერე კი, ნგრევა თავისით მოვიდა და გრძელდება. ურთიერთობა თავისით არის კრიზისული, რადგან ღმერთის იდეა ან მოისპო, ან გაუკუღმართდა. ღმერთი აერთიანებს, თუ იდეა სწორად არის გაგებული, თუ არადა ერთიანობა ირღვევა. ამიტომაცაა, რომ ქრისტეს სხეულის მოზიარენიც კი, რომლებიც ერთობით უნდა იყვნენ, ხშირად ტაძარში გვერდი-გვერდ წლობით დგანან და ერთმანეთს არ იცნობენ. არადა, ქრისტიანი სხვის ცოდვებზეც უნდა გლოვობდეს, მაგრამ, უმეტესად, „იმნაირობისთვის“, როგორებიც თავად ვართ, ჩვენ ხომ ვქოლავთ ადამიანებს, ან ამის სურვილი გვაქვს!

სწორედ ამიტომ, ნათელია, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობის ის მასშტაბი, რაც ჩვენ ქვეყანაშია, წარმოუდგენელია. დღეს აზრს სახელმწიფო პირდაპირ არ ებრძვის, მაგრამ საზოგადოებას რომ ნება მისცე, უდიდესი ნაწილი „ქვას დაკრებს“. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი - სიყვარული არ გვაქვს და რაც გვაქვს, ისიც მცირე. ძალიან მცირე და გვინდა, რომ ჩვენ ვმართოთ.

შეთავაზება ყველას

ქრისტე მარტო საშინელი ჯვარცმისთვის არ მოსულა. ის ხომ ღარიბი, უწიგნური უბრალო ადამიანების სიხარულითაც ხარობდა და თავმოდრეკილ მოხელეებსაც წყალობდა. აუცილებელია სიხარულის აღსრულებისთვის ყველა ჩვენგანმა მცირე მაინც გააკეთოს, ყოველი წუთი ურთიერთობისთვის გვაქვს მოცემული, ოღონდ კეთილი ურთიერთობისთვის. ყველამ უნდა მოსინჯოს თავში, რა იცის, რა ტალანტი უბოძა განგებამ და კი არ დამალოს, უნდა გაამრავლოს. სახელისუფლებო ძალა ინელექტს არ იკარებს. ინტელექტი უნდა მობილიზდეს საზოგადოებაში. ამიტომ, დასაძლევია მშიშრული კითხვები: ვინ მომისმენს? ვის აინტერებს? ღირებულ იდეებს ყავლგასული პოლიტიკოსები და მართვადი მედია არ აიტაცებს.

ვისგან ველოდებით მოსმენას? თუკი რამე წინადადება, აზრი გვაქვს ქვეყნის ცალკეული სეგმენტის გადასარჩენად, თუკი ვიცით, რა რესურსებს ფლობს ჩვენი ქვეყანა და ვიცით, როგორ შეიძლება მათი გამოყენება... ამისთვის უნდა შევიკრიბოთ, ერთად მოვიყაროთ თავი, თუნდაც რამდენიმე შეხვედრა დაგვჭირდეს და ყველამ ჩვენი ხედვა წარმოვაჩინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ და ა.შ. კატეგორიას მივეკუთვნებით. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. აშშ-ს სახელმწიფო სწორედ ასე წარმოიქმნა. წუწუნსა და ხალხის გარეთ გამოსვლის უტოპიურ იმედს (რომლისკენაც ისევ გაქნილი პოლიტიკანები მოგვიწოდებენ) დავანებოთ თავი და თუ ხართ რომელიმე დარგის სპეციალისტი, თუ ხართ კომპრომისული და შემრიგებლური, თუ არ განეკუთვნებით ე.წ. პოლიტიკურ ან სხვა სახის „მარადმწვანე“ ელიტას, ერთად შევიკრიბოთ შემდეგი სფეროს მცოდნეები ან ამ პრობლემებზე დაფიქრებული ადამიანები.

განათლების სისტემა;

ეკოლოგია და ჯანდაცვა;

ეკონომიკური განვითარების სტრატეგია;

თავდაცვის მექანიზმები;

საკანონმდებლო ცვლილებები სადაც ადამიანი თანაბრად იქნება დაცული;

საგარეო პოლიტიკა და მეზობელი სახელმწიფოების ინტერესების შესწავლა-ანალიზი;

რა ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებთ;

როგორ დავეხმაროთ ქართულ წარმოებას, მისი განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტები;

საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის დამყარება და მათში ისეთი ადამიანების მოკვლევა, რომელთაც გააჩნიათ რაიმე ხედვები ქვეყნის განვითარების განხრით...

შევიკრიბოთ ამ პრობლემებზე მსჯელობისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ შეთავაზებაზე კრიტიკა გაქვთ? იმ შეკრებაზე გამოვთქვათ, თორემ აქური კომენტარები ვერაფერს შეცვლის. ამით გამოჩნდება გვსურს თუ არა სინამდვილეში წინსვლა და განვითარება, გვინდა თუ არა - გავცეთ.

P.S.

შევეხმიანოთ ერთმანეთს ყველა გზით: ტელეფონი, სოციალური ქსელები... ეს იქნება სრულიად ახლებური მშვიდობიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ქმედება. შეხვედრის ადგილს და დროს პირადად დაკავშირებისას გაცნობებთ.

ნანახია - 1848

Maverick

2017-07-12 22:46:11

ბატონო დავით!

თქვენი ეს სტატია საჭირო და აქტუალურ თემებს ეხება, მადლობას მოგახსენებთ გარჯისათვის. საინტერესო და მისაღებია თქვენი მოსაზრებები და მოწოდებები, მაგრამ ნაწილობრივ, რადგან რიგი მათგანი დაარღვევს სიმწრით შენარჩუნებულ, თუმცა მოჩვენებით, მაგრამ მაინც სუსტ მშვიდობიან ყოფას.

Maverick

2017-07-12 22:47:05

"სოციალური ქსელები არის ბოღმის განმუხტვის საუკეთესო გზა. ეს არის იარაღი ხელისუფლებისთვის, რომ მოთუხთუხე ხალხმა ორთქლი გამოუშვას და გარეთ არ გამოცვივდეს. გულმოფხანულ საზოგადოებას ქუჩა აღარ უნდა და არც ამის ენერგია აქვს..." აქაც ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ ვისთვისაც ნაცრის ქექვა არ არის მიზანი, იგი თავის პროტესტს ქუჩაშიც გამოხატავს.
--------------
„არასოდეს არაფერი ყოფილა ადამიანისა და ადამიანთა საზოგადოებისთვის უფრო აუტანელი, ვიდრე თავისუფლება. სწორედ უბრალო პურისთვის მიწიერისთვის აღდგა უფლის წინააღმდეგ. მიწიერისთვის გაყვა მას და როდესაც თავისი შესთავაზა, განუდგა“ (დოსტოევსკი). ..." და ა.შ.

მშიერი და უქონელი, ხარბი და ძუნწი, მდიდარი და ძლიერი გეთანხმებით პურს, საშოვარს, მომხვეჭელობას მიყვება, მაგრამ ვინც სულით, ხორცით, გულით, გონებით შეიცნო მაცხოვრის მიერ ნასწავლები ლოცვა, "პური არსობისა" მარტო საკვები არ არის, იგი ღვთისგან ნაბოძები გონების თვალის ახელაა, შემეცნებაა, ღირსებაა, ზნეობაა, ღმერთის, სამშობლოს, ერის, მოყვასის სიყვარულია, მაღალი იდეალებისათვის თავდადება და თავგანწირვაა, ხოლო ვისაც ეს შთაგონება გააჩნია ახალ დავით აღმაშენებელს კი არ ჩაქოლავს, მხარში ამოუდგება და ბრძოლის ველზე თამამად გაყვება...

Maverick

2017-07-12 22:50:59


"მარადმწვანე" ბნელიტა უბრძოლველად არაფერს დათმობს, "მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს", ქვეყანას კი დავაქცევთ, ხოლო თუ ამას დავაპირებთ ნატო, კატო, მიშშუტკა, ქოცობა და ოცნობა, დასავლთით, ჩრილოეთით, სამხრთით, აღმოსავლეთით, მარცხნივ, მარჯვნივ, ცენტრისაკენ, ასტრალის, ქვესკნელისაკენ და ათასი ოხრობისაკენ მაყურებელი სწორედ ეს მარადმწვანე და სახელგატეხილი ბნელიტა დ.ე.დ.ა.წ.უ.ლ.ია.ნ.ა.დ აღდგება და საფლავში გაიყოლებს ქვეყანას...

Maverick

2017-07-12 22:51:21

რაც შეეხება გაერთიანებას, გამთლიანებას, ურთიერთთანადგომას და ქვეყნისათვის, ერის კეთილდღეობისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას, გავკადნიერდები და ვ.ი.ტ.ყ.ვ.ი. რომ ამ საიტის ყველა იუზერი მზად დიდი ხანია ვართ და ველოდებით..."დრო არის ქვების შეკრების, და..."
ვ ნ ა ხ ო თ!

Maverick

2017-07-12 22:53:01

ადმინ შეგირცხვა ულვაში, დ.ე.დ.ა.წ.უ.ლ.ი.ა.ნ.ა.დ. საგინებელი ს.ი.ტ.ყ.ვ.ა ყოფილა

asdf961

2017-07-13 09:43:02


მადლობა ბ-ნ დავითს კარგი სტატიისთვის!
დიდი ხანია ქართველობა ელოდება ასეთ მოწოდებას!
მართალია, რომ საჭიროა ბრძოლა და ბრძოლა!

მაგრამ, არის ერთი "მაგრამ". ეს რომ ყოფილიყო ძველად, დავუძახებდით ქუდზე კაცს და გავანადგურებდით ქვეყნის მტერს (ქამარ ხანჯალი ყველას ქონდა), მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ძვირად ღირებული საინფორმაციო ომის პირობებში ასეთი ბრძოლა დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული, რაც ჩვენთვის რთული გადასაწყვეტი იქნება, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

იმედს ვიტოვებ გამოჩნდებიან საქართველოსთვის გულანთებული მხედართმთავრები. ერთ რიგით ჯარისკაცად მეც ჩავეწერები.


xalibi

2017-07-13 12:03:49

საფიხვნოს სალამი:).
სრული სიმართლეა ნათქვამი სტატიაში.... განათლების გარეშე ვერ გავფრინდებით, ვერა... მაგრამ განათლება არც საზეპიროების პროგრამიდან ამოღებაა, არც გუგლსა და ვიკიპედიაში რაიმეს ძებნა, არც ქართული ზღაპრების კრიტიკა... გა-ნათლ-ება ნათელიდან მოდის, იმ ნათელიდან , რომელიც უფალმა მნათობების შექმნამდე დაანათა დედა-მიწას.... იმ ნათელიდან, რომელში ყოფნასაც ქართველები წასულთა სულებს უსურვებენ..... იმ ნათელიდან, რომლის სიყვარულითაც ქართველები ადრე ერთმანეთს ნათლიდედ--ნათლიმამით მიმართავდნენ ნათელ-მირონობის გარეშე და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ჩვენ სინათლის შვილები ვართო.....

levani

2017-07-13 13:04:31

არსებობენ კი ყველა ამ დარგის სპეციალისტები? რამდენიმეც რომ იყოს და ერთად იმსჯელონ, ეს სერიოზული წინსვლაა. იმ „ბნელიტების“ (აქ რომ კარგად თქვეს) ბედიც ასეთ შეკრებებზე უნდა გადაწყდეს, ალბათ

papaeqsperti

2017-07-13 16:46:52

ვაააა......
ხალიბი გამარჯობა,... გამარჯობა ....
.ესე რად მიგვატოვე რა არიი?
ბევრჯერ გკითხულობ, მეგობრების თემაზე ბევრჯერაც გინატრე, მაგრამ უშედეგოდ.... ახლოს არ გვეკარები-ღა
ერთხელ დაჟე აქ დაგინახე კიდეც ....გამოგეკიდე მაგრამ ვერ დაგეწიე...
ისე მართალი კია.... წყ/ლის ნაყვით მეც დავიღალე ....მაგრამ რავი,ჯერ ისევ აქა ვარ, თუმცა კი ..ნელნელა უკვე მეც ვცივდები...
6 წელი ბეზ პერერივა არაა ცოტა...
ძველებიდან სამი ოთხი იუზერიღა ვხმაურობთ მარტო--80 % წავიდა მათ შორის ლამე, ლოგოსი,ხიროხიტო ოძელი, კატარღა, ჯემო ..სხვებიც ბევრი
მოკლედ თუ შემოხვალ წასვლას გადავიფიქრებ....
ეცადე....
ხოო მართლა ექსპერტის წოდება მივინიჭე უკვე ...კანეშნა..... საიტზე მოწვეულ 20--25 წლის ექსპერტებთან შედარებით, შეიძლება ჩქარა ნობელის პრემიასაც გამოვკრა ხელი

serapina

2017-07-13 18:16:13

xalibi,
კეთილი იყოს თქვენი "დაბრუნება".
არ წერდით,მაგრამ ხომ კითხულობდით?!
მე, ამ თემაზე საუბრის სურვილი,დიდი ხანია აღარ მაქვს.
უბრალოდ, ბალტიისპირეთის მაგალითს ვაკვირდები(შედეგებს!) და საითაც მივდივართ, ისიც ცხადია.

ჩვენმა ხელისუფლებამ მოაგვარა უკვე ყველაფერი!
ვისაც ექნება ბევრი ფული, იმათი შვილები ისწავლიან, ჯერ საქართველოში, მერე საზღვარგარეთ(უცხოეთის დაფინანსებით, ცხადია).

ესაო,ისაო, აბა ჩვენს შვილებს ხომ არ დავსჯითო,თავადაზნაურობამ და... სხვისი შვილები დასაჯეს!

(ვაიმე,ეს კრიმიანალები და შემარცხვენელი ქართველები რომ გვყავსო... ამაზე,თავს აქნევენ და დანანებით საუბრობენ... მეტი რა ჰქნან?!)
ასე მოგვარდა ეს საკითხი.

მე ჩემი "ჩამონათვალი",რა უნდა გაკეთდეს განათლების სფეროში სულ დავაპატარავე(შალის ზედა, რომ 90 გრადუსზე გავრეცხე ერთხელ, დაახლოებით ისე) ...
ერთ თხოვნამდე დავიყვანე:-დაანაბონ თავი ამ ბავშვების ტვინების დახშობას!რაც ღმერთმა მისცა ამ ბავშვებს,ის მაინც შეარჩინონ, არ წაართვან აზროვნების უნარი!
ამ უკანასკნელის ინსტიტუციონალურად წართმევაში და მერე,უკუღმა აზროვნების სწავლაში,იმდენი ფული გააყოლეს წ/ყ/ა/ლ/ს... რამდენიმე სახელმწიფოს ააშენებდა.

მოკლედ,დავით აღმაშენებლისა და ჩემი სვანების ანეკდოტის არ იყოს(აი ხალხი,სადაც დავტოვე,ისევ იქ არიანო)...

...სადაც დაგვტოვეთ, ისევ იქა ვართ...და ამასობაში, ამდენი წელი გასულა.



papaeqsperti

2017-07-13 20:11:40

ერთ თხოვნამდე დავიყვანე:-დაანაბონ თავი ამ ბავშვების ტვინების დახშობას!რაც ღმერთმა მისცა ამ ბავშვებს,ის მაინც შეარჩინონ, არ წაართვან აზროვნების უნარი!
ამ უკანასკნელის ინსტიტუციონალურად წართმევაში და მერე,უკუღმა აზროვნების სწავლაში,იმდენი ფული გააყოლეს წ/ყ/ა/ლ/ს... რამდენიმე სახელმწიფოს ააშენებდა.

papaeqsperti

2017-07-13 21:30:31

სერაფინა

აი კაკრას.....ალავერდი შენთანა ვარ ...წლევანდელი აბიტურიენტების შედევრებია ქართულში

ჩვენმა განათლების სისტემამ ბავშვების გამოტვინებაში რეკორდი დაამყარა!!!

თან ვიცინი თან ვტირივარ--- ეს რა აარის?? ამას მოფიქრება არ უნდოდააა??







"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში".

"შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა".

"ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა".

"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო".

"ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო".

"რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა".

"ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა".

"პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული".

"აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა".

"აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ".

"ალექსანდრე ყაზბეგი მსახიობიც იყო, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან მხოლოდ ცეკვა იცოდა და ისიც ლეკური".

"ღმერთმა მიიხედ-მოიხედა და თავის მეტი რომ ვერავინ დაინახა, შეეშინდა და ადამიანი შექმნა. ამის შემდეგ ვინც მარტო რჩება, შიში ერევა".

"გველეშაპი ადამიანებს ტანსაცმლიანად ყლაპავდა, მაგრამ მომღერალი მეჩონგურეს ფეხსაცმელები არ მოეწონა".

"ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა".

"ერთ ღამეს დალის ქალღმერთს მონადირე შეეპარა და გვერდით მიუწვა და ამირანი ჩასახა".

"სოლომან მორბელაძე სირბილით შოულობს ტკიცინა ათლარიანებს".

"თბილისის შუაში მოედინება მტკვარი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს და სხვადასხვა უბნებს წარმოშობს".

"ვაჟა-ფშაველას ოჯახში ყველა სტუმარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას, თან აჭმევდნენ და ასმევდნენ და რა გასაკვირია, რომ მან სტუმარ-მასპინძლობაზე პოემა დაწერა?".

"ძიძიასგან დაბრმავებული ონისე გაიძახოდა, მომკალითო, მაგრამ ყველა გაშტერებული უყურებდა. ვერავინ წარმოიდგინა, რომ როცა ქვეყანას უჭირდა,
ხევისბერის შვილი ქალთან გულაობდა".

"ილია ჭავჭავაძე თერგდალეულების ლიდერი კი იყო, მაგრამ მდინარე თერგს ვერ იტანდა".

"დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვამ ისე გაიტაცა, თურქების თავდასხმის ხმაც კი ვერ გაიგონა".

"მზეთუნახავი ნესტანი კიდობანში ჩასვეს და წყალში ჩააგდეს. ზედ კი ორი ზანგი მონა დაასვეს".

"ლუარსაბი განათლებული რომ ყოფილიყო, ისეთი გაბერილი აღარ იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რამდენი უნდა ეჭამა".

"ადამიანები პირველად თიხაზე წერდნენ, მერე ცხოველების ტყავზე. სულ ბოლოს ჩინელებმა ფურცლები გამოიგონეს, მაგრამ ახლა ყველაზე ადვილი ინტერნეტში წერა და კითხვაა".

"ვეფხისტყაოსანი" ყველა ქართველი პოეტის უდიდესი პოემაა".

"ერეკლე მეფემ კრწანისის ომი წააგო და ისე დაიმალა, ქალები ვეღარ პოულობდნენ".

"ვაჟა-ფშაველას ცოლის მოყვანამდე ორი გოგო უყვარდა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ მათ ახლოსაც კი არ მიკარებია, მხოლოდ შორიდან უთვალთვალებდა".

"ლუარსაბს ცხენი დაუმალეს და იფიქრა, რაც არის, არის, მაშინ დარეჯანს დავექორწინებიო".

"ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები"

papaeqsperti

2017-07-13 21:32:34

აი ამაზე ტელევიზიები უნდა ანგრევდნენ ყველაფერს


ესენი კიდევ...... ამის საყვარელი..... იმის საყვარელი


ამის პატრონებს კოლექტიური სახრჩობელა გვჭირდება უკვე

papaeqsperti

2017-07-13 21:40:44

ხალხნოოოოოოოოოო

ეს რა ხდება ................ ხალხნოოოოო....
ესენი კიდევ კონ(პროს)ტიტუციით ვინ მეტს კაცს გაიყვანს პარლამენტშიო....


გამოდის რომ განათლების მესვეურებს თავიაანთი ,,წლევანდელი ნამუშევარი,, მართლა ობიექტურად შეუფასებიათ ---გამოცდებზე მოზარდების გამოსაშვები კონტიგენტის 25 % რომ ჩაუჭრიათ და ატესტატები არ მიუციათ

არადა ხო თვითონ ასწავლიან??????

xalibi

2017-07-13 23:07:36

ადმინ, ფილტრია თუ ოხრანკის ცენზურა??????
პაპა, ექსპერტი გამხდარხარ, ზვანიასაც მოგიმატებდნენ, ჩვენ რომ ვიცით,ისინი და გამარკვიე, აქ მთავრობის კრიტიკა აიკრძალა?? გინება მე არ დამიწერია და ჩვენი მეზობლები არ მიხსენებია...:):)

papaeqsperti

2017-07-14 01:15:10

ხალიბი

რავი არ შემიმჩნევია ...
უბრალოდ რაღაც ასოთა წყობა არ მოსწონს ხოლმე
ნამეტნავად უ და ღ-ს თანმიმდევრობა... დრობით ვწერ ხოლმე უ/ღ არც ღ და ლ ღ/ლ
არც მეზობლები უყვარს
მაგრამ ეს სეკრეტები წესით შენ გავლილი გაქვს ...ეტ/ყობა დაგავიწყდა..
არაუშავრა გაგახსენდება
ზვანია კიდევ, ზუსტად იმათ ჯინაზე მოვიმატე

papaeqsperti

2017-07-14 09:05:36

ადმინ!!


აუუფ..... წუხელ ვებერთელა პოსტი მივწერე ბიკენტის... ამ დილითაც იდო აქ და ეხლა თვალსა და ხელს შუა გაქრა. რა მოხდააა???

ადმინ!!.... მიშველე რამე იქნებ როგორმე ის პოსტი აღმიდგინო

papaeqsperti

2017-07-14 09:08:04

ბოდიში ვნახე ... ,,ის,, სხვა კედლის ლურსმანი ყოფილა

xalibi

2017-07-14 11:32:14

სერაპინა:) რაც შენ განათლებაზე გაქვს ნაწერი, რამდენიმე მინისტრს ეყოფოდა საქართველოში, მაგრამ ჯეჯეს მაგისთვის სცალია?! აქეთ კომბლეო, იქით ცხრათვალა მზეო ..... არადა რა ,,აიტიშნიკი" დაკარგა ქვეყანამ....

xalibi

2017-07-14 11:33:33

პაპა, რა დღეში ხარ?! უკვე კედლები გერევა:):):)

serapina

2017-07-14 13:50:39

მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია,ამ ჩვენს წერა-კითხვას აქ.
საქართველოში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დააწესეს...მაშ!

არა,ზოგადად რომ კარგად შესწავლილი ვართ(გამოკვლევებული, მახსენდება სულ...ელენე თევდორაძის ნათქვამი..), ეს უნდა ვაღიაროთ.
იციან,როგორ "აგვინთონ გული სამშობლოზე", მხოლოდ სიტ/ყვებით.


natali

2017-07-14 14:48:12



ვეფხის/ტ ყ/აოსანი თითქმის ზეპირად ვიცი და იცი რატომ? ძალიან მომწონდა და იმიტომ. მერე რააა? რაში ადგება ქვეყანას ის, რომ მე ვიცი ვეფხის/ტ/ყ/აოსანი? სხვათა შორის არც ჩემს კუხნას არ ადგება ეგ:))
სამაგიეროდ ჩემი ერთი თანაკლასელი, ქართულად ძლივს რომ კითხულობს და საერთოდ არ გადაუშლია რუსთაველი, მილიონერია და უამრავი ხალხი ჰყავს დასაქმებული. მაგარ კარგ საქმეებსაც აკეთებს.

ერთ ჩემს ნათესავს, სადღაც 60 წლამდეა, ქიმიკოსის დიპლომი უდევს სახლში, წ/ყ/ლის ფორმულა არ იცის, მართლა! რომ ვკითხე, თუ არ გიყ/ვარდა ეგ საგანი, რატომ სწავლობდი ქიმიურზე, ვიღაც, ვისაც აინტერესებდა ხომ დარჩა გარეთ მეთქი, მიპასუხა-სადაც პატრონი მ/ყავდა და სადაც დამდეს, იქ ჩავაბარეო, აბა სამხატვრო აკადემიაში(კარგად ხატავს) მე ვინ შემიშვებდაო.

ექიმს,ინჟინერს,.....ნუ ეცოდინება ლიტერატურა,ისტორია და ბრმანაწლავის მაგივრად კუჭს ნუ ამომაჭრის....მშენებელი ისე ნუ ააშენებს, რომ დაუმთავრებელი მშენებლობა უკვე ინგრეოდეს.....წ/ყ/ლის მილებს გაზის მილებთან ნუ შეაერთებენ.....მე ეს უფრო საგანგაშოდ მიმაჩნია...
მოკლედ...ყველამ თავის საქმე აკეთოს რააა............და ბავშვებს მივეხმაროთ იმაში,

serapina

2017-07-14 16:28:31


natali,
ზეპირად ცოდნა, არ არის ცოდნა...
და საერთოდ, მე არც ზეპირობაზე ვსაუბრობ, არც ხუთოსნობაზე და არც ლიტერატურაზე.მე ვსაუბრობ აზროვნებაზე, ანალიზის უნარზე, კომპლექსურად მიდგომებზე...
...და არა დოსტოევსკი გაგონილ(ამ დროს რომ არც წაუკითხავთ) ხალხზე, რომელიც ნაკითხოვით კეკლუცობს.

საინტერესოა, რატომ "იკლავ თავს კუხნიდან" რომ განათლების არსი ფულის შოვნაშია?!
მე ერთადერთი მილიონერი ნაცნობი მყავს გერმანელი და მას, პ/როფესიული სამწლიანი განათლება აქვს მიღებული.
...და ზოგადად ბიზნესით დაკავებული, ფულიანი გერმანელები(და სხვა ევროპელებიც), სულაც არ არიან დიპლომებიანი და ნაკითხი...
აქ,სახელმწიფოზე და განათლების პოლიტიკაზეა საუბარი.
...და იმიტომ რომ უდიპლომოებსაც შეუძლიათ ფულის შოვნა, არც სკოლები გამოულენჩებიათ გერმანელებს და არც, უნივერსიტეტები.
ჰე,დაიწყოს ყველამ ბიზნესი და აღარ დაგვჭირდება ექიმი,პედაგოგი,იურისტი...
იცით თქვენ, ეს მილიონერი რამდენ ფულს უხდის იურისტებს(რამდენიმეს თან)?!
ჰო, მშენებელმა თავისი საქმე უნდა იცოდეს და სტომატოლოგმა თავისი...ეს კვალიფიკაცია მიიღება უმაღ/ლეს სკოლაში...
მაგრამ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, დედამიწაზე ყველგან ისწავლება მშობლიური ენა,ამ ენაზე შექმნილი ნაწარმოებები და ისწავლება მათი ანალიზი.
ნუ, თქვენ და ჯეჯე იგონებთ ახალ მოტოციკლეტს, რომელიც ფრენის უნარიანია და მე პირადად,მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: -ვერ გა(ვ)ფრინდებით!

ახლა, მშობლიური ენზე და ენაში კოდირებულ ნიუანსებზე საუბარი, საერთოდ ზედმეტია...

natali

2017-07-14 17:07:31


სად დავწერე რომ....განათლების არსი ფულის შოვნაშია?:))))))) პირიქით!

განათლების არსი არის იმაში, რომ დაწერილიდან შინაარსი მაინც გამოიტანო.:))))))))))

papaeqsperti

2017-07-14 18:12:12

ხალიბი

კედლები კი არა უკვე რამსებიც მერევა მგონი..ამათ მაყურებელი ეხლა მიშას მხარეს უნდა გადავიდე...

natali

2017-07-14 19:06:37

სერაფინა,თავის საქმეში წარმატებული ბიზნესმენი, თუნდაც დიპლომი არ ედოს სახლში და სკოლაში ორი წელი კი არა, საერთოდ არ ევლოს, თქვენ გაუნათლებლად მიგაჩნიათ?

papaeqsperti

2017-07-14 19:23:58

ნატალი


მე კი!!!!!!!!!!!!!
თანაც ძალიან, ძალაინ გაუნათლებლად....
კარგი რაა, ნატალი კარგი.............შენ ისევ ძველებურს ,,აწვები,,

"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში".


აბა იმ ბიზმესმენის აზროვნება რა იქნება---- იყიდე... გაყიდე
სხვა დანარჩენიიი??

papaeqsperti

2017-07-14 19:28:40

ნატალი

მითხრა სადაც დამდესო...

გეთანხმები მასე არ უნდა იყოს მაგრამ
სკოლა და ....... ესე და ესეთიი???

"აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ".


აი ამას ხომ ასწავლიან ხვალინდელ ბიზნესმენებს??

serapina

2017-07-14 19:29:27

არ მიმაჩნია ნატალი მაგრამ, არ შეიძლება მდიდარი ბიზნესმენები რაიმე კრიტერიუმად ჩავთვალოთ, როდესაც საქმე სახელმწიფოს განათლების პოლიტიკასა და მის შინაარსს ეხება.
ისე, როგორც არ შეიძლება კალაძე იყოს მინისტ/რი... და ივანიშვილი საქართველოს დირექტორი.
ეს მდიდარი ბიზნესმენები ჰყავს გერმანიასაც... არც პოლიტიკას აინტერესებს ისინი(სანამ კანონის ფარგლებში ოპერირებენ და კარგადაც იხდიან,სახელმწიფოს სასარგებლოდ) და არც მათ აინტერესებთ პოლიტიკა...
საქართველოში კი, ათწლეულებია მაგლითად თბილისი რამდენიმე ოჯახის ხელში(მაგალითად, კოდუების, ბექაური თავისი მეუ/ღ/ლით... )...და ქალაქის თუ ქვეყნის განვითარებაც(და განუვითარებლობაც) ამ 20-25 წლის განმავლობაში, ამ ფულიანი ტიპების სურვილზეა დამოკიდებული.ამათი შპს-ა საქართველო... და ამას კალაძე ღირსეულად გააგრძელებს.

მე სახელმწიფოზე ვსაუბრობ...რომელსაც გააჩნია განათლების პოლიტიკაც, ჰყავს ბიზნესმენებიც და კანონიც კანონს ჰგავს... და არა გაუთავებლად, აქლემის ქურდი რომ ნემსის ქურდს,იჭერს და ციხეში აგზავნის.

papaeqsperti

2017-07-14 19:30:55

სრაპინა


მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია,ამ ჩვენს წერა-კითხვას აქ.
საქართველოში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დააწესეს...მაშ!



გჯერააა რომ ეგ ჩვენი დამსახურებაააა???
მე არა!!

papaeqsperti

2017-07-14 19:34:06


ნატალი

მე და შენ სიდედრების ამბებში უფრო მოვრიგდებით ვიდრე ამ საქმეში

არა და არა...თანაც რეზკად!!!!!!!!!

natali

2017-07-14 19:47:56

ჩვენი უბედურებაც მაგაშია, რომ ბიზნესმენები კი არა, ვაჭრები რომ გვყავს.

ისე პაპა, ბიზნეს ადმინისტრირებაში იმდენ ფულს რომ იხდიან უნივერსიტეტებში, იმ ხალხს რომ უთხრა ფულს განათლებაში არ იხიდი, ეგ განათლება არააო, რას გეტყვიან? :))))))))

serapina

2017-07-14 21:49:57

გჯერააა რომ ეგ ჩვენი დამსახურებაააა???
მე არა!!
------
ეს ირონიული ნათქვამი იყო.
რად გვინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო?
რა არის ეროვნული ქართულ განათლებაში?!
ხალხს გული გაუხარეს ვითომ...
თორემ არც სკოლა ჰგავს სკოლას და არც მასწავლებელი მასწავლებელს. ამ უკანასკნელს, ჯერ უნივერსიტეტში არ ასწავლიან... და მერე
ტ/რერინგებზე დაარბენიებენ... ამ დროს ტ/რენინგის არსი სულ სხვა რამ არის...
და საერთოდ,ამდენი წლების მერე, რა ვერ ასწავლეს ამ მასწავლებლებს?! ცალკე სახელმწიფო უყტ/ყამს თავში და ცალკე მშობელი(თან ზოგი ისეთი..).
ჰოდა, ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფს,რად უნდა ეროვნული ჯილდო?!

papa

2017-07-14 22:05:10

ნატალი

შენ სპეციალობას(უმაღ/ლეს განათლებას) და საშუალო სკოლის პოგრამას ერთმანეთში ნუ ურევ!! მე ვამბობ სკოლის პროგრამა ნებისმიერმა ადამიანმა მინიმუმ საშუალო დონეზე მაინც (თუ მეტად არა) აუცილებლად უნდა იცოდეს მეთქი, (აუცილებლად და კიდევ აუცილებლად) შტერთან საუბარი და საქმის დაჭერა ძალიან, ძალაინ ძნელია..ბიზმესმენი კი არა, თუ გინდ დვორნიკი იყოს
ისე კი რა ვიცი ... ამ მათემატიკის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს კი საუბრობ დაააა
.. ამბობ ყველაფრის(მათ შორის აზროვნების და ანალიზის) საფუძველთა საფუძველი მათემატიკააო და ეგ მათემატიკა სად ისწავლება?? თუ სკოლაში არ ისწავლა ბავშვმა რამე.... ..მაშინ გამოვა............... ბიზნესმენი...
ესეეე??
მოკლედ საშუალო სკოლის პროგრამის ცოდნა, ნებისმიერი პატივმოყ/ვარე ადამიანისთვის აუცილებელია
თუნდაც იმიტომ რომ...

"ლუარსაბი განათლებული რომ ყოფილიყო, ისეთი გაბერილი აღარ იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რამდენი უნდა ეჭამა".


ხედაავ განათლება თურმე რამდენს ნიშნააავს???
არ გეთანხმები,..... მაგრამ ...მაგარი ხარ!

papa

2017-07-14 22:06:47

სერაპინა


პავლოვის ............. კიდევ არ გჯერააა??

papa

2017-07-14 22:10:27

აუუუჰ .... ეს რა დამემართა ექსპერტის ზვანია დამვიწყებია
აბა ეხლა ჩემ ექსპერტობას ვინღა დაიჯერებს??
არაუშავრა ... შეცდომას გამოვასწორებ..

natali

2017-07-14 22:27:41

პაპა
საქმეც მაგაშია. როგორ შედგება სასკოლო პროგრამა, ვინ რას ჩათვლის სავალდებულოდ. ძალიან გადატვირთულია ჰუმანიტარული მასალით. არადა ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში და ძალიან სწრაფად ვითარდება ყველაფერი.
ისე მე მგონი საერთო განათლებამ უკვე დაყვინთა, ვეღარ ეწევა პროგრესს. სანამ რამე პროგრამას შეიმუშავებენ, დაამტკიცებენ, დანერგავენ.....უკვე შეცვლილია ყველაფერი და ახალია დასაწერი.:)
კალიგრაფიით ტვინი მქონდა წაღებული და ახლა აღმოვაჩინე, რომ ბოლოს ხელით როდის დავწერე, აღარც მახსოვს, ხელს თუ მოვაწერ რამეს, თორემ:))))))რაში მჭირდებოდა, რას მაწვალეს?:)

papaeqsperti

2017-07-14 23:57:20

ნატალი


პროგრესს ვერ ეწევაო......????
აბა რას ამბობ? პროგრესი რა შუაშია??
პროგრესი თორემ .......მხოლოდ პროგრესული მიდგომებიღა აკლიათ, ისე
პროგრესის გარეშე ნაღდად ბრდღვნიდნენ ყველაფერს...
პროგრესი .. პროგრესის შედეგად რააა..... სინუსი კოსინუსი გახდა და კოსინუსი სინუსიიიი??
რას გულისხმობ პროგრესში?? პროგრესის მიღწევები შეიძლება სამეცნიერიო დარგებში იყოს
აუცილებელი..თორემ


"დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვამ ისე გაიტაცა, თურქების თავდასხმის ხმაც კი ვერ გაიგონა".

ამას პროგრესი უნდააა??
ელემენტარულს აღარ ასწავლიან სკოლაში ელემენტარულს, რომელი პროგრესი გინდა??სკოლებში სწავლება უბრალოდ აკრძალულია აკრძალული, თორემ ...... პროგრესული მიდგომები რომ გვქონოდა მთებს მოვგლიჯავდიიიით??
ეგრეე??


serapina

2017-07-15 00:45:01

ნატალი,
ისე წუხხარ, ჰუმანიტარული მასალითაა სკოლა გადატვირთულიო...ვინმეს ეგონება, მერსედესის და აუდის დამმზადებელი ქვეყანა ვიყოთ და ბავშვებს ლიტერატურუსათვის არ ეცალოთ.
გერმანელი რომ უწიგნური იყოს არ ეშლება ხელი ცხოვრებაში. გამოვა "მალიარი" ან "პარიკმახერი" და იცხოვრებს კარგად.
...მაგრამ ეს იმიტომ, რომ აწყობილ სახელმწიფოში ცხოვრობს.
ჩვენ, აწყობილი კი არა, ერთი კვირა გადაბმულად, სახელმწიფო არ გვქონია ჩვენს განკარგულებაში და...
არ გინდა გესმოდეს(შეგნებულად),თორემ ისე ძალიან კარგად გესმის...რატომ არ შეიძლება, არც აგრარული ქვეყანა ვიყოთ,არც ინდუსტრიული და არც სადმე წამსვლელად ვვარგოდეთ.
...თანაც ხალხი,რომელიც შვილების განათლებისათვის არაფერს ვზოგავთ.


xalibi

2017-07-15 12:07:34

სერაპინა:) რა ეტყობა ჰუმანიტარული საგნებით გადატვირთულისას ქართულ სკოლას?! პაპა-ექსპერტმა რაც მაგალითები მოგვიყვანა, სრულიად საპირისპიროს მეტყველებს..... მეჯღანუაშვილის მენტალიტეტს შესციცინებენ .....
რომელი მილიონერია, რომელსაც გადაგდება--წართმევა--აფერისტობის გარეშე აქვს ნაშოვი ქონება ამ დაქცეულ ქვეყანაში?! მე გა-ნათლ-ება ნათელთან ტყუილად არ დამიკავშირებია და ეს, სხვისა არ ვიცი მაგრამ, თავად რომ იცი, დარწმუნებული ვარ:):)

natali

2017-07-15 12:37:15

ვითომ მეჯღანუაშვილს რითი სჯობს მაგ........ფანტიაშვილი?:))))

აი ახლა წავიკითხე

"ფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
დაზარალებული მთავარი მოთხოვნაა ზარალის ანაზღაურება წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან."

აი ახლა ეს ხალხი ხომაა გაუნათლებელი? რამდენი წიგნიც გინდა წააკიტხე და რამდენ კინოსაც გინდა აყურებინე..... მერე ეს ხალხი ხმას მისცემს მათ წამქეზებელ ამათზე უარეს გაუნათლებელ პოლიტიკოსს, დაგვისვამენ პარლამენტში და მერე თვითონვე არიან უკმაყოფილო.
თვითონ ქონება არ დააზღვიეს, სახანძრო სიგნალიზაცია არ დააყენეს და მე მთხოვენ, გადასახადების გადამხდელს ზარალის ანაზღაურებას. ჩემთცის აი ესაა გაუნათლებლობა.
ხოდააა....დიახ,განათლებაა სერიოზული მისახედი თუ გვინდა მართლა ქვეყანას რამე ეშველოს.

xalibi

2017-07-15 15:16:30

ფანტიაშვილი თავისი თავის უბედური იყო, მეჯღანუაშვილები ათასობით ადამიანს აუბედურებენ თავისი მევახშეობით..... ესეც წაკითხულის შინაარსი...

xalibi

2017-07-15 15:20:33

რაც შეეხება ბაზრობის ხალხს---სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს, ჯერ გაანათლოს ხალხი მაგ საკითხებში, მერე კი სავალდებულო გახადოს, მაგრამ იციან ,,ნასწავლი" ხალხი უფრო მეტს მოითხოვს....

serapina

2017-07-15 16:06:27

იციან ,,ნასწავლი" ხალხი უფრო მეტს მოითხოვს....
Xalibi,

აი,მაგას ვამბობ...
ეს ხალხი,ასე იმიტომ გამოათაყვანეს(ბოდიშით, ისეთ ქართველებს ვხვდები ბოლო დროს... ქუთაისელი ბოშები მახსენდება, ბავშვობაში რომ მყავს ნანახი... გულისტკივილით ვამბობ!),რომ ამ "კარგ ტიპებს"(ჩვენს თავადაზნაურობას) ვინმე რამეში არ შეეცილოს.
ამათ თავისმხრივ თავიანთი უცხოელი "ბოსები" წინაპირობებს უყენებენ და...
სულ ეს არის ჩვენი ფილოსოფია.
ჰოდა, ვის რად უნდა ნასწავლი გლეხის შვილები?! გამოვარდებიან ქუჩებში და ეს "დემოკრატიულ"კონტექსტში, როგორ გაასაღონ?!


Natali,
რაც შეეხება მაგ დაზღვევას ესენიც მაგ "კაი ტიპების" ბიზნესია... და რომც იხადოს ამ გაჭირვებულმა, 5 ლარისთვის ქუჩაში "მაცხოვრებელმა" ადამიანმა, რა გარანტიაა აქვს რომ რომ გაუჭირდება(დავუშვათ ეს ნივთების დაეწვება) და სადაზღვევო აუნაზღაურებს?!
მერე, სასამართლოსაც რომ მიმართოს, ფული ააქვს?
ასე იკარგება სამართალი იმ ქვეყანაში სადაც კალაძე ნიჭიერი და კარგი მინისტ/რი გგონიათ.
...და ასე სწავლობს ქართველი ბავშვი ერთს:-რაც მეტი ტაკიმასხარა,უპრინციპო და უწიგნური იქნება,მით უფრო მალე გახდება პოლიტიკოსი და ექნება,სახლი,მანქანა და სხვა ფუფუნება.

xalibi

2017-07-15 18:06:35

სერაპინა, შენ რასაც ამბობ, მშვენივრად მესმის, მთავრობისაც ,, კარგად" მესმოდა ყოველთვის..... რაც მთავრობის ლაპარაკს ყური გავუხედნე, ცოოტა ადრე თაბაგარი გავიცანი ასინეთასთან ერთად და გაგება არ გამჭირვებია:):):)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80