ერთ კვირაში გაზი გაძვირდება, წლის ბოლოს ელექტროენერგია?!
ეკონომიკა

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება, წლის ბოლოს ელექტროენერგია?!

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება, წლის ბოლოს ელექტროენერგია?!
ბექა დანელია

2017-07-11 18:30:05

რუსულმა „ინტერ რაომ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიას ტარაფის გადახედვის განცხადებით მიმართა. შესაბამისად, 7 ნოემბრამდე უნდა გახდეს ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა სემეკი მოთხოვნას და გაზრდის თუ არა „ინტერ რაოს“ საკუთრებაში არსებული ხრამჰესების წარმოების ტარიფს. სემეკში ამტკიცებენ, რომ წლის ბოლომდე დენის ტარიფში ცვლილება არ შევა, მაგრამ რა იქნება შემდეგ? ნუთუ კომუნალური გადასახადის ზრდის საკითხი კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში?

„ხრამჰესების“ ტარიფების გამო, „ინტერ რაომ“ რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. კომპანია მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად ათეულობით მილიონი დოლარი დაკარგა.

უცნობია, შეიცვლება თუ არა კომპანიის პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ სემეკი მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ტარიფებს გაზრდის.

ხრამჰესებისთვის ისედაც მაღალი ტარიფებია დადგენილი, რომელიც ინვესტორ კომპანიასთან 2011 წელს დადგინდა. „ხრამჰესი-1“-ის მიერ გამომუშავებული 1 კვტ/სთ-ის ღირებულება 8,2 თეთრია, ხოლო „ხრამჰესი-2“-ის ელექტროენერგია 9,4 თეთრი ღირს. ხელშეკრულების პირობა შეიცავს მუხლს, თუკი ლარი 7%-ზე მეტით გაუფასურდა, ხრამჰესების მფლობელს ტარიფის გადახედვის მოთხოვნის უფლება აქვს. ბოლო 2.5 წლის განმავლობაში კი ლარი დოლართან მიმართებით 36%-ით არის გაუფასურებული.

ხრამჰესის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი ამბობს, რომ ტარიფის გაზრდის საჭიროება სწორედ ახლა დაინახეს.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია და სასამართლო დავასთან კავშირი არ აქვს“, - განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კანდელაკმა.

სემეკში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას 17 ნოემბრამდე მიიღებენ.

„ვნახოთ როგორი იქნება ტარიფების დეპარტამენტის მოსაზრება. კომპანიამ, უბრალოდ, შემოიტანა სატარიფო განაცხადი და კურსის ცვლილება თუ ინფლაციის მომენტი დაკონკრეტებული არ არის“, - აცხადებს სემეკის წევრი გოჩა შონია.

ამით მარეგულირებელი კომისიაში ხაზ უსვამენ, რომ სამომხმარებლო ტარიფის გადახედვას წლის ბოლომდე არ გეგმავენ.

ჯერჯერობით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ელექტროენერგიის ტარიფებისათვის არ სცხელა. უახლოეს ერთ კვირაში უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. რიგში ბუნებრივი აირის გაძვირების საკითხი დგას.

როგორი იქნება მომდევნო თვეებში გაზის სამომხმარებლო ტარიფი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. 17 ივლისის საჯარო სხდომაზე სემეკი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.

18 ივლისს კი კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს.

2005 წლის 31 დეკემბრის შემდგომ ტარიფები არ გადახედილა. ენერგეტიკოსების მიიჩნევენ, რომ მათი გაზრდის ალბათობა მაღალია. შესაბამისად, დიდი ალბათობით შემოდგამომადე ახალი ტარიფები შევა ძალაში.

ნანახია - 875

tngh

2017-07-11 18:37:39

გაძვირებული გაზი და ელ-ენერგია მირჩევნია გაზის ბალონების და ნავთის ბიდონების თრევას. თანაც აყროლებულ სიარულს...

natali

2017-07-11 18:50:17

"კომპანია მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად ათეულობით მილიონი დოლარი დაკარგა."


------------------

ხელოვნურად გამაგრებული ლარის შემთხვევში რომ მილიარდები გაგქონდათ კარგი იყო?

ტორი

2017-07-12 09:00:28

"რუსულმა „ინტერ რაომ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიას ტარაფის გადახედვის განცხადებით მიმართა"...
------------------------------------------

ტ/ყუილად კი არ გვეძახიან "გიჟ-ვრაცუებს"...
მართლა ვართ, მართლა!..

რომელი ქვეყანა უხდის მტერს მილიონებს?
ასეთი ორმაგი სატოპკე გქონდეს და ვერ გამოიყენო, მართლა ბრიყვი უნდა იყო...
მუდმივად ბლუკუნისა და თავის მართლების რეჟიმში რომ არის დღევანდელი ხელისუფლება, წაავლონ ხელი ნაცხებს, გამოიტანონ საჯაროდ მათი მავნებლობა და ხალხის რისხვა მათზე გადაამისამართონ...

"სიტი-პარკის" არ იყოს, რა გახდა სტრატეგიული ობიექტების გამოსყიდვა და მათი მიხედვა?

მაგრამ, ეტყობა, იმ გაზზე და დენზე ესენიც კარგად ითბობენ ხელს...

Romanozi

2017-07-13 13:05:54

კი ბატონო ტჰნგ ხალხი სიხარულით ელოდება გაზრდილ ტარიფებს, დანაზოგი აღარ იციან სად წაიღონ და....... თქვენნაირი გამპრავებლები რომ ყავდა გნაცებს და ეხლა ქოცებს იმიტომ მიგვდის საქმე კარგად

Romanozi

2017-07-13 13:11:41

ბიუჯეტი გავზარდეთო და რის ხარჯზე გაზარდეს ხომ ვერ მეტყვით?! სიგარეტი(საბედნიეროდ მე არ ვარ მომხმარებელი) შარშანდელთან შედარებით 1,5 ლარით არის გაზრდილი, ბენზინის(ამ ნაწილში 50 ლარით გამიძვირდა ცხოვრება აქციზის გამო ბენზინი 40-50 თეთრით მეტი ღირს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება ავტობუსის შემთხვევაში 100 და სამარშუტო ტაქსის შემთხვევაში 60 % ით არის გაზრდილი

Romanozi

2017-07-13 13:12:23

გავაგრძელო კიდევ თუ საკმარისია?!

Romanozi

2017-07-13 13:14:47

მერიაში და გამგეობებში სრული განუკითხაობა და ქრთამისტების ბუდეა(მარტო აბესაძის შემთხვევაზე არ ვამბობ, მანამდეც ბევრი გასკვანჩეს)

Romanozi

2017-07-13 13:17:57

მართალია ბიძინას ძალიან მადლობელი ვარ დორბლიანი რომ მოგვაშორა მაგრამ შემდგომი ნაბიჯების რა მოგახსენო. კი ბატონო თავისი ნაშოვნი ფულია და რასაც უნდა იმას უზამს, თუ უნდა ხეებს იყიდის და გინდ მარტორქებს ჩემი გადასაწყვეტი არ არის მაგრამ ერთი არ მესმის აასენა საკონცერტო დარბაზი კიბატონო არ არის პრობლემა მაგრამ სახელმწიფოს რომ აჩუქა მაგაზე ძალიან გავბრაზდი

Romanozi

2017-07-13 13:24:47

გავბრაზდი იმიტომ კი არა რომ სახელმწიფოს ხარჯი მოემატა( ეგ არაფერ შუასია) უბრალოდ თავისტვის რომ დაეტოვებინა რა ჩემი საქმე იქნებოდა კაცმა თავისი ფულიტ ააშენა და შეარგოსთქო ვამბობდი მაგრამ თავისთვის არ ნდომებია..... 200 მილიონ დოლარად ათას კომლიანი 20 სოფელი მაინც აყვავდებოდა თავისი ფერმებით, მეურნეობებით, სათესებით და ასე შემდეგ თუ ის უფრო პრიორიტეტია რომ ხალხი სელფის გადაგების მიზნით( ბლექ სი არენაზე რომ დაჩექინდეს როგორმე) დადის და სულაც არ დაგიდევს ვინ მღერის, უკრავს თუ ცეკვავს და ა.შ..... უბრალოდ გაიგებენ რომ კონცერტია და გინდ სოსო ნარიმანიძემ რომ იმღეროს მზად არიან "დაჩექინებისთვის", თუ სოფლის აღორძინება უნდა იყოს პრიორიტეტი?!

Romanozi

2017-07-13 13:28:22

მაგრამ ზოგიერთი გამპრავებული იღებს სალაფავს ამ მთავრობისგან და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის პრინციპით მოქმედებ თორემ როგორ შეიძლება ყველაფერში აპრავებდე ამ მთავრობას?! დორბლიანის მთავრობას რომ სჯობია ეგ არგუმენტი არ არის(ეგეც საკითხავია საერთოდაც სჯობია თუ არა, მარტო ცოცხებზე უარის თქმა და რამოდენიმე დადებითი მინისტრის გარდა არ შველის ხალხის ყოფას)

Romanozi

2017-07-13 13:36:04

ჯანდაცვის სისტემაც ყურმოკვრით ვიცოდი და ვფიქრობდი მართლა რაღაც ხდება სასიკეთოთქო. მამაჩემი 76 წლის კაცი ზურგის ტკივილს უჩიოდა, მივიყვანე ექიმთან მიღება 60 ლარი, შემდეგ მთლიანი გამოკვლევა 470 ლარი და ამას + 50 ლარი კიდევ მეორე ვიზიტი, შემდეგ მასაჯების და ვარჯიშების დანიშვნა 15 დღიანი კურსი ერთი სეანსი 35 ლარი ანუ ვარჯიშ-მასაჟი 525 ლარი, წამლებში ცოტა იოლად გამოვძვერი 40 ლარის ფარგლებში და სულ ეს ყველაფერი თავის წაყვანიან მოყვანიანად 1200 ლარი... სახელმწიფოს თანამონაწილეობა 0 ლარი..... ეხლა მე გეკითხებით პატივცემულო თჰნგ ეს ნორმალური ფასებია და პენსიონერს შეუძლია დაფაროს?!( მე მაქვს შემოსავალი ასე თუ ისე ნორმალური და მაინც არ არის ეს ჩემთვის პატარა თანხა მაგრამ პენსიონერმა რა ქნას)

Romanozi

2017-07-13 13:38:53

და თქვენ პატივცემულო ტჰნგ დენის და ბუნებრივი აირის გადასახადი არაფრად გეჩვენებათ და აპრავებთ( ოღონდ არ თქვათ გაპრავება სად დაინახე ჩემს სიტყვებშიო) არადა მოსახლეობის მინიმუმ 60% ს იმის პრობლემა აქვს შვილებს რა აჭამოს გაზრდილი გადასახადები კი არა

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80