ყველაფერი... ვიტამინების შესახებ
სხვადასხვა

ყველაფერი... ვიტამინების შესახებ

ყველაფერი... ვიტამინების შესახებ
for.ge

2017-05-19 12:51:23

ის ვიტამინები, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ, ქალებს სილამაზის, ახალგაზრდობისა და კარგი გუნება-განწყობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

C ვიტამინზე (ასკორბინის მჟავა) დამოკიდებულია კბილებისა და კანის ჯანმრთელობა, მისი დახმარებით წარმოიქმნება სისხლის უჯრედები, ძლიერდება იმუნიტეტი და უმჯობესდება ნაწლავების მოქმედება. მისი დეფიციტი იწვევს მოთენთილობისა და გადაღლილობის გრძნობას, კანი შრება, თმა იწყებს ცვენას. C ვიტამინს შეიცავს ციტრუსი, ბროკოლი, კივი, შავი მოცხარი.

B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) ხელს უწყობს ნაყოფის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ეს ვიტამინი ამცირებს საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადების რისკს. ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანილი, კვერცხის გული, ხორცი, თევზი და მარცვლეული.

თუთია მონაწილეობს ლიმფოციტების მომწიფების პროცესში. ორგანიზმში მისი დეფიციტი იწვევს იმუნური სისტემის ძლიერ დასუსტებას.

თუთია ბევრია შირბახტსა და კაკალში.

ორგანიზმში კალციუმის უკმარისობა იწვევს ძვლების დაწვრილებას, ხდება ფორებიანი, კარგავს სიმკვრივესა და სიმაგრეს. კალციუმის გარეშე არასრულფასოვნად ვითარდება გულ-სისხლძარღვთა კუნთები, ნერვული სისტემა. ის ხელს უწყობს სისხლის შესქელებას, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, აწესრიგებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას, ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

კალციუმს შეიცავს მაგარი შვეიცარიული ყველი, თეთრი კომბოსტო, რძის ნაწარმი.

მაგნიუმი მონაწილეობს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში. მისი დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, სწრაფად დაღლას, ირევა მენსტრუალური ციკლი, მცირდება ბავშვის ჩასახვის შესაძლებლობა, ხელი ეშლება ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას, კანი ხდება დუნე, კარგავს ელასტიკურობასა და სიგლუვეს, თუმცა ის ხელს უწყობს ტვინის სისხლიდან "ცუდი" ქოლესტერინის გამოდევნას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

მაგნიუმით მდიდარია კაკალი, წიწიბურა, შვრია და ზეთისხილი.

E ვიტამინი (ტოკოფეროლი) არის სილამაზის ვიტამინი, ძლიერი ანტიოსქიდანტია, აფერხებს უჯრედების დაბერებას, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.

E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ზეთები, ხორბლის ღივი, მწვანილი.

რკინა აუცილებელი კომპონენტია ჰემოგლობინის - ცილის, რომელსაც ჟანგბადი მიაქვს ორგანიზმის ყველა უჯრედთან. რკინის დეფიციტი იწვევს ანემიასა და კანის ტურგორს. მისი წყაროა - ღვიძლი, წითელი ხორცი, წიწიბურა.

 

ნანახია - 321

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80