დიდ ბრიტანეთში „წვეროსანთა“ რაოდენობა მატულობს
სხვადასხვა

დიდ ბრიტანეთში „წვეროსანთა“ რაოდენობა მატულობს

დიდ ბრიტანეთში „წვეროსანთა“ რაოდენობა მატულობს
for.ge

2017-05-19 12:45:30

უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ექვსჯერ გაიზარდა ბრიტანელთა რიცხვი,  რომელთაც სურთ თავი შეიმკონ სრულფასოვანი წვერით.  ასეთ დასკვნამდე მივიდა ბრიტანეთის ტრიქოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ბესამ ფარჯო.

მისი სიტყვებით, ბევრ მამაკაცს სურს ისეთი წვერი ჰქონდეს, როგორსაც ატარებენ ცნობილი ადამიანები. ასე, მაგალითად, 20 წლის ახალგაზრდებს სურთ დევიდ ბექჰემის წვერი,  40 წლისებს - ბრედ პიტის, 50 წელს გადაცილებულებში შესაძლებელია შემოვიდეს მოდა ტელეწამყვან ჯერემი პაკსმანის წვერზე.

წვერის გადანერგვა თანდათან კიდევ უფრო მეტად იძენს პოპულარობას დიდ ბრიტანეთში. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში ჩატარდა  4,4 ათასი ასეთი ოპერაცია,  რაც წინა წელთან შედარებით 13 %-ით მეტია.

როგორც ბესამ ფარჯომ „Daily Mail“-ის კორესპონდენტს განუცხადა, წვერის  შეცვლა ან გადანერგვა მამაკაცებისთვის გარეგნობის ცვლილების ისეთივე საშუალებაა, როგორც ქალებისათვის - ვარცხნილობის.

 

 

ნანახია - 275

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80