გერმანია ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ტოვებს
საზოგადოება

გერმანია ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ტოვებს

გერმანია ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ტოვებს
თამთა ქარჩავა

2017-05-18 19:00:47

გერმანია-თურქეთს შორის ვითარება იძაბება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ბაზიდან საკუთარი სამხედროების გაყვანას გეგმავს. ანგელა მერკელის განცხადებით, ისინი ინჯირლიკის ალტერნატიულ სამხედრო ბაზას თურქეთის მეზობლად ეძებენ, სავარაუდო ქვეყანად კი იორდანია დასახელდა.

გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ოფიციალური ანკარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. კერძოდ, თურქეთმა გერმანელ დეპუტატთა ჯგუფი ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე არ შეუშვა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარტინ შეფერი აცხადებს, რომ ბერლინი ანკარასთან ვიზიტის შესახებ მოლაპარაკებებს აპრილის დასაწყისიდან აწარმოებდა, თუმცა თურქული მხარე ვერ დაითანხმა.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ინჯირლიკის ბაზაზე გერმანული კონტინგენტია ბაზირებული, თუმცა, უკვე, სამხედრო ბაზის ალტერნატივის საკითხი განიხილება. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ გერმანიამ ანკარასა და ამბოხებულებს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან, როგორც ილდირიმი აცხადებს, ევროპისა და ევროპელი ხალხის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება.

„გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს 15 ივლისის ამბოხების მონაწილეებს, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბერლინმა არჩევანი უნდა გააკეთოს ჩვენს და ამბოხებულებს შორის“, - აცხადებს ბინალი ილდირიმი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის არმიის ორმა გენერალმა, რომლებიც სავარაუდოდ 2016 წელს მონაწილეობას იღებდნენ არშემდგარ სამხედრო გადატრიალებაში, გერმანიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, გენერლებმა თავშესაფარი ფრანკფურტის აეროპორტში ორშაბათ საღამოს მოითხოვეს. გამოცემის ინფორმაციით, წინასწარი შემოწმების შემდეგ, თურქი გენერლები დევნილთა წინასწარი ძიების გამანაწილებელში, ქალაქ ისენში უნდა გადაიყვანონ.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ინჯირლიკის ბაზას ნატო-ს წევრები, კერძოდ, ხუთი ათასი აშშ-ს სამხედრო, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ძალები, ასევე ყატარისა და საუდის არაბეთის სამხედრო ძალები იმყოფება. ინჯირლიკის საჰაერო ბაზა, რომელიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიხურა, ისევ საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის განკარგულებაშია.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან საჰაერო დარტყმებს ახორციელებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. გარდა ამისა, კოალიციის საჰაერო ძალები ბაზას სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციების დროს იყენებენ.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ერდოღანმა დასავლეთს თამაშის ახალი წესი შესთავაზა და მუდმივად აშანტაჟებს. შესაბამისად, არ არის გამორცხული, რომ გერმანიის მხრიდან ინჯირლიკის ბაზიდან სამხედროების გაყვანის საკითხი, თურქეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის საგანი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ შეწყვეტს დასავლეთის დაშანტაჟებს, გერმანიამ შეიძლება მართლაც მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით.

„წარმოიდგინეთ, რომ ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, C-400 შეძენის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან, რაც არ ჯდება დასავლურ ლოგიკაში. ერდოღანს კარგად ესმის, რომ ის ავტორიტარული ქმედებები, რომელსაც იგი აწარმოებს თუქეთში, არ მოსწონს დასავლეთს. 50 წელზე მეტია თურქეთი ევროპის ასოცირებული წევრია, ჰქონდა მიზანი, რომ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ედოღანმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მათი გეზი ევროპისკენ აღარ არის.

ერდოღანის ნაბიჯები ადასტურებს, რომ ევროპულ გზას შორდება. თურქეთი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს სიკვდილით დასჯის შემოღების თაობაზე, ეს უკვე ადასტურებს, რომ ნატოს წვერი თურქეთი უხვევს ათათურქის გზას, სეკულარიზმის გზას, რომელმაც უზრუნველყო თურქეთის განვითარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დასავლეთი ეძებს ალტერნატივას, რაც იმის დამადასტურებელია, რომ შესაძლოა შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი და თურქეთი, რომელიც სიდიდით მეორე არმიაა ნატოში, შეიძლება მალე ვიხილოთ სხვა გზაზე.

„ტრანსფორმაციის ერაა, სრულად ახალ წესრიგზეა ლაპარაკი. თურქეთი ისედაც ორმაგ თამაშსს ეწევა, ხან რუსეთთან დაახლოებული და ამით დასავლეთს აშანტაჟებს. ამიტომ ვამობობ, რომ შეიძლება სრულად ახალი სინამდვილის წინაშე დავდგეთ. კერძოდ, თურქეთი აღარ იყოს ნატოს ისეთი აქტიური წევრი. მით უმეტეს იმ ქმედებების შემდეგ, რაც ერდოღანმა განახორციელა - ფაქტობრივად სამხედრო გენერალიტეტი მოსპო თურქეთში, რაც შეიძლება ცუდად დაუბრუნდეს თვითონ ერდოღანს.

როდესაც სამხედრო ძალიერება გამოეცლება ქვეყანას, მერე შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეს. სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უფრო ვაჭრობა მიმდინარეობს დასავლეთსა და თურქეთს შორის. მომავალი გვიჩვენებს როგორ დალაგდება სიტუაცია“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ინჯირლიკის ბაზის ამ ფორმით არსებობაში დაინტერესებულია ამერიკა, რადგან აღნიშნული ბაზა სტრატეგიული მნშვნელობის არის. მისივე თქმით, სწორედ ამ ბაზაზე იყო განთავსებული ის ამერიკული რაკეტები, რომელიც ხრუშოვმა კარიბის კრიზისის შემდეგ გაიტანა ინჯირლიკიდან.

„სამხედრო ბაზის დახურვა და მით უმეტეს ახალის შექმნა, ეს იმდენად რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომ არა მგონია, ასე უცებ მოხდეს ბაზის ლიკვიდაცია. გასაგებია, რომ თურქეთი, აშშ და მით უმეტეს ბრიუსელი ერთად ვერ ძოვენ. ერდოღანის უკანასკნელი ნაბიჯების შემდეგ, თურქეთს პრაქტიკულად გადაეკეტა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, ეს უკვე რეალურად არის აღქმული.

მაგრამ ნახეთ რა ხდება, თურქეთი, ისევე როგორც გერმანია და ამერიკა არის ნატოს წევრი სახელმწიფო, ინჯირლიკის სამხედრო ბაზა არის სუპერ სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზა. მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დღევანდელი ეს რეალობა, ფასს მატებს ამ სამხედრო ბაზას.

გეთანხმებით, რომ ამერიკასთან ცუდი ურთიერთობა აქვს თურქეთს, მაგრამ ამავე დროს ტრამპმა პირველმა დაურეკა ერდოღანს და გამარჯვება მიულოცა, ესეც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. ნატო, ეს იმდენად შეკრული სამხედრო სხეულია, რომ ისეთი რადიკალური ღონისძიება, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნიდან ჯარის გაყვანა და მისით სხვა ქვეყნის ჩანაცვლება, არარეალურია. არ მგონია, ასეთი რადიკალური ნაბიჯი გადაიდგას ნატოს წევრი გერმანიის მხრიდან“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ინჯირლიკის ბაზა ერთგვარად ბლოკადაშია, მიუხედავ იმისა, რომ თითქოს ყველაფერი მოგვარდა, ახლა კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია, რადგან ამერიკელები ქურთების კომუნისტური პარტიის სამხედრო კოლონებსა და ქურთისტანის დემოკრატიულ ძალებს იარაღს აწვდიან, დაკაზე შეტევა რომ განახორციელონ.

„ამან თურქეთის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც თურქეთ-გერმანიის ურთიერთობების უკიდურესი გაუარესება დაემატა. გერმანია, როგორც ჩანს, თურქეთიდან აპირებს ჯარების გამოყვანას, რადგან ის მონაწილეობს გაერთიანებულ კოალიციაში, რომელიც ერაყისა და სირიის მიმართულებით „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო საბრძოლო ოპერაციას ახორციელებს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ნანახია - 1584

papa

2017-05-18 23:55:15

ყოჩაღ ერდოღნს
კარგია...... კარგი...
რა არი კარგიიიიი? დედა რომ მიექინძებათ ისააა კარგი

zaza191

2017-05-19 02:06:18

papa

მაგარი გარეწარი ხარ, ფუუ გული მერევა

მეგრელი

2017-05-19 08:44:54

, რადგან აღნიშნული ბაზა სტრატეგიული მნშვნელობის არის. მისივე თქმით, სწორედ ამ ბაზაზე იყო განთავსებული ის ამერიკული რაკეტები, რომელიც ხრუშოვმა კარიბის კრიზისის შემდეგ გაიტანა ინჯირლიკიდან.
-------------------
1. აშშ შასუალო სიჭორის რრაკეტები განლაგებული იყო ქ. იზმირთან ახლოს ხოლო ავიაბაზა ინჯირლიკი მდებარეობს ქ. ადანასთან.
2. ხრუშოვმა როგორ გაიტანა თამთა უნდა შეგეკითხა.
3. კარიბის კრიზისის დროს მოხდა ჯელტმენური შეთანხმება . სსრკ გაიტანა რაკეტებეი კუბიდან ხოლო აშშ იზმირიდან გაიტანა თავისი რაკეტები. ინჯირლიკში ატომური ბომბები დარჩა და დღესაც იქ არის B-61 ტიპის . თუმცა იყო ინფო რომ აშშ ეს ბომბები გააქვს. ატომური ბომბებს სამხედრო თვალსაზრისით , რუსებთან მიმართებაში , არაფერი წონა აქვს. ის უფრო პლიტიკურ დატვირთვას ატარებს.


„წარმოიდგინეთ, რომ ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, C-400 შეძენის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან, რაც არ ჯდება დასავლურ ლოგიკაში.
----------------------------------------------------------------------

დიდი ხანია წარმოდგენილი მაქვს და არაერთხელ დამიპოსტავს. შესაძლოა თურქეთი გამოვიდეს ნატოს სამხედრო ბლოკიდან და სამხედრო ალიანსი გააფორმოს რუსეთთან. რუსეთი და თურქეთი ისტორიის მანძილზე 13 ომის გარდა მოკავშირეებიც იყვნენ და იყო დროს როცა სტანბოლში რუსის ჯარი და ფლოტი იდგა.

papa

2017-05-19 20:17:17

ზაზა 191

აგიაშვილსა ნიკასო .. არ ყვარებია პიკასო
გადარეულა პიკასო, რა დაუშავე ნიკასო

ექვსი წელია აქა ვარ და არავისთვის შეურაწყოფა არ მიმიყენენებია..
შენ კი შემოვარდები.. დაგესლავ აქაურობას და გადიხარ
რა გამოდის ვინ არი გარეწარი... შენ თუ მე??
თანაცა და ადრე გაქვს ნათქვამი (ერ--ერთ შემოვარდნაზე) უზენაესი საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი ვიყავი და დამოუკიდებლობის აქტზე ხელიც მაქვს მოწერილიო..
კი ბატონო...მერე? იმ სულნათელი კაცის გვერდზე მდგარ ადამიანს გეკადრება ესეთი ბოღმის ნთხევაააა? თან რამდენჯერ?/---- რით ვეღარ დაიცალე ამ 26 წლის მანძილზე მაგ ბოღმისგან. ბოღმა კლავს ადამიანს. თუ რამეს არ ეთანხმები კიდევ თქვი არგუმენტირებულად, რა არ მოგწონს, რას არ ეთანხმები და ა.შ.
ან რა არ მოგეწონა ჩემ პოსტში...ნაცების ლანძღვა, ქოცების, თუ მეგობრების? სამივე სალანძღავია როა? ან ფარცხალაძეზე რომ ვამბობ, ეგ იმიტომააა გაგულავებული რომ დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში მეთქი.... რააა, ტყუილიააა?
ან ზვიადის სათაყვანებელ ქვეყანას ეს ნაცები 9 წელი რომ ანადგურებდნენ ის მოგწონდააა?? აბა რა არ მოგეწონა ჩემს პოსტებში?
ყველაზე ძალიან ზვიადის გვერდზე ნამყოფი კაცი უკადრებლებს რომ კადრულობ, ის მეწყინა თორე ლანძღვა--გინებაააა ... იგინე რამდენიც გინდა.. კახელ კაცს გინებით გამაკვირვეეებ?
ან არადა თუ ამ საიტზე დადებული პოსტები არ მოგწონს, რა ძალა გადგა, რას იშლი აქ ნერვებს. ნაცების ქვეყნის საიტებია.... მიშა მაგარია ..ბიძო ქუნემ და ესეთი რაღაცეები... ისინი იკითხე და აღარ გაბრაზდები
ბოლოს ერთი შეკითხვა მაქვს... შარაზე ვინ მოკლა, ვინ და რატომ??

serapina

2017-05-20 00:54:26

პაპა,
კაი ახლა,ანალიზი არა ტოროლა!
დაიწყეს ზვიადი ჩემოთი(ამ დროს არ ითხოვდა,ის კაცი ამას...სხვა რომ ყველაფერი დავაბრალოთ), მერე იყო ედვარდი, მიშაი ჩემო...
არ ეძინებათ ისე,სანთლები თუ ვერ დაუნთეს ბელადებს.
შარაძე, ჩემს ბავშვობაში იხვეწევოდა "მაკდონალდსი" არ აგვიშენოთ რუსთაველის ძეგლის გვერდითო... აგვიშენეს.
ახლა ქუთაისში მეორეს აშენებენ...

...ამათ კიდევ, თავიანთი ქვეყნის ნგრევა, ევროპაში თავშესაფრების მისაღებად გამოიყენეს.არჩენინებენ თავს ამ ევროპელებს და კიდევ შენ გამოგიყვანენ ცუდ ქართველად.

zaza191

2017-05-20 04:14:09

პაპა
ნაცსაც გავა-რტყი და ქოცსაც, რუსებს რომ უძღვნი დითირამბებს ხან შეფარვით და ხანაც აშკარად იმისთვის ხარ გარეწარი, თან კაიტიპობ და ზვიადს სულნათელს ეძახი, ის ვისაც ზვიადი სულნათლად მიაჩნია იმას არ შეუძვრება ვისაც ის სულნათელი ებრძოდა 16 წლის ასაკიდან. აქ ხანდახან შემოვდივარ ზუსტად ისე, როგორც რუსულ საიტებზე შევდივარ, რომ ვიცოდე მტრის დამპალ ტვინში რა სიბინძურე იხარშება, ასე რომ აწიც ელოდე ჩემგან გესვლას იმ ხალხის მიმართ, ვინც სამშობლოს ყიდის

zaza191

2017-05-20 04:20:29

პაპა
არ დამიწყო ეხლა რიჟა ბაზარი რუსის დედაც და დასავლეთისაცო, ეგ ზღაპრები აქაურებს მოუყევი

papa

2017-05-20 08:34:41

აი თურმე რა არ მოგწონს....
რუსს დაველაპარაკოთ,(ამას ყოველთვის ვამბობ) ისე არაფერი გამოვა მეთქი.... ეს ჩახუტებაააა??
მაგრამ აქ უშედეგო დალაპარაკებას არ ვგულისხმობ...თუ ხეირი არ იქნება რა აზრი აქვს მათთან ლაპარაკს? მე იმას ვამბობ რომ ეს საქმე(აფხაზეთი სამაჩაბლო) რუსის გარეშე არ გამოვა მეთქი
რუსი არა...... ეგ არააა საქმის კეთება...მთავარია საქმე გამოვიდეს და რუსს კი რაა მოზამბიკელს უნდა დაელაპარკო. თუ რაღამც შენ მასე გჯერა მასე უნდა იყოს? ან იქნებ სხვა რამე გზა იცი და გვიმალავ? თქვი აბა?/
მაგრამ არ იცი და რას იტყვი??
აბა მაშინ ველოდოთ რუსის დაქცევას და მერე..... ყველაფერი ხონჩით
დაგვიბრუნდება...ასეეეე??
ან კი რომელმა დაგვაყარა ხეირი??
კიდევ გეკითხები შარაძე ვინ მოკლა...რუსმააა?(მაგის პასუხი ბევრ კითხვაზე აგიხელს გონებას) დინების წინაააღმდეგო....მწვანე ვინ აუნთო?? ზვიადის არ ყოფნით ვინ ხეირობს დღეს??
ერთი მიშა ეომებოდა რუსს და მეორე კიდევ თქვენი მასეთი უკუღმართობით გამოვა რამე.
ამბობ აქ იშვიათად შემოვდივარო.. რათა, შემოდი ხოლმე, უფრო ზუსტად გაიგებ ვინ რას ამბობს და რატომ..ესე ნაგლეჯნაგლეჯ ვერაფერს ვერ გაიგებ
თუმცა...იცი იცი ყველაფერი იცი....მაგრამ ავსა კაცსა ავი სიტყვაო ...... .
შენ ასაკის კაცს კიდევ ყიამყრალობა არ შეგფერის
თუ სურვილი გაქვს კოსტავას წერილსაც მოგართმევ..... ეძახე იმასაც გამყიდველი
მაგრამ არაააა.... არ გამოვა არაფერი...

papa

2017-05-20 08:40:39

თუ შეგიძლია პასუხი არგუმენტირებულად მომწერე
არა...ეგ არააა პასუხი

papa

2017-05-20 08:59:44

...და ერთი რამაც გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: არ ვიცით სურდა თუ არ სურდა იმპერიის მთავრობას, მაგრამ ქართველობამ, მიუხედავად ენობრივ-სახელმწიფოებრივი უფლებების დაკარგვისა თუმცა ფარულად, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, დავით აღმაშენებელისა და თამარის ეპოქაში რომ ჰქონდა ადგილი. ერთიან ორგანიზმად მეთქი, რომ ვამბობ, როდი გულისხმობს იმდროინდელ დამოუკიდებლობასა და ძალმოსილებას. ვინმე რუსთაგანს ღრმად რომ სცოდნოდა, მაშინ საქართველოს წარსული და იმჟამინდელ დონემდე ჩამოქვეითების მიზეზი, შესაძლოა ქართველთა პრეტენზიებზე ასე ეპასუხა: ,,განა ერთმა საქართველომ მოაწერა ხელი გიორგიევსკის ხელშეკრულებას? არსებობდა იმჟამად ერთიანი საქართველო? რად იდგნენ ცალ-ცალკე ქართლ – კახეთისა და იმერეთის სამეფონი, აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის სამთავროები? ჩვენ გვისაყვედურებთ, სიტყვა რომ გავტეხეთ და ერეკლე მეორეს არ მივეშველეთ კრწანისის ომში განა იმერთა სამეფო და სამთავროები მოეშველნენ? სად იყო კრწანისზე ის ორმოცდაათათასიანი მხედრობა, თელავიდან მცხეთისკენ რომ მოაცილებდა უკანასკნელ გზაზე ერეკლეს ცხედარს? სად იყო დანარჩენი საქართველო, სამცხე-საათაბაგო და აჭარა რომ შთანთქა თურქეთმა? ჩვენ გვიკიჟინებთ, საქართველოსათვის იმჟამად სავსებით უცხოსა და უცნობ ერს: სიტყვა რად გატეხეთ, ტრაქტატით დადებული ხელშეკრულება რად დაარღვიეთო! განა მათი, ივანე მრისხანის, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის წინაშე დადებული ფიცი დავარღვიეთ: ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ რუსეთის იმპერიის გასაფართოებლად და საკეთილდღეოდ! ასევე არ შევიერთეთ ვოლგისპირეთის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხები? ჩვენ რომ გვიკიჟინებთ, მაშინ რაღა ვთქვათ თქვენივე თავისთვის მიცემული სიტყვის არაერთგზის გატეხვაზე? განა ურთიერთის წინაშე დადებული ფიცის დარღვევა საკუთარი თავისათვის მიცემული სიტყვის გატეხვას არ ნიშნავს? თუ ასე არ არის, მაშ გიორგი ბრწყინვალის დროიდან დღევანდლამდე კვლავ ერთიან სამეფოდ გაერთიანება რად ვერ შესძელით? რად ვერ შესწირეს თქვენმა მეფეებმა და მთავრებმა საკუთარი სიამაყისა და პრიორიტეტის გრძნობა ერთიანი საქართველოს იდეას? გაჭირვებამ რატომ გაგთიშათ უფრო და არ შეგკრათ? შეკავშირებასა და ურთიერთდახმარებას ვიღა დაეძებს: რატომ მტრობდით და ასუსტებდით ურთიერთს? ჩვენს მოსვლამდე განა დაკარგული არ იყო ქართლ – კახეთისათვის სამეგრელო, აფხაზეთისათვის გურია და იმერეთი და ა. შ.? განა ჩვენი მეოხებით არ ჰპოვეს კვლავაც ერთმანეთი საქართველოს კუთხეებმა? შესძლებდით უჩვენოდ კვლავ ერთიან ორანიზმად შენივთებას? და ბოლოს, დაიბრუნებდით ოდესმე ჩვენს გარეშე თურქთაგან მიტაცებულ მესხეთ - ჯავახეთსა და აჭარას? ვინ მოგანიჭათ საუკუნეების მანძილზე ნანატრი მშვიდობა, ჭრილობათა მოშუშების, დასვენების, შრომისა და სწავლა – განათლების საშუალება? გეყოლებოდათ მე-19-ე საუკუნის პირველ ნახევარში იმგვარად განათლებული პიროვნებები, როგორიც იყვნენ პლატონ იოსელიანი, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და ა. შ. ჩვენ რომ არ შეგვექმნა თქვენთვის პირობები ევროპულ კულტურასთან ზიარებისა? სად აღიჭურვნენ ცოდნის იარაღით თერგდალეულები, თუ არა რუსეთში? მადლიერების გრძნობას თავი რომ დავანებოთ, სადაა თქვენი ობიექტურობა?!
- არა, -ვუპასუხებდით ჩვენ,- ქართველებს არც ობიექტურობა და არც ცოდვა - მადლის გრძნობა დაგვიკარგავს. ჩვენ კარგად ვიცით იმ დადებითის ფასი, რუსეთთან ურთიერთობამ რომ მოგვიტანა, რაც თავის დროზე დაინახეს და აღნიშნეს კიდეც თავიანთ შემოქმედებაში ნიკოლოზ ბარათაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა.
ვიცით, რომ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას რუსეთის გარეშე ვერ დავიბრუნებდით, მაგრამ მათი დაბრუნების მოტივი საქართველოში როდი იყო, არამედ რუსეთის იმპერიის გაფართოება. მაგრამ ამისთვისაც გმადლობთ! ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო - სამთავროების გაუქმების შემდეგ საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს. გვახსოვს წარსულში ჩვენი მთავრებისა და ფეოდალების მზვაობრობა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი, არგონავტების მითისა არ იყოს, ვეშაპის კბილებიდან აღმოცენებული დევ-გმირებივით რომ ებრძოდნენ ურთიერთს და ხშირად პირადულს ერთიანი საქართველოს იდეაზე მაღლა აყენებდნენ, გვახსოვს, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ისეთი ზებუნებრივი ძალის მეფეებმა შესძლეს ქართული ინდივიდუალიზმის დაძლევით ქვეყნის გაერთიანება, როგორიც იყვნენ: ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი და გიორგი ბრწყინვალე.
პირველობისათვის ბრძოლა და შინათგამცემლობა აქუცმაცებდა ქვეყანას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენა გვაქვს უფლება თავს ვუსაყვედუროთ, რადგან ჩვენსავე თავს ვაზიანებდით და არა სხვას; და მისი ზემოხსენებული არგუმენტები ვერ გამოდგება რუსეთისათვის იურიდიულ გამართლებად გიორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. ვიცით ისიც, რომ მიუხედავად გათიშულობისა, საქართველო ნიადაგ მთლიანი იყო სულიერად, რადგან ქართული ეკლესია არასოდეს გათიშულა. და ბოლოს, ისიც ვიცით, რომ სხვა ჩვენს ადგილას არათუ სამეფოს, ალბათ, არსებობასაც ვერ შეინარჩუნებდა. ბიზანტიის იმპერიის ზურგს უკან, თურქებმა რომ იარვარჰყვეს, განა მთელი ევროპა არ იდგა?
დიახ! უდავოდ გვჭირდებოდა მშვიდობა და დასვენება, რადგან სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა საქრთველოსათვის ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევებთან ზიარება, რაც მხოლოდ ისლამური გარემოცვის გამო ვერ მოახერხა თავის დროზე ქვეყანამ.

serapina

2017-05-20 10:11:46

ზღაპრები ისეთები გაქვთ მოყოლილი ევროპის კარზე სამათხოვროდ მისულებს რომა...
მაგ ზღაპრების წყალობით შეეხიზნეთ ევროპას, ზვიადიდან მოყოლებული მიშისტებით დამთავრებული.

დღემდე ირჩენთ თავს იმით,რომ სამშობლო ჯერ დაანგრიეთ
და მერე გაიქეცით. თქვენ ვის ზღაპრებზე ლაპარაკობთ?!

ათწლეულებია უმუშევრად სვამთ და ჭამთ... აბა სახელმწიფო გვქონოდა,სადაც ყველას მუშაობა მოუწევდა, მაშინ არც სანთლებს დაუნთებდით ფოტოებს და ვერ თქვენს შვილებს შესთავაზებდით მორთმეულ ცხოვრებას... ევროპის სოციალური დახმარებებით რომ მოუწყვეთ.
ეგეთმა "ვაჟკაცმა მშობლებმა" ბევრი იბრახუნეთ გულზე მჯიღი!

ხომ იყო 9 წელი მიშა აღმაშენებელი ხელისუფლებაში, რატომ არ წადით და არ აშენეთ სამშობლო?
ევროპაში მათხოვრობა ჯობდა?

პ.ს. ქუჩაში დარჩენილ, გაჭირვებული ქართველი კაცისათვის, არასოდეს მიწოდებია მათხოვარი!
სააკაშვილი და მისი მრევლი არც ქართველები არიან და არც ქართული სახელმწიფოს გულშემატკივარნი იქნებიან ოდესმე.

kitanoo

2017-05-22 12:07:14

ჰეი serapina- აბა კარგად გადმოალაგე რა პრეტენზიები გაქვს გამსახურდიასთან და მერე დაგისვავ დიაგნოზს.

serapina

2017-05-23 00:05:32


kitanoo
ჯერ ერთი,ჰეი არა...
მეორეც,მე ზვიადისთან არაფერი მაქვს საპრეტენზიო... ვთვლი რომ ვერ გავიგეთ რას გვეუბნებოდა... ჩვენ წავაგეთ!
მე მონებს ვერ ვიტან ზოგადად. ჯერ რომ ზვიადისტებად მოინათლეს თავი და მერე რომ მიშისტები გახდნენ,იმათ ვერ ვიტან. იმათ ვერც ზვიადი გაიგეს და ვერც სხვა,ამ ქვეყნად...
...მაგრამ თქვენ დიაგნოზი რატომ უნდა დამისვათ მაინც არ მესმის.

(არა მგონია თავად მეტი იცოდეთ ზვიადის შესახებ,ვიდრე მე ვიცი).

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80