"სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი ზალბერი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს"
დაიჯესტი

"სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი ზალბერი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს"

"სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი ზალბერი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს"
"რეზონანსი"

2017-05-18 16:23:54

"ცხინვალში ჩასულმა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა, რასაც თბილისში მოჰყვა განცხადებები, რომ ეს მიუღებელია. საგარეო უწყებაში დაიბარეს ევროკავშირის ელჩიც. თუმცა მთავარი მოთხოვნა - ზალბერი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი განცხადების ავტორი, აღარ იყოს ჟენევაში თანათავმჯდომარე - ხელისუფლების მხრიდან არ გახმოვანებულა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გაიწვევს თუ არა ბრიუსელი გერმანელ დიპლომატს, რომელმაც ბიბილოვს "პრეზიდენტობა" მიულოცა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და შესაბამისად, მის შედეგებს. "დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პოზიციებს იზიარებს ჰერბერტ ზალბერიც და განმარტებას თავად გააკეთებს", - აღნიშნა მან. საგარეო უწყებაში ზოგადი განცხადებები გაკეთდა, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი გერმანელი დიპლომატის არადიპლომატიურ განცხადებას საერთოდ "წამოცდენა" უწოდა. "ოცნებისგან" გასხვავებით, ოპოზიციამ ზალბერის თანათავმჯდომარეობიდან გაწვევა მოითხოვა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ამას ერთი პასუხი აქვს - ზალბერის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება, რაც იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება", - აღნიშნავს გამოცემა.

"აქ ორი მომენტია პირველი ის, რომ ზოგადად სახელმწიფოს ღირსების საკითხია, როდესაც ასეთი ადამიანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხი დგება. მეორე ის არის, რომ თვითონ ზალბერს შეიძლება არც უფიქრია, რომ ამით ირიბად მაინც აღიარებდა ოსების დამოუკიდებლობას. ეს უფრო იყო დიპლომატიური ჟესტი. ის პირველად შეხვდა ბიბილოვს და მიულოცა გამარჯვება არჩევნებში. არ ფიქრობდა, რომ ეს ინფორმაცია გამოჟონავდა. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ მკვეთრი რეაგირება მოახდინა ამაზე, მაგრამ ოკუპაციის თემა იმდენად მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია, აუცილებლად უნდა დაისვას ჟენევის ფორმატიდან ზალბერის შეცვლის საკითხი", - აცხადებს ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი ზალბერი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს" / ირაკლი ცქიტიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება ბრიუსელის რეაქციას.

"მიუხედავად იმისა, რომ არ მეეჭვება ევროკავშირი განაგრძობს ჩვენი პოლიტიკის მხარდაჭერას და ევროკავშირი არანაირად, არც ირიბად არ ცნობს ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ჩვენი მხრიდან მისი ჟენევის ფორმატიდან ჩამოშირების საკითხი უნდა დავაყენოთ. ეტყობა, საგარეო უწყება ელოდება ზალბერის განმარტებას და შემდეგ ბრიუსელის პოზიციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სახელმწიფო ღირსების საკითხი და მე სახელმწიფო ღირსებაზე მიჭირს ლაპარაკი მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა ლუჟკოვმა საქართველოში მშვენივრად დაისვენა. ბოლო დროს ვატყობთ, რომ ჩვენი საგარეო უწყების მოქმედებები და რეაგირება ბევრად არის დამოკიდებული რაღაც პოლიტიკურ ელემენტებზე - ქართულ-რუსული თუ ქართულ-ევროკავშირის ურთიერთობები სურვილებზე, რომ ამ კავშირებს თუნდაც პატარა ჩრდილი არ მიადგეს. ამის სანაცვლოდ კი ჩვენ ვკარგავთ ღირსებას საერთაშორისო არენაზე. არც ერთი ნორმალური, ღირსეული სახელმწიფო ამ თემას არ აპატიებდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ცქიტიშვილი და შეკითხვაზე - "რა ნაბიჯს ელოდებით ევროკავშირისგან?" - პასუხობს:

"ბრიუსელის განცხადება იქნება შაბლონური, იტყვიან, რომ აღიარებენ ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირი გააგრძელებს ამ არაღიარების პოლიტიკას. საქართველომ უნდა მოითხოვოს ზალბერის გაწვევა, ისე ევროკავშირი მას ჟენევის ფორმატიდან არ გაიწვევს"

ნანახია - 1225

papa

2017-05-20 11:56:43

ღირსება....


წითელ ხიდზე ჯართში ჩააბარეს ღირსება

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80