„თბილისში ვიყენებთ სახელწოდებას - „მერი“, კასპში მას ჰქვია „გამგებელი“. ამიერიდან კასპშიც დაერქმევა მერი“
საზოგადოება

„თბილისში ვიყენებთ სახელწოდებას - „მერი“, კასპში მას ჰქვია „გამგებელი“. ამიერიდან კასპშიც დაერქმევა მერი“

„თბილისში ვიყენებთ სახელწოდებას - „მერი“, კასპში მას ჰქვია „გამგებელი“. ამიერიდან კასპშიც დაერქმევა მერი“
მანანა ნოზაძე

2017-05-18 15:30:11

გამგებლის თანამდებობა შესაძლოა, გაუქმდეს. სავარაუდოდ, ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება. აღნიშნული ცვლილებები თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს. მინისტრ ზურაბ ალავიძის თქმით, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.

მისივე განმარტებით, დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესია, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპასა და უამრავ ქვეყანაში მიღებული ტერმინია.

ამასთან, ზურაბ ალავიძე აკონკრეტებს, რომ მერი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად აღარ მიიღებს და ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიალური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებს. თავის მხრივ, საკრებულოებსაც დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.

გამგებლის თანამდებობის შესაძლო გაუქმებას მიესალმება ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ამიერიდან თვითმმართველ ქალაქებში ამ თანამდებობის აღმნიშვნელი ერთი და იგივე სახელწოდება იქნება და მას ეწოდება მერი.

„ახლა ამ თანამდებობის აღმნიშვნელად თბილისში ვიყენებთ სახელწოდებას - „მერი“, კასპში მას ჰქვია „გამგებელი“. ამიერიდან კასპშიც დაერქმევა მერი. ასევე მოხდება სხვა რაიონებშიც.

„გამგებლის თანამდებობის შესაძლო გაუქმება“ არასწორი ინტერპრეტაციაა. როგორ შეიძლება გაუქმდეს ეს თანამდებობა?! ლაპარაკია იმაზე, რომ გამგებელსა და მერს გააჩნიათ აბსოლუტურად ერთი და იგივე ფუნქციები, უფლებამოსილებები, მათი არჩევის წესიც იდენტურია. ეს ტერმინოლოგიური განსხვავება აღიქმება ქალაქებისთვის, როგორც გარკვეული პრივილეგია. რადგან ქალაქია, ე.ი. მას მერი ჰყავს. ეს თავიდანვე ტერმინოლოგიური შეცდომა იყო. ამიტომ, ვინაიდან ერთი და იმავე თანამდებობის პირზეა საუბარი, ბარემ ერთი სახელიც ერქვას და ეს შეცდომა გასწორდეს. სამომავლოდ დასახლებათა გაერთიანებაში არჩეულ ადამიანს, თემის უმაღლესი თანამდებობის პირს მერი დაერქმევა, როგორც ეს არის ქალაქებში“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილი For.ge-სთან საუბარში იზიარებს მოსაზრებას, რომ სახელწოდება უნდა შეიცვალოს, რადგან გამგებელსა და მერს შორის არავითარი სხვაობა არ არის, გარდა სახელდებისა.

„ქალაქებში ერქვათ მერები, რაიონებში ერქვათ გამგებლები, ახლა ყველას დაერქმევა მერი. ამ საკითხთან დაკავშირებით ადრეც იყო შენიშვნები, ამიტომ ახლა ხდება ამის ერთ სახელწოდებაში მოქცევა. ამიერიდან ყველგან იქნება მერი - დედაქალაქშიც, ქუთაისშიც, კასპშიც და არა-გამგებელი. ეს არ შეეხებათ დედაქალაქის გამგებლებს, ისევ შენარჩუნდება ჩუღურეთის, მთაწმინდის, საბურთალოს გამგებლების ტიტულები. რატომ უნდა იყოს სხვადასხვა დასახელება, როცა არაფერს არ ნიშნავს?!“, - აღნიშნა სანდრო სვანიშვილმა. 

ნანახია - 838

lialia

2017-05-18 15:40:03

გამგებელი - ქართული წარმოშობის სიტყვაა და ჯობს, პირიქით ჩაანაცვლონ :)

arichopra 2

2017-05-18 16:23:00

მერი ქართულად არის ქლის სახელი. თუ გვინდა იყოს მერი, მაშინ ყველა მერი უნდა იყოს მერი, მერი პიკფორდის მსგავსი მაინც! ვინმე ალექსანდრეს, რომელიც გამგებლად მუშაობს, რომ უთხრა, დღეის ამას იქით შენ იქნები ჟუჟუნაო (მერიო), აბა ეს რა საქციელი იქნება. საერთოდ კიდევ რას შტერობენ ნეტავ, რა მერი, რის ჟუჟუნა?! დაგელიათ საქმე?! დაგენიძლავებით მალე დაიწყებენ საქართველო არ გვინდა, მხოლოდ ერთი რეგიონის სახელია, დავარქვათ ცვენს ქვეყანას გეორგია, ჯორჯია, ასეთი არგუმენტით, ასე უფრო გვიცნობენო. დავიჯერო, ახლა უფრო მეტი საჭირბოროტო საკითხი არ არის ვდრე გამგებლისათვის სახელის გადარქმევა? მაღაზიებს ხომ დაგვარქმევინეს მარკეტი, ახლა სიტყვა ქალაქს გააუქმებენ! რატომ? - Sity Hall ეს არის მერია. მაშინ სიტებში უნდა ვიცხოვროთ ან ჰალებში! ))) ან სულაც ქუთაისის ჰაბში!!!! ვაიმეე... ))) მასობრივ ფსიქოზთან გვაქვს საქმე! გირჩი სადაა, გირჩი?! გირჩი რა ქენით, უკვე მოაწევინეთ ხელისუფალთ?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80