თქვით მხოლოდ სიმართლე
სხვადასხვა

თქვით მხოლოდ სიმართლე

თქვით მხოლოდ სიმართლე
for.ge

2017-05-18 11:46:52

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ გამოცემა „The Sun”-ში, ინგლისელი ფსიქოლოგების საინტერესო დასკვნა გამოქვეყნდა. ბრიტანელი მეცნიერები ადამიანებს ცხოვრებაში მხოლოდ სიმართლის საუბარს ურჩევენ.

ვიდრე თუნდაც ახლობელი ადამიანის თხოვნას, მიწვევას ან რაიმე წინადადებას თანხმობით უპასუხებდეთ, სულ ერთი წამით შეყოვნდით და გაიაზრეთ, ეს ნამდვილად გინდათ თუ ჩვეულების გამო ეთანხმებით? ანდა, რა მოხდება, თუ უარს ეტყვით?

წვრილმან თხოვნებზე, რასაკვირველია, შეგიძლიათ თამამად მიენდოთ საკუთარ სურვილებს, თქვენ ნამდვილად არავინ გავალდებულებთ, მხოლოდ ზრდილობის გამო წახვიდეთ მაღაზიებში ახალი მოდელების შესარჩევად ანდა, მეზობელთან ივახშმოთ.

თუ უარს იტყვით იმაზე, რაც არ გსურთ, ამით საკუთარ თავს დაეთანხმებით და არა მეგობრებს, მეგობრები კი მხოლოდ მოიგებენ, რადგან ამგვარი ცხოვრების წესით გაცილებით ლაღი და თავისუფალი გახდებით, ენერგიაც გაგიათმაგდებათ და სულ უფრო იშვიათად გაგიჩნდებათ სურვილი, უარით უპასუხოთ ხალისიან შემოთავაზებებს.

მოკლედ, პრინციპში მარტივია: იყავით მართალნი და გულახდილნი საკუთარ თავთანაც და ახლობლებთანაც.

 

 

ნანახია - 317

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80