„წამიერი შეხვედრა“ - ფარცხალაძის „ჯედაის მახვილი“ თორდიას თავზე
პოლიტიკა

„წამიერი შეხვედრა“ - ფარცხალაძის „ჯედაის მახვილი“ თორდიას თავზე

„წამიერი შეხვედრა“ - ფარცხალაძის „ჯედაის მახვილი“ თორდიას თავზე
თამთა ქარჩავა

2017-05-18 09:30:27

გზებზე შექმნილი საცობის მიზეზით, საგამოძიებო უწყებაში ყოფილი მთავარი პროკურორი 20 წუთის დაგვიანებით, ადვოკატებთან - გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად მივიდა. ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსთან დაპირისპირების საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. როგორც ცნობილია, ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ყოფილი მთავარი პროკურორი კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის შედეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. 3-საათიანი დაკითხვიდან გამოსულმა ფარცხალაძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამოძიებას მოუყვა ყველა დეტალი.

როგორც მან აღნიშნა, ლაშა თორდიას მიმართ მისი მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფარცხალაძის თქმით, ეს თავად გენერალურ აუდიტორს უნდა ვკითხოთ.

„გამოძიებას მოვუყევი ყველა დეტალი, ინციდენტი არ ყოფილა, იყო წამიერი შეხვედრა. ლაშა თორდიას ჰკითხეთ, ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც ადვოკატმა თქვა, ინციდენტი იყო წამიერი“, - აღნიშნა ოთარ ფარცხალაძე.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც საკუთარი თვალით ნახა ოთარ ფარცხალაძემ და აქვე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საგამოძიებო უწყებისთვის დასამალი არაფერი აქვს.

გაგი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ ფარცხალაძე მზად არის ნარკოტიკებთან დაკავშირებით შემოწმდეს ნებისმიერ დროს, რადან 13 მაისს ოთარ ფარცხალაძე არათუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა, არამედ 4 პიროვნებას, რომლებიც იმ საღამოს კლუბში იმყოფებოდა, მხოლოდ 2 ბოთლი ცქრიალა ღვინო ჰქონდათ შეკვეთილი.

„კონკრეტული მიმტანის განცხადებით, რომელიც ფარცხალაძის მაგიდას ემსახურებოდა, ფარცხალაძეს, მის მეუღლეს, მიხეილ ჩოხელს და მისი დაცვის წევრს აქვთ შეკვეთილი 2 ბოთლი ცქრიალა ღვინო და მირთმეული აქვთ მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინო. ეს დასტურდება მტკიცებულებებით. რაც შეეხება თორდიას, აქაც დასტურდება, რომ პირადად ლაშა თორდია მიირთმევდა მძიმე ალკოჰოლურ სასმელს. ეს ინფორმაცია ჩვენი მხრიდან იქნა მოძიებული, მაგრამ ფაქტია, რომ ამის თქმის საფუძველს ფაქტობრივი გარემოებები იძლევა“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე სავარაუდოდ ხვალ დაიკითხება ყოფილი მთავარი პროკუროის მეუღლე, ასევე მასთან ერთად მყოფი დაცვა და ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი.

„ჩვენ გამოვკითხეთ ყველა, ვინც იყო ამის თვითმხილველი. ჩვენ საუბარი გვაქვს ნეიტრალურ მოწმეებზე. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით და ნეიტრალურ პირთა მიერ მიცემული ჩვენებებით, ბრალის წარდგენის სამართლებრივი საფუძველი გამოძიებას არ გააჩნია“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, შარდენზე მომხდარ ინციდენტში ოთარ ფარცხალაძის მეგობარი, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი მონაწილეობდა. თორდია ამბობს, რომ ჩოხელი ერთ-ერთი იყო, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ გამოძიება ისეთ განცხადებას გააკეთებს, რომელიც მის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.

„ადვოკატები, რომლებიც იცავენ ყოფილ მთავარ პროკურორს ასეთი მძიმე ბრალდებით და აცხადებენ, რომ თურმე თვითდაზიანება მივიყენე, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საღ გონებაზე არ არიან. პოლიცია და მთავარი პროკურატურა მობილიზებულია ოთარ ფარცხალაძის სახლში. მიშა ჩოხელი, რომელმაც მე დამარტყა ხელი და ახლა აღარსად ჩანს, არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი.

მთელი ეს სამი სამართალდამცავი ორგანო - ფინანსური პოლიცია, შსს და პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ არიან მობილიზებული, რათა ეს ჩვენებები, რომელსაც მხოლოდ მე ვაძლევ, შემოატრიალონ ჩემ საწინააღმდეგოდ. დარწმუნებული ვარ, ისინი იღებენ ჩემგან ჩვენებებს და შემდგომ ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებენ, რომელიც ჩემ საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, რომ თურმე მე თვითონ მივიყენე დაზიანებები.

როგორც ვიცი, 13 მაისის ამსახველი ვიდეოჩანაწერები იმ ღამესვე ამოიღეს და წაიღეს. არ ვიცი საით, ალბათ, ამონტაჟებენ ან რაღაცას უკეთებენ. თუმცა, ესენი ამ ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებენ, რადგან შემდეგ თვითდაზიანების ვერსიას ვერ გაამართლებენ“, - აცხადებს ლაშა თორდია.

თორდია-ფარცხალაძის სკანდალურ საქმეზე კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნეს გამოძიებული გენერალური აუდიტორისა და ყოფილი მთავარი პროკურორის საქმე. რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ეს კომისია, შეიძლება, შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი გამოძიება არ დადებს შესაბამის შედეგს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ განვიხილივათ სხვა ალტერნატიულ საკითხებს. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარლამენტისთვის გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტს აქვს განსაკუთრებული კავშირი აუდიტის სამსახურთან და გენერალურ აუდიტორთან. შესაბამისად, ეს საქმე დარჩება ჩვენი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განმარტებით, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირების საკითხზე გამოძიება უკვე დაწყებულია და მნიშვნელოვანია გამოძიება მოკლე დროში ეფექტურად ჩატარდეს, რომ საზოგადოებამ შედეგი შეიტყოს.

„მე არ ვაწარმოებ გამოძიებას. გაკეთდა განცხადება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. უკვე დაიწყო გამოძიება და ასეთი კატეგორიის საქმეებზე საჭიროა მოკლე დროში ეფექტური გამოძიების ჩატარება და დასრულება, რათა საზოგადოებამ შეიტყოს შედეგები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა ლოგიკით და არგუმენტით იბლოკება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, როდესაც ფარცხალაძე საკუთარ სახლში არაფორმალურ თათბირებს ატარებს, საგამოძიებო უწყების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან.

„ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საღი აზრი აქვს, უნდა ესმოდეს, რომ შექმნილ ვითარებაში თავის მოტყუება, რომ საგამოძიებო ორგანოები მივა რამე ლოგიკურ დასკვნამდე, არის უბრალოდ აბსურდი. პარლამენტის პირდაპირი ვალდებულებაა, გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა, განსაკუთრებით, როდესაც არაფორმალური გამგებლის, სამართალდამცავი უწყებების ძალადობის მსხვერპლი გახდა საკანონმდებლო ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი, კონსტიტუციით დაცული საკონსტიტუციო ორგანოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, გაუგებარია, რა ლოგიკით და რა არგუმენტით იბლოკება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც საკუთარი საქმიანობით ექვემდებარება მხოლოდ ქვეყნის პარლამენტს და იკვლევს სახლემწიფო სტრუქტურების საქმიანობას, მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობრივი ქმედება, მით უფრო ყოფილი მთავარი პროკურორისგან, რომელის საქმიანობასაც უწყება სწავლობს, მიუღებელია.

„გულდასაწყვეტი ფაქტია, რომელიც მთელი საზოგადოების და ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრებისთვის არის სირცხვილის მომტანი. ეს არის ქვეყნის თავმოყვარეობის დაბინძურება. ჩემი აზრით, საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ჩვენი ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. ორივე სუბიექტი, როგორც თავდამსხმელი, ასევე თავდამცველი სწორედ მის მიერ შერჩეული პირები არიან.

დღეს ჩვენ, პრაქტიკულად, მსჯავრდებულის სავარძელში მოვიაზრებთ საქართველოს პროკურატურას და ვულოცავ მათ ისეთ ადვოკატთან თანამშრომლობას, რომელიც გვარწმუნებს, რომ ადამიანი, რომელიც აწესრიგებს ქვეყანაში ფინანსების კანონიერად გამოყენების პროცესს, თურმე თავად მიაყენა ზარალი საკუთარ ჯანმრთელობას.

ეს თემა აუცილებლად იქნება დაკავშირებული ივანიშვილის კადრების პოლიტიკასთან, რადგან, არა თუ მან, არამედ ნახევარმა საქართველომ იცოდა სად იყო და რას აკეთებდა ყოფილი პროკურორი, რატომ ჰქონდა მას მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ფინანსთა მინისტრს, როცა ნაპროკურორალი სუბიექტი ფარცხალაძე ფინანსური პოლიციის და პროკურატურის უხილავი მწყემსი იყო“, - აცხადებს სოსო ცისკარიშივილი.

ნანახია - 2249

cugo

2017-05-18 10:07:41

ლაშა თორდია,ეს ნაძირალა,სააკაშვილის რუხი კარდინალი,ადეიშვილის დავალებით პავლე კუბლაშვილთან ერთად წერდა დრაკონულ კანონებს და აუბედურებდა უდანაშაულო ხალხს.პროკურატურამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს მისი საქმიანობა დეპუტატობის პერიოდში.სააკაშვილმა დაუფასა ერთგულება და იმიტომ გაუშვა მაშინდელი კონტროლის პალატის თამჯდომარედ.ლაშა თორდიას ლომის წვლილი აქვს შეტანილი იმ სისხლისღვრაში და წამებაში,რაც საქართველოში ხდებოდა 9 წლის განმავლობაში.

cugo

2017-05-18 11:02:38

სალომე სამადაშვილს
-----------------
შენ ამბობ:,,პარლამენტის პირდაპირი ვალდებულებაა გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა,,.ეს ვალდებულება არ ჰქონდა პარლამენტს ვალერი გელაშვილის,კობა დავითაშვილის,ზურაბ აბაშიძის და სხვათა ცემის დროს?.ესენიც,როგორც შენ ამბობ,სამართალდამცავი უწყების ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.ეს ვალდებულება არ ჰქონდა პარლამენტს როცა პატიმრებს აწამებდნენ?,როცა საჯიშე ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ?,როცა დამსახურებულ ადამიანებს წამებით კლავდნენ და ზღვაში ყრიდნენ?,როცა მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ და დახოცილ ადამიანებს მაღაზიის სახურავზე აწყობდნენ? როცა ტელევიზიებს არბევდნენ და ანტენებს აყადაღებდნენ? ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო პოლიტიკაში და არ მოესროლეთ პოლიტიკურ სანაგვეზე ვინ იცის კიდევ რამდენ ოჯახს გააუბედურებდით.რაც გინდა დააშავოს მოქმედმა და მომდევნო ხელისუფლებამ თქვენ ხმის ამოღების მორალური უფლება არა გაქვთ.თქვენი პარტიის ლიდერი ნიკა მელია უშუალოდ მონაწილეობდა მიტინგების დარბევაში და ბანკი ,,ქართუს,,ხელოვნურად გაკოტრების კრიმინალურ სქემაში.ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების აზრი და შენიშვნა არავის ჭირდება.საქართველოს სირცხვილი და თავის მოჭრაა მკვლელი,მწამებელი,გამპატიურებელი პარტიის წარმომადგენლები რომ ზიხართ პარლამენტში.

kostaia

2017-05-18 13:15:22

ცუგო, გეთანხმები რასაც წერ ნაცებზე, მაგრამ ერთი KითXვა მაქვს---ფარცხალაძე რას აკეთებდა მათ დროს, გინეკოლოგად Mუშაობდა?! ტიპზე Dღემდე ვერ ამბობენ 1971-ში დაიბადა თუ 1976-ში... Mეტი რაღაა საჭირო?!

ttt56

2017-05-18 14:50:04

კოსტაია გეთანხმები 100%

ttt56

2017-05-18 14:50:25

ცუგრია კი ხელფასს იგებს

ttt56

2017-05-18 14:50:53

რა იყო აქ უცენზურო,რატომ ბლოკავტ

cugo

2017-05-18 14:54:13

კოსტაია,
--------
მე ფარცხალაძეს არ ვამართლებ.უბრალოდ იმას ვამბობ,რომ ამ კრიმინალებს არა აქვთ მორალური უფლება ილაპარაკონ ადამიანის უფლებებზე და საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.ამის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერ პარტიას,გარდა ბანდიტი ნაციონალებისა და და მათი განაყოფებისა.

arichopra 2

2017-05-18 15:13:41

ყველაზე საოცარი ისაა, რომ ვერ ხერხდება ამ ფარცხალაძის დაბადების თარიღის დაზუსტება! სამარცხვინო ამბავია! 71 თუ 76, 5 წელი კაცო?! ვაა? ამ კაცს ან საბავშვო ბაღში არ უვლია, ან სკოლაში არ შესულა, თუნდაც მეორე კლასში, თანაკლასელები არ ყავდა? სამშობიარო სახლის ჩანაწერების წიგნი არ არსებობს, მეტრიკული ამონაწერი საჯარო არქივიდან? ან სკოლის ოქმები. ამისთანა არაფერი გამიგონია. ისიც ვერ გავიგე თუ მალავს თავისი დაბადების ნამდვილ თარიღს ეს რაში სჭირდება?! სასტაულ!)))

kostaia

2017-05-18 15:14:52

ცუგო, აბა წარმოიდგინე, ქვეყანაში რა Qაოსი Dა უბედურებაა, რომ ნაცებიც კი მორალს კითხულობენ.... თან ისე, რომ Xშირად ფაქტები სიმართლეს შეესაბამება...

დომნა

2017-05-18 17:35:27

მოსინჯეთ ხალხო და რეესტრში რაიმე დაიკანონეთ "რაც შენია შენიას" კანონით, თუ პატრონი არ გყავს. ესენი კი იმტკიცებენ პარკებს, სკვერებს, სახელმწიფო ქონებებს ლარად. თუ მათ მოეწონათ შენი ადგილი ან ხელს უსლით ისე აგახევენ ნაცებივით, რომ კომპენსაციასაც არ გაღირსებენ. მი....თხებია ასეთი ხელისუფლებისათვის. თავს ერთი რამიტ იწონებდნენ, რომ არ არიან მოძალადეები, მაგრამ აქაც მიუშვეს სადავეები და ვინ ვის რას ართმევს ვინ იცის.

Munji

2017-05-18 18:19:01

ერთ რამეში აბსოლუტურად მართალია ცუგო: ყველასა აქვს ამ ხელისუფლების კრიტიკის უფლება, ნაცების გარდა!!!
როგორი ცამდე მართალიც არ უნდა იყვნენ, არა აქვთ ხმის ამოღების უფლება!!!
იმიტომ, რომ მათ საკუთარი დანაშაულობები არამც თუ არ მოუნანებიათ, ისიც კი არ უთქვამთ საჯაროდ, არ ვიყავით მთლად მართალიო!...
როცა დანაშაულს შეცდომის დონეზეც კი არ აღიარებ, ხმა არ უნდა ამოგაღებინონ არსად!
ჩვენთან კი ისევ თვითონ ცდილობენ, სხვას არ ამოაღებუნონ ხმა!

natali

2017-05-18 18:27:11

Munji

მართალია, მაგრამ მხოლოდ მაგათი (ნაცების) რომ ესმით ჩვენ რა ვქნათ?:)) ყველამ იცის, რომ თუ რუსთავი2-მა არ გააშუქა, ისე ვერაფერს გააკეთებინებ ამათ. აი მერე შეფუცხუნდებიან ხოლმე.

ttt56

2017-05-18 19:01:29

როგორც არასდროს,გეთანხმებიტ ნატალი

arichopra 2

2017-05-18 19:37:35


„საკმარისია, გამოძიებამ გაასაჯაროოს ინციდენტის კადრები, რომ საზოგადოება უცბად მიხვდება - ვინ მართალია და ვინ ტყუის, აქ ძალიან მარტივად დგას ეს საკითხი, თუ გამოძიება გაასაჯაროებს ინციდენტის კადრებს, ვინ დაიწყო, ვინ ჩხუბობდა და ასე შემდეგ. მოდით, ნუ გადავახტებით საზოგადოებრივ ინტერესს, რომელიც ითხოვს, რომ გაიგოს მომხდარის თაობაზე. ნუ გადავახტებით მათ ინტერესს, დავრჩეთ ამ ინტერესის ველში", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

arichopra 2

2017-05-18 19:38:23

გამოაქვეყნეთ!

papa

2017-05-18 23:24:46

ის ქალი სადააა, სად?? (გვარი დამავიწყდა) ბაბაიგას ცოცხზე რომ იჯდა
ხოლმე ......(სხვაგანაც)

papa

2017-05-18 23:32:49

ერთმნიშვნელოვნად.....არ უნდა ამას დედალ--მამალის გარჩევა-- ფარცხალაძე მისაქინძია
არ მიჰქინძავენ და ...... თვითონ მიიიქინძებიან...... თუ არადა ნახავთ
მართალია ყველაფერი შედარებითია (მით უმეტეს ნაცებთან) მაგრამ თუ სახელმწიფო სახელმწიფოოობას იბრალებს ----უნდა მიიქინძოს
არაააა?...მაშინ ისევ ისე გაგრძელდება ყველაფერი...
აუცილებლად უნდა მიიქინძოს !!!!!! მორჩა და გათავდა

papa

2017-05-18 23:34:16

გამახსენდა -------მოგელაძე
აბა ბიჯო ...მართლა რას გავდა.... ქაჯი

papa

2017-05-18 23:45:58



ფარცხალაძემ სილა გააწნა არა ერთ ადამიანს, არამედ - მთელ საზოგადოებას, პარლამენტს და უმრავლესობას.................................რეტიანი
ipn

2017-05-18 21:13:37

მართალია!!!



ამათ ნათქვამს კაცი როგორ უნდა დაეთანხმო მაგრამ რა ვქნა....მართალია!!

ეგ კაცი სინამდვილეში სახელმწიფოს გადმოუხტა წინ და ამბობს ..ფეხებს ვერ მომჭამთო
ამიტომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოაჭამოს ის ფეხები....
არააააა? მაშინ კარგად იყოს სახელმწიფოც და............... ამერიკაც.

natali

2017-05-19 15:46:52

ხოო რაააა....სასწრაფოდ მოაჭამეთ ფარცხალაძეს ფეხები:)))))

და თუ მევრი იხტუნავა კიდევ კლუბებში, ამ თორდიასაც.:))))))))))))

და მშობლებოოო......მიეცით ბავშვებს გართობის დრო და საშუალება, თორემ სიბერეში მოუნდებათ აკეთონ ის, რაც თინეიჯერობის ასაკში უნდა ეკეთებინათ. ეს კი მაგრად ტეხავს!!!!!!!!!!თუ სახელმწიფო სამსახურში არაა, თავში ქვაც უხლია, მაგრამ თანამდებობა იმიტომ რომ უნდა, რომ მერე კლუბში თავისუფლად იტინგიცოს, ეს მთელი ქვეყნის სირცხვილია.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80