ელექტროენერგიის იმპორტი საოცარი სისწრაფით გაიზარდა
ეკონომიკა

ელექტროენერგიის იმპორტი საოცარი სისწრაფით გაიზარდა

ელექტროენერგიის იმპორტი საოცარი სისწრაფით გაიზარდა
ბექა დანელია

2017-05-17 17:30:46

ელექტროენერგიის საერთო ოდენობაში იმპორტის მოცულობამ მკვეთრად მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ ძვირი დენის წილი იზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ენერგოდამოუკიდებლობას პრობლემას უქმნის.

2017 წლის ოთხ თვეში ელექტროენერგიის იმპორტი, სრული 2016 წლის მაჩვენებელს 47%-ით აღემატება. ენერგობალანსის მიხედვით, 2016 წელს ჯამურად საქართველოში 478.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი - 886.691 მლნ კვტ/სთ.

იმპორტის ასეთ მკვეთრ ზრდას ენერგეტიკის სამინისტროში რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის არის ცივი ზამთარი, რის გამოც ბუნებრივი აირის დღიური მოხმარება უპრეცედენტოდ მაღალი იყო. იმპორტის ზრდაზე გავლენა მოახდინა აფხაზეთის მომარაგებამ (ენგურჰესის გაჩერების გამო), ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ გაზრდილმა მოთხოვნამ – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა, რაც ექსპორტის მაჩვენებლებზეც აისახა. ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი ლიდერობს.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, წლის დანარჩენ თვეებს, სამინისტრო იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მეზობელ ქვეყნებთან უახლოეს პერიოდში დაიწყებს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება ადგილობრივი გენერაციის ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს.

„2030 წელს თუ შევძლებთ, რომ ჩვენ გვქონდეს დამატებით, დაახლოებით 3000 მეგავატამდე ჰიდრორესურსი, 500 მეგავატამდე ახალი თბოსადგურები, 300-400 მეგავატამდე ალტერნატიული ენერგია (ქარი და მზე) და ენერგოეფექტურ ღონისძიებებს გავატარებთ, ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვიქნებით“, - განაცხადა ელოშვილმა.

ენერგეტიკოსი, დეპუტატი რეზო არველაძე იმპორტის ზრდის მთავარ მიზეზად ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ასეთი ვითარება საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ განაპირობა.

„ელექტროენერგიის მოხმარების საკმაოდ მაღალი ტემპია ქვეყანაში. ბოლო 4 თვეში ზრდა 5%-ის ფარგლებშია, რაც სასურველი რეალობა ნამდვილად არ გახლავთ. 2 კვირით იყო „ენგურჰესი“ გაჩერებული და დამატებით 200 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტი გახდა საჭირო. ჩვენ თუ არ ვაწარმოებთ საკმარის ელექტროენერგიას, იძულებული ვართ, მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ.

ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში მიღების ტემპით ვერ ვეწევით მოხმარების ზრდას და სწორედ ესაა პრობლემა. იმპორტი ოქტომბრიდან საგრძნობლად გაიზრდება და ეს ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მართალია, სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სექტორში, მაგრამ მათი განხორციელება ჭიანურდება. ჰესების მშენებლობა ვერ იკრებს ძალას, რისი მიზეზიც, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტია. ასეთ პრობლემას სახელმწიფო წააწყდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. წესით, პროექტი უკვე უნდა იყოს დაწყებული, მაგრამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.

ახლა ნესკრა ჰესზე დაიწყო ლაპარაკი, თუმცა მოსახლეობისგან წინააღმდეგობა მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც არის. აქედან გამომდინარე, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპები საგრძნობლად შეფერხდა და ეს ხდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით“, - აღნიშნა რეზო არველაძემ.

ნანახია - 1086

imereli

2017-05-17 20:02:44

არაა გასაკვირი, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.ყველაფერი ეს არის შედეგი მტრული კამპანიისა, რომელიც მიმდინარეობს ჰესების და წარმოიდგინეთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ.ერთი ციცქნა 3-8 მეგავატი სიმძლავრის ჰესების აშენებასაც კი არნახულ წინააღმდეგობას უწევენ, როცა ამ სიმძლავრის ჰესებს კაშხალიც კი არ სჭირდება და ბუნებაზე ნებისმიერი ზემოქმედება გამორიცხულია. ამ კამპანიას კოორდინირებას უწევენ თბილისიდან ე.წ. არასამთავროები, ანუ პრაქტიკულად მტრის აგენტები. სახელმწიფო კი იმდენად უსუსურია, რომ არამც თუ ახალ მშენებლობებს ვერ იწყებს, ძველ მშენებლობებსაც კი აჩერებს. არაა გამორიცხული თვით ხელისუფლებაშიც კი იყვნენ ანტიქართული ძალები. ენეგიის გარეშე გამორიცხულია, ვიმეორებ გამორიცხულია ქვეყნის განვითარება.ნაყიდი ენერგიით კი ვერაფერს გააკეთებ, სიძვირის გამო არაკონკურენტული იქნება პროდუქტი.ე.ი. სულ იქნება უმუშევრობა, ხალხი დატოვებს ქვეყანას და დაცარიელებულ ადგილს მტერი უბრძოლველად დაეპატრონება. ნავთობი ჩვენ არ გვაქვს, გაზი არ გვაქვს, რჩებაა მხოლოდ ჰიდრორესურსები და მის გამოყენებასაც მტრული ძალები ხელს უშლის.გამოვა ვიღაც ს/ი.. და დაიწყებს "პატრიოტულ" კამპანიას, სვანეთის, რაჭის, თუ მთიულეთის ვითომ გადასარჩენად, რეალურად კი დასაღუპად.

serapina

2017-05-18 01:47:30


imereli,
"ვიმეორებ გამორიცხულია ქვეყნის განვითარება.ნაყიდი ენერგიით კი ვერაფერს გააკეთებ, სიძვირის გამო არაკონკურენტული იქნება პროდუქტი.ე.ი. სულ იქნება უმუშევრობა, ხალხი დატოვებს ქვეყანას და ..."
–----------
პატივცემულო, მეც ვიმეორებ რომ გამორიცხულია ქვეყნის განვითარება იმ განათლების პირობებში რომელიც საქართველოს ბოლო 30 წელი აქვს.
გესმით თქვენ 30 წელი არაფუნქციონირებადი განათლების პირობებში რა ფუჭდება?!
არ გესმით! შეხედეთ ცივილიზაცია სად არის და სად ვართ ჩვენ?!

არ მჯერა არცერთი მთავრობის(არც თქვენი) კეთილი მიზნების, იმიტომ რომ თქვენმა ყველა მთავრობებმა,ზედმიწევნით იცოდნენ, კვალიფიკაციის გარეშე დარჩენილ ხალხს რა ბედი ელოდა(და ელის აწი)!
რა გააკეთეს ამ მხრივ? დამისახელებთ?!
უცხოეთში თუ არ ისწავლა,იმის არც დიპლომს თვლის ვინმე რამედ და არც ტვინს. ამ უცხოეთის სტიპენდიებს ვინ ღებულობს, რამდენი არიან,ან ვისი შვილები არიან?

მე გესაუბრებით უმეტესობის გაჭირვებაზე. უცხოეთში მომუშავე დედებზე და მათ წ/ყა/ლს გატნეულ შრომაზე, გაწბილებულ ახალგაზრდებზე....

სამუშაო ადგილები მილიონობით შეიქმნებოდა,იმდენი ფინანსურუ დახმარება რომ გონივრულად გამოეყენებია რიმელიმე ხელისუფლებას. შემოსული ფული გაფლანგეს და ახლა ჰიდროენერგოსადგურებით დასაქმდება თურმე ხალხი.

რატომ არ განავითარეს მცირე ბიზნესი? რატომ ყიდულობს ქართველი ოჯახი ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოტანილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სასკოლო ჩანთას?!...

კეთილი, მე ენერგეტიკის საკითხებში ვერ ვერკვევი მაგრამ, რაშიც ვერკვევი,ზუსტად ის მაფიქრებინებს რომ არასწორია ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხის მიმართ. საკუთარ სამშობლოში არც მონა უნდა იყოს ქართველი და არც სამომავლოდ მონობისთვის განწირული ასე რომ...
------
"გამოვა ვიღაც ს/ი.. და დაიწყებს "პატრიოტულ" კამპანიას, სვანეთის, რაჭის, თუ მთიულეთის ვითომ გადასარჩენად, რეალურად კი დასაღუპად."
----
დასაშვებია ურა პატ/რიოტებიც ერიოს მაგ საქმეში, ვიღაცას და რაღაცას ამოფარებული, მაგრამ ხელისუფლების კეთილი მცდელობა არცერთ გლეხს არ გამოეპარება... თავის სოფელს იქეთ რომ ფეხი არ ჰქონდეს გადგმული.
... და მერე გამოვა ვიღაც, მართლა ს/ი... და დაიჯერებს რომ წინ მივდივართ, ევროპაშაც დავეწევით, ნატოშიც ვიქნებით და კონკურენციას გავუწევთ ევროპის რომელიმე ქვეყანას.
ბნელა? მართლა ბნელა?

imereli

2017-05-18 12:08:04

სერაპინა! მე ერთ თემაზე, ენერგეტიკის საკითხებზე გავაკეთე კომენტარი, თორემ გარგად მესმის, რომ ქვეყნის განვითარება მარტო ენერგეტიკაზე არაა დამოკიდებული.განათლების სისტემა რომ სრულიად მოშლილია საქართველოში, ამაზე ბევრჯერ მითქვამს.ხელისუფლებაც {როგორც ახლანდელი, ისე ყოფილებიც} საქართველოს ინტერების ნაცვლად საკუთარ ინტერესებს იცავს, ესეც არაა სიახლე, მაგრამ რადგან ბევრია პრობლემები, ენერგეტიკაც დავივიწყოთ? არც მარტო ენერგეტიკა გადაარჩენს ქვეყანას, მაგრამ ქვეყნის გადარჩენისათვის ერთ-ერთი წინა პირობაა.ჩვენს ერთ-ერთ მეზობელს[რატომღაც მის სახელი ფილტრს უწმაწურად მიაჩნია, ამიტომ ვერ ვასახელებ] ელექტროენერგია საკმარისზე მეტი აქვს, მაგრამ ჩვენზე უკეთესად ნამდვილად არ აქვს საქმე. ე ნ ე რ გ ე ტ ი კ ა ერთ-ერთი ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი პირობაა განვითარებისათვის, მაგრამ არასაკმარისი.

serapina

2017-05-18 12:33:15

კი ბატონო, შეიძლება მართალი იყოთ,მაგრამ ამდენი ტ/ყ/უილების მერე,ამდენი ფუჭი დაპირებების მერე, არ ჯერა ხალხს რომ ხელისუფლება კარგს აკეთებს.

თავად შეხედეთ ხელისუფლების ხელფასებს, პ/რემიებს, ცხოვრების სტილს და მერე დავფიქრდეთ,რამდენად შეიძლება ასეთმა ხელისუფლებამ სოფელს სთხოვოს, დათმეთ თქვენი მიწა-წყალი ქვეყნის მომავლისთვისო...

შუბლის ძარღვს რა ვუყოთ ბატონო, შუბლის ძარღვს.

მაღაროში დაიღუპა ხალხი.
ვისი მონები არიან ის ადამიანები იქ რომ მუშაობენ?
იმისი, ვინც წინა ხელისუფლებების დროს კარგად ისაკუთრებდა,ხომ?!
უკუღმა სიარულია ეს და ამიტომ არ იჯერებს ხალხი(არც მე) რომ ეს გზა ტაძართან მიგვიყვანს.

ეს გზა,ტაძართან მისასვლელი, განათლებაზე გადის და სანამ ამას არ შეიგნებენ საქართველოს შემოსეული თანამედროვე "ყ/რ/უ"-ები, მანამდე ვიჯდებით არასწირ მატარებელში,არასწორი მიმართულებით.
...ოღონდ, ამ "ყ/რ/უ" -ებს ვინმემ უნდა აუხსნას რომ უკუღმა სვლით მარტო სხვის შვილებს კი არა, საკუთარ შვულებსაც უსპობენ მომავალს!

arichopra 2

2017-05-18 15:02:34

იმიტომ, რომ სრულიად ვეთანხმები იმერელს ვიმეორებ - "არაა გასაკვირი, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.ყველაფერი ეს არის შედეგი მტრული კამპანიისა, რომელიც მიმდინარეობს ჰესების და წარმოიდგინეთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ.ერთი ციცქნა 3-8 მეგავატი სიმძლავრის ჰესების აშენებასაც კი არნახულ წინააღმდეგობას უწევენ, როცა ამ სიმძლავრის ჰესებს კაშხალიც კი არ სჭირდება და ბუნებაზე ნებისმიერი ზემოქმედება გამორიცხულია. ამ კამპანიას კოორდინირებას უწევენ თბილისიდან ე.წ. არასამთავროები, ანუ პრაქტიკულად მტრის აგენტები. სახელმწიფო კი იმდენად უსუსურია, რომ არამც თუ ახალ მშენებლობებს ვერ იწყებს, ძველ მშენებლობებსაც კი აჩერებს. არაა გამორიცხული თვით ხელისუფლებაშიც კი იყვნენ ანტიქართული ძალები. ენეგიის გარეშე გამორიცხულია, ვიმეორებ გამორიცხულია ქვეყნის განვითარება.ნაყიდი ენერგიით კი ვერაფერს გააკეთებ, სიძვირის გამო არაკონკურენტული იქნება პროდუქტი.ე.ი. სულ იქნება უმუშევრობა, ხალხი დატოვებს ქვეყანას და დაცარიელებულ ადგილს მტერი უბრძოლველად დაეპატრონება. ნავთობი ჩვენ არ გვაქვს, გაზი არ გვაქვს, რჩებაა მხოლოდ ჰიდრორესურსები და მის გამოყენებასაც მტრული ძალები ხელს უშლის.გამოვა ვიღაც ს/ი.. და დაიწყებს "პატრიოტულ" კამპანიას, სვანეთის, რაჭის, თუ მთიულეთის ვითომ გადასარჩენად, რეალურად კი დასაღუპად." ვამატებ, იმ რეგიონებს რომელთა მოსახლეობა ეწინააღმდეგება ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას უნდა შეუწყდეთ ელექტროენერგიის მიწოდება!

arichopra 2

2017-05-18 15:05:57

რაც შეეხება განათლებას, უნდა შემცირდეს ე.წ. უმაღ//ლესი განათლების მქონე ადამიანების რაოდენობა. განათლებას მოაქვს ყველაფერი უბედურება. დედამიწა განწირულია, უკვე უახლოეს მომავალში ამ განათლებულების გამო. მაგათ რეალურად დაბნელებულები უნდა ვუწოდოთ.

serapina

2017-05-18 17:44:16


"განათლებას მოაქვს ყველაფერი უბედურება."

რაიო???
წევედი,დავაცხვე მჭადები და გადავკმაზე ტ/ყ/ემალი.
ეკალა არ მინახავს ჯერ ევროპაში.

arichopra 2

2017-05-18 22:46:28

განათლებული ადამიანი უბედური რომ არის თავისი განათლების (ცოდნის) გამო საკუთარ თავზე თუ არ შეგიგრძნია, არ გაგიგონია მაინც?! )) ეკალა თუ არაა წითელი ჭარხალი თავისი ფოთლებით ხომ იყიდება?! იმ ფოთლებით იმისთანა წითელი ფხალი მზადდება, იფ-იფ...ეკალა იმასთან რას მივა?!

arichopra 2

2017-05-18 22:48:41

რა მაგის პასუხია და, სიორენ კერკეგორი ახსოვს ვინმეს ევროპაში, "შიში და ძრწოლა"?

serapina

2017-05-18 23:43:52

აჰ,მაგდენი ცოდნა სად მაქვს,თავი უბედური მეგონოს...

თქვენ, ტექნოლოგიებს გულისხმობთ ალბათ თორემ, განათლებას უბედურებასთან არაფერი ესაქმება.


თანამედროვე მსოფლიო მაგ ტექნოლოგიებმა გამოათაყვანა და დატოვა გაუნათლებელი.

აგერ კერკეგორი გავგუგლე, არადა სახლში ვიცი რომ არის. რომელ თაროზეა ისიც მახსოვს.
ევროპაში წიგნები და მწერლები არავის ახსოვს.სმარტ ფონებით დარბის ყველა.

...
"ვამატებ, იმ რეგიონებს რომელთა მოსახლეობა ეწინააღმდეგება ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას უნდა შეუწყდეთ ელექტროენერგიის მიწოდება!"

ეს მომეწონა.კარგი აზრია.არც ჭირდებათ ეს ელექტ/როენერგია.ეყოფათ დღის შუქი.
არც ტელევიზორებით მოიწამლებიან, გამრავლდებიან და ბედნიერებიც იქნებიან.

arichopra 2

2017-05-19 00:11:14

მადლობა სერაპინა, რომ მიპასუხე აი ამაზე გემადლიერები. სულ არ მინდა თავს უბედურად გრძნობდე, მაგრამ რუსული თუ იცი ერთი ამას უყურე https://www.youtube.com/watch?v=7-oUVQn3yrQ

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80