საქართველო რუსი ტურისტებისთვის ღიაა, სამართალდამრღვევებისთვის - ჩაკეტილი
პოლიტიკა

საქართველო რუსი ტურისტებისთვის ღიაა, სამართალდამრღვევებისთვის - ჩაკეტილი

საქართველო რუსი ტურისტებისთვის ღიაა, სამართალდამრღვევებისთვის - ჩაკეტილი
მართა ლაბაძე

2017-05-17 13:30:23

სერგეი ლავროვის უწყება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ რისკები, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლების მიერ, მოსკოვის ექს-მერის, იური ლუჟკოვის „შავ სიაში“ ჩასმის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, გასათვალისწინებელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია თანამოქალაქეთა დასაცავად.

„თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან მიმართებაში გაჯანსაღების პროცესს. ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის „არასასურველი პირების“ სიაში შეყვანის შესახებ მის მიერ მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის გამო.

როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ძნელია რაციონალურად ასეთი ქმედების ახსნა - ქართულ-რუსულ ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთის“, - აცხადებენ სერგეი ლავროვის უწყებაში.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს შს სამინისტრომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუშკოვი საქართველოში ვეღარ შემოვა.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2006 და 2009 წელს იმყოფებოდა, რაც ნიშნავს, რომ მას დარღვეული აქვს „ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი“.

ამის მიუხადავად, გასულ კვირას ლუჟკოვი საქართველოში შემოვიდა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, ლუჟკოვი ლეგალური საბუთით შემოვიდა, რომელშიც არ იყო არანაირი მონაცემი მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის.

„ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ ლუჟკოვი თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

თავად მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას „შავ სიაში“ მის ჩასმასთან დაკავშირებით, უგუნურ და გაუგებარ ქმედებას უწოდებს.

„ეს მიმაჩნია აბსოლუტურად უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებად. ჩვეულებრივ, ასეთი სახის გადაწყვეტილებები ჩნდება რაღაც ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიმართულია საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მე საქართველოში ვიყავი, როგორც ტურისტი. ტურისტულ ჯგუფში ჩვენი მგზავრობა გაფორმებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით“, - აღნიშნა იური ლუჟკოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების აქცენტები საქართველოში რუსი ტურისტების მიმართ ე.წ. საფრთხეების არსებობის შესახებ, საფუძველს მოკლებულია. მისივე თქმით, კეთილსინდისიერ და საქართველოს სახელმწიფოებრიობის პატივისმცემელ სტუმრებს არასდროს შექმნია და არც შეექმნება ჩვენს ქვეყანაში პრობლემები.

„გავეცანით რუსეთის საგარეო უწყების 15 მაისის კომენტარს, ტურისტის სახით საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის სტუმრობასთან დაკავშირებით. 2008 წელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ იური ლუჟკოვი 2009-2010 წლებში იმყოფებოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რითაც დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. ამჯერად, როგორც შსს-მ განმარტა, კანონმდებლობის შესაბამისად, კანონდარღვევის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნის დროს მის მიმართ სამართლებრივი ქმედება ვერ განხორციელდებოდა. მოსკოვის ყოფილი მერის პიროვნებამ ქართული მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

გამოიკვეთა საერთო აზრი, რომ კანონის პატივისცემა ყველასათვის აუცილებელია. სწორედ კანონიერების მისამართით გააკეთა იური ლუჟკოვმა ყოვლად მიუღებელი სატელევიზიო კომენტარები. ასევე მისმა მოსაზრებებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

სერგეი ლავროვის უწყების განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსი ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია და ამ ინტერესს საფრთხეს არაფერი შეუქმნის.

„ჩვენი პოლიტიკა არის პრაგმატული და ამ პოლიტიკას აქვს მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას შეფასებით, საქართველოს კარი ღია არის რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, რომ ქვეყანა არ შეეგუება.

„ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ღია პოლიტიკა. ჩვენ ყოველთვის პირდაპირ ვამბობთ იმას, რაც სათქმელია. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციები იგივე რუსეთთან მიმართებაში, ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის - ეს ბევრჯერ დავაფიქსირეთ და ძალიან მოწონებით და სიხარულით ვხვდებით იმას, რომ საქართველო ტურისტებისთვის, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის, მიმზიდველი ადგილია.

მათ არც ერთ ეტაპზე არანაირი პრობლემა საქართველოში მოგზაურობის კუთხით არ ექმნებათ, მაგრამ როცა ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, საქართველო, როგორც დამოკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ამ კანონის დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება.

სხვა კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და ღია ვიქნებით ყველასთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის ტურისტული ღირსშესანიშნაობების სანახავად“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ნანახია - 1554

DDDzia

2017-05-17 16:59:21

"ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა"

http://1tv.ge/ge/news/view/161233.html

DDDzia

2017-05-17 17:01:11

ლუჟკოვი თუ შეიყვანა შავ სიაში, ეს წარმომადგენელი არსადაა შესაყვანი?
აბა ამას აქვს შესაყვანი.

papa

2017-05-17 17:50:08

ძია

შენ არ გესმის არა..... ჩამორეჩენილი ხარ დროებას...

ესააა ევროლიბერალურ დემოკრატიული მიდგომები.... რით ვერ გაიგე?
ჩვენ ყველას მეგობრები უნდა ვიყოთ, ხოლო ჩვენი კიდევ .... არავინ..
ანუ ჩვენ უნდა ყველა ბოთლას მოვერგოთ, თან კიდევ უნდა ვიძახოთ...ვახ რა კარგია.... ვახ რა კრგიაო..

აი ...... ზუსტად ეხლა გვინდა,,ვინმე,, საკუთარ ხალხზე მზრუნველი, დინების წინააღმდეგ მცურავი ხელისუფლი, თორემ ჩვენი ყოფნა არ ყოფნა, უკვე მართლა საეჭვო ხდება---ყველას მარტო სახმარად ვუნდივართ და სინამდვილეში ყველასაც ფეხზე ვკიდივართ..
ობოლი ერი ვაართო ...ბევრჯერ დავრწმუნებულვართ ამაში, მაგრამ ეს ,,ჩვენი,,ხელისუფლებები სხვის მაამებლობას მაინც თავს არ ანებებენ.

DDDzia

2017-05-17 18:10:54

პაპა,
ყველა ერი ობოლია.
Человек рождается сам, и умирает сам.
უბრალოდ, ძლიერ ერებს სუსტები ეტმასნებიან და ძმობას პირდებიან. თუმცა ძლიერებს არ სჭირდებათ არავისი ძმობა. მათ მხევლები უნდათ. აქ უკვე მხევალმა უნდა მოძებნოს ისეთი ძმა, რომელიც მას მარტო სახმარად არ გამოიყენებს და თვითონაც გამორჩება რამეს. ამჟამად ჩვენ ყველა ჩვენი "ძმა" მხოლოდ პრეზ/ერვატივივით გვხმარობს და მერე გვაგდებს. თუმცა ხელისუფლება მაინც კმაყოფილია - იმათ უხდიან მაინც და ისინიც ცდოლობენ, რომ სიამოვნება მიიღონ.

papa

2017-05-17 18:25:43

დონალდ ტრამპი - საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია

ვერ ვიგებ რაღაცეებს და რა ვქნა??

რომელ დამოუკიდებლობას გვილოცავს ეს კაცი??

დამოუკიდებლები ჩვენ მხოლოდ 2-3 წელი ვიყავით, მაშინაც საქართველო მთლიანად ამოვატრიალეთ და ეხლა როგორ.... ისევ დამოუკიდებლები ვააართ??
აქეთ იქით ვიხედები და ჩვენ საქართველოს მაგნაირს ვერაფერს ვამჩნევ...თქვენ ხალხნო??

papa

2017-05-17 18:32:10

ძია

ჩვენი ძვირფასი მეზობლები რომ არიან(გვარს არ დავასახელებ..)მაშ ეგენიც ობლები არიააან??
მაგათ ერევანი მხოლოდ ოფისად აააქვთ, თორემ ეგენი ....20 მილიონნი არიან
მა ეგენიც ობლები არიან და ჩვეეენც??
მით უმეტეს ვეფხისტყაოსანი მაგათი ყოფილა, ჩაკრულო,.. ხაჭაპური... ხინკალი და კიდე ეგ ჯიშ მისაქნძძძძები არიან ობლებიი??
მაშ ჩვენ და ეგენი ერთნაირად.......

DDDzia

2017-05-17 18:45:20

პაპა
არ დაასახელო. მაგათ სახელს ფილტრიც ვერ იტანს.
მაგათ გამოძებნეს პატრონი და იმათ მიეტმასნენ, თორემ მაგათი ბურდღლიც აღარ იქნებოდა დაჟე ჩვენს დროში. თან ისე გამოძებნეს, რომ თავისი არაფერი არ დაუკარგავთ. მაგათ ქვეყანაში 98% თვითონვე ცხოვრობენ და მაგათგან გამოთავისუფლებულზეც ვერავინ ხარობს.
ერთს მიეტმასნენ, ჩვენი "ძმებიდანაც" დივიდენტებს იღებენ და მიუხედავად გეგრაფიული იზოლაციისა, მაინც არიან ორივესთან კარგად.
შესამიშნავი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, მაგრამ "ჭკვიანი სხვის მაგალითზე სწავლობს, ხოლო რეგვენი თავისაზეც ვერაო".

papa

2017-05-17 18:50:14

ნაციონალური მოძრაობა“ ჰერბერტ ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს



ყოჩაღ ნაცებო....
იქნებ თქვენი ბლატებით ეგ მაინც გააკეთოთ და მიაქინძინოთ ეგ კაცი.

papa

2017-05-17 18:53:17

მაგათთან მიმართებაში ფილტრი მართლა მაგარი ჭკვიანი ვინმეა, დაჟე.......უნიჭიერესი!!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80