მაჟორიტარები კონსტიტუციის პროექტის ჩაგდებას გეგმავენ
პოლიტიკა

მაჟორიტარები კონსტიტუციის პროექტის ჩაგდებას გეგმავენ

მაჟორიტარები კონსტიტუციის პროექტის ჩაგდებას გეგმავენ
თამთა ქარჩავა

2017-05-17 11:30:09

კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება, მმართველი გუნდი მრეწველების მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად კი 116 ხმით არის წარმოდგენილი. კონსტიტუციის საბოლოო პროექტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, უმრავლესობა უახლოეს პერიოდში გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება.

„გვექნება შეხვედრა ფართო ფორმატში თავმჯდომარესთან ერთად. პრინციპული საკითხები, რაც რეფორმაში დევს, ეს არის კომისიის მიერ შეჯერებული პოზიცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაველაპარაკოთ ჩვენს კოლეგებს და არ ვკითხოთ, რა კითხვებიც მათ აწუხებთ“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

ამ დრომდე ღიად რჩება საკითხი, გადავა თუ არა ქვეყანა პროპორციულ მოდელზე. უმრაველოსაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე განხილვები გაიმართება როგორც ღია ფორმატში, ასევე გაიმართება დახურული სამუშაო პროცესი.

კახა ოქრიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ენზელ მკოიანი, გია ჟორჟოლიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, ედიშერ თოლორაია, ზვიად კვაჭანტირაძე და შოთა შალელაშვილი - ეს გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციური პროექტის ინიცირებას, რომელიც 1 მაისს მოხდა, ხელს არ აწერენ.

„ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტებთან ერთად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი განიხილეს. უმრავლესობის დახურულ შეხვედრაზე იმ 8 დეპუტატზე იყო საუბარი, რომელთა ხელმოწერაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე არ ფიქსირდება. ნაწილმა აღნიშნა, რომ მივლინებაში იმყოფებოდა, ნაწილმა მომხდარს ტექნიკური ხარვეზი უწოდა, ნაწილმა კი მიზეზად მაჟორიტარული სისტემის გაუქმება დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ზაქარია ქუცნაშვილი და კახაბერ ოქრიაშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან, მათ პოზიციას იზიარებს ვიქტორ ჯაფარიძე და ხუნდაძე. შრომის ინსპექციას და რეფერენდუმით გადასახადების გაზრდის მუხლის ამოღებას ლობირებს გია ჟორჟოლიანი.

როგორც ცნობილია კონსტიტუციის პროექტის ინიცირებას 116 დეპუტატიდან, მხოლოდ 108 დეპუტატმა მოაწერა ხელი, კონსტიტუციის მიღებას კი 113 ხმა სჭირდება.

მაჟორიტარები აცხადებენ, რომ თუ უმრავლესობამ უარი თქვა მაჟორიტარულ სისტემაზე, ასეთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებას. თუკი პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსენსუსი ვერ იქნება მიღწეული და მაჟორიტარმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებას, ეს ნიშნავს, რომ კონსტუტიციის პროექტი მიღებული ვერ იქნება, რამაც შესაძლოა, პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის დაკარგვა გამოიწვიოს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არასწორად მიიჩნევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომლის განცხადებით, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე საკუთარი პოზიცია მან თავის კოლეგებს კიდევ ერთხელ გააცნო.

„რა თქმა უნდა, დაფიქსირდა განსხვავებული პოზიციები, მაგალითად მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, სადაც მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ამ სისტემის გაუქმება ამ ეტაპზე არასწორია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც ფრაქციის სხდომა დაწყებიდან მალევე დატოვა.

ხუნდაძისგან განსხვავებით, ფრაქციის სხდომას ბოლომდე დაესწრო მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, თუმცა, ამის მიუხედავად, კონსტიტუციის განხილივის ინიცირებას ხელი მოაწერა. ამბობს, რომ ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მხარს უჭერს ახალ კონსტიტუციას. როგორც ჯაფარიძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, დახურულ სდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წესი.

„ვცდილობდით ჩვენს პოზიციაში დაგვერწმუნებინა უმარვლესობა. ჯერჯერობით ღიად რჩება ეს საკითხი, მაგრამ დიდი შანსია, რომ უმრავლესობამ გაიზიაროს მაჟორიტარების პოზიცია. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიები თითქოს ფიქრობენ, რომ პროპორციული სისტემა არის გამართლებული, მაგრამ არა მგონია ასე იყოს.

მაშინ, ვინმემ ამიხსნას რატომ არ არის დემოკრატიული მაჟორიტარული სისტემა და რატომ არის დემოკრატიული პროპორციული სისტემა? ამიტომ ვერ გავიზიარებთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწეული იქნება“, - აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

for.ge-სთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლასთან დაკავშირებით არ არის ერთსულოვნება. მისი თქმით, ცდილობენ მმართველი გუნდი დაარწმუნონ, რომ მაჟორიტარებს არ შეეხონ და დავტოვოთ შერეული სისტემა. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, გუნდში არსებობენ ჯგუფები, ვისაც თავისი არგუმენტაცია აქვთ, რომ პროპორციული სისტემა ბონუსით უნდა იყოს.

„ჩემს პოზიციაზე არის ძალიან ბევრი მაჟორიტარი და არა მარტო მაჟორიტარები. მნიშვნელობა არ აქვს ვინ უჭერს მხარს და ვინ არა, მთავარია არგუმენტაცია. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში დიდი რისკია იმისა, რომ ეთნიკური ნიშნით ჩამოყალიბდეს შეფარული პარტიული სტრუქტურები და ფრაქციები, როგორც ეთნიკური, ასევე კუთხური ნიშნით. ეს არის ბიძგი, რომ ქვეყანა დავასუსტოთ და დავიყვანოთ არასწორი რეგიონალიზაციისკენ. ეს არ არის მარტივი საკითხი, ძალიან დიდი რისკის შემცველია“, - აცხადებს კახაბერ ოქრიაშვილი და დასძენს, რომ ასეთი რისკებიდან გამომდინარე, მხარს არ დაუჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

„მაქვს ერთი ხმა, რომელიც წინააღმდეგია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების. მსოფლიოს 90 ქვეყანაში არის სრულად მაჟორიტარული სისტემა, მათ შორის აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში. 30-ზე მეტ ქვეყანაში არის შერეული სისტემა, მათ შორის სამხრეთ კორეაში, იაპონიაში და საქართველოში. 74 ქვეყანაში არის პროპორციული სისტემა, ძირითადად არის ევროპა და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპა.

პროპორციული სისტემა მუშაობს მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა არის მაღალ დონეზე, იგივე შვედეთში და ფინეთში, მაგრამ ძალიან ცუდად მუშაობს ეს სისტემა ესპანეთში, სადაც პერმანენტული კოალიციური კრიზისები აქვთ, რასაც ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკური ტემპების ზრდის ვარდნა. ამიტომ არიან ეს ქვეყნები გაჭირვებაში, იგივეა საბერძნეთში. იტალიის წინსვლაც ამ სისტემამ შეაფერხა.

რატომ უნდა გავითვალისწინოთ იმ ქვეყნების გამოცდილება სადაც პრობლემებია და არა იმ ქვეყნების, სადაც არის მაჟორიტარული სისტემა? ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, გადავხედოთ მთელს მსოფლიოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახაბერ ოქრიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ხელი არ მოაწერა, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ეთანხმება.

„მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, ვიზიარებ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიციას. ვესწრებოდი საკონსტიტუციო კომისიის ყველა სხდომას და ყველგან დაფიქსირებული მაქვს ჩემი თანხმობა. ჩემი ხელმოწერა ინიციატივაზე ვერ შედგა იმის გამო, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი ვილნიუსში, თუმცა კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მე აღნიშნულ ცვლილებას ვეთანხმები“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ნანახია - 1420

arichopra 2

2017-05-17 11:44:03

სრულიად ვემხრობი წმინდა მაჟორიტარულ სისტემას. ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, არა და არა! დასაბუთებაც კარგად შემიძლია, მაგრამ არ არის საჭირო. ჩემს დასაბუთებას აზრი არ აქვს!

lialia

2017-05-17 11:51:52

საქართველოს სინამდვილეში პროპორციული სისტემა ნიშნავს ერთს მხოლოდ: ხარ პატრიის ლიდერთან დაახლოებული? გაქვს შესაძლებლობა იყო არჩეული, თუ არა ხარ პარტიის წევრი და ელიტის შემადგენლობაში - გამორიცხულია მოხვდე პარტიულ სიაში, სულ რომ ციდან ვარსკვლავებს კრეფდე! სწორედ ამიტომ იყო, რომ ორმა პარლამენტში არმოხვედრილმა პარტიის ლიდერმა სიის პირველ ათეულში თავისი შვილები ჩაწერა!!!! და ვისთვისაა დემოკრატია - ელიტის ახლობლებისათვის??? მაჟორიტარული სისტემის გაუქმება აბსოლუტურად მიუღებელია!

asdf961

2017-05-17 11:53:54



პროპორციულზე გადასვლა კია არა, პირიქით, საჭიროა მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეთ!

მაჟორიტარული არჩევნების დროს თითოეულ კანდიდატს მოუწევს ამომრჩევლის პირისპირ შეხვედრა და არ მოხდება ისე, რომ მხართეძოზე წამოწოლილი ბოკერიები თუ სხვები პარლამენტში აღმოჩნდნენ.

საინტერესოა რატომ ამბობს "ოცნება" უარს ამ სისტემაზე.


cugo

2017-05-17 15:19:28

მაჟორიტარული სისტემა კი არ უნდა გაუქმდეს არამედ,შერეული სისტემა შეიცვალოს მთლიანად მაჟორიტარულად.მაჟორიტარული სისტემის გაუქმება აწყობს ,,ნაცებს,,და ,,ევროპულ ნაცებს,,რადგან ხალხთან არ მიესვლებათ.როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში არ ამბობდნენ მაჟორიტარული სისტემა მანკიერიაო.პროპორციული სისტემის დროს სიები დგება სუბიექტური მოსაზრებებით.გახსოვთ ეს კრიმინალი,,ნაცები,,რომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სერგო რატიანი მივიდა ცესკ-ში და მისთვის არასასურველი ხალხი ამოიღებინა სიიდან.რატომ არ უნდათ ,,ნაცებს,, პლებისციტის ჩატარება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით? პარლამენტის არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პრეზიდენტის.

papa

2017-05-17 16:08:49

მიიღონ გამოწვევის კანონი!!
მიიღონ გამოწვევის კანონი!!!
მიიღონ გამოწვევის კანონი.!!!...
რატომ არ უნდათ, რატომ არ აწყობთ გამოწვევის კანონის მიღება? ?
ხომ მითომ ხალხის ინტერესებს იცავენ??
ხომ მითომ ხალხზე ზრუნავენ?
...ჩაატარონ ამ თემაზე პლებიციტი...აბანოში გამოჩნდებაო..
დავინახავთ ვისი მამიდაცაა ბო/ზი...

arichopra 2

2017-05-17 16:23:26

მაჯორიტარული სისტემა + აუცილებლად, კანონი გამოწვევის შესახებ! შეწყდეს ბიუჯეტიდან პოლიტიკური პქრტიების დაფინანსება!

asdf961

2017-05-17 18:23:32


papa

მიიღონ გამოწვევის კანონი!
-------------------------------------------------

გამოწვევის კანონი კარგი იქნება, მაგრამ პროპორციული ანუ პარტიული სიით გასულს როგორ გამოიწვევ? ის ხომ ხალხს არ აურჩევია?

asdf961

2017-05-17 18:29:14



დაცინვით ახსენებენ ხოლმე "ხმოსნების" მიერ პრეზიდენტის არჩევას და პარტიული სიით გასული დეპუტატები ვისი არჩეულები არიან? არ თქვას ახლა ვინმემ - ხალხისო! ეგ დეპუტატები არიან სწორადაც პარტიის მიერ "შეტენილი" და არა ხალხისგან არჩეული.

papa

2017-05-17 18:43:08

asdf961


ეგ მაჟორიტარებზე უნდა იყოს.
დანარჩენებმა კი კანონები წერონ(თუ იმის დაწერის ტ/რაკი მაინც ააქვთ)

cugo

2017-05-17 19:57:30

როცა ,,ნაცები,, და ,,ევროპული ნაცები,, მხარს უჭერენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და პარალელურად ეწინააღმდეგებიან დეპუტატების მაჟორიტარული წესით არჩევას,ეს ხომ ალოგიკურია და მიუთითებს იმაზე,რომ მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი.მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევისას პრინციპი და შინაარსი იგივეა,რაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დროს.რატომ უნდა იყვნენ ამომრჩევლები დამოკიდებული პარტიის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებებზე,რომლებიც სუფთა სუბიექტური მოსაზრებებით ადგენენ სიებს.

asdf961

2017-05-18 09:11:22



ახლა დადგა უკვე ის დრო, რომ ხალხმა დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება და ქუჩაში გამოსვლა მთლიანად მაჟორიტარული არჩევნების მოთხოვნაზე.

ამის მიღწევა კი იქნება ისტორიული გამარჟვება.


რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80