„კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული“ - პირამიდული სკანდალი გრძელდება
ეკონომიკა

„კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული“ - პირამიდული სკანდალი გრძელდება

„კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული“ - პირამიდული სკანდალი გრძელდება
ბექა დანელია

2017-05-16 21:00:18

როგორც მოსალოდნელი იყო ფინანსური პირამიდაში გამოჭერილი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ სასამართლო პროცესი სკანდალების ფონზე მიმდინარეობს. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამო დაზარალებულები მცირე ხნით საპატიმროში აღმოჩნდნენ, ხოლო დანარჩენებს მთავარმა ბრალდებულმა პროკურატურის მომზადებულები ეძახა. 73 მლნ ლარის გაფლანგვაში ეჭვმიტანილი მერაბ ფერაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც ადებს ხელს.

პირამიდული კომპანიის გამოძიება დიდი ხანი არ არის რაც დაიწყო, მაგრამ სკანდალები არ აკლია. საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელთა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მერაბ ფერაძემ დაზარალებულები „ქართული ოცნებისა“ და პროკურატურის მიერ მომზადებულ ხალხად მოიხსენია. იქვე ფერაძემ პრემიერ-მინისტრთან გარიგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება კომპანია „საქართველოს“ დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც ისინი დაზარალებულებს 3 წლის განმავლობაში თანხებს დაუბრუნებდნენ.

„კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული, თუმცა შემდეგ დამაკავეს, რომ მისი და ხელისუფლების წინააღმდეგ არაფერი მეთქვა. ხელისუფლება გვეუბნებოდა აუცილებლად დაგეხმარებითო. მორიგებულები ვიყავით, რომ ჯერ 1 მილიონი და შემდეგ 5 მილიონი დოლარი უნდა ესეხებინა. მე და სხვა ბრალდებულებსაც თუ გამოგვკეტავენ 11 წელი ციხეში, დამიჯერეთ, თქვენ ვერაფერს მიიღებთ.

ყველას ვეუბნები, რომ ილაპარაკეთ სიმართლე და არა დაზეპირებული ტექსტები. ერთხელ კომპანიას შეექმნა პრობლემა 2012 წელს მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში და მეორე, როცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო“, - განაცხადა ფერაძემ.

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელებს პროკურატურა მეანაბრეთა კუთვნილი 73 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

„თქვენ ხართ არა დაზარალებულები, არამედ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავარი პროკურატურის მომზადებული ხალხი“, - მიმართა ფერაძემ დაზარალებულებს, რასაც უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან მართავდნენ. ისინი ამბობენ, რომ სასამართლო პროცესამდე არაერთ აქციას გამართავენ.

10 მაისს ვითარება უკვე დაზარალებულსა და სამართალდამცავებს შორის დაიძაბა, რასაც 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა. პოლიციელები მათ წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან. მეანაბრეები კი აცხადებენ, რომ მათი დაკავება საპროტესტო აქციაზე უსამართლოდ მოხდა და 30 მაისს, როდესაც საქმის განხილვა გაგრძელდება, ისინი საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებენ.

„ეს არის ხალხის სულში ჩაფურთხება“, - ასე შეაფასეს დაზარალებულებმა პარლამენტის შენობასთან პოლიციასა და მათ შორის მომხდარ დაპირისპირება, - ხალხის ნაწილი შიმშილისგან იხოცება, ნაწილი კი თვითმკვლელობამდე მიდის“.

ერთი დღის შემდეგ ვითარება ცოტათი განიმუხტა და ხუთივე დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა, სხდომა კი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო. ადვოკატების განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ იცნობდნენ საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას, პროცესის გადადება იშუამდგომლეს გონივრული ვადით, რათა არ დარღვეულიყო შეჯიბრებითობის პრინციპი.

ნანახია - 1863

Maverick

2017-05-16 21:51:36

"73 მლნ ლარის გაფლანგვაში ეჭვმიტანილი მერაბ ფერაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც ადებს ხელს."
„კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული, თუმცა შემდეგ დამაკავეს, რომ მისი და ხელისუფლების წინააღმდეგ არაფერი მეთქვა. ხელისუფლება გვეუბნებოდა აუცილებლად დაგეხმარებითო... მორიგებულები ვიყავით, რომ ჯერ 1 მილიონი და შემდეგ 5 მილიონი დოლარი უნდა ესეხებინა."
---------------------------------
რაიო, რაიო???...
სად მორიგდა?
კვირიკაშვილი რა, საქართველოს ხაზინადარია?! 1 ან 5 მილიონი ლარის განკარგვა ასე ადვილად შეუძლია?
---------------------------------
ბატონო პრემიერო, არც ახლა მიიღებთ ცილისწამების საწინააღმდეგო კანონს?!

თუ არ მიიღებთ და არ იჩივლებთ ხალხიცა და მართლმსაჯულებაც იტყვის, რომ ფერაძე სიმართლეს ამბობს!

davituna

2017-05-17 01:23:02

წილშიც ხომ არ იყო შენთან,კვირიკაშვილი,სააკაშვილის თაღლითო?!(((

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80