სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვა: დიდი დაპირსპირება იწყება
ეკონომიკა

სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვა: დიდი დაპირსპირება იწყება

სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვა: დიდი დაპირსპირება იწყება
ბექა დანელია

2017-05-15 18:00:54

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვის ინიციატივამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბიზნესი უკვე ღელავს და უკან დახევას არ აპირებს.

საქართველოში 2018 წლიდან, შესაძლოა, სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვა ამოქმედდეს. „შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და ა.შ.) და თითოეულ ღერზე აკრძალულია ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი სხვა აღმნიშვნელი ელემენტის გამოყენება“, - აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტში.

ამ ცვლილების შედეგად კომპანიები ვეღარ განათავსებენ ბრენდულ ნიშნებს, ვერც სიგარეტის შეფუთვაზე და ვერც სიგარეტის ღერებზე. შესაბამისად, მომხმარებლებს იმის გარკვევა, თუ რა ბრენდის სიგარეტს ეწევიან, მნიშვნელოვნად გაურთულდებათ, რადგანაც ყველა კოლოფი და ყველა ღერი ერთნაირი იქნება.

„საქპატენტის“ თავმჯდომარე მთავრობის ინიციატივაში გარკვეულ რისკს ხედავს. ნიკოლოზ გოგილიძე აცხადებს, რომ თუ ყველა სიგარეტი ერთნაირ კოლოფში იქნება განთავსებული, მომხმარებელი ვეღარ შეძლებს ბრენდების გარჩევას, რაც ბიზნესში კონკურენციის მიმართულებით პრობლემებს შექმნის. სიგარეტის ინდუსტრია აღარ დახარჯავს თანხებს მარკეტინგისთვის, რამდენადაც მათი ბრენდის გარჩევა სხვა ბრენდებისგან შეუძლებელი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ შემოსავლები ბიზნესსაც დააკლდება.

„თუ ერთ ბრენდს ვერ ვარჩევ მეორისგან ეს ნიშნავს, რომ კონკურენციის ნაწილში პრობლემა იქმნება. თუ მე გამიჭირდა „მარლბოროს“ და „დავიდოვის“ გარჩევა ერთმანეთისგან, ამ კომპანიების მიერ განხორციელებულ მარკეტინგულ ქმედებებს აზრი ეკარგება. თამბაქოს ინდუსტრია საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს მარკეტინგში. თუ ჩვენ სასაქონლო ნიშნებს ავკრძალავთ, ფულს, რომელსაც რეკლამაში იხდიან, აღარ გადაიხდიან და ამ ბიზნესაც დააკლდება შემოსავლები“, - აცხადებს გოგილიძე.

მისი თქმით, სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ იდეა ევროკავშირში წამოვიდა იმ რეგულაციის შემდეგ, რომ სიგარეტი არ უნდა იყოს მიმზიდველი, თუმცა რეგულაციაში არ არის გაწერილი ყველა ბრენდის სტანდარტიზებული შეფუთვა.

„ეს ყველაფერი დაიწყო ევროკავშირის რეგულაციით, რომელშიც ცალსახად მითითებული არ არის, რომ მაინცდამაინც ერთნაირი შეფუთვა უნდა იყოს, უბრალოდ, იქ ნათქვამია, რომ არ უნდა იყოს მიმზიდველი. ჩანაწერი „მიმზიდველი არ უნდა იყოს“ აპრიორი არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა იყოს ზედ დატანილი. ეს რეგულაცია მხოლოდ 4 ქვეყნის მიერ არის შემოღებული: ირლანდია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია. დანარჩენი სახელმწიფოები ერიდებიან ამ რეგულაციის მიღებას“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ.

სტანდარტიზებული შეფუთვის თემა დღეს მსოფლიოში აქტიურად განხილება, თუმცა, ერთიანი გადაწყვეტილება თემაზე მიღებული არ არის. საქართველოში კი ამასთან დაკავშირებით ახლა იწყება დაპირისპირება. ერთგვაროვანი შეფუთვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიზნესი.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტში თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის დამატებასთან დაკავშირებით, ჩაატაროს საჯარო კონსულტაცია და ზემოქმედების შეფასების კვლევა, რათა გათვალისწინებული ყოველგვარი მონაცემები და კვლევები.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ სტანდარტიზებული შეფუთვა გამოიწვევს არაერთ გაუთვალიწინებელ შედეგს. ასეთი შეფუთვის შემოღება გამოიწვევს თამბაქოს ბაზარზე უკანონო ვაჭრობის ზრდას, რადგან სტანდარტული შეფუთვის დიზაინის გაყალბება ბევრად მარტივია, ვიდრე არსებული დიზაინისა. ამიტომ გართულდება ორიგინალური და გაყალბებული თამბაქოს პროდუქტების გარჩევა როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე აღმასარულებელი ორგანოებისთვის. სტანდარტიზებული შეფუთვა საქართველოს უფრო მოწყვლადს გახდის თამბაქოს უკანონო ვაჭრობის კუთხით.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ გადახედოს შეთავაზებულ კანონპროექტს იმ სპეციფიკური ასპექტების გათვალისწინებით, რაც უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაზე“, - აღნიშნულია საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ორგანიზაცია „ბიზნესი კონტრაფაქციისა და საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ“ გავრცელებულ განცხადებაში.

ნანახია - 1058

heierdali

2017-05-15 19:47:48

უშუალოდ მწეველთათვის!დავიწყებ იმით,რომ მწეველი ვარ(არა სიგარეტის).ვეწევი ნატურალურ,ქართულ თამბაქოს.სიგარეტს ვეწეოდი და ახლა მისი სუნიც არ მსიამოვნებს.ეს ინდუსტრიაც,მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად და უზარმაზარ ფინანსებსა და ლობებზე დგას.გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა სამწუხაროდ.თუ ხელისუფლება,ასე ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე,ფასს კი არ უნდა უწევდეს(მწეველი მაინც იყიდის და საბოლოოდ მაინც მწარმოებელი გამდიდრდება),ტელევიზიით,გამუდმებით უნდა უხსნიდეს მწეველს,რას ეწევა(თამბაქოს გარდა ყველაფერს),300-მდე ქიმიურ და რადიაციულ ელემენტებით გაჯერებულ,თამბაქოს მაგვარ მასას...გადაიღონ ფილმები,მაგალითად "საზმაუმ",რატომღაც საზოგადოებრივი რომ ჰქვია და დაატრიალონ ეთერში,ეფექტი ნამდვილად ექნება.ერთ-ერთი ასეთი ეფექტით "თვალახელილი" გახლავართ მეც...ოღონდაც,ფილმი ინტერნეტში ვნახე და აგერ უკვე ერთ წელზე მეტია,სიგარეტს არ ვეწევი.ვცდილობ,ყველას,ახლობლებს,უცნობებს,ავუხსნა,რომ არ ღირს ნაგავში ფულის გადაყრა და ვიღაცის გამდიდრება.ფინანსურადაც გაცილებით იაფია და ყველა სხვა მხრივაც.ისე,საერთოდ თუ არ მოწევთ,არც არაფერი დაშავდება,მაგრამ ყველა თვითონ ვაკეთებთ არჩევანს-:)))აი ეს ფილმიც-https://www.youtube.com/watch?v=byQO1rNsAmE

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80