ვახტანგ ძაბირაძე: „ქვეყანა ისევ ორად გაიყო“
პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: „ქვეყანა ისევ ორად გაიყო“

ვახტანგ ძაბირაძე: „ქვეყანა ისევ ორად გაიყო“
ლალი ზირაქიშვილი

2017-04-21 13:11:16

დროდადრო პრეზიდენტის განცხადებები საკმაო სიმწვავითა და სიხისტით გამოირჩევა. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი კონსტიტუციაა, უდავოდ საინტერესოა მისი ობიექტურიობის ხარისხი რიგ პუნქტებზე საუბრისას, მაგალითად როგორიცაა, პრეზიდენტის, როგორც თავარსარდლის როლი; პრეზიდენტის ფუნქციების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა და ა.შ. თუმცა მიუხედავად იმისა, რამდენად ახლოსაა რეალობასთან პრეზიდენტის შენიშვნები, საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ერთი ნაწილი თვლის, რომ საბოლოო ჯამში, კონსტიტუციის ეს პროექტიც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას უპირობოდ ხელი შეეწყობა. For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ეს ხელისუფლებაც, სხვა ხელისუფლებების მსგავსად კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.

ვახტანგ ძაბირაძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ მოსწონს ის ვარიანტი კონსტიტუციისა,  რომელიც სასკონსტიტუციო კომისიიის სახელით წარადგინა საპარლამენტო უმრავლესობამ.მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის არაპირდაპირიწესითარჩევა - ეს ისედაც ცნობილი იყო; ახლა, როდესაც რეალურ პროექტში უკვე დევს წესი, როგორ უნდა აირჩეს პრეზიდენტი, მარგველაშვილს უკვე აქვს ლაპარაკის საფუძველი.

ვამბობდი კიდეც, რომ ადრე დაიწყო შეხვედრები „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში და საინტერესოარაზე ილაპარაკებს-მეთქი, სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ ადრე თუ შენიშვნების საფუძველი არ ჰქონდა, ახლა უკვე არსებობს რეალური პროექტი და შეუძლია, კონკრეტულ პუნქტებზე მიუთითოს; მისი შეფასებებიც უფრო რადიკალური და საფუძვლიანი იქნება იმ გაგებით, რომ ეს პროექტი ნამდვილად არსებობს.

როდესაც ლაპარაკია საპარლამენტო ან ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელზე, როდესაც გვყავს ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრი, მეორე პირი - პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე პირის ასარჩევად ღირს არჩევნების ჩატარება და თავის დროზეც, ვგულისხმობ, 2013 წელს რატომ ჩავატარეთ საპრეზიდენტოარჩევნები?

- ზოგადად, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მომხრე ვარ; მაგრამ ეს არჩევის წესია თუ უფლებამოსილებები უნდა გამომდინარეობდეს არა ზოგადად, საპარლამენტო მმართველობის შინაარსიდან, არამედ იმ რეალური ვითარებიდან, რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში და მთლიანად უნდა ეწერებოდეს კონსტიტუციის კონცეფციაში.

ჩვენი პრობლემა კონსტიტუციასთან მიმართებაში არის ის, რომ ჩვენ არანაირ კონცეფციაზე არ ვსაუბრობთ და ვიწყებთ პირდაპირ მუხლების განხილვას, რომელი მოგვწონს და რომელი - არა.რომელი დემოკრატიულია და რომელი - არა, აი, საბერძნეთში ასეა და მოდი, ასე ჩავწეროთ...

ვერ იქნება კონსტიტუიცია გამართული, თუ არ იარსებებს კონცეპტუალური მიდგომა.როდესაც კონცეპტუალური მოდგომა იქნება, მაშინ თავისთავად გახდება გასაგები, რატომ არ უნდა ირჩევდნებნ პრეზიდენტს პირდაპირ.

თუ საპარლამეტო მოდელზეა ლაპარაკი, არესებობს ისეთი ქვეყნები,სადაც ასეთი მმართველობაა და პრეზიდენტს მაინც პირდაპირი წესით ირჩევენ, - ეს უკვე არგუმენტი არ არის და გაუგებრობამდე მივდივართ.

სწორედ ამიტომ, ცალკე, ამოგლეჯილად არ უნდა ვლაპარაკობდეთ პრეზიდენტის არჩევის წესზე თუ სხვა დეტალებზე;მთავარია, ერთიანობაში როგორ  ჯდება ეს ყველაფერი.

ისე როგორც საარჩევნო სისტემაზე საუბრისას, აზრი არ აქვს 5 მანდატს ეს წაიღებს თუ სხვა პარტია, მაგრამ თუ გაითვალისწინებ, რომ ბლოკები არ შეიძლება, არჩევნები აუცილებლად შემოდგომაზეა, 5%-იანი ბარიერია და ა.შ. მაშინ უკვე, ერთიანობაში, ეს ცვლილებები საკმაოდ დიდ ფორას აძლევს ხელისუფლებას და სწორედ ამაშია საქმე.

ზოგადად, რატომ ვაკეთებთ კონსტიტუციას? - ჩემსა და უმრავლესობის მიდგომებს შორის კონცეპტუალური განსხვავებაა. საპარლამენტო მოდელის მომხრე მე იმიტომ ვარ, რომ საპარლამენტო მმართველობა იძლევა პოლიტიკური ძალების პლურალიზმის საშუალებას, მაგრამ თუ 5%-იან ბარიერს 7%-მდე გაზრდი, მაშინ ორპარტიულ სისტემას მიიღებ; თუ მანდატები ერთმა უნდა წაიღოს, იქაც სხვა პრობლემა ჩნდება.

ამიტომ თქმა, რომ საპარლამენტო მოდელზე გადავდივარ, ან სისტემა შევცვალე და მარტო პროპორციული მაქვს, არ გამოდის; ოცი პროცენტი 77-დან არის ცოტა, თორემ 150- კაციდან ეს 20 პროცენტი 30 მანდატია და ეს სულაც არ არის ცოტა; როგორია, როდესაც ამ 30 მანდატს პირველ ადგილზე გასული გუნდი წაიღებს? - ეს საუკეთესო ვარიანტში და უარესებიც ხომ გვინახავს?! ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი პრობლემა მიდგომებშია, თორემ საპარლამენტო მმართველობას ვუყურებ როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების, პლურალისტური გარემოს შექმნის და ქვეყნის განვითარების ყველაზე რეალურ შანსს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაც ასე ხედავს.

პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება დღეს მეუბნება, მთავარია იყოს სტაბილური ხელისუფლებაო. მე კი მგონია, რომ სტაბილური ქვეყანა და საზოგადოებრივი მდგომარეობა უნდა იყოს.

იტალიაში ლამის 50-ჯერ შეცვალეს მთავრობა, მაგრამ დანგრეული, ფაშისტური ქვეყნისგან დღეს დიდი შვიდიანის წევრი ქვეყანა გვაქვს. ასეთი გზა გაიარა იტალიამ. პრობლემა ის კი არ არის, რომ მთავრობები იცვლება, არამედ ის, რომ მის შეცვლას ვერ ვახერხებთ თუ არა ქუჩა, რევოლუცია, მიტინგი და პროტესტი.

ახლაც, ნახეთ, რა ხდება - ერთ მხარეს დარჩა ხელისუფლება, საზოგადოება და ოპოზიცია - მეორე მხარეს; ქვეყანა ისევ ორად გაიყო. აი, რა მივიღეთ იმის გამო, რომ რაღაცეები არასწორად გავაკეთეთ. ახლაც ვცდილობთ იმის გამყარებას, რომ დარჩეს ორპოლუსიანი სისტემა და ეს პრობლემა ჩვენში არა პარლამენტში, არამედ რუსთაველზე წყდება.

სამწუხაროდ ისევ ძალიან მალე ვნახავთ რუსთაველზე მიტინგებს. ამიტომ ვამბობ, რომ ცალკე პრეზიდენტის უფლებებზე ლაპარაკი კონტექსტიდან ამოვარდნილია.

თუ ბარიერს დაწევ, საარჩევნო სისტემას შეცვლი, ოპოზიციას კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს მისცემ(გასაგებია, დღეს რა ოპოზიციაც გვყავს, მაგრამ სულ ეს ოპოზიცია იქნება,თუ არ იარსებებს პლურალისტური გარემო) - ეს უფლები უნდა გადაანაწილო, მაშინ აღარ გამოვა პოლიტიკური პარტია და არ განაცხადებს, რომ პრეზიდენტი ხელისუფლების საპირწონე უნდა იყოსო. განა შეიძლება საპარტლამენტო მმართველობის დროს პრეზიდენტი პრემიერის საპირწონე და ხელისუფლების დამბალანსებელი იყოს? ეს ხომ ორხელისუფლებიანობაა?! ხელისუფლება ოპოზიციამ და საზოგადოებამ უნდა დააბალანსოს.ჩვენ კონსტიტუციით ორივეს ქუჩაში ვტოვებთ და ამიტომაც, შესაბამისად, ხელისუფლებას აბალანსებს ქუჩა.

ეს ძალიან კარგად ჩანს შორიდან, მაგრამ არა იმ პოზიციიდან, რომ როგორმე ხელისუფლება არ დაკარგო... შორიდან შეხედვა არავის უნდა და დღესაცმივიღეთ ის, რაც ყველა სხვა შემთხვევაში - ყველა ხელისუფლება ცდილობდა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი.

დღევანდელი ხელისუფლება რა ნაწილში ირგებს კონსტიტუციას?

- საკმარისია საარჩევნო სისტემას შეხედოთ; როდესაც ლაპარაკია, რომ მანდატები მიაქვს პირველ ადგილზე გასულს, ჩანს, რომ ხელისუფლებაზეა ლაპარაკი და არა ოპოზიციაზე.რატომ არ შეიძლება, რომ მანდატები თანაბრად გადანაწილდეს? თურმე საბერძნეთსა და იტალიაშია ასე - მათ მერე შეცვალეს, იმიტომ, რომ სხვა პრობლემა აქვთ - კოალიციურ მთავრობას ვერ ქმნიან. ჩვენთან სულ სხვა პრობლემაა.

ჩვენი საუბრის თემა პრერზიდენტი და კონსტიტუციაა - მარგველაშვილის შენიშვნებს რომ დავუბრუნდეთ - მას არ მოსწონს, ხალხის ნაცვლად 300 ხმოსანი რომ აირჩევსპრეზიდენტს. ვინ შედის ამ 300 ხმოსანში?

- კოლეგია კეთდება, მასში შედის პარლამენტი სრული შემადგენლობით, აჭარის და აფხაზეთის უზენაესი საბჭოები, ამას ემატება რეგიონული წარმომადგენლობები, ანუ თვითმმართველობიდან არსებული პროპორციის შესაბამისად, წარმომადგენლებიოპოზიციასა და ხელისუფლებიდან.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არაპირდაპირი არჩევის მომხრე ვარ, ამ პროპორციებს არ ვიზიარებ, რადგან ეს რეალურად ნიშნავს, რომ უმრავლესობა მაინც ხელისუფლებას ეყოლება და რაღას ვწვალობთ კოლეგიის შექმნაზე, უმჯობესი არ იქნება, პირდაპირ პარლამენტში ვუყაროთ კენჭი?!

ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა პარიტეტი ყოფილიყო დაცული, რადგან პრეზიდენტს ხელისუფლების და ოპოზიციის მხარდაჭერა თანაბრად სჭირდება, თუ გვინდა, რომ ის იყოს ნეიტრალური და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.

ერთ-ერთი შენიშვნა ეხება თავდაცვითუნარიანობას. მარგველაშვილი შიშობს, რომ ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი. გულწრფელად ვთვათ, ხვალ რომ ომი დაიწყოს, მარგველაშვილს ჩააბარებდნენ მთავარსარდლობას?

- საომარ მოქმედებებს ხელმძღვანელობს შტაბი. როგორ შეიძლება არაპროფესიონალმა საომარი მოქმედებების ხელმძღვანელობა იკისროს? გამორიცხულია! თუ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს დავუბრუნდებით, მგონია, ნორმალურ პირობებში უშიშროების საბჭო აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა ექვემდებარებოდეს.

რაკი საომარი მოქმედებების დროს პრეზიდენტი გამაერთიანებელია პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრისა, ის შეიძლება იყოს ხელმძღვანელი მთელი პროცესის და არა საომარი მოქმედებების. ეს სხვა შემთხვევა იქნება, თუმცა ცალკეულ პუნქტებზე საუბარს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ერთიანობაშია თანხვედრილი წარმოდგენასთან, თუ როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია; თუ ის აცდენილია ძიტითად არსს, ცალკეული პუნქტები მაინც არ იმუშავებს.

რაც შეეხება კონსტიტუციის არსს, მარგველაშვილის აზრით, ამ ცვლილებების მთავარი მიზანი პრეზიდენტის უფლებამოსილებების პრემიერის მიმართულებით გადატანაა...

- არ მესმის ან პრეზიდენტს რაში ჭირდება ეს და ან ამ ხელისუფლებას... პრეზიდენტს ისედაც არ აქვს უფლებები. შეუძლია ვეტო გამოიყენოს და ისიც გარკვეული დროით... სიმართლე გითხრათ ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია კონსტიტუცია იყოს ერთიანი და გამართული...

კონსტიტუციაზე მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. შეიძლება გაკეთდეს შედარება და ითქვას რომ ამ კომისიის მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნება და ქვეყნის მთავარი კანონის შედარებით უკეთეს ვარიანტს მივიღებთ? უფროგამართულს?

- რაღაც შეიძლება გასწორდა, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ იმაზე უკეთესი კონსტიტუცია გვექნება, ვიდრე გვქონდა. ჩვენ გვჭირდება გამართული და არა შედარებით უკეთესი კონსტიტუცია.

ავიღოთ ერთი მუხლი, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება, რომელიც გასწორდა და კარგია. მაგრამ როდესაც მას წინ უსწრებს საარჩევნო წესი, ის მუხლი, რომელიც კარგია, ხდება უკვე ნომინალური, რადგან ამ საარჩევნო წესის პირობებში ის ვერ იქნება გამოყენებული. ანუ შეიძლება რაღაც გასწორდა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ვერ შეუწყობს ხელს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და ჩემთვის მთავარი სწორედ ეს არის.

ნანახია - 1387

cugo

2017-04-21 13:45:16

პრეზიდენტი მარგველაშვილი ემხრობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და ამბობს: უფრო ლოგიკური და დემოკრატიულია როცა პოლიტიკოსი ახლოს მიგყავს ხალხთანო.ამავე დროს ეწინააღმდეგება დეპუტატების არჩევის მაჟორიტარულ სისტემას და და მას მანკიერს უწოდებს.ამ შემთხვევაში პრეზიდენტი წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან.სად არის აქ ლოგიკა.

papa

2017-04-22 00:26:23

პარტიების ფინანსებს ნათია მოგელაძე გააკონტროლებს
„კვირის პალიტრა“, 9 იანვარი, 2012 წელი

2017-04-21 10:01:04

კონტროლის პალატაში შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური, რომელსაც ყოფილი პროკურორი ნათია მოგელაძე უხელმძღვანელებს.

ამ საკადრო სიახლეს დიდი ხმაური მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ორგანიზაციების კონტროლი პროკურატურას გადააბარა.
მონიტორინგის სამსახურმა პარტიებს ფინანსური ანგარიშის წარდგენის შესახებ შეტყობინებები უკვე გაუგზავნა.
პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია კი, რომლისგანაც კონტროლის პალატა ანგარიშს ითხოვს, "ქართული ოცნებაა". მიზეზად პალატაში იმას ასახელებენ, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების მიზნებთან ან კონკრეტული პირის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ და საარჩევნო ამოცანებთან.
------------------------------------------------------------



გახსოოვთ ნაცები რეებს აკეთებდნეენ? და რამდენს ამისთანებს???????
(მარტო ჩამოთვლაც კი ზარავს ადამიანს)
---იმათ ნებართვის გარეშე კაცი დაჟე სიზმარსაც კი ვერ ნახავდა. ნახავდა და მერე ... მართლა სიზმარში აგდებდნენ ადამიანს, ისეთ ,,საქმეს,, ჰმართებდნენ ეხლა რომ კაცი ვერც იჯერებს---ნუთუ ის ყველაფერი ჩვენს თავს იყო??
ჰოოდა იმ ყველაფრის ჩამდენებს, ესენი ნაცებს კიდევ ხმას რომ აღებინებენ, იმიტომაცაა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა---პატრონები კი არა ვინც გინდა ყოლოდათ ნაცებს---კარგი იურისტი პატრონებსაც გვერდზე მიუსვამდა ნაცებს
აბა თუნდაც ნავაროს მიქინძვას(ისედაც არაერთხელ მიქინძულის) რა უნდოდა?? ხომ აითესა უჩუმრად?? და რამდენი ნავაროსნაირებისას??
პოლიტიკური ნებაო....
..პოლიტიკური ნება კი არა ამათი უტ/რაკობა იყო შუაში, ამათი უტ/რაკობა
რა ვქნა ... ვერ ვინელებ ამათ უსუსურობას ვერა. ამათ რომ სუ ოქროს კოშებიც დამიდგან ... ..ჯერ ის მინდა ის.(ნაცების დაქინძვა)..
მაია წყნეთელისა არ იყოს დამიბრუნონ ჩემი წყნარი ცხოვრება(ათასობით ადამიანს--მე იმ ხალხში არც კი გამოვჩნდები) და დანარჩენი მერე...
...მანამდე სუ ესეც იქნება

sxivi

2017-04-22 11:48:35

იმედია, მოვესწრებით პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებას.. მონარქიის გადმონაშთი და კარიკატურაა, ზოგადად.. მთელი კაცობრიობისთვის.. დამთავრდა დისკისნი ტელეფონების ეპოქა.. 21-ე საუკუნეა

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80