რამაზ საყვარელიძე: „ელისაშვილს კალაძის დამარცხება გაუჭირდება“
დაიჯესტი

რამაზ საყვარელიძე: „ელისაშვილს კალაძის დამარცხება გაუჭირდება“

რამაზ საყვარელიძე:   „ელისაშვილს კალაძის დამარცხება გაუჭირდება“
„ახალ თაობა“

2017-04-20 20:47:19

„ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის არის რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების. შესაბამისად, თუ ვინმე რამეს აპირებს, სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს. თუმცა, ადგილობრივი არჩევნები არ არის ისეთი მწვავე, როგორიც არის ხოლმე საპრალამენტო არჩევნები. მე მაინცდამაინც არ ველოდები დიდ გაერთიანებას. არაფორმალურად მაინც იქნება ერთმანეთთან შეთანხმება და არ არის გამორიცხული, რომ არაფორმალური ბლოკები ვიხილოთ, რომ ხელი არ შეუშალონ გარკვეულ რეგიონებში ერთმანეთს. „მე დავაყენებ, შენ არ დააყენო“ - ასეთი მოლაპარაკეკები წავა. ერთმანეთთან „დაჯახებას“ მოერიდებიან, მაგალითად, ნაციონალები და დავით უსუფაშვილი, რომლეიც აპირებს ახალი პარტიის შექმნას“ - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში, სათაურით „ელისაშვილს კალაძის დამარცხება გაუჭირდება.“

„გასაგებია, რომ უკვე სახელდება გარკვეული გვარები, კანდიდატები. მით ხდება, ერთი მხრივ, წინასწარი მოსინჯვა, მოთელვა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ და მეორე მხრივ, ვიღაცებს მართლაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ კენჭი იყარონ. შანსები ბევრ რამეზე არის ხოლმე დამოკიდებული. თქვენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები უცხო არ არის ამომრჩევლისთვის: ალეკო ელისაშვილი, ელენე ხოშტარია, კახა კალაძე, დავით უსუფაშვილი. მეტიც, ისინი უკვე იყვნენ კანდიდატები, მაგალითად , ელენე ხოშტარია არის ახალგაზრდა, ჭკვიანი ქალი, როგორც ქართველები იტყვიან და ბევრს მსოწონდა კიდეც, მიუხედავად ამისა, წააგო, ამის მიზეზი იყო არა იმდენად მასში,არამედ მის პარტიაში, რომლის სახელითაც ის გამოდიოდა. ამომრჩეველმა ხმა არ მისცა არა ელენე ხოშტარიას, არამედ ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

„მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ის ბევრს მოსწონდა, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ მას ბევრმა ხმა არ მისცა, როგორც რესპუბლიკელს. უსუფაშვილს უფრო მეტი შანსი აქვს დღეს ამ მიმართულებით , თუმცა ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რას იზამს, ვინ იქნება მის პოლიტიკურ გუნდში, ვისთან ექნება პოლიტიკური ახლობლობა და ა.შ. ელენე ხოშტარიას შანსები კვლავ ნაკლებია, რადგან ნაციონალური მოძრაობის განაყოფის მიმართ ხალხის დამოკიდებულება დიდად არ არის შეცვლილი. თუ დისტანცირებას შეძლებენ ისინი და მოახერხებენ ამ ბარიერის დაძლევას, შანსი უფრო მეტი ექნებათ. ამ მხრივ უფრო დიდი შანსი ალეკო ელისაშვილს აქვს. ელისაშვილმა შემთხვევით არ თქვა, რომ კვლავ დამოუკიდბელი კანდიდატი იქნება. მან იცის, რომ საზოგადოებაში პარტიების მიმართ ძალიან მაღალია კრიტიკული დამოკიდებულება. თუმცა, რამდენად დაძლევს სახელმწიფო კანდიდატთან ორთაბრძოლას, მით უფრო, თუ ეს კანდიდატი კალაძე იქნა, ეს დღეს რთული სათქმელია. ალბათ ძალიან გაუჭირდება, რადგან სახელმწიფო კანდიდატთან ორთაბრძოლა მარტივი არ არის. სახელისუფლო კანდიდატს მხარს ყოველთვის მმართველი პარტია უჭერს, რაც ორგანიზაციული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს პოლიტოლოგი. 


„რატომ არ ექნება კალაძეს მერობის სურვილი? ძალიან აქტიურია, არასოდეს ერიდება თავისი აზრის დაფიქსირებას, თავისუფალია საჯარო გამოსვლებში. მას ყოველთვის აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც მის მიმართ შეიძლება პრეტენზია იყოს, ეს არის „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარმოებული კრიტიკა მისი მისამართით. სწორედ ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს ძირითადად კალაძეს „გაზპრომტან“ დაკავშირებით. ამიტომ ეს კრიტიკა შეიძლება ამომრჩეველს ფართო მასებისთის მთალდ მისაღები არ იყოს. კალაძე ხელისუფლებისთვის ყველაზე მომგებიანი კანდიდატი იქნება, რადგან ის არ აღიქმება, როგორც პასიური, კაბინეტის პოლიტიკოსი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სახელისუფლო პარტიამ სხვა კანდიდატებზეც იფიქროს. ძალიან ძლიერი ბრძოლა იქნება ყველა დონეზე. ეს ადგილობრივი არჩევნები ნაციონალური მოძრაობისთვის გადარჩენისთვის ბრძოლა იქნება. თუ ნაციონალებმა მოახერხეს ბევრი მანდატის მოპოვება საკრებულოში, მაშინ მათ შეეძლებათ ცენტრალური ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა რეგიონებში. სხვა პარტიებში ეს ჟინი ნაკლებად ჩანს“, - დასძენს რამაზ საყვარელიძე. 

ნანახია - 1043

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80