მთავრობამ გადაწყვიტა ხუდონჰესი “წამოიღოს”
ეკონომიკა

მთავრობამ გადაწყვიტა ხუდონჰესი “წამოიღოს”

მთავრობამ გადაწყვიტა ხუდონჰესი “წამოიღოს”
ბექა დანელია

2017-04-20 12:00:37

მთავრობამ ხუდონჰესის ინსვესტორებთან შეთანხმება ვერ მოახერხა და ახლა სხვა გზით აპირებს პროექტის განხორციელებას. უკვე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ “ტრანს ელექტრიკას” პროექტიდან გასვლა შესთავაზა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გეგმებზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს დასახული.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი „წამოიღოს“ სახელმწიფომ და,  ესაბამისად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რაფორმით განხორციელდება ეს პროექტი. ჰესი აუცილებლად უნდააშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევეეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა. მისი თქმით, მოლაპარაკები უშუალოდ ინვესტორებსა და სახელმწიფო მოხელეებს შორის მიმდინარეობს და უცნობია, როდის დასრულდება პროცესი.

„ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის დეტალები უცნობია. ეს შეთავაზება იგზავნება ლონდონში და დელიში. „ტრანს ელექტრიკა“ არის ამ პროექტის მფლობელი და მოლაპარაკება მასთან მიმდინარეობს. დეტალებს ვერ გეტყვით. უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზია იმისა, რომ პროექტი რეალურად გაჩერებულია. არც ერთ ჰესზე და არც ერთ ჰიდროელექტრო პროექტზე საქართველოში ამდენი შრომა და კვლევა არ ჩატარებულა. მასშტაბების შედარებაც ძალიან არასწორია, რადგან მრავალჯერ მეტი სამუშო გაკეთდა ამ სადგურზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჰესზე საქართველოში. ფაქტია, პროექტი ვერ მიმდინარეობდა ისე, როგორც უნდა წარმარულიყო“, - აღნიშნა მირცხულავამ.

საქართველოს მთავრობასა და ინდურ კომპანია ჩონტინენტალ Energy International-ს (რომელმაც შემდგომ შეიცვალა სახელი და გახდა შპს „ტრანს ელექტრიკა“) შორის ჯერ კიდევ 2007 წლის ივნისში გაფორმდა საწყისი ურთიერთგაგების მემორანდუმი. “ტრანს ელექტრიკამ” მშენებლობის უფლება 2011 წელს მოიპოვა. კომპანიას 1536 ჰექტარი მიწა 1 ამერიკულ დოლარად გადაეცა.

„ლონდონში ხელმოწერილი ბოლო ხელშეკრულების შემდეგ, რეალურად არაფერი გაკეთებულა. პროექტი გაჩერებულია. ჩვენ წელიწადნახევარი ვაგრძელებდით გარკვეულ კვლევებს, რომელიც მუდმივად უნდა აწარმოო ასეთი პროექტის შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ ინვესტორმა პროექტი გააჩერა”, - აღნიშნა მირცხულავამ.

ხუდონჰესის ერთმილიარდიანი პროექტისთვის ინვესტორს უკვე 32 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული და დიდი ალბათობით კომპანია მინიმუმ ამ თანხის დაბრუნებას მაინც მოითხოვს. გიგანტური ჰესის აგების საპირისპიროდ პერიოდულად იმართება აქციები. ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში დაგეგმილ პროექტს მოწინააღმდეგეები მრავლად ჰყავს.

არსებობს მოსაზრება, რომ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, მიწისქვეშა ბიძგების, დივერსიის ან ტერორისტული აქტის შედეგად კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყლის მასა შეუერთდება ჯვრის წყალსაცავს. არსებობს რისკი, რომ ენგურჰესის კაშხალი ვერ გაუძლებს ამ რაოდენობის წყლის წნევას, გაირღვევა და 1600 მლნ კბ/მ³ წყალი გამოთავისუფლდება, წყლის ეს რაოდენობა საფრთხეს უქმნის დასავლეთ საქართველოს.

ეკოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ ხუდონჰესი შეცვლის ჰავას რეგიონში, ტენიანობის მომატების შედეგად კი განადგურდება მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლი – უშგულში მდებარე სვანური ციხე–სახლები და კოშკები. შესაძლოა ეკოციდის საფრთხის ქვეშაც აღმოჩნდეს ქვეყანა, წყლით დაიფარება 1536 ჰექტარი მიწა, საიდანაც 1100 ჰექტარი ტყეა.

სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება, ისინი განსახლებას და წინაპართა საფლავების დატბორვას აპროტესტებენ. 

ნანახია - 1387

heierdali

2017-04-20 13:58:46

მარტო ჰესი კი არა,გაზიფიცირება,საწვავი...კიდევ უამრავი რამ,მერე რა,რომ ერთი მუჭა ნაძირლები ვერ გამდიდრდებიან,საბანკო სისტემასაც თუ "წამოაყოლებს",ხო მთლად უკეთესი.ფასებიც სამართლიანად დადგინდეს და იქნებ ხალხმაც ცოტა ამოისუნთქოს.ძაან ჩეგევარასეული მოთხოვნებია ხომ?რას იტყვის მერე მსოფლიო ბანკი...სარეიტინგო სააგენტოები ხომ საერთოდ მიწასთან გაგვასწორებენ.მოგიხანთ მსოფლიო წესრიგი და სამართალი!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80