"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"
რეტრომედია

"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"

"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"
„კვირის პალიტრა“, 27 მაისი, 2013 წელი

2017-04-20 10:56:42

მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, ისტორიული ირონიაა, რომ მერაბიშვილს მის მიერვე რეფორმირებული პოლიცია ბორკილებით დაატარებსო. ისტორიულის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბედის ირონიაზე კი შეგვიძლია ვესაუბროთ პრეზიდენტს თუ "ნაცმოძრაობის" გენმდივანს. მერაბიშვილის ის ცნობილი ფოტო, რომელზეც ყოფილი პრემიერი ენაგამოყოფილია(რაც კარგი სიმბოლოა მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულისა), ირაკლი გედენიძის გადაღებულია - ერთ-ერთის იმ ფოტორეპორტიორთაგან, რომლებიც ორი წლის წინ მერაბიშვილმა ჯაშუშებად გამოაცხადა, ციხეში აყურყუტა და შანტაჟით თუ მუქარით ბრალი "აღიარებინა". საზოგადოებამ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობა არ დაიჯერა და "დიდ ვანოს" უკან დახევა მოუხდა. დღეს კი უკვე თავად მერაბიშვილი "ნებივრობს" "მატროსოვის" ციხეში და რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი უდანაშაულობის (ზურაბ ჭიაბერაშვილისგან განსხვავებით), თანაგუნდელებსაც არ სჯერათ. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელიც ასევე აბსურდულად მიიჩნევს ვერსიას, თითქოს "ნაცმოძრაობის" გენმდივანი 17 მაისის მოვლენების გადასაფარად დააკავეს.

- ვანო მერაბიშვილი საკმაოდ მსხვილი ფიგურაა იმისთვის, რომ მისი დაკავებით 17 მაისის მოვლენები გადაეფარათ. თუმცა მისმა დაკავებამ ნამდვილად გადაფარა სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭების თემა, რომელზეც ლაპარაკობდნენ 19 მაისს სპორტის სასახლეში შეკრებილი ადამიანები. თუმცა სიმართლე გითხრათ, მერაბიშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არ ველოდი. ის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანია, რომლის მხარდამჭერებიც კვლავ მრავლად არიან დასავლეთში. ვფიქრობდი, რომ ამას მოერიდებოდა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალმა ხელისუფლებამ დასავლელებს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები წარუდგინა და მერაბიშვილის დაკავებამ ნაკლებად ხმაურიანად ჩაიარა.

თუმცა ამ ამბავს გამოეხმაურა ყველა - აშშ-ით დაწყებული და ეუთოთი დამთავრებულიეს თქვენ ნაკლებ ხმაურად მიგაჩნიათ?

- ახალ ხელისუფლებას დასავლეთისთვის სერიოზული არგუმენტები რომ არ წარედგინა, გამოხმაურება ბევრად მწვავე და ხმაურიანი იქნებოდა. მე სხვა რამ გამიკვირდა - "ნაცმოძრაობის" გენმდივნის დაკავებას ყველაზე აქტიურად სომხეთი და აზერბაიჯანი გამოეხმაურნენ. თუმცა შემდეგ ჩემთვის გასაგები გახდა, თუ რა ღრმა კონტაქტები ჰქონდა მერაბიშვილს ამ ქვეყნებთან. არ გამოვრიცხავ, რომ ბიზნესსქემებიც იყო აწყობილი, რომელშიც მერაბიშვილთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტელიტა მონაწილეობდა.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურამეც და ბევრ ჩემს კოლეგასაც დარჩა შთაბეჭდილებარომ პრეზიდენტი მაინცდამაინც შეწუხებული არ იყოისეექსპერტებმაც განაცხადესრომ მერაბიშვილის ოთხკედელშუა გამწესებით "ნაცმოძრაობისელიტის დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა.

- არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ "ნაცმოძრაობის" ე. წ. თავისუფლების ინსტიტუტის ფრთა უკვე აშკარად ცდილობს, გაემიჯნოს მერაბიშვილს. როგორც ჩანს, მათ ყველაზე კარგად იციან, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ყოფილ პრემიერს.

რაც შეეხება პრეზიდენტს, სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის ყველაფერი წესრიგში რომ არ იყო, ამის შესახებ ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია. თუმცა 19 აპრილის აქციამ, როდესაც მერაბიშვილმა სააკაშვილის მიტინგზე მისვლისას დატოვა აქცია, დაადასტურა, რომ მათ შორის უთანხმოებაა. მერაბიშვილმა ამით ცხადი გახადა, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, აღარ არსებობს.

მოსალოდნელია თუ არარომ მერაბიშვილმა დაიწყოს ჩვენებების მიცემამაგალითადთუ დარწმუნდარომ თანაგუნდელებმა საბოლოოდ გაწირეს?

- უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისთვის ვანო მერაბიშვილი შემდგარი დამნაშავეა, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, დავით ბაქრაძეზე თუ გიგა ბოკერიაზე. გამოძიებას იმდენი მტკიცებულება ექნება, რომ სულაც არ არის აუცილებელი მერაბიშვილის ჩვენებები - კრიმინალური ფაქტების დემონსტრირებაც საკმარისია. თუნდაც გირგვლიანის საქმე რად ღირს.

შესაძლოაგამოძიებას მართლაც ჰქონდეს ბევრ საქმეზე მტკიცებულებებიმაგრამალბათარც ის უნდა დაგვავიწყდესრომ ახალი ხელისუფლების წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, "ნაციონალებმასამთავრობო ბერკეტების გადაბარებამდე არაერთი მტკიცებულება გაანადგურესოთუ ეს მართალიამაშინ დიდი დატვირთვა გადადის მოწმეებზეერთ-ერთი ვერსიითასეთი მოწმე (შემდგომში პატიების გარანტიითშესაძლოაიყოს კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძეამ ვერსიის თანახმადშესაძლოათოფურიძეს პირადი წყენაც ამოძრავებდესრადგან მერაბიშვილი და "ნაცმოძრაობისელიტა დროს ტარებისას მას ამცირებდნენ და კლოუნად გამოჰყავდათ.

- მართლაც, სოსო თოფურიძე პირადად ჰყვებოდა, "ნაცმოძრაობის" ელიტის წარმომადგენლები როგორ იგდებდნენ აბუჩად და დასცინოდნენ. გამიჭირდება იმაზე საუბარი, მისცემს თუ არა თოფურიძე მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას. "ნაციონალებმა" ბევრი ადამიანი, უპირველესად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გახვიეს დანაშაულში. შესაბამისად, მეეჭვება, რომ სოსო თოფურიძემ, რომელმაც თურქეთს შეაფარა თავი, საკუთარი თავის წინააღმდეგაც დაიწყოს ჩვენებების მიცემა. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ - თოფურიძე ძველი კადრია და იცის, როგორ გამონახოს საერთო ენა გამოძიებასთან.

თუ დაიწყო ჩვენების მიცემაალბათბრალის შემსუბუქების იმედიც ექნებაისეარჩილ კბილაშვილმა თუ ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ მიანიშნესრომ თუ ახალაიები ალაპარაკდებიანმათ შეღავათს გაუწევენ.

- ჩემი აზრით, ამისთვის საზოგადოებრივ აზრს ამზადებენ. სხვათა შორის, ახალი ხელისუფლება ძალიან სწორად მოიქცა, როდესაც მხოლოდ ბაჩო ახალაია დააკავა. ამან "ნაციონალები" ჯერ გააკვირვა, შემდეგ გაახარა, რომ ერთი კაცის დაკავებით გადარჩნენ, მერე კი განხეთქილება დაიწყო, ერთმანეთთან კითხვები გაუჩნდათ: ბაჩო ახალაია რომ ციხეშია, შენ რატომ ხარ გარეთ, თავისუფლება ან იყიდე, ან ჩვენს ზურგს უკან ახალ ხელისუფლებას გაურიგდიო. რაც შეეხება ახალაიებს, არ არის აუცილებელი, პირადად მათ მისცენ ჩვენებები. მათ გარემოცვაში არის ბევრი პირი, რომელთაც შეუძლიათ გამოძიებას კონკრეტული ფაქტები მიაწოდონ. ამას გააკეთებენ თუნდაც იმ "ნაციონალებზე" შურისძიების მიზნით, რომლებიც ახალაიებს გაემიჯნენ.

მერაბიშვილის დაკავების შემდეგ ექსპერტებმა ლამის ერთხმად დაიწყეს მტკიცებარომ შემდეგი გიგი უგულავა იქნებაკერძოდთვალთმაქცური დასაქმების ეპიზოდირასაც მერაბიშვილს ედავებიანუგულავას საქმეშიც ფიგურირებსთუ ხელისუფლება იმას მოერიდებარომ უგულავას არჩევითი თანამდებობა უკავია?

- რა თქმა უნდა, არჩევითობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა გიგი უგულავას დრო, ადრე თუ გვიან, მოვა.

ისე, ახალი ხელისუფლება ძალიან ფრთხილობს, თორემ აგერ ბოსნიაში კორუფციული სკანდალის გამო პრეზიდენტი და ლამის მთელი მთავრობა დააპატიმრეს.

უგულავას შემთხვევაში კი საქმე კორუფციაზე მეტთან გვაქვს. იმაზე, რომ ყველა ტენდერისას "ატკატთან" გვქონდა საქმე, აღარ ვილაპარაკებ. სხვა საინტერესო თემებიცაა: მაგალითად, თბილისის მერიამ ფონიჭალაში ვაჰაბიტური მეჩეთის მშენებლობის ნებართვა გასცა, რამაც იქ არაჯანსაღი ვითარება შექმნა.

ფონიჭალაში საპროტესტო აქციაც გაიმართათუმცა მერიამ განმარტარომ იქ მეჩეთი კი არასახლი შენდება.

- მერია ცრუობს და სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.

დავუბრუნდეთ მერაბიშვილის თემას. "ნაცმოძრაობისგენმდივნის დაკავება ხომ არ დააჩქარებს პარტიის დაშლასთუ "ნაცმოძრაობარღვევას მაშინ დაიწყებსროდესაც ოქტომბერში პრეზიდენტის პოსტს დაკარგავს?

- ალბათ, ეს პროცესი დაჩქარდება ოქტომბრის შემდეგ, რადგან "ნაციონალების" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მერაბიშვილის დაკავება "ნაცმოძრაობისთვის" დიდი დარტყმაა, მიუხედავად იქ არსებული დაპირისპირებისა. ისე, ერთი საინტერესო დეტალია: წავიკითხე დავით საყვარელიძის და სხვა "ნაციონალების" კომენტარები და ყველანი ჭიაბერაშვილს იცავენ, მერაბიშვილზე კი, ფაქტობრივად, არაფერს ამბობენ.

ისეპოლიტოლოგები პროგნოზირებენრომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალებიდავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას ფრთებად დაიშლებიან.

- არ ვიცი, ასე იქნება თუ არა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ბოკერიასა და ბაქრაძის ძალა მათ ერთობაშია. ცალ-ცალკე პარტიები რომ შექმნან, ეს წყლის ნაყვა იქნება. მათ ერთი ქარიზმატული ფიგურა ჰყავდათ - მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც იდგა პარტია. ესეც დაკარგეს და დაიშლებიან თუ არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

ალბათკარგა ხანს არ დასრულდება იმაზე მსჯელობა, 17 მაისის მოვლენები გარემოებათა დამთხვევა იყო თუ კარგად დაგეგმილი პროვოკაციასხვათა შორისთავად ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხარომ ეს გარედან დაფინანსებული პროვოკაცია იყო.

- რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? გავიხსენოთ ვიდეოფირი - იმ მიკროავტობუსში, რომელიც აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს, ერთი ახალგაზრდა მეორეს ეკითხება, სად არიან დიპლომატებიო. ფაქტია, ლგბტ პირებს იყენებენ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ისე, რომ შესაძლოა, მათ თავადაც არ იცოდნენ ეს. ფაქტია, რომ ისინი საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. ამასთან, ძლიერ მხარდაჭერას რომ არ გრძნობდნენ, ქუჩაში არ გამოვიდოდნენ. ისე, ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც ცხოვრების ასეთი წესი აქვთ და არც ერთი მათგანი იმ დღეს ქუჩაში არ იყო. ასეთები პოლიტიკოსებიც არიან და არც ისინი იყვნენ ქუჩაში. იქ მყოფთაგანი კი, ყველა არ იყო ფიზიოლოგიურად ლგბტ-ის წარმომადგენელი.

თუ ეს პროვოკაცია იყოის ერთ-ერთ მიზნად ხომ არ ისახავდა საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებას და შემდეგ მისით მანიპულაციასგარდა ამისაეს ყველაფერი მსხვერპლით რომ დასრულებულიყომუდმივად იქნებოდა იმის აქცენტირებარომ ახალ ხელისუფლებას სისხლიანი ხელები აქვს.

- არ არის გამორიცხული. აგრესია გაზარდა იმან, რომ ვიღაცამ დაინახა, რომ ლგბტ-ის წარმომადგენლებს თავისი ცხოვრების წესის ქცევა სურთ ცხოვრების ნორმად. გარდა ამისა, საზოგადოებაში დაგროვილი იყო აგრესია სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭების გამო და როცა იეჭვეს, რომ ლგბტ-ის აქციის უკან შესაძლოა "ნაცმოძრაობა" მდგარიყო, აგრესიამ მაღალი ხარისხით ამოხეთქა. ვერ გავამართლებ სასულიერო პირების ზედმეტ აქტიურობას, მაგრამ ხალხის აგრესია გასაგებია.

სასულიერო პირებზე შსს- საქმე აღძრასაინტერესოახომ არ იყო ასევე მცდელობარომ სასულიერო პირებიც გამოეყენებინათ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ამითმაგალითადეკლესიის დისკრედიტაცია ეცადათ.

- "ნაციონალების" ზეობის პერიოდში სერიოზული ძალა იყო მოწადინებული, რომ როგორმე დაეშალა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. პატრიარქი ამას ჩვენზე უკეთ ხვდებოდა, მაგრამ განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით თვალს ხუჭავდა ზოგიერთი სასულიერო პირისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერების კოაბიტაციაზე. მხოლოდ ეკლესიის მსახურთათვის ბრალის წაყენება-არწაყენებაში არ არის საქმე - გასარკვევია, ვის როგორი პოზიცია ეკავა გუშინ და ვის როგორი ბიოგრაფია აქვს. მაგალითად, ჩემთვის მეუფე ვერასოდეს ვერ იქნება მიტროპოლიტი კალისტრატე, რადგან ხომ ვიცი, როგორ დამოკიდებულებაში იყო ყოფილ ხელისუფლებასთან? თუმცა ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, რადგან ეკლესიის მსახურიც საზოგადოების წევრია და მნიშვნელობა არა აქვს, ვის აცვია ანაფორა და ვის - არა. სწორედ ამიტომ თქვა პატრიარქმა, უზრდელობა არავის ეკადრებაო.

კიდევ ერთი ვერსიით, 17 მაისის აქციის მთავარი მიზანი ახალი ხელისუფლების უუნაროდ წარმოჩენა იყოისედღეს კვლავ ისმის კითხვებიბოლომდე ფლობს თუ არა სიტუაციას ბიძინა ივანიშვილი თუნდაც თავისსავე მთავრობაში.

- ივანიშვილი სრულად აკონტროლებს სიტუაციას. საქმე სხვა რამეა - ობიექტურად შევხედოთ იმას, რომ ივანიშვილისთვის პოლიტიკაში ყოფნა და სახელმწიფოს მართვა ჯერ ისევ ახალი ხილია. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ გადაცდომაზე შეიძლება თვალიც დავხუჭოთ. ივანიშვილს საყვედურობენ ძალიან გულახდილი განცხადებების გაკეთებას და ზოგიერთ საკადრო გადაცდომას. ისე, მე ვიცი, რომ ზოგჯერ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რამაც შემდეგ ზოგიერთის კარიერა და მდგომარეობა შეიწირა. რაც შეეხება მთავრობას, ზოგიერთმა მინისტრმა სიტუაციას ვერ გაუძლო, მინისტრის ზოგიერთი მოადგილის ბიოგრაფია კი ბევრ კითხვას აჩენს. ვიცი, რომ ივანიშვილს რამდენიმე მინისტრისა და მათი მოადგილეების მუშაობა არ მოსწონს და ამის თაობაზე მყარი აზრიც აქვს ჩამოყალიბებული. კონკრეტულ მინისტრებს ვერ დავასახელებ.

იმის თქმა ხომ არ გინდათრომ საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთაქვე გკითხავთ ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრების თაობაზეცრომლის მიხედვითაცივანიშვილის გარემოცვის ზოგიერთი წევრი პრემიერის გარშემო "მოჯადოებული წრისშექმნას ცდილობსრომ დანარჩენებს მასთან "წვდომამხოლოდ რამდენიმე ფიგურის საშუალებით ჰქონდეთ.

- ფართომასშტაბიან საკადრო ცვლილებებს ჯერ არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ივანიშვილის გარშემო მოჯადოებული წრის შექმნის საშიშროება იყო და არის. თუმცა ივანიშვილს აქვს სიტუაციის ზონდაჟის კარგი უნარი. ის მდგომარეობას საზოგადოების გამოძახილებიდან გამომდინარე აფასებს. დღეს პრემიერი კვლავ ამ ზონდაჟის მდგომარეობაშია, შემდეგ კი დასკვნების დროც დადგება. აი, მაშინ კი, ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება.

 

 

 

ნანახია - 322

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80