ოთარ კახიძეს 15 ნაკერი დაადეს, კანდელაკი ნაცემია
პოლიტიკა

ოთარ კახიძეს 15 ნაკერი დაადეს, კანდელაკი ნაცემია

ოთარ კახიძეს 15 ნაკერი დაადეს, კანდელაკი ნაცემია
თამთა ქარჩავა

2017-04-20 00:19:16

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი და „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი დაუპირისპირდნენ. მიზეზი უცნობია. for.ge–ს ინფორმაციით სიტყვიერი შელაპარაკება კანდელაკსა და ზარდიაშვილს შორის დეპუტატების ე.წ. დასასვენებელ ოთახში მოხდა, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზის გვერდით მდებარეობს.

დეპუტატებმა სიტყვიერი შელაპარაკება არ იკმარეს და ერთმანეთს დაერივნენ. ვანო ზარდიაშვილს, გიორგი  კანდელაკსა და დავით მაციკაშვილს შორის ჩამდგარი ირმა ნადირაშვილი თეთრ მანდილს აფრიალებდა, თუმცა ვითარება ამანაც ვერ განმუხტა. უფრო მეტიც, ვითარება იმდენად გართულდა, რომ ნადირაშვილი სხდომათა დარბაზში შევიდა და გუნდის წევრებს დახმარება სთხოვა, შედეგად, ბოკერია და რამდენიმე ადამიანი გავიდა ე.წ. დასასვენებელი ოთახში. მას შემდეგ, რაც თანაგუნდელები შეიკრიბნენ, ნაცემ გიორგი კანდელაკს გული მიეცა და ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა. საფერფლე მიზანს ასცდა და ოთარ კახიძეს ლამის, თავი წააცალა.

for.ge–ს ინფორმაციით ოთარ კახიძეს 15 ნაკერი ადევს, ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას სახლში გადის. რაც შეეხება კანდელაკს, როგორც საპარლამენტო კულუარებში for.ge–ს განუცხადეს, მძიმედ არის ნაცემი. უმრავლესობის წევრები იმასაც ამბობენ, საფერფლე ზარდიაშვილს რომ მოხვედროდა, კანდელაკი საკადრის პასუხს მიიღებდა. თუმცა, სამწუხაროს უწოდებენ ფაქტს, რომ საფერფლემ ოთარ კახიძე საკმარისად ვერ დააზიანა(?!)

აღსანიშნავია, რომ კახიძე პარლამენტის შენობიდან კოლეგა დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა გაიყვანა. მას თავიდან სისხლი სდიოდა. თაპარტიელის მიერ შუბლგატეხილმა კახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ტუღუში შეეცადა ნაცემი კახიძე კამერების ობიექტივში არ მოხვედრილიყო, ნაცემი დეპუტატი მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა.

დეპუტატები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

„ის, თუ რა მოხდა, ამას ვერ გეტყვით – საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში, რა მოხდა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვანო ზარდიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირების გაგრძელება იყო. მისი თქმით, „ვახტანგ გომელაურის ანგარიშის გადასაფარად ხელისუფლებამ სხდომათა დარბაზში მოაწყო სასაცილო სპექტაკლი ემზარ კვიციანის, მათი ძალიან კომიკური პარტნიორის მონაწილეობით, რომლის გაგრძელებაც იყო ის კონფლიქტი, რაც მოხდა „ქართული ოცნების“ დეპუტატსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს შორის“.

„ეს კარგად მიუთითებს იმ სრულიად არაადეკვატურ გარემოზე, რაც პარლამენტშია. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, არც არის საინტერესო. შემზარავია, როცა ხელისუფლება ასეთი მნიშვნელოვანი ანგარიშის გადაფარვას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

უმრავლესობის წევრი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან „ქართულ ოცნებას“ არანაირი კავშირი არ აქვს.

„ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ვერ იქნება და საზოგადოება კარგად ხედავს ამ ყველაფრის მიზეზებს. „ქართულ ოცნებას“ ამ ინციდენტთან მიმართებაში არანაირი კავშირი არ აქვს. მე იმ ოთახში არ ვიყავი, ამიტომ არ ვიცი დეტალები, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ადამიანი მეორეს ესვრის საკმაოდ მძიმე ნივთს“, –აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომლის შეფასებით, ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება.

„ჩხუბი ვის არ უნახავს პარლამენტში, მაგრამ ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს, ეს მხოლოდ საქართველოში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

ნანახია - 2506

natali

2017-04-20 01:25:52

ერთდროულად სახელიც გაიტეხო და თავიც, ამას ხომ უნდა მოხერხება?

sxivi

2017-04-20 02:06:19

მაჟორიტარებს პარტიულებიც რომ მივაყოლოთ - არა?! ფუ თქვენი მენახირე სისხლი გაშრა!.. ზარდიაშვილის და კანდელაკის ნაძველბიჭარი არ გაიშვა!..

თენგო

2017-04-20 07:23:26

ძალიან ა/ყ/რო/ლდა სანაცეთი ,განსაკუთრებით ე.წ. გაყოფის შემდეგ!!! გაიტანეთ გრენლადია!!!!!

anri

2017-04-20 08:21:15

მოგიკვდეთ მდარდებელი !

anri

2017-04-20 08:22:16

ალბათ ჟვანიაც ასე გააგორეს

papa

2017-04-20 08:42:59

სხივი

ეს ათი დღის წინანდელი ჩემი პოსტია.... მაჟორიტარებზე იყო მაშინაც ლაპარაკი
შენ რა თქმა უნდა მაშინაც გაუქმების მომხრე იყავი

მე მაშინაც ეს კითხვები დავსვი ... მეგონა ჩემი კითხვების მერე მიპასუხებდი და ამიხსნიდი თუ მაჟორიტარების გაუქმებას რატომ ემხრობი...მაგრამ მაშინ გაჩუმდი რატომღაც
ხოოდა ეხლა მაინც გამაგებინე,.. რას ვამბობ არა მართლს.






ვააა.......
ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს ცემაო...
ბავშვის ნაბან წყალს, ბავშვიც ზედ მიაყოლესო...
სისტემასთან რა გინდათ?? გამოწვევის კანონი მიიღეთ, გამოწვევის კანონი და ყველაფერი დალაგდება ....სუ ამას ვიძახით და მაინც არა
იმიტომ არა,... რომ ამათ ყველაფერი უკუღმა უნდა დააწყონ, უკუღმა, ხალხი უფრო ადვილი დასაქინძი რომ იყოს.
აქამდე ხალხი ხომ სულ ქინძზზე ეკიდათ..... ეხლა ნახეთ თქვენ ხალხის ქინძაძა...
მისაკითხ--შესაგინებელიც კი არავინ აღარ გვეყოლება....

ფულის მეშოკს რომ დეპუტატად დებენ ...... ..მაშ ესე რომ იქნება ის არ იციაან??

აბა გამოწვევის კანონი იყოს?...აჩკო რომ აუთამაშდებათ მერე ნახავთ ეგენი თუ ეგრე იგულავებენ.
ხალხის პრობლემებს პარტიები მოაგვარებეეენ?? სულ სირ/ზეც არ ჰკიდიათ პარტიებს ხალხიც და მათი პრობლემებიც??
წარმოიდგინეთ რომ პარლამენტში სუ რესპუბლიკელები არიან.(ყველა მასეთია)
ეგენი ხალხის პრობლემებს განიხილავდნენ მაიიინც??....
..თეორიულადაც კი აღარავინ იქნება არაფერზე პასუხისმგებელი

papa2017-04-13 18:35:27
მაჟორიტარი არ ვარგა?/.....არ ვარგა და სიქიმ
არ ვარგა..... სიქტიმ!!!!!!!!!!!!!
აბა ესე იყოს!... მერე ნახავდით პარლამენტში შესვლაზე კიდევ თუ დაიხოცავდნენ თავებს.
ქურდს რა უნდა და... ბნელი ღამეო ..ისეა.
თვითონ ესენი უწყობენ უსაქმურობაში ხელს მაჟორიტარებს და კიდევ ესენი ატ/რაკებენ.
თვითონ, თვითონ უნდათ რომ მაჟორიტარმა არაფერი გააკეთოს და ისინიც აკეთებენ... არაფერს!!
პატარძალი ტყუოდა და ისევ თვითონ ბზუოდაო....ეგრეა.
.უნდათ .. უნდათ რომ მაჟორიტარმა არაფერი გაააკეთოს და იმიტომააა ასე
და საერთოდ .... პარტიები რომ გაააუქმონ ვაააფშე და მე იმას ვემხრობი!!!

Maverick

2017-04-20 09:39:01

"ნაცემ გიორგი კანდელაკს გული მიეცა და ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა. საფერფლე მიზანს ასცდა და ოთარ კახიძეს ლამის, თავი წააცალა.
"...ოთარ კახიძეს 15 ნაკერი ადევს, ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს"...
------------------
კანდელაკმა გურუს ილეთი გაიმეორა, მაგრამ უშედეგოდ, ჩიჩმი არ უვარგა, ელამია...

თუმცა, გასაოცარი ექიმების დიაგნოზია... უტვინოს როგორ უნდა დაემართოს ტვინის შერყევა?!

ყოჩაღ ბიძინა! მთავრობა მოურავის შიშით ნაცარასტებს ცივ ნიავს არ აკარებს, ხოლო ნაცებში მის მიერ ჩანერგილი უხილავი V კოლონა ამოქმედდა და იდეურ ძმების მიშმაკური მეთოდით - საფერფლეებით დაქინძვას იწყებს...

papa

2017-04-20 10:35:13

15 ნაკერი ....
დიდი რამეც
რა იყოთ ..... ეგ ცოტააა, 1000ჯერ მეტი ეკუთვნით
წერონ ეხლა ევროსაბჭოში...ერთმანეთს თავპირი დავამტვრიეთ--თო

მგონი სრაპინას ნათქვამია.... ეგენი ვამოპირები არიან...სხვის სისხლს რომ ვეღარ დალევენ, ერთმანეთს დაერევიანო ...
ეგრეც იყოს

ასე რომ----ეს ერთი და სხვაც მრავალი!!!!!...

armagedevani

2017-04-20 10:48:00

...ოთარ კახიძეს 15 ნაკერი ადევს, ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს"...
.
კაი ნიუსია: ექიმებმა დაადგინეს, რომ კახიძეს თვინი აქვს.
მე კი მგონია მაგას ტვინი არა აქვს ("თვინი" კიდევ სხვაა, ვიდრე ჩათლახობის უნარის ქონა) - ეგ და მაგნაირები ჩვენი უსუსურობით გადის ფონს.
ისე, კანდელაკს კაი სროკი მოუხედებოდა " დეპუტატისათვის ფიზიკური ზიანის მიყენებისათვის ...
დდშვც.

armagedevani

2017-04-20 10:50:05


ასე რომ----ეს ერთი და სხვაც მრავალი!!!!!...

:)

"პაპა" - მაგგარი ხარ !!

ცუგო

2017-04-20 11:47:35

საფერფლე დიდი ხანია რაც შეიარაღებაში აქვთ ნაცებს, თან საინტერესო, რომ სულ ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ...

papa

2017-04-20 12:52:44

ერთი მაცოდინა რომელმა კეთილებმიქინძულმა გააშველა ეგენი
აფსუუსსსსს..
ნეტა რატო ნებაზე არ მიუშვეს ერთი ეგენი....
იიიფფფფფფ ... ძაან კარგი იქნებოდა.

ტორი

2017-04-20 13:16:19

"საფერფლე მიზანს ასცდა და ოთარ კახიძეს ლამის, თავი წააცალა"...
---------------------------
მიზანს ასცდაო - აფსუს...
ბედი არ გვაქვს, თორემ, ერთი მფრინავი საფერფლე რა გახდა...
კარგად უნდა მოხვედროდათ...
რიკოშეტით ბოკერიასაც...
მეორე რიკოშეტით - დუპლეტი - ტუღუშ-კიკნაველიძეს...
აფსუს...

serapina

2017-04-20 15:28:59

ამათ, სისხლის სმას ვეღარ გადააჩვევთ!

სულ მალე,იმასაც ვიხილავთ, ერთი ქვეწარმავალი,როგორ გადაყლაპავს თითქმის თავისივე ზომის,მეორე ქვეწარმავალს.
...მაგრამ, ხალხმა რა როდემდე უყუროს,ამ არაჯანსაღ ტვინში მოხარშულ ფანტაზიებს?!

...მაშინ როცა,მსოფლიოს პოლიტიკური მდგომარეობა დღითიდღე იცვლება,უარესდება... ყველა ქვეყნის ხელისუფლება რეაგირებს!(თავის თავის და თავისი ხალხის გადარჩენაზე ფიქრობს).

...მარტო, ჩვენს ხელისუფლებასა და მედიაშია "წინსვლის გუგუნი".
არადა, მომენტ(ებ)ი ხანდახან ყველაფერს წყვეტს,როგორც ინდივიდის,ისე საზოგადოების ცხოვრებაში.

ხანდახან, არაფრის კეთება გაფუჭებას ნიშნავს,ოღონდ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს,მაინც ვერ გაიგო!


papa

2017-04-20 19:18:51

რეზონანსი კითხვას სვამს----- როგორ აფასებთ პარლამენტში მომხდარ ინციდენტებს?


დიდებულია, დიდებული...პირდაპირ აღრრრრფრთოვანებული ვარ ამ ცირკით
(უკვე სიცილზე ვარ გადასული)

papa

2017-04-20 19:28:07

სერაპინა

მსოფლიოს პოლიტიკური მდგომარეობა დღითიდღე იცვლება,უარესდება..
გეთანხმები..
ოღონდ დღითი დღე კი არა ...... ელვისებურად,... ელვისებურად
ესენი კიდევ ისევ ნატო, ნატოს გაიძახიან....
მაო,.. მაო ძედუნი მაინც დაიძახონ ამ ჩამორეჩენილებმა, იქნებ ცოტა ხანში სათავეში მოვექცეთ ფარას
დამიჯერეთ მაოს ძახილი უფრო დაგვიფასდება ..
საქართველოოო..?
რაღა დროს საქართველოა.. ერთი კვირაა, გართობაზე და სიცილზე ვარ უკვე გადასული..

serapina

2017-04-20 21:18:11

Papa,
ზუსტად "ელვისებურად" დავწერე თავიდან და მერე წავშალე. ვიფიქრე, იქნებ, ამ ევროპაშია ეს განვითარება ელვისებური და საქართველოში, უფრო ნაკლებადშესამჩნევი იყოსთქო.

arichopra 2

2017-04-20 21:41:20

ეს ე.წ. პოლიტიკური პარტიები ემსახურებიან ქვეყანაში შუღლის და მტრობის დათესვას, საზოგადოების დაყოფას, ამავე დროს თითქმის ყველა რომელიმე უცხოური სახელმწიფოს ან ჯგუფის ინტერესების გამტარებელია. ამავე დროს ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას! საოცარი ლოგიკაა, მაგათი კუჭი რა ვთქვი?! 20 წელი მორატორიუმი - აკრძალვა პოლიტიკური პარტიების. სახელმწიფოს სათავეში ერთი სიუზერანი, უზურპატორი... რა ვიცი ასე აჯობებს მგონი!

serapina

2017-04-20 21:46:02

არა, სულ ხელისუფლებაზე გადაბრალებაც არაჯანსაღია.
აგერ, ვენესუელაში გამოვიდა ხალხი ქუჩაში და თქვა... ხელისუფლება ფუფუნებაში ცხოვრობს და ჩვენ გვშიაო.

ჩვენ, შიმშილზე არ შევაწუხეთ... (მივხედეთ რაც შევძელით და როგორც შევძელით). ოღონდ,ქვეყანა ფეხზე დადგეს და მოგვითმენია და კიდევ მოვითმენდით მაგრამ...

ამათ დეკლარაციებს და ცხოვრების სტილს თუ გადავხედავთ...
ძალიან დიდ ფუფუნებაში ვაცხოვრებთ(ჩვენზე არაფრით უკეთესებს... არც ჩვენზე უფრო განათლებულებს) და მადლობის ნაცვლად პანღურებს რომ გვიგზავნიან მედიის საშუალებით...
აცნობეთ ვინმემ, რომ არ გამოგვპარვია!

რაღაც რომ ვერ შეძლო ადამიანმა(ხელისუფლებაში მოხვედრილმა...მონდომების მიუხედავად) ამის პატივისცემა უნდა შევძლოთ.
...მაგრამ უსირცხვილოდ რომ თვალებში ნაცარს გვაყრიან(თან,.ისეთ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას იცნობს)ეს, როდემდე უნდა იყოს ასე?!

ათასმერამდენე სერიაა ამან იმას თავში ჩაარტ/ყა? წყალი შეასხა...
პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდა... და ა.შ.

ამ სერიალის ბევრი გმირი, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული "თამაშობს მთავარ როლს" ამ უსასრულო ტელესერიალში... აწი, მე ვბერდები და ეს წურბელები რითი ვერ მოვიშორეთ?!
ნუ, ახლა ახალი ქინძით რომ გადაგვიკმაზეს, ესეც გავიგეთ...
ოღონდ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს,უსირცხვილოდ მოდელირებული რეალობის ჩამოტარება, ამას ვერ ჩავწვდი ჯერ.

papa

2017-04-20 23:17:03

სერაპინა

ბოლო ხანებში ჩვენი პოსტები,,ძაან დაუახლოვდა,,ერთმანეთს--ნაწილობრივ მე შენსკენ გადმოვედი და შენ კიდევ ჩემსკენ....ორივეს ბრალია, ორივესი-- ჩვენიცა და ხელისუფლებისაც
მაგრამ ჩემს შემთხვევაში ხელისუფლებას 51 % ვაბრალებ, 49%--ს კი ხალხს
შენთან კიდევ პირიქითაა 49/51
ჩვენი ბრალი ისაა, ხელისუფლებაში ამ 25 წლის მანძილზე კაი ხალხი რომ ვერ მოგვიყვანია,....ყველა მაიმუნი და ოხერი გამოდის ბოლოს
ერთი იყო და ისიც ვერ შევიფერეთ....

მოვლენები კიდევ დამიჯერე, აქედან უფრო კარგად სჩანს, უფრო სწორად ... ჩვენ უფრო გაწვრთნილები ვართ მაგათ მამაძაღ/ლობებში და იმიტომ ვხედავთ აქედან უფრო გამჭირვალედ ყველაფერს და უფრო დაჩქარებულადაც
ამიტომაცაა რომ გეუბნები --აუხსენი მაინც მაგ გერმანელებს რა და რატომ ხდება მაგათ თავს მეთქი, თორემ ეგენი კიდევ კარგა ხანს ვერ მოვლენ აზრზე
ისე დაექცევათ მაგათ თავზე სახლკარი რომ.... დემოკრატიული რეფორმები ეგონებათ.
(სამი ოთხი დღის წინ მაგ გერმანელებზე გწერდი -,,აუხსენი და გაარკვიე,,საქმეში მეთქი. ---ლტოლვილების ევროპაზე სარანჩასავით შემოსევაზე იძახოდნენ--- ესენი იმიტომ შემოგვესივნენ რომ კარგად(ანუ შეძლებულად, ანუ მიმზიდველად ) ვცხოვრობდითო.......
სუ ეგ გონიათ თავიაანთი ჭირის სათავე..
კი მაგრამ რატო ადრე არ შეესივნენ ეგ ლტოლვილები მაგ ევროპას--გზა ეხლა ისწავლეეს??
სხვათა შორის მარესაც მასე ვეუბნებოდი თქვენთანაც მალე დაიწყება დემოკრატიული რეფორმები მეთქი და არ მიჯერებდა.... ეხლა კი მგონი საერთოდ დავკარგეთ( ნეტავ იქაური დემოკრატიულ რეფორმები არ შეეხოს და ჩემი თავი ჯანდაბას)

Maverick

2017-04-21 07:41:13

აქაურ ამბებს რომ ვუყურებ თავი 2013 წლის საქართველოში კოაბიტაციის გარიჟრაჟზე მგონია!...

გლობალისტურ-ლიბერტარიან მაზოხიზმის რეპეტიცია საქართველოში გაიარეს, უკრაინაში უარესი სცენარით გაივარჯიშეს!...

Maverick

2017-04-21 07:42:53

აქაურ ამბებს რომ ვუყურებ თავი 2013 წლის საქართველოში კოაბიტაციის გარიჟრაჟზე მგონია!...

გლობალისტურ-ლიბერტარიანული მაზოხიზმის რეპეტიცია საქართველოში გაიარეს, უკრაინაში კი უარესი სცენარით გაივარჯიშეს!...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80