საქართველო - ირანი - რას იტყვის ამერიკა?
პოლიტიკა

საქართველო - ირანი - რას იტყვის ამერიკა?

საქართველო - ირანი - რას იტყვის ამერიკა?
თამთა ქარჩავა

2017-04-19 19:00:32

აშშ–ის მთავარი მტერი ირანი, საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს. საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრიეწვია. მუჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს თან ახლავს ირანელი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი დელეგაცია, ისინი საქართველო–ირანის ბიზნეს–ფორუმს დაესწრებიან. ქართული მხარე თვლის, რომ ეს ფორუმი კარგი საშუალებაა ირანელი ბიზნესმენებისთვის, გაეცნონ საქართველოს შესაძლებლობას, ხოლო ქართველ ბიზნესმენებს მიეცემათ შესაძლებლობა გაამყარონ პირდაპირი კონტაქტები ირანელ პარტნიორებთან და განავითარონ შემდგომი კავშირები.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეტად გააღრმავონ ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში. საქართველო დაინტერესებულია უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ირანელ სტუდენტებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ირანთან ორმხრივი ვაჭრობა 50%–ით გაიზარდა. მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია და მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. 

„ორმხრივი ვაჭრობა არის დაბალანსებული. იზრდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. ჩვენს ქვეყანაში არის ხელსაყრელი ბიზსნესკლიმატი და საინვესტიციო ბიზნესგარემო, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების ზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა სუფსის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს პროექტს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ მუჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტი სრულიად ახალ ბიძგს და დინამიკას მისცემს ქვეყნებს შორის შემდგომ თანამშრომლობას. მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს შედგება. 

გიორგი კვირიკაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს თეირანში. ასევე შედგება მთავრობათშორისი რამდენიმე შეთანხმება, რომელსაც პრემიერის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება ხელი.

„საქართველო-ირანის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპასთან სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით. საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მინიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით წარმოადგენს კარიბჭეს რეგიონის და აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით.


საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას. კონკრეტულად, სამხრეთ-კავკასიური სარკინიგზო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩაერთოს სარკინიგზო გადაზიდვების ერთიან ტარიფში. მისასალმებელია აზერბაიჯანი-ირანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის დასრულება. 


ეს ყველაფერი ერთად ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირების გაზრდას ევროპის მიმართულებით. ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვა შესაძლო კორიდორის და ალტერნატივის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ირანიდან და სპარსეთის ყურიდან ტვირთნაკადის გაზრდას და საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ხიდს ევროპასთან“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოჰამედ ჯავად ზარიფიმ აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენების შესაძლებლობის განხორციელების შემთხვევაში, სამყარო კიდევ უფრო დაახლოვდება ერთმანეთთან. მისივე თქმით, კორიდორის აშენების შემთხვევაში გადაზიდვის საფასური ბევრად უფრო ნაკლები გახდება. ზარიფის განმარტებით, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივი თანამშრომლობა აუცილებელია აღნიშნულის განხორციელებისთვის. 

„ჩემი ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს ირანული თემები საქართველოში და ქართული თემები ირანში. ძალიან იზრდება საქართველოში ჩამოსულ სტუდენტთა რიცხვი - რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და ეს ყველაფერი ადამიანთა შორის კონტაქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 

შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს და ირანს შორისაა ან შეიძლება დაიწყოს ტრანზიტის სფეროში, მრეწველობაში, წარმოებაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რეგიონულ საკითხებში გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობაში. 

მე მიმაჩნია, რომ შესაძლებობი არის ძალიან დიდი, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენების შესაძლებლობის განხორციელების შემთხვევაში საერთოდ სამყარო კიდევ უფრო დაახლოვდება ერთმანეთთან და გადაზიდვის საფასური ბევრად უფრო ნაკლები გახდება ამ კორიდორზე. საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის ერთობლივი თანამშრომლობა აუცილებელია ამის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. 


ამ კონტექსტში ხაზი გაესვა თბილისში მიმდინარე საქართველო-ირანის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საქართველოს სიფრთხილე მართებს იმ ქვეყანასთან ურთიერთობაში, რომელიც საქართველოს მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან აშშ–თან არის დაპირისპირებული. მისივე თქმით, ინტეგრაციის ხარისხის გაზრდამ შეიძლება მოიტანოს სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, მაგრამ სხვა მიმართულებით გააფუჭოს საქმე.

„საქართველოსთვის იმდენად მომგებიანია ირანთან ურთიერთობა, რამდენადაც, ირანი საკმაოდ მომგებიანი პოტენციალის ქვეყანაა, ალბათ იქნება მომგებიანი, მაგრამ არის მეორე, რაში სჭირდება თვითონ ირანს საქართველოსთან ურთიერთობა“, – აცხადებს რამაზ საყვრელიძე. 

რაც შეეხება კითხვას, რას აძლევს საქართველოს ამერიკის მთავარ მტერთან ურთიერთობის გაღრმავება, საყვარელიძე იხსენებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთი ნაწყენი აღმოჩნდა საქართველოზე, მეტნაკლებად გულგრილი იყო საქართველოს მიმართ, უპირველეს ყოვლისა იგულისხმება სააკაშვილი, რომლის მიმართ იყო უკამყოფილება, არ იწვევდნენ ოფიციალურ შეხვედრებზე, სრულ იზოლაციაში მოაქციეს, სწორედ ამ დროს სააკაშვილმა ურთიერთობა გააფართოვა ირანთან.

"მაშინ ამერიკის ელჩმა გამთქვა ასეთი აზრი – ჩემთვის გაუგებარია ეს ნაბიჯიო, აშკარად ეტყობოდა კრიტიკული დამოკიდებულება ამ ნაბიჯის მიმართ. ასე რომ, სიფრთხილე და კორექტულობაა საჭირო ამ საკითხების მიმართ, ეს უკვე უახლოესი ისტორიიდანაც ჩანს. 

ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეთანხმებული ექნება საკუთარი ნაბიჯები თავის უპირველს პარტნიორთან აშშ–თან, თუკი პროცესები კარგად აეწყო, გამორიცხული არ არის, რომ აშშ ინტერესშიც იყოს მოიძებნოს რაღაცა დერეფანი ირანთან ურთიერთობის კუთხით“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ნანახია - 1409

papa

2017-04-19 20:26:06

ოოოოოოო..............
რას იტ/ყვის და.........ძალიან გაგვიბრაზდება
ის მიშა იყო რომ ,,რაღაცეების ფასად,, უბედავდა მაგათ ცოტა-ცოტას,თორემ ამათ ვინ მისცათ მაგის ტ/რაკი
საიმათოდ ესენი მთლად ,,კარგად ვერ იქცევიან,, და იმიტომ--ხოოდა არ აპატიებენ.
ეს სიტ/ყვაზეა რომ გეუბნებიან დამოუკიდებელი ხაართო, თორემ რა დამოუკიდებლებიცა ვართ... ავსტრალიაშიც კი იციან.

თენგო

2017-04-19 21:39:22

რა არის აქ გაუგებარი-როგორც ოდითგანვე იყო ,აღმოსავლეთ საქართველო ირანს ,დასავლეთ
საქართველო კი თურქებს!!!! დადგება დრო და რუსებს ხვეწნას დავუწყებთ - გვიშველეთო!!!!!!!!

gio2000

2017-04-20 15:40:47

არა ნგონია ამ ქვეყანასთან დაახლოებამ სიკეთე მოუტანოს ჩვენს ქვეყანას.
ჩრდილოეთიდან- რუსეთი, სამხრეთიდან- ირანი (და თურქეთი).
გავუღებთ ამათ კარებს და იგივეს გააკეთებენ, რაც საუკუნეების განმავლობაში უკეთებიათ.
გადაგვივლიან თავზე და სულ ცოტა ხანში- აღარ ვიარსებებთ და ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს ბევრი ჩვენი "ბიზნესმენის" სიხარბე და სისულელე!!!
ფულს ბევრი ასე თუ ისედ,მაგრამ მაინც მოაზროვნე ადამიანიც გაუფუჭებია და რა უნდა ვთქვათ ჩვენს დამშეულ და ფულზე დახარბებულ ვითომ ბიზნესმენებზე, რომლებიც დიდისიხარულით მოირგებენ შადიმანობას და ამას ვითომ ქვეყნისათვის სასარგებლო ბიზნესის განვითარებით გაამართლებენ.
ამ დროს, ჩვენს ხელისუფლებას მართებს გონიერება და ქვეყნის ერთგულება, რომ არ დაუშვას ეს გაიძვერული
და სინამდვილეში ქვეყნის დამღუპველი ურთიერთობების მოდელი!!!
ირანი ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნადაა მიჩნეული და ჩვენ გვაქვს მიზეზი თავი შევიკავოთ მათთან
ისეთი "ჩახუტებისაგან" რომლისკენაც გვიბიძგებს რუსეთიც და რომელიც მხოლოდ სასიკვდილო ჩახუტება იქნება ჩვენთვის!!! იქნებ ჩვენმა, ფულზე დამშეულმა "ბიზნესმენებმა" შეიკავონ თავიანთი (უაზრობით ,ანდა სულაც გამიზნულად მოღალატური) სურვილები,რადგან ქვეყნის უბედურების გარდა,ეს "ურთიერთობები" საბოლოო პერსპექტივაში- მათაც უბედურებას მოუტანს!!!

papa

2017-04-20 19:03:45

23 ნოემბერი


მიშა რომ მაგათ ეხუტებოდა და მათთან უვიზო მიმოსვლა გახსნა, თანაც ლიჩნად ამერიკელების ჯინაზედ...ის კარგი იყო და შეიძლებოდააა?? თუ ის დაგავიწყდა??
მაშინ რატომ არ იჭრიდით ნაცები ვენებს??
თუ მიშასთვის შეიძლებოდა ირანთან დაძმაკაცება და ეგ საფრთხეები მაშინ არ არსებობდა?? თუ მიშა ბატონს ეპატიებოდა?/
კაროჩე უნდა ჩავეხუტოთ ირანელებს ..... ფერეიდანში ნათესავები მყავს, უნდა ვნახო ის ხალხი.... არ შეიძლებაა??
.ბიჯოსსს

რასაც თქვენ იტყვით... ზუსტად ის უნდა გაააკეთოს კაცმა,.... ოღონდ უკუღმა.

omexi

2017-04-21 13:08:03

რას იტყვის ჩვენი ბატონი აშშ. რომლიც ჩვენი " მეგობარია" და ტლიკინის მეტით არაფრით დაგვხმარებია როცა ტერიტორიებს გვახევდა რუსეთი. საერთოდ კი აშშ-ს მონობამ მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80