ევროპელები ამბობენ, ცხოვრების ძალიან მაღალმა დონემ დაგვღუპაო
საზოგადოება

ევროპელები ამბობენ, ცხოვრების ძალიან მაღალმა დონემ დაგვღუპაო

ევროპელები ამბობენ, ცხოვრების ძალიან მაღალმა დონემ დაგვღუპაო
მანანა ნოზაძე

2017-04-19 14:00:30

„ჩვენი ხუთი მილიონი ძმა, რომელიც ევროპაში დასახლდა, ევროპის მომავალს შექმნის“, -ეს მუქარის მორიგი კასკადია, რომელიც ერდოღანმა ევროპას მიუძღვნა.

მისივე თქმით, ევროპის მომავალი ევროპაში მცხოვრებ თურქებზეა დამოკიდებული, ევროპას კი მუსლიმანთა მიმართ შემწყნარებლობა არ გააჩნია. უფრო მეტიც, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპამ ნიღაბი მოიხსნა და აჩვენა, რომ ანტიისლამურადაა განწყობილი. 

თუ გავითვალისწინებთ ერდოღანის ამას წინანდელ მუქარას, რომ  „თურქეთი ევროპას პასუხს მოსთხოვს“, საინტერესოა, რისთვის ემზადება ერდოღანი და თუნდაც დემოგრაფიულად რა პრობლემას შეუქმნის ევროპელებს იქ დასახლებული „ხუთი მილიონი ძმა“?

დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებულ და დანგრეულ  გერმანიას დასავლეთი ფინანსურად დაეხმარა, მაგრამ მილიონობით ევროპელის დაღუპვას მუშახელის სიმცირე მოჰყვა. იმ პერიოდში თურქეთი ღარიბად ცხოვრობდა და მთელმა თურქმა მუშებმა გერმანიას მიაშურეს სამსახურის ძიებაში. სულ ახლახანს ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტში საინტერესო შეფასება დაიდო: როდესაც თურქების რიცხვმა გერმანიაში ერთ მილიონს მიაღწია, გერმანელებმა დიდი ზეიმით აღნიშნეს ეს ფაქტი; როცა ორი მილიონი გახდა, კიდევ იზეიმეს; მესამე მილიონზე გერმანელები უკვე ცოტათი შეწუხდნენ და არაფერი გამოუხატავთ, მაგრამ, როცა ოთხ მილიონამდე გაიზარდა თურქების რიცხვი, მაშინ გერმანელებმა თურქებს დარბევა მოუწყეს.

ანზორ თოთაძის თქმით, დღესაც დიდი საშიშროება ემუქრება ევროპას ლტოვილებისა და მიგრანტების სახით. განსაკუთრებით, ჩამორჩენილი ქვეყნებიდან წასულ იმიგრანტთა ნაკადს სულ სხვაგვარი ცხოვრების წესი და აღმსარებლობა მიჰყვება ევროპაში.  თურქების, აფრიკელების, აზიელების ინტეგრაცია რთულია ევროპაში, მით უმეტეს, როცა ისინი კომპაქტურად სახლდებიან დასავლეთის ქვეყნებში. მათი ჩასახლება უკვე იდეოლოგიურ და რელიგიურ ბრძოლაში გადაიზრდება და ამ ბრძოლაში ევროპელი ლობერალები სუსტები არიან. 

„სწორედ ამ ლიბერალობამ დაღუპა ევროპა. სტოკჰოლმში საღამოთი გარეთ გასვლაც უჭირთ. არის რაიონები, სადაც ვერც შედიან და ამ ადგილებს უკვე უკვე შარიათის პოლიცია დაარქვეს. ხშირია ევროპელი ქალების შეურაცხყოფის ფაქტები. მაგალითად, შვედეთის ერთ-ერთ ქალაქში ჟურნალისტს დაუწერია სტატია, ბოშები საშინელ სიბინძურეში ცხოვრობენ, ქუჩაში არიან, მათხოვრობენ და ყურადღებას არავინ აქცევს, ფულსაც არავინ აძლევსო. იქ მცხოვრებმა ევროპელმა 24 წლის ქალმა ეს სტატია  წაიკითხა, შეეცოდა ბოშები და სამი ბოშა „ჯენტლმენი“ წაიყვანა სახლში, სააბაზანოში დასაბანად შეუშვა, ვახშამიც მოუმზადა. მათ კი, იბანავეს, ივახშამეს და ეს ქალი გააუპატიურეს. 

იგივე მოხდა კელნში, გერმანიაში, ამ ფაქტებს ფარავდა პოლიცია, მაგრამ ვერ დაფარა. ევროპაში გაჩერებაც აღარ შეიძლება, ფაქტობრივად, ეს არის ემიგრაციული და იმიგრაციული სიკვდილი. ძველი მოსახლეობა ტოვებს ევროპას და სხვა ხალხი იკავებს მათ ადგილს. შობადობის დონე ჩასულებს მაღალი აქვთ, მაშინ, როცა ფრანგი ქალები ორჯერ ნაკლებ ბავშვს აჩენენ. გერმანელების გამრავლების დონეზც დაბალია. შესაბამისად, ევროპელებში ბუნებრივი მატება დაბალია, გარდაცვალების რიცხვი კი იზრდება“, - აცხადებს ანზორ თოთაძე და გასაკვირად არ მიიჩნევს ერდოღანის ნათქვამს - „ჩვენი ხუთი მილიონი ძმა, რომელიც ევროპაში დასახლდა, ევროპის მომავალს შექმნის“. მისივე თქმით, გაივლის ცოტა ხანი და რამდენიმე ათეულ წელიწადში შეიძლება უმცირესობაშიც აღმოჩნდნენ გერმანელები და ფრანგები. 

მით უმეტეს, რომ ევროპელები თვითონვე ამბობენ, ცხოვრების ძალიან მაღალმა დონემ დაგვღუპაო. ევროპელები აღარ მუშაობენ ეზოს დამგველებად, მრეცხავებად. ასეთ სამუშაოებზე იქ ჩასულ გაჭირვებულ მოსახლეობას უშვებენ. ისინიც დაბალ ხელფასზე მუშაობენ. ასე რომ, ევროპაში მცხოვრები თურქები არა მარტო ერთმანეთზე ქორწინდებიან, არამედ ადგილობრივი ევროპელებისგანაც აჩენენ ბავშვებს. სწორედ ამიტომ გახშირდა ევროპაში ეროვნებათშორისი ქორწინებები. თუმცა ძალიან ძნელია თურქების გაყრა. მართალია, ევროპელები შეამცირებენ იმიგრანტების რაოდენობას, მაგრამ იქ ჩასულთა გამრავლების დონე იმდენად მაღალია, რომ საბოლოოდ ეს ევროპის კულტურას შეცვლის. 

„უკვე იგრძნობა, რომ ეს აღარ არის ის ევროპა, რაც იყო ადრე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ევროპაში განათლების დონე უკან-უკან მიდის და კიდევ უფრო დაიკლებს“.  

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერდოღანი ასეთ განცხდებებს პირველად არ აკეთებს. „ხუთი მილიონი ძმის“ შესახებ განცხადებაც სწორედ რეფერენდუმის კონტექსტშია განსახილველი, რომლითაც თურქეთი უნდა გადავიდეს ავტორიტარული მართვის რეჟიმზე. ეს იქნება სუპერსაპრეზიდენტო მართვის სტილი და, ფაქტობრივად, ერდოღანი ხდება სულთანი. ეს არის ოტომანთა იმპერიის აღდგენის ტენდენცია, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არსებობდა. 

„იმის გამო, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა (გერმანიამ, დანიამ, ჰოლანდიამ) ერდოღანს არ მისცეს საშუალება, გამოეყენებინა თურქეთის 5 მილიონი მოქალაქის ხმა, რათა რეფერენდუმს აღმატებით და პომპეზურობით ჩაევლო, ერდოღანი ახლა მუქარას უთვლის მათ. არა მგონია, ერდოღანის მუქარა შესრულდეს, რადგან 5 მილიონ თურქს, რომელიც კარგადაა ინტეგრირებული ევროპაში, ურჩევნია, თავისუფალი, დემოკრატიული ტიპის ევროპულ სახელმწიფოებში ცხოვრება. მათ სულაც არ სურთ, აჰყვნენ თურქეთის უზურპატორ მმართველს, რომელმაც სასტიკი რეპრესიები ჩაატარა და რეფერენდუმის შემდეგ სიკვდილით დასჯის აღდგენას აპირებს. ამ 5 მილიონი თურქის არჩევანია, ისინი დარჩებიან დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოების რიგებში, თუ დაბრუნდებიან ავტორიტარული ტიპის მმართველობის სახელმწიფოში. ეს ათათურქის და სეკულარული მმართველობისგან უარის თქმაა. სეკულარიზმი მარტო რელიგიაზე სახელმწიფოს დომინანტობა არ არის, სეკულარობა ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება და დემოკრატიული, თავისუფალი პოლიტიკური სისტემის შექმნა. ამისთვის იბრძოდა ათათურქი. ამას შეალია ცხოვრების საუკეთესო წლები და მიაღწია, თურქეთი გამხდარიყო არა მარტო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ  ევროკავშირის ასოცირებული წევრი“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომლის აზრითაც, თუკი ცივი ომის პერიოდში თურქეთი დასავლეთის შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა, დღეს უკვე თურქეთის პროდასავლურობის ელფერი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. 

ნანახია - 1698

papa

2017-04-19 14:57:55

"თურქეთში რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს ოპოზიცია, რიც გამოც ქვეყანაში 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კი ამ რეფერენდუმზე საკუთარი იდეების გატანის შემდეგ, რაც საპრეზიდენტო მართვაზე გადასვლას გულისხმობს, მეორე რეფერენდუმსაც აანონსებს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენაზე. ბრიუსელიდან მილოცვები იგვიანებს, უფრო მეტიც, ევროპა ანკარას აფრთხილებს, არ დაუშვას ეს მეორე რეფერენდუმი. პლუს, ეუთო ასევე აცხადებს, რომ რეფერენდუმი "ევროპული სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ" ჩატარდა, რის საპასუხოდ ერდოღანი დასავლეთს უთვლის: "პირველ რიგში, იცოდეთ თქვენი ადგილი!" პირველ რიგში, იცოდეთ თქვენი ადგილი! ჩვენ ყურს არ ვუგდებთ პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომლებსაც თქვენ ამზადებთ," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა და აღნიშნა, რომ კვირას ჩატარებული რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ერდოღანი ევროპას: "იცოდეთ თქვენი ადგილი!"თურქეთის პრეზიდენტი უკვე სიკვდილით დასჯის შემოღებაზე რეფერენდუმსაც აანონსებს.



ეგეც თქვენი ევროპა .
ამ დებილებს ისიც კი ვერ გაუგიათ ვინ და რა მიზნით დააახვია ეგ ლტოლვილები ევროპას


სერაპინა
შენ მაინც აუხსენი მაგ განათლებულ გერმანელებს..რა ხდება, რატომ ხდება, რისთვის ხდება ეს ყველაფერი მაგათ თავს და ა.შ. ,
აუხსენი...აუხსენი ყველაფერი კარგად აუხსენი, არაფერი დაუმალო, არაფერი


ჰოოდა დედაც ვაცხონე და მამაც ამ ჩათლახი ერდოღანისა---იქნებ ამან მაინც მოიყვანოს ეგენი ჭკვაზე

მეგრელი

2017-04-19 16:47:47

შემდეგ სიკვდილით დასჯის აღდგენას აპირებს.
-----------------------------------------------
აშშ 31 შტატში სიკვდილით დასჯა არის კანონით ნებადართული. თან ხუთი სხვასასხვა ვარიაციებია.მათსორის გაზის კამერა.კიდევ ერთხელ გაზის კამერა 4 შტატში. (არიზონა , ვაიომინგი , კალიფორნია მისური). 1999 წელს ამ მეთოდით ვინმე უოლტერ ლაგრანდი გაისტუმრეს მარილზე. 1976 წლიდან სიკვდილით დასჯა გამოუტანეს 2934 ადამიანს . 1436 დაისაჯა. ყველაზე მეტი ტეხასში-537 პატიმარი.
ეს რატომ არ იწვევს აღშფოთებას? ის რაც აშშ არის ნორმალური სხვებისთვის რატომ არის არანორმალური? უბრალოდ ამიხსენით.

მეგრელი

2017-04-19 16:52:21

რაც შეეხება ევროპას. თემა უკვე არარის აქტუალური. ევროპა ჩემი აზრით განწირულია სასიკვდილოთ. კიდევ ვერ მიხვდით რა იყო ბრექსიტი? განწირულია ევროპა თუ ხელისუფლებასი არ მოვიდნენ პატრიოტული ძალები (ლე-პენის მსგავსი). ევროპის ბევრი ქვეყანა დაიშლება . იქნება კატაკლიზმები და უბედურება. თუ ვიმეორებ , ხელისფლებაში არ მოვიდნენ პატრიოტული ძალები.

natali

2017-04-19 16:58:25

ეს ევროპელი თურქები გლიჯავენ,:))))))) იქ დემოკრატიას, უფლებებს ითხოვენ და ძალიანაც მოსწონთ. თურქეთში კიდე ერდოღანს უჭერენ მხარს. ხოდა ამ ევროპელებმა უნდა გაუყარონ თავის თურქეთში ერდოღანს ეს მისი მხარდამჭერი თურქები და იცხოვრონ ერთი კაცის თურქეთში.
მაგრამ......შავი მუშები ხომ სჭირდებათ? აი ამაშია საქმე.

papa

2017-04-19 17:55:48

ტერეზა მეი - ევროკავშირში წევრობის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმი არ ჩატარდება

.... ეგ თემა საერთოდ აღარ ახსენოთ,.. მორჩა და გათავდაო

ვააააა ....
რა ძალიან გაუბრაზებიათ ეს ტერეზააა თუ ვანესა

კი მაგრამ ეს ჩვენები სადღა ეტენებიააან???

papa

2017-04-19 21:23:01

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპასთან და საქართველოსთან უფრო ახლოს მყოფმა თურქებმა ერდოღანს მხარი არ დაუჭირეს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან საუბარში „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

ბრაიზა გამოეხმაურა თურქეთის ისტორიულ რეფერენდუმს და საკონსტიტუციო ცვლილებებს.




ამას კიდევ ეკითხებიააან??

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80