ხუხაშვილი: დღეს პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა იგივეა, არასრულწლოვანი რომ გავათხოვოთ
დაიჯესტი

ხუხაშვილი: დღეს პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა იგივეა, არასრულწლოვანი რომ გავათხოვოთ

ხუხაშვილი: დღეს პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა იგივეა, არასრულწლოვანი რომ გავათხოვოთ
"რეზონანსი"

2017-04-19 13:19:56

"ძალიან უცნაური მოვლენა იყო, როდესაც ვენეციის კომისიას გაატანეს რაღაც ისე, რომ კომისიის წევრები საერთოდ საქმის კურსში არ იყვნენ. ნებისმიერი კომისიის წევრი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდა, თუნდაც იმით, რომ იმ დროისთვის არსებობდა რაღაც პროექტი, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ. ამან გააჩინა განცდა, რომ ხელისუფლებას მაგიდის ქვეშ უკვე გამზადებული ჰქონდა დოკუმენტი და კომისია სჭირდებოდა უბრალოდ ფასადისა და საქმიანი პროცესის ილუზიის შესაქმნელად", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხუხაშვილი - დღეს პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა იგივეა, არასრულწლოვანი რომ გავათხოვოთ.

"რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, აქ არის 2 მთავარი პრობლემა, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობა, სადაც მთავარი ე.წ. ნაშთების საკითხია, რაც ლოგიკურია, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია და მეორე, პრეზიდენტის არჩევნები, რაც პოლიტიკური ძალებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შუალედური არჩევნები. პრეზიდენტის პერსონასა და მის არჩევითობას რომ თავი გავანებოთ, ეს არცევნები ძალიან მნიშვნელოვანია პარტიებისთვის, რათა საკუთარი ძალები საპრალემნტო არჩევნებამდე რაღაც პერიოდიოთ ადრე მოსინჯონ, ალხა ვხედავთ, რომ კომისია ალბათ ვერანაირ ფორმალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და თუ მიიღებს, ეს იქნება ერთი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება, რაც ამ პროცესის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს გააჩენს. ხელისუფლებას აქვს ნებისმიერი ფორმალური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მაინც ჯიუტად გაიტანოს თავისი, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ასე იქცევა, ეს მისთვის კარგად არ მთავრდება. ამის ძალიან ბევრი ისტორიული მაგალითი გვაქვს. თუნდაც, მიშა სააკაშვილის სახით, რომელმაც ასევე მოსინჯა, საკუთარი გემოვნებით შეექმნა კონსტიტუცია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რითაც დაამთავრა, გვახსოვს ყველას", - აღნიშნავს რესპონდნეტი. 

"ვენეციის კომისია უყურებს სამართლებრივ საკითხებს. მან არ შეიძლება, გააკეთოს დასკვნა, საპარლამენტო რესპუბლიკა სჯობს თუ ნახევარდ საპარლამენტო. ეს არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური კონსესუსის შედეგად გადასაწყვეტი საკითხი. როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია, რომ პრეზიდნეტი პირდაპირი წესით აირჩეს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ირიბი წესით არჩევა ზოგადად ცუდია, უბრალოდ, ამ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც არათუ მულტიპარტიული დემოკრატია, არამედ საერთდ პარტიული სისტემები არ არის განვითარებული, პრეზიდენტის, თუნდაც სუსტი ბალანსის ინსტრუმენტის ამოგდება სახელმწიფო მმართველობის სისტემიდან , არის ძალიან სახიფათო. ჩვენ ოდესმე შეიძლება გადავიდეთ საპარლამენტო მმართველობაზე, მაგრამ ამის წინაპირობები ქვეყანაში ახლა არ არსებობს. დღეს პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა იგივეა, არასრულწლოვანი რომ გავათხოვოთ. . ეს ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული და შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი დემოკრატია არ არის სრულწლოვანებში გადასული და მისი გათხოვება ამ ეტაპზე, დანაშაულის ტოლფასია. ვენეციის კომისია არ არის ვალდებული, ჩვენი ქვყენის პროცესებში სშემოვიდეს და რეალური ვითარება გაანალიზოს. ის მხოლოდ სამართლებრივ მხარეს სწავლობს და მეტს არაფერს", - დასძენს გია ხუხაშვილი და კითხვას - "თუკი ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ცალმხრივად მოუწევს, რა შედეგების მომტანი იქნება მისთვის?", - პასუხობს:

"ხელის გადაგრეხით, სხვისი აზრის არგათვალისწინებით, ფეხების ბაკუნითა და გაჯიქებით ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს გვინახავს და არახალია ამ ქვეყანის ცხოვრებაში. საკაშვილმაც ასე გააკეთა. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, კონსტიტუცია მოირგო თავის თავზე. სად არის ახლა სააკაშვილი? ეს არის თუ არა რამის მააჩვენებელი ხელისუფლებისთვის?! შეიძლება, არც არაფრის, მაგრამ ისინი ნელნელა ადგებიან იმ გზას, რასაც სააკაშვილი დაადგა თავის დროზე. უნდათ, რომ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს დაუქვემდებარონ სახელმწიფო ინტერესებეი, ეს მათი პასუხისმგებლობის ზონაა, მათ მისი გაკეთების ფორმალური ინსტრუმენტები აქვთ, მაგრამ შედეგი, როგორც ამ ქვეყნის ისტორია აჩვენებს, მათთვის სასურველი არ იქნება."

ნანახია - 329

ფხიზელი

2017-04-19 22:53:51

უცნაურ რამეებს ლაპარაკობს ეს კაცი...
პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა იმიტომ ყოფილა კარგი, რომ პარტიებმა ჯერ მანდ მოსინჯონ ძალებიო (?).
უკაცრავად, მაგრამ რამდენი მილიონი უნდა დაუჯდეს ბიუჯეტს მაგათი "ძალების მოსინჯვა"?
და, პირდაპირ საპარლამენტო არჩევნებში რომ მოსინჯონ, რაო?
*
"როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია, რომ პრეზიდენეტი პირდაპირი წესით აირჩეს..."
ვინ მოგახსენათ, რომ ეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია? ეს იმ ორგანიზაციებმა ხომ არ თქვეს, 2012 წლის არჩევნების წინ რომ ამტკიცებდნენ, ინგა გრიგოლიას მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილსო?
მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა რომ იცოდეს, რა უქნეს ნაცებმა პრეზიდენტის უფლებებს - ვეტოს დადების გარდა, ფაქტიურად, არაფრის უფლება რომ არ დაუტოვეს, - იტყოდა, გააუქმეთ ეს მუქთამჭამელი ინსტიტუტიო... მაგრამ ვინ ჰკითხა რამე მოსახლეობას?
როდის აქეთ გახდა გია ხუხაშვილი ასეთი მიამიტი, "აირაის" კვლევები რომ მართლა ხალხში ჩატარებული ჰგონია და მის შედეგებს რომ არგუმენტად იყენებს?
ახლა ასე სჭირდება? :)


arichopra 2

2017-04-20 21:27:47

ნაძირალა.

Maverick

2017-04-21 08:08:15

ტიტე ნატუტარია, ყვარყვარე მარგოშა ოქროს სარაიას შეპირდა...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80