ვინ გახდება ევროპული სასამართლოს მოსამართლე?
პოლიტიკა

ვინ გახდება ევროპული სასამართლოს მოსამართლე?

ვინ გახდება ევროპული სასამართლოს მოსამართლე?
თამთა ქარჩავა

2017-04-19 09:30:00

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. სპეციალური სამთავრობო კომისია მათგან ხუთს შეარჩევს. კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 

საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. 

ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ მათგანს. პროცედურის დასასრულს, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე, ასევე უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. 

ხელახალ კონკურსში მონაწილეობას რამდენიმე თვის წინ ევროსაბჭოს მიერ დაწუნებული არცერთი კანდიდატი აღარ იღებს. ევროპულმა მხარემ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები თებერვალში ჩააგდო. 

კანდიდატებს შორის არიან – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თამარ ალანია და შოთა გეწაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი და ა.შ.

კომისიას ამჯერადაც იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კომისიის რამდენიმე წევრი სამოქალაქო სექტორიდან იქნება. ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეც.

მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ამჯერად ქართული მხარე ევროპისთვის მისაღები კანდიდატების შერჩევას შეძლებს. თუმცა, ამისათვის ამ ჯერზე რა გარანტიები არსებობს, არ აკონკრეტებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძედარწმუნებულია, რომ ამ ჯერზე მთავრობის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატისგან სტრასბურგი ერთ–ერთ მოსამართლეს აირჩევს. 

„ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად მოვახდენთ კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებას დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჯერზე დადგება ის შედეგი, რომ შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილი 3 კანდიდატისგან მოხდება ერთ-ერთის არჩევა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს“, – აცხადებს სოფო კილაძე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე: “სამწუხაროდ სტრასბურგმა გვითხრა, რომ არ გვყავს კვალიფიციური იურისტები. კანდიდატის შერჩევის პროცესი, წინა ჯერისგან განსხვავებით, აუცილებლად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის პროცესი იყოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი. არ იყოს ნიშნები დისკრიმინაციისა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. რაც მთავარია, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ანუ ჩვენ, შესაბამის პროფესიულ წრეებს, ხალხს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია იმ პროცესებზე, რომლებიც წარიმართება შერჩევის დროს დახურულ კარს მიღმა. 

პროცესმა, რომელიც ჩატარდა გაზაფხულზე, ევროსასამართლოში მოსამართლის გასაგზავნად, გამოავლინა, რომ პროცესი, ჯერ ერთი იყო ხარვეზიანი და ხარვეზიანობა ჩანდა იმით, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, სტრასბურგმა გვითხრა, რომ არ გვყავს ადეკვატური კვალიფიციური იურისტები, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს“.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი სამივე კანდიდატი იმიტომ დაიწუნა, რომ იუსტიციის მინისტრმა მათი შერჩევის კონკურსი გამჭვირვალედ არ ჩაატარა. მისი თქმით, ამის გამო საქართველოს იმიჯი შეილახა და იმედოვნებს, რომ ამჯერად კონკურსი კვალიფიციურად ჩატარდება.

„ქალბატონმა წულუკიანმა პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით დააკომპლექტა ევროსასამართლოსთვის წარსადგენი სია. ეს უნდა იყოს თავიდან აცილებული. ამჯერადაც არ უნდა ჭამოს სირცხვილი ჩვენმა ქვეყანამ და კონკურსი უნდა ჩაატარონ კვალიფიციურად“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომისიის წევრებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. ზაზა ხატიაშვილი თქმით, წარმოდგენილ სიაში კანდიდატებს შორის არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები და ღირსეული კანდიდატის არჩევა შესაძლებელია.

„კომისიის წევრებმა არ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ღირსეულ კანდიდატს არ უნდა დაუწერონ დაბალი შეფასება და უღირს კანდიდატს - მაღალი შეფასება. ძალიან ჭკვიან ადამიანებს აქვთ შეტანილი განცხადება. 

არ მინდა, წინასწარ დავასახელო ეს ადამიანები, მაგრამ დაახლოებით 10 კანდიდატია, რომლებსაც მე ვიცნობ და, რომლებსაც აქვთ

უმაღლესი კვალიფიკაცია. შეიძლება ამ სიიდან ძალიან ღირსეული კანდიდატის არჩევა, თუ წულუკიანი და კვირიკაშვილი არ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ნანახია - 874

cugo

2017-04-19 10:03:34

ოთარ კახიძე,შე კრიმინალო ნაძირალავ შენ როგორ ბედავ ხმის ამოღებას.შენ იყავი ყველა იმ უბედურების თანამონაწილე და ხელშემწყობი რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა.ხალხის ძარცვა და დაყაჩაღება იმ შენობაში ხდებოდა სადაც შენ იჯექი,შენი სამუშაო კაბინეტის გვერდით, ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში და ყველაფერს შენი თვალით ხედავდი,მაგრამ ხმას არ იღებდი.დღეს გამოდიხარ და ადამიანის უფლებებზე და ევროპულ ღირებულებებზე ელაპარაკები ხალხს.ვის სჭირდება შენისთანა კრიმინალების აზრის მოსმენა.ევროპული ფასეულობების შეურაცხყოფაა პარტიას ,რომელშიც შენისთანა ბანდიტებია გაერთიანებული ,,ევროპული,,ჰქვია.ქართველი ხალხის სირცხვილია შენ რომ ზიხარ პარლამენტში.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80