ბათუმის მოვლენების ოთხი ფაზა - „ეს იყო ქალაქის დაკავების ერთგვარი რეპეტიცია“
საზოგადოება

ბათუმის მოვლენების ოთხი ფაზა - „ეს იყო ქალაქის დაკავების ერთგვარი რეპეტიცია“

ბათუმის მოვლენების ოთხი ფაზა - „ეს იყო ქალაქის დაკავების ერთგვარი რეპეტიცია“
მანანა ნოზაძე

2017-03-20 11:30:29

„ნაცმოძრაობის“ რეპეტიცია ბათუმში და ზღვისპირა ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერის მიერ „ნაცმოძრაობისთვის“ დაკისრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის ხელწერას კვლავაც გაიმეორებს. მით უფრო, რომ ჯერაც დავიწყებული არ არის საბურავების თემა, ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ნადირაშვილის მიერ აზერბაიჯანის საზღვარზე დიდი რაოდენობის ფულის შემოტანის მცდელობა, ფარულ სამალავებში აღმოჩენილი იარაღები.

რას ემსახურებოდა სეპარატისტული განცხადებები „ბათუმი აჭარლებისაა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა თუ იკვეთებოდა რუსულ-თურქული ინტერესები აჭარაში, რომელიც ერდოღანის გულში გავლებული საზღვრების თანახმად, ოდესღაც ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა?!

ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

1921 წლის 13 ოქტომბერს დადებულ ყარსის ხელშკრულებას ვადა გასდის. მოგეხსენებათ, ხელშეკრულება საქართველოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან თურქეთის უსაფუძვლო მოთხოვნის შედეგად საქართველოს ჩამოშორდა ბათუმის ოლქის სამხრეთ სექტორი - ართვინი, არტაანი, ყარსის ოლქი და სხვა. სამაგიეროდ, თურქეთმა აჭარის ნაწილი, ქალაქი ბათუმით და ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა. ამასთან, ყარსის ხელშეკრულებაში შეტანილია განსაკუთრებული მუხლი, რომლითაც თურქეთი ვალდებულებას იღებს, თუკი აჭარის ავტონომიურ უფლებებს რამე დაემუქრება, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, მათ შორის, სამხედრო ჩარევის შესახებ. თურქეთს სურს, კვლავაც მის არეალში იყოს აჭარა. მისი ბიზნესინტერესები მძლავრია აჭარაში, მაგრამ ბიზნესინტერესების გარდა ხომ არ მოქმედებენ აჭარაში თურქული სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც?

- ყარსის ხელშეკრულება მაინცდამაინც სრულმასშტაბიანად არ მოქმედებს ბათუმის მოვლენებზე. ყარსის ხელშეკრულების ვადა რომ გავა, ამითაც არაფერი შეიცვლება. ყარსის ხელშეკრულებამ თავისი იურიდიული მისია ამოწურა. მაშინ საბჭოთა კავშირი დაიშალა მარტივ მამრავლებად და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ მოახდინა ყარსის ხელშეკრულების ერთგვარი რატიფიცირება.

გულისხმობთ 1992 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულჩარჩო-ხელშეკრულებას“, რომელსაც, ასევე, საქართველოსთვის წამგებიანად აფასებენ?

- დიახ, სწორედ ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე მოეწერა ხელი ახალ ხელშეკრულებას საქართველოსა და თურქეთს შორის. თურქეთის მხრიდან ეს იყო ერთგვარი წინაპირობა, რათა საქართველოსთვის გაეწოდებინა სტრატეგიული დახმარების ხელი. ამის შედეგად ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები. რაც შეეხება ყარსის ხელშეკრულებას, მან სამართლებრივად დიდი ხანია თავისი თავი ამოწურა. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის ურთიერთობა არ რეგულირდება. ეს უფრო მეტად ერთგვარი პოლიტიკური მითოლოგიის ელემენტია, თითქოს ყარსის ხელშეკრულების 100-წლიანი ვადა რომ გავა, ამას საშინელება მოჰყვება. არაფერიც არ მოჰყვება. ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირისა და ეროვნული კრების მიერ დამტკიცებულმა ოსმალეთის მაშინდელმა მთავრობამ (ანატოლიის მთავრობამ), რომელსაც ათათურქი ხელმძღვანელობდა, მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას. სწორედ მაშინ გადანაწილდა გავლენის სფეროები, ტერიტორიები.

მართალია, დღეს თურქეთის რესპუბლიკა ანატოლიის მთავრობის სამართალმემკვიდრეა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე გახდა 15-ივე საბჭოთა რესპუბლიკა, მაგრამ ის ხელშეკრულება უშუალოდ არ ეხება რუსეთის ფედერაციას, რამდენადაც საქართველოს. ამიტომ დღეს უნდა ვილაპარაკოთ, საქართველო და თურქეთი რამდენად მოახდენენ ამ ხელშეკრულების ავტომატურ ვერიფიკაციას (ჭეშმარიტების შესწავლას), იქნება თუ არა შევარდნაძის მიერ დადებული ხელშეკრულება ძალაში. როგორც 1921 წლის კონსტიტუციას დაეფუძნა ჩვენი მომდევნო კონსტიტუცია, როგორც ჩანს, ძველი და ახალი კონსტიტუციაც 1921 წლის სამართალმემკვიდრეობის წარმომსახველი იქნება. ამიტომ ამ ხელშეკრულების ძალაში დატოვება თუ არდატოვება უფრო ჩვენსა და თურქეთს შორის არსებული ხელშეკრულების პირობებით უნდა განისაზღვროს. ყარსის ხელშეკრულებას თავისი ისტორიული მნიშვნელობა, თავისი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. თავის დროზე მან წინაპირობა შეუქმნა იმ გეოპოლიტიკურ რაობას, მოცემულობას, თავსებადობას, რომელზეც ჩვენ ახალა ვდგავართ. ეს უფრო საქართველოსა-თურქეთს შორის ურთიერთობის სფეროს წარმოადგენს, ვიდრე სომხეთ-თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის სფეროს.

მოგეხსენებათ, მაშინდელი ყარსის ხელშეკრულება შეეხო, ასევე, სომხეთსაც. ოღონდ სომხეთმა ყარსის შეთანხმებას საერთოდ ანულირება გაუკეთა და არ ცნო ამ ხელშეკრულების ვალიდურობა, რამაც თურქეთ-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არგანვითარება, პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტა გამოიწვია. დღეს თურქეთსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ წაყენებული. შევადნაძის დროს კი მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა და ამ ძლიერი მხარდაჭერის შედეგად საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა, განავითარა თავისი პოტენციალი. თუმცა, ვიმეორებ, ახლა ეს საკითხი უკვე საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება, ვიდრე თურქეთსა და რუსეთს შორის ურტიერთობას. რა თქმა უნდა, თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობა გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე.

სხვათა შორის, ბათუმის მოვლენები მოხდა სწორედ თურქეთსა და რუსეთს შორის მანამდე შემდგარი საინტერესო დიალოგის შემდეგ. როდესაც ერდოღანი მოსკოვში, ჩავიდა, მან რამდენიმე შეთანხმება გააფორმა. მათ შორის, გაფორმდა შეთანხმება სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის სფეროში.

რუსულ-თურქული სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა ბათუმზეც აისახა?

- ბათუმის მოვლენებს ჰქონდა რამდენიმე ეტაპი. არ შეიძლება, ბათუმის მოვლენები განვიხილოთ ერთი მთლიანი კონტექსტის ფორმატში. ბათუმის მოვლენებს ჰქონდა ოთხი ეტაპის განვითარების ფორმა. ეს ექსკლუზივია და ჯერ არსად მითქვამს. ყველაფერი დაიწყო 11-12 მარტს პატრულთან ინციდენტით და საღამოს ექვსიდან 8 საათამდე პირველი ფაზა განვითარდა, ანუ ეს იყო ინციდენტის სპონტანური განვითარება. ამას მოჰყვა მეორე ფაზა, საღამოს 8-დან ღამის 12 საათამდე, როდესაც ამ ყველაფერმა სპონტანური კრიზისის, ანუ დაბალი დონის კრიზისის სახე მიიღო. ეს გამოვლინდა სპონტანური საპროტესტო ტიპის გამოსვლაში, რაც უკავშირდებოდა 6 მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნას და შეტაკებას საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის. პოლიციამ შეძლო მომიტინგეების დაშლა და კრიზისი ჩაცხრომისკენ წავიდა. თუმცა მესამე და მეოთხე ეტაპი ყველაზე საინტერესო იყო. მესამე ეტაპი გაგრძელდა ღამის 12-დან დილის 5 საათამდე პერიოდში.

ზუსტად მესამე ეტაპის დროს გამოჩნდნენნაცმოძრაობისწევრები: რეზო ხარაზი, ელგუჯა ბაგრატიონი, მირდატ ქამადაძე და სხვები...

- დიახ, მესამე ეტაპის დროს ბევრი კითხვა გაჩნდა. მესამე ეტაპზე უკვე მოქმედებდნენ ქუჩაში კარგად ორგანიზებული იატაკქვეშა ჯგუფები. სულ მცირე, სამი ექსტრემისტული დაჯგუფების ხელწერა შემიძლია წარმოვაჩინო. აქედან ჩანდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ გამოიყვანა თავისი გასამხედროებული ნაწილები. მართალია, მათი სეგმენტი საშუალოდ შედარებით მცირე იყო, მაგრამ ისინი ნამდვილად მოქმედებდნენ. ეს იყო „კმარას“ ტიპის გაერთიანება, რომელიც, როგორც ჩანს, იატაკქვეშეთის მიმართულებით მუშაობს და, უბრალოდ, „ნაცმოძრაობამ“ მათი ტესტირება და რეალური საქმის ფორმატში გამოყვანა გადაწყვიტა. იქვე ორი ექსტრემისტული დაჯგუფების ხელწერა ძალიან მენიშნა, რომელსაც შესაძლოა, არ ჰქონდეს ქართული წარმოშობის ელემენტები. მათ შეგნებულად არ დავასახელებ. მთლიანობაში, დაიწყო ორგანიზებული ჯგუფების გამოსვლა და მათი სინქრონიზებული ქმედებები, რათა ქალაქში ქაოტური ელემენტები შეეტანათ. საკმაოდ კარგად მოქმედებდნენ ბალაკლავიანი, ანუ ნიღბიანი ახალგაზრდები. ისინი მომზადებულნი იყვნენ, მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები, ქვები, გამოიყენეს ურბანისტული, ქალაქური ბრძოლებისთვის დამახასიათებელი ელემენტები. მიზანმიმართულად ხდებოდა სახელმწიფოებრივი, საპოლიციო ტიპის მანქანების დაზიანება. ფაქტობრივად, ეს იყო ქალაქის დაკავების ერთგვარი რეპეტიცია, ანუ როგორ უნდა მომხდარიყო ქალაქის პარალიზება. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა რამდენიმე ტესტი ჩაატარეს. პირველი, მათ აინტერესებდათ, ძალოვანების პასუხი როგორი იქნებოდა; მეორე, ეს იყო იატაკქვეშა ჯგუფების გამოყვანა და მათი ტესტირება, თუ როგორ იმოქმედებდნენ ისინი, როდესაც დადგებოდა იქს-საათის პირობები. მესამე, ეს იყო საზოგადოების რეაქციის მოსინჯვაც. 1-დან 5 საათამდე ქალაქის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია ამ ჯგუფების პირდაპირი თარეშის ქვეშ იყო. დილის 4-დან 5 საათამდე მათ ორგანიზებული უკან დახევა და იატაკქვეშეთის პირობებში გადასვლა დაიწყეს. უკვე 5-დან 7-მდე, ეს იყო მე-4 ფაზა, როდესაც პოლიციამ, როგორც ჩანს, მიიღო ბრძანება და დაიწყო ის ქმედითი ოპერაცია, რომელიც მათ უნდა დაეწყოთ ჯერ კიდევ მე-3 ფაზის დადგომისთანავე.

ასეთი ვერსიაცაა, რომ ძალოვანებმა იმიტომ დააგვიანეს, რომ ეს ადამიანები გაეშიფრათ და წარმოეჩინათ.

- სინამდვილეში, ეს იყო ძალოვანი სტრუქტურების სრული პარალიზება, სუპერ არაპროფესიონალიზმი საპოლიციო ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობის მხრიდან. იყო ინიციატივის გადასვლა იატაკქვეშეთში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების სასარგებლოდ, სრული პარალიზება შეიმჩნეოდა გადაწყვეტილებების მიღების დონეზე. უბრალოდ, არავინ აიღო პასუხისმგებლობა, რათა მოეხდინა რეაგირება. ყველას ეგონა, რომ პირველ-მეორე ფაზაში მომხდარი შეტაკების მერე ყველაფერი დასრულდებოდა და ჩაივლიდა ისე, როგორც მიჩვეულნი ვართ, ანუ არაფერი შეიცვლებოდა. არაქართული მოქმედების ხელწერის მქონე ძალებმაც კარგად დააფიქსირეს ქართული პოლიტიკური ხელისუფლების უუნარობა, დაბნეულობა და ინიციატივა ეგრევე აიღეს ხელში. თუმცა პოლიციის ტაქტიკურმა ჯგუფებმა, დაბალი რანგის ადამიანებმა თავისი ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს. მაგალითად, სპეცნაზმა მოახდინა სტრატეგიული ობიექტების დროული დაცვა, მომიტინგეთა გაფანტვა და ისინი არ გამოვიდნენ ქალაქში. საპოლიციო სპეცნაზის ფუნქცია არ არის გაშლილ ქალაქში ოპერაციის განხორციელება. გავიხსენოთ სააკაშვილის პერიოდი, რომელმაც მიზანმიმართულად მოახდინა შინაგანი ჯარების ლიკვიდაცია. ამან ახლა იჩინა თავი. რატომ ხდებოდა ყველაზე სასტიკი დარბევები სააკაშვილის დროს? რადგან ის იყენებდა საარმიო სპეცდანიშნულების რაზმებს დარბევისას. ეს შეიძლება შევადაროთ 9 აპრილის დარბევას, როცა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ამ ოპერაციის განხორციელება ამიერკავკასიის ოლქის სარდალს როდიონოვს დაავალა და როდიონოვმაც ჩართო საარმიო ნაწილები დარბევის ოპერაციაში. იმ პერიოდში შინაგანი ჯარების მონაწილეობა მეორეხარისხოვან დონეზე იყო გადასული. სწორედ ამან გამოიწვია სისხლიანი კოლიზია. საარმიო ნაწილებმა გამოიყენეს მათთვის ჩვეული, საბრძოლო ოპერაციისთვის დამახასიათებელი ტაქტიკური ელემენტები, მათ შორის, ქიმიური იარაღის ელემენტები, ნიჩბები, ცეცხლსასროლი იარაღი, ხიშტები, რის შედეგადაც დაიღუპა 30 მშვიდობიანი მოსახლე, ბევრი დასახიჩრდა და მოიწამლა. სააკაშვილმაც როდიონოვის მეთოდი გამოიყენა. ამას გარდა, კიდევ ერთი ნიუანსია, სააკაშვილი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მშვიდობიანი მომოტინგეების დარბევისთვის იყენებდა, მას სჭირდებოდა პოლიტიზირებული არმია, რომ ისე დაშლილიყო მიტინგი, არ მომხდარიყო მისი განმეორება. ის არმიას ითრევდა შიდა პოლიტიკურ თამაშებში, ეს არის მისი დანაშაული. დღეს აუცილებელია, გატარდეს შს სამინისტროს სრული რეფორმა, შემოღებულ იქნას გასამხედროებული ტიპის შენაერთები, ან ჟანდარმერია დავარქვათ ამას, ან შინაგანი ჯარები, რომლებიც არსებობენ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში ამ ფუნქციებს ასრულებენ სპეციალიზირებული შენაერთები.

რაკინაცმოძრაობისრეპეტიცია შედგა ბათუმში, კიდევ ელით მის განმეორებას?

- არა მარტო ნაცმოძრაობის, კიდევ სხვა ძალების ხელწერაც იგრძნობოდა. ნაცმოძრაობამ ეს ხელიდან არ გაუშვა და უკვე ჩანს, რომ ნაცმოძრაობას გააჩნია ახალგაზრდული გასამხედროებული ფრთა, რომელმაც, ალბათ, მომზადება გაიარა მეზობელ სახელმწიფოში. შემთხვევით არ მოხდა, რომ იქ გამოჩნდა ირაკლი ჩხვირკია, ყოფილი პოლიციელი და „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი, რომელიც ამ მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მან ვადაზე ადრე მოახდინა ლუსტრირება, ვიდრე ეს ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობას, ანუ მიშას ფრთას სურდა. ამიტომაც გაირიცხა სასწრაფო წესით „ნაცმოძრაობიდან“, რადგან ვადაზე ადრე მოახდინა ამ სტრუქტურის გაშიფვრა.

თუკი ბათუმის პლაზის მიმდებარედ გამოჩენილი ადამიანები გაიშიფრნენ, მაშინ ჩვენს სპეცსამსახურებს მათზე თვალთვალის დაწესება ხომ გაუადვილდებათ?

- აქ მარტო გაიშიფრა „ნაცმოძრაობის“ გასამხედროებული ფრთა, რომელიც სააკაშვილს ჰყავს სტრატეგიული რეზერვის სახით. თუმცა იქ სხვა ჯგუფები გაცილებით ძლიერად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ. მათი არსებობა უფრო სერიოზული რისკია, ვიდრე „ნაცმოძრაობის“. თუმცა გამორიცხული არ არის, „ნაცმოძრაობამ“ უკვე შემდგომში ამ სხვა დაჯგუფებასთან ერთად ჰარმონიზაცია მოახდინოს და მათთან ერთად მოაწყოს დესტაბილიზაცია.

თქვენ არ ასახელებთ არაქართული წარმომავლობის ჯგუფებს, მაგრამ რა ინტერესი აქვთ მათ საქართველოში? გეოპოლიტიკური ინტერესი?

- მათ აქვთ სერიოზული ინტერესი. დავარქვათ ამას თუნდაც გეოპოლიტიკური ინტერესი. 5 საათისთვის „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობამ რომ დაიწყო დაშლა, 7 საათამდე დარჩნენ შემთხვევითი ადამიანები. შესაბამისად, ბოლოს დააპატიმრეს 40 ადამიანი და 7 გაუშვეს. ის 40 ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ გაუგებრობაში. ანალოგიური ტესტი შეიძლება განხორციელდეს სხვა რეგიონებშიც და სხვაგანაც ვიხილოთ ანალოგიური პროცესები. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. შეიძლება უახლოეს ხანშიც კი ახდეს ჩემი სიტყვები. უსაფრთხოების კონტექსტიდან გეუბნებით ამას და ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. იმედია, ვცდები. ბათუმის მოვლენებმა აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობა“ მარგინალური ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად გადაიქცა, რაც მათ ბათუმის მოვლენების დროს წარმოაჩინეს. ეს ნიშნავს მათ მოკლევადიან პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობას. „ნაციონალები“ ისევე გაქრებიან ქართული პოლიტიკური დღის წესრიგიდან, როგორც თავის დროზე გაქრა „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინება“.

 

ნანახია - 2201

მეგრელი

2017-03-20 12:30:50

ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირისა და ეროვნული კრების მიერ დამტკიცებულმა ოსმალეთის მაშინდელმა მთავრობამ (ანატოლიის მთავრობამ), რომელსაც ათათურქი ხელმძღვანელობდა, მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას. სწორედ მაშინ გადანაწილდა გავლენის სფეროები, ტერიტორიები..... ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე გახდა 15-ივე საბჭოთა რესპუბლიკა, მაგრამ ის ხელშეკრულება უშუალოდ არ ეხება რუსეთის ფედერაციას,
----------------------------------------------------------------------------------

ყარსის ხელშეკრულებაы ხელი მოეწერა 1921 წ. ხოლო სსრკ შეიქმნა 1922 წლის 30 დეკემბერს. ამიტომ სსრკ სახელით ამ ხელშეკრულებაზე ხელი არავის მოუწერია.ასეთი სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობდა. რუსეთის საბჭოთა ფედერაციის სახელით ხელი არის მოწერილი. ეს ერთი . მეორე სსრკ სამართალმემკვიდრე საგარეო აქტივების და პასივების ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობის ნაწილში არის რუსეთი. მესამე. არსებობს ვენის კონვეცია სახელმწიფოების ხელმოწერილი ხელშეკრულებების სამართლამემკვიდრეობზ.რომელიც ძალაშია 1996 წლიდან http://web.archive.org/web/20060730181126/http://www.un.org/russian/law/ilc/succession_treaties.pdf
მეოთხე ყარსის ხელშეკრულებაში არაფერი წერია ვადებზე. 100 წლიანია თუ 1000 წლიანია იქ არსად არ წერია. მეხუთე.ამ ხელშეკრულების დენონსაცია (გაწყვეტა) საქართველოს მხრიდან როგორც ვიცი არ მომხდარა. ამაზე ინფორმაცია არ ყოფილა. ყარსის ხელშეკრულებას წინ უსწრებდა მოსკოვის ხელშეკრულება . ანუ ყარსის ხელშეკრულება არის მოსკოვის ხელშეკრულების იდენტური.http://www.hrono.info/dokum/192_dok/19210316ru_tur.html

მეგრელი

2017-03-20 13:24:22

. ოღონდ სომხეთმა ყარსის შეთანხმებას საერთოდ ანულირება გაუკეთა და არ ცნო ამ ხელშეკრულების ვალიდურობა, რამაც თურქეთ-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არგანვითარება, პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტა გამოიწვია. დღეს თურქეთსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ წაყენებული.
---------------------------------------------------------------------
არარატის მთა არის თურქეთის ტერიტორიაზე. სომხების გათვლა არის შემდეგში. ვინ იცის თუ თურქეთის დაემუქრა ტერიტორიული დაშლა სომხები არამხოლოდ არარატს დაიბრუნებენ არამედ ტრაპიზონზეც აცხადებენ პრეტენზიას. ეს ერთი .

მოგეხსენებათ, მაშინდელი ყარსის ხელშეკრულება შეეხო, ასევე, სომხეთსაც.
--------------------------------------------------------------------

ყარსის ხელშეკრულება შეეხო ამიერკავკასიის ფედერაციას სადაც შედიოდა საქართველოს. სომხეთის და აზერბაიჯანის სსრ. ხელშეკრულებაზეც ამ ქვეყნების წარმომადგენლები აწერენ ხელს რუსეთის წარმომდგენელთან ერთად.

მეგრელი

2017-03-20 13:31:04

ათათურქთან ამ ხელკშეკლრულების ხელმოწერას თავიის წინა პირობა აქვს. ათათურქი პირობა მისცა ლენინს , რომ თურქეთში მოხდებნა თურქეთის კომუნისტური პარტიის დაშვება ხელისუფლებაში შემდგომი თურქეთის სოვეტიზაციით. ეს შედიოდა როგორც ლენინის ისე ტროცკის გეგმებში. თურქეთმა ( წაგებული ბლოკის ქვეყანა) როგორც კი მიიღო ხელშეკრულება კომუნისტები ხეზე ჩამოკიდა .

ამაპოლა

2017-03-20 13:40:59

როდიონოვს დანაშაულს ნუ დავუმძიმებთ, და 21 დაღუპულის ნაცვლად 30–ს ნუ მივაწერთ.

"სპეცნაზი" რუსული სიტყვაა და ქართულ ტექსტში არ უნდა ვიხმაროთ.

arichopra 2

2017-03-20 15:37:04

მეგრელი, რუსეთის მორიგი (მოსალოდნელი, შესაძლო) სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ჩვენმა სამშობლომ თავი როგორ უნდა დაიცვას?!

DDDzia

2017-03-20 16:36:40

arichopra 2

-Надо расслабиться и получить удовольствие.

მეგრელი

2017-03-20 16:46:39

arichopra 2
------------

მესინგი არავარ . ხრუშოვს მისცა რჩევა კარიბის კრიზისის დროს და გადარჩა მსოფლიო.კიდევ კარგი დაუჯერა ნიკიტამ. ეს ერთი.

ასე არ ისმევა საკითხი. მოსალოდნელი ამ ქვეყნად ყველაფერია. მაგრამ ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთების მეორე

მეგრელი

2017-03-20 16:47:35

ქვეყანაში შეჭრის რამოდენიმე წინა პირობა და გარემოება არსებობს.

მეგრელი

2017-03-20 17:01:27

დღევანდელ სიტუაციაში ასეთ გარემოებებს ვერ ვხედავ.2008 ეს მოხდა . გარემოება შეიქმნა ისეთი სხვადასხვა ადგილას და სააკაშვილმა ეს გააკეთა ვისი მითითებით ეს დღეს უცნობია.

ვინმე გასულ საუკუნეში სსრკ-ში წარმოიდგენდა საშინელ სიზმარში რომ კარლ მარქსი როტშილდებმა დააფინსეს ბოლშევიზმის ბიბლია ,, კაპიტალი" რომ დაეწერა?ლენინზე იყო საუბრები . ტროცკი არ მალავდა , მაგრმამ ვინ იფიქრებდა რომ გერცენს მარქსის და პირველი ინტერნაციონალის დამფინანსებელი როტშილდები რომ იყო ?

მეგრელი

2017-03-20 17:08:23

ადმ. დაახლოებით ამ თემას ეხება. ჰოლანდიის არჩევნები. ძალიან საინტერესო რამ მოხდა ამ რჩევნებში. ძალიან საინტერესო. ნუთუ ეს არარის საინტერესო? შესაძლოა ჰოლანდიაში მოხდა ის რაც ევროპის ბედს გადაწყვეტს მომავალში. ექსპერტებზე არარის საუბარი.

ცუგო

2017-03-20 20:39:11

მეგრელი, განავრცე ეგ თემა, მართლაც საინტერესოა.

ghgh5

2017-03-20 21:24:28

მეგრელი.
მარემ მოგატყუა, კიპლინგი ამერიკელია. ის მურმანა კიდევ ვერაფრით თარგმნიდა იმ ლექსს,რადგან ის აბესალომის მსახური იყო და სხვა საუკუნეში ცხოვრობდა!

მეგრელი

2017-03-20 21:26:44

რას ამბობ ცუგო. ეფექტი დაიკარგება. ,, დემოკრატია დისკუსიას ითვალისწინებს მაგრამ ის მაშინაა ეფექტური როცა შეგიძლია სხვები გააჩუმო"-კლემენტ ეტლი. გაერთიანებული სამეფოს 62 პრემიერ მინისტრი.

მეგრელი

2017-03-20 21:45:38

ghgh5
-----------
კიპლინგი მასონი იყო რამოდენიმე ლოჟის . მას ეროვნება საერთოდ არ ჰქონდა.

http://freemasonry.bcy.ca/texts/rudyardkipling.html

ცნობილი მასონის ლექსებს თარგნიდა ლებანიძე ბუნებრივია მას ეყვარებოდა შევარდნაძე ეძულებოდა ეროვნული მოძრაობა როგორც მარე ამბობს. თუ არ იტყუება.

ghgh5

2017-03-20 21:58:28

ეხ,იუმორის გრძნობაც კი დაკარგული გვაქვს!
მეც მაგარი იდიოტი ვარ,რადგან ერთხელ ვთქი აქ კომენტარს აღარ დავწერ მეთქი,მაგრამ ხანდახან თავს ვერ ვიკავებ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

imereli

2017-03-21 09:34:42

მაისაია ექსპერტად ვერ ჩაითვლება.მეგრელმა კარგად დაამტკიცა მაისაიას "ექსპერტობა".დავუმატებ მხოლოდ იმას, რომ ნაცმოძრაობის შეფასებაში ვერ იქნება ობიექტური გასაგები მიზეზების გამო. რაც შეეხება ბათუმის მოვლენებს, დაწყება იყო სტიქიური, მაგრამ დაახლოებით 8 საათისათვის ის გახდა აშკარად ორგანიზებული. საკითხავი მხოლოდ ის არის, ვინ დაიწყო აქციის მართვა.რატომღაც ეჭვი მეპარება იმაში, რომ ორგანიზატორი ნაცები იყვნენ. მათ სცადეს სიტუაციის გამოყენება, მაგრამ რეალურად სხვა ძალა მართავდა აქციას. რა ძალა მართავდა ამის გათვლა არც ისე მარტივია იმ მონაცემებით, რაც მე გამაჩნია. ვფიქრობ იყო უცხო ძალა და ადგილობრივ კლანების ინტერესებიც გამოხატვაც.საჭიროა ძირფესვიანი გამოძიება, მაგრამ ეს ხელისუფლება შეძლებს? პროფესიონალიზმი და "ქართული ოცნება" ერთმანეთთან მწყრალად არიან!

arichopra 2

2017-03-21 21:26:44

მესინგი არა მაგრამ კაშპიროვსკი მაინც არ ხარ?!
ამისთანა განსწავლულ კაცს საკუთარი მოსაზრება არ გაგაჩნია?! ახლა მასწავლე როგორ "ისმევა" საკითხი?! მე არ მიკითხავს რუსეთი თავს რომ დაგვესხას ამისათვის რა წინა პირიობებია საჭირო?! მაინტერესებდა თქვენი როგორც პოლიტიკოსის აზრი საქართველოს სამხედრო რუსეთისაგან თავდაცვის კონცეფციის შესახებ?! არც გამკვირვებია თქვენი პასუხი. ეს დაახლოებით იმას გავს მე რომ გკითხოთ, ოხრახუში სასარგებლო მწვანილია? და თქვენ რომ მიპასუხოთ, ოხრახუში, ქინძი, ნიახური ყველა შეიცავს ქლოროფილს!

papa

2017-03-21 21:59:30

ჩოპრა
კაკრას მაგ კაცმა გათქმევინა შენ.... მროველი აფერისტია და პლუტარქე კიდევ პროჭოი?? გახსოოვს?(თუ უკუღმა?? არ მახსოვს)
ჰოოდა.... რაღას უტ/რაკებ ამ კაცს საქმეს... დაანებე თავი

arichopra 2

2017-03-21 22:08:13

პაპას გაუმარჯოს! როგორ ხარ თუ იცი?! მინდა კარგად იყო! არ მახსოვს, მაშინაც მეგრელი ერქვა?

papa

2017-03-22 08:45:00

ჩოპრა ......გაგიმარჯოს
ეგ იყო.. ეგ, ოღონდ მაშინ ოდაბადე ერქვა.
ისე კი,..ხან დროს უხეირო ჩაციკვლები რომ არ იცოდეს კაი იქნებოდა..
...და საერთო საქმესაც წაადგებოდა.

...იმედია შენც კარგადა ხარ! საგაზაფხულო სამუშაოები დაგეწყებოდა უკვე...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80