ავსტრიაში საქართველოს კონსულის შვილი სასტიკ დანაშაულშია ეჭვმიტანილი
რეტრომედია

ავსტრიაში საქართველოს კონსულის შვილი სასტიკ დანაშაულშია ეჭვმიტანილი

ავსტრიაში საქართველოს კონსულის შვილი სასტიკ დანაშაულშია ეჭვმიტანილი
„კვირის პალიტრა“, 25 ოქტომბერი, 2010 წელი

2017-03-20 09:44:29

ის, რაც 3 ოქტომბერს ვენაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლის ოჯახის წევრს შეემთხვა, რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელს რომ დამართნოდა, უზარმაზარი სკანდალი ატყდებოდა, მაგრამ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენის ცენტრში მდებარე დისკოთეკა "ემპაირი" საკმაოდ პოპულარულია. ეს დაწესებულება ვენის პირველ რაიონში, ღატგასსე-ზეა წამოჭიმული და ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, სწორედ იქ მოხდა.

ინციდენტი, რომლის შედეგადაც სამი მოზარდი დაიჭრა (მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება), ადგილობრივმა პრესამაც გააშუქა, მაგრამ ნახსენები არ იყო, ვინ ჩაიდინა დანაშაული.

თუმცა ავსტრიაში მცხოვრები, გაზეთ "ყველა სიახლის" მკითხველები დაგვიკავშირდნენ და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მოგვითხრეს. როდესაც ავსტრიის ფედერალური პოლიციის პრესის განყოფილებას ვესტუმრეთ, იქ, თავდაპირველად, ჩვენს თხოვნაზე ისეთივე პრესრელიზით გვიპასუხეს, რომელიც პრესაში დაიბეჭდა და, რა თქმა უნდა, იქაც არსად იყო ნახსენები, რომ სამ დამნაშავეს შორის ორი ქართველი იყო.

ვენაში, სამწუხაროდ, ქართველთა დანაშაული არ უკვირთ, მაგრამ საქმე, რომელიც ავსტრია-უნგრეთში საქართველოს კონსულ თამარ კიკვიძის შვილს ეხება, ალბათ, ქართველი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. სანდო წყაროსგან ისიც შევიტყვეთ, რომ ქალბატონი თამარ კიკვიძე  ამ ინციდენტის შემდეგ საქართველოში გაიწვიეს, მანამდე კი  მან ვაჟიშვილი სანდრო ავსტრიიდან სასწრაფოდ გაამგზავრა. კონსულმა, სავარაუდოდ, დიპლომატის იმუნიტეტი გამოიყენა და ვაჟიშვილი ავსტრიელ სამართალდამცველებთან ურთიერთობას აარიდა.

გვესაუბრება ავსტრიის ფედერალური პოლიციის პრესის განყოფილების თანამშრომელი, ქალბატონი კამელია ანსარი:

- 3 ოქტომბერს, ღამით, კლუბ "ემპაირის" საცეკვაო მოედანზე ახალგაზრდებს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც, საბოლოოდ, ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად დაიჭრა სამი ახალგაზრდა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდნენ კლუბში. ჩხუბის შემდეგ ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებაში დარეკეს, (დაახლოებით 01:20 სთ-ზე), შემდეგ - პოლიციაში. ორი დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლუბის წინ დახვდა.

ისინი 16 და 17 წლისანი არიან. ორივე უჩიოდა წვას ფეხისა და მუცლის არეში. ექიმებმა შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ ორივე მათგანი დაჭრილი იყო. ცოტა ხნის შემდეგ უკვე მესამემ, 19 წლის ახალგაზრდამ ითხოვა სასწრაფო დახმარება და მისი სხეულიც ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით იყო დაზიანებული - ჭრილობა ჭიპთან ჰქონდა. 17 და 19 წლის ახალგაზრდებს გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება 16 წლის მოსწავლეს, მას დანით ხუთი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია, შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში.

გამოძიების შედეგად დაკავებულია 3 ეჭვმიტანილი: სანდრო ს. (18 წლის).

ნიკა მ. (19 წლის) და ფილიპ რ. (17 წლის). ეს უკანასკნელი ავსტრიელია. მათგან ორი ამჟამად იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, მესამე კი დროებით გათავისუფლებულია.

როგორც შევიტყვეთერთ-ერთი ეჭვმიტანილირომელიც გაათავისუფლეთავსტრიაში საქართველოს კონსულის ვაჟია...

- ეჭვმიტანილი სამივეა, მაგრამ კონკრეტულად ვინ რა დანაშაული ჩაიდინა და ვინ რა ჭრილობა მიაყენა დაზარალებულებს, გამოძიება ადგენს. მეტს ვერაფერს გეტყვით.

რა სასჯელს ითვალისწინებს ავსტრიის კანონმდებლობა მათ წინააღმდეგ?

- ამაზე პროკურატურა  და სასამართლო იმსჯელებს.

შევიტყვეთრომ ქართველმა დიპლომატმა და მისმა ვაჟმა ავსტრია დატოვეს და სამშობლოში გაემგზავრნენ...

- მათ გაეგზავნებათ უწყება საცხოვრებლის მისამართზე, ანუ ვენაში, სადაც ამჟამად არიან დარეგისტრირებულნი. სისხლის სამართლის საქმე სამივე ეჭვმიტანილის წინააღმდეგ არის აღძრული, ანუ იმას, ვინც ამჟამად თავისუფალია, პასუხისმგებლობა არ მოხსნია.

 

 

 

 

 

ნანახია - 642

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80