სათამაშოები როგორც ნელი მოქმედების ბომბი
ეკონომიკა

სათამაშოები როგორც ნელი მოქმედების ბომბი

სათამაშოები როგორც ნელი მოქმედების ბომბი
ბექა დანელია

2017-03-18 18:30:45

საქართველოში ჯამრთელობისთვის მავნე სათამაშოები იყიდება. ეს ყველაფერი კვლევით დადასტურდა. მთავრობა ჯერჯერობით დუმს, ბავშვები და მოზარდები საფრთხის წინაშე დგანან. საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო და მთავრობას მიმართა, ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოება გააკონტროლოს და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობა უზრუნველყოს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრმა“ თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ცხრა მათგანში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან, მხოლოდ 2019 წლისათვის არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე შესრულდეს. ომბუდსმენმა მიმართა საქართველოს მთავრობას დროული რეაგირება მოახდინოს ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

საქართვლეოში ყველამ იცის, რომ ბავშვთა სათამაშოები არ მოწმდება. თუკი სადმე დარღვევა აღმოჩნდა, მასზე რეაგირება ნულის ტოლია. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ჩიტაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებაზე არანაირი კონტროლი არ ხორციელდება:

„სახელმწიფო შეზღუდულია კანონმდებლობით. იმისათვის, რომ ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და კონკრეტულ პროდუქტს ჩაუტარდეს ანალიზი, ამას ზურგს უნდა უმაგრებდეს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ კეთდება ეს ანალიზი. მსგავსი კვლევა ევროპულ ლაბორატორიებში საკმაოდ ძვირადღირებულია. ახლა იქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ ეფექტურად ამ მექანიზმების გამოყენება, რათა ბაზარზე მოხვდეს უსაფრთხო პროდუქტი. ამ ეტაპისთვის, სათამაშოებზე სახელმწიფოს არანაირი გამოკვლევა არ განუხორციელებია“, - აცხადებს ჩიტიძე.

2016 წლის შემოდგომაზე „მომხმარებელი.გე“-მ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში 10 სხვადასხვა ტიპის თოჯინა შეიძინა და გერმანიაში, სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გააგზავნა, რომელსაც უსაფრთხოების რამდენიმე ქიმიური მახასიათებლის შემოწმება დაევალა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შემოწმებული სათამაშოებიდან ცხრაში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„ქვეყანაში სათამაშოებთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს. არსებობს ზოგადად პროდუქციის კოდექსი, რომლითაც საფრთხის შემცველი პროდუქცია ბაზარზე არ უნდა განთავსდეს, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ მეწარმე ქვეყანაში მოქმედ ნორმებს უნდა დაემორჩილოს. შესაბამისად, თუ ქვეყანაში ნორმა დადგენილი არ არის, ეს ნივთიერება საფრთხის შემცველადაც არ ითვლება“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ლია თოდუა.

DEPH ე.წ. პლასტიფიკატორია, რომელსაც ელასტიურობისთვის იყენებენ. ის ტოქსიკურია და იწვევს ენდოკრინულ, კარდიოლოგიურ დაავადებებს, აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას, თირკმელებს, ღვიძლს. ასეთი სათამაშოები ევროპაში უკვე დიდი ხანია აღარ იყიდება. როგორც ტოსიკოლოგები ამბობენ, ეს სათამაშოები შენელებული მოქმედების ბომბია.

ნანახია - 988

serapina

2017-03-18 19:25:00

კარგით ბატონო, ავტომანქანებს ვერ ვაკეთებთ და ვერც სამუშაო იარაღებს(მათ შორის ღარიბი გლეხისთვის აუცილებელსაც), ბავშვი სათამაშოები რომ დამზადდეს საქართველოში ეს მაინც არ შეიძლება?
ჭრა-კერვა ჯერ კიდევ იციან(რბილი სათამაშოებისათვის) და ხის დამუშავებაც(ჩუქურთმა ალბათ დაგვავიწყეს,ისე როგორც ბევრი ჩვენი საამაყო ხელსაქმე).

ერთი იმაზე ვბრაზდები ამ საკონდიტ/რო ნაგავს რომ ვუსაღებთ მეზობლებს(და რას ვაჭმევთ ბავშვებს არ ვიცით) და მეორე უცხოეთიდან შემოტანილ სათამაშოებზე...ზღაპრის გმირებიც ჩვენი იქნება და შემოსავალიც ქართულ ოჯახებში შეევა.
ერთის მხრივ,ქუთაისში
იმან გამაბრაზა,ეს ქართველი ბავშვები რომ მაკდონალდს-ში დაჰყავს მშობლებს. მეორეს მხრივ, გააკეთოს ვინმემ ქართული სადღესასწაულო სახლი ბავშვებისათვის,აკრძალა ვინმემ?!
არაა პ/როტესტი და ქუჩაში გავარდნა ყოველთვის სწორი ს/ტ/რატეგია.

Thoma

2017-03-18 21:29:30

სერაფინა
როგორც ვიცი მასმედიიდან, (ჩემი ბავშვები დიდები არიან), არსებობს ასეთი სადღესასწაულო სახლები... თანაც არაერთი... ოღონდ მათ ბავშვთა გასართობი ცენტრები ჰქვიათ... და ვინც პირველმა გახსნა თბილისში ასეთი ცენტრი, ის ერთადერთი ქართველი მილონერი მსახიობი ყოფილა - ლევან ჯიბღაშვილი.

Thoma

2017-03-18 21:32:35

მანდ უხდიან ბავშვებს დაბადების დღეებს ჩემი ნაცნობები...

serapina

2017-03-18 21:48:09

რა ვიცი. ქუთაისში ბავშვის დაბადების დღეზეც მოიყვანეს ზღაპრის გმირები... და ერთი გმირის არ იყო ქართული ზღაპრიდან(დისნეის გმირები იყვნენ მხოლოდ).

კარგია თუ თბილისში და ქუთაისშიც(შეიძლება იყოს და მე არ ვიცოდე)იქნება მსგავსი გასართობი ადგილები,სადაც ბავშვები გართობასთან ერთად რაღაცას ისწავლიან,ქართულ ზღაპრის გმირებზე მითუფრო.

უბრალოდ, ხანდახან ს/ტ/რატეგიებში ვერ გვაქვს კარგად საქმე. არ არის საჭირო კედელს პირდაპირ დავეტაკოთ... ცოტა მოხერხებულადაც შეიძლება მეორე მხარეს გასვლა(ძაღ/ლების გაუღვიძებლად).

Thoma

2017-03-19 14:29:26

სერაფინა
პერსონაჟებზე ვერაფერს მოგახსენებთ: ნამდვილად არ ვიცი, ქართული ზღაპრების გმირები ჰყავთ თუ არა:)
მაგრამ თქვენი საყვედური სამართლიანია - რატომ არ უნდა იყიდებოდეს ქართული თოჯინები, მხატვრები არა გვყავს ნიჭიერი , ხალხი არა გვყავს სამაგისოდ მოცლილი თუ მასალის დეფიციტს განვიცდით?
ისე, ინდივიდები ვიცი, მსახიობები, უმუშევრობის დროს ვაკეთებდით თოჯინებს და კარგად იყიდებოდა უცხოელევზეო, ყვებოდნენ ინტერვიუებში...
მაგრამ მასობრივ წარმოებას ხომ საწარმო სჭირდება... ამას - ორგანიზატორი, ენთუზიასტი, კავშირები ხელისუფლებაში, კრედიტი ბანკიდან, დაბრუნების უზრუნველყოფა...
რთულია. ამდენ ხლაფორთს მაგ საქმის ფანატიკოსის ენთუზიაზმი სჭირდება!..
მაგრამ საბოლოო მიზანი თუ ამ საქმით ფულის შოვნაა, არსებობს ფულის საშოვნელი ბევრად მარტივი გზა - იმპორტი: იყიდე თურქეთში ან ჩინეთში, შემოიტანე, გაყიდე, ჩაიდევი ფული!
რატომ უნდა იწვალო?
(ეკოლოგია ადარდე ახლა! ამაზე ბავშვის პატრონმა იდარდოს, თუ უნდა!)

მ ა რ ე

2017-03-19 16:27:16

:)
მეგობრებო, ერთი რამეც იქონიეთ მხედველობაში: თუ თქვენი ქართული, ორიგინალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული, ლამაზი თოჯინები გამოჩნდება ბაზარზე, იმპორტიორებს დაერხევათ და პირველი, რითაც ისინი დაინტერესდებიან, იქნება იმ მასალების ცეცხლგამძლეობა, რისგანაც ქართული თოჯინები მზადდება.
აქედან კი ერთი ნაბიჯია რომელიმე მუშის გულმავიწყობამდე, რომელსაც შეიძლება ღამე უთო დარჩეს ჩართული.
კონკურენტი საწარმოები და ბაზრობები ხომ განსაკუთრებით კარგად იწვის.
...თორემ იდეა, გეთანხმებით, ძალიან კარგია და სერაფინას ხელიდან ასატაცებელი!

serapina

2017-03-19 16:42:53

Thoma,
მასობრივი წარმოების ფინანსური მხარე გასაგებია(რისკები და კონტაქტებიც...).
საქმე იმაშია რომ ბევრი რამ რეგრესისკენ მიდის. უმთავრესს ვკარგავთ:-ცოდნას... რაც თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. კიდევ რამდენიმე თაობა და აღარაფერი გვეცოდინება.
სხვათა შორის ამ პ/როცესის მიმართ გერმანელების დამოკიდებულებაა საინტერესო. სკოლების უმრავლესობა ბავშვებს ხელსაქმეს ასწავლის. მაგალითად, თიხისაგან ნივთების დამზადება და ა.შ.

სკოლები მაინც რომ ფიქრობდნენ ამ საკითხზე საქართველოში და ჯერ კიდევ შემორჩენილ პ/როფესიონალებს მაინც ეძებდეს ვინმე... იქნებ რაღაც შედეგი იყოს.
იქნებ, სწორედ სკოლებში უნდა ჩაინერგოს ეს ენთუზიაზმი და საკუთარის შექმნის სურვილი... სიმაყე, აქედან წამოსული და ა.შ.

სამწუხაროა რომ მახინჯ უნარჩვევებს ჩვენში ასე წარმატებით ვიტაცებთ და ვამკვიდრებთ.მექანიზმები ვფიქრობ არსებობს,უბრალოდ იოლი გზების არჩევას რომ გადავეჩვიოთ და საკუთარის დაფასება ვისწავლოთ, ეს მნიშვნელოვანია ძალიან.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80