„ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებით დასრულდება“
საზოგადოება

„ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებით დასრულდება“

 „ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებით დასრულდება“
თამთა ქარჩავა

2017-03-18 14:00:18

საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიებმა „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია“ დაამტკიცეს. საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა, სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა. 

საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

თავის მხრივ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკეთა განცხადება, რომ ნატო-მ საქართველოს უკვე უნდა შესთავაზოს წევრობის სამოქმედო გეგმა - MAP. 

„ჩვენ ვაღიარებთ ყველა იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ნატო-ს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ახორციელებს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მისიას ავღანეთში, თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აქ და გვინდა, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს და ნატო უფრო მეტად დაუახლოვდეს საქართველოს ბევრად დაჩქარებულად, ვიდრე ახლა ეს ხდება“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლიც თვლის, რომ დროა, ნატო-მ საქართველოს შესთავაზოს წევრობის სამოქმედო გეგმა - MAP. მიუხედავადა იმისა, რომ ალიანსი აღიარებს საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს საერთაშორისო მისებში, პოლიტიკური კონსენსუსი მიღწეული არ არის. 

„საქართველოს ანალიტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ ნატოში გადაწყვეტილება კონსესნუსით მიიღება, შესაბამისად, საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება და უნდა იყოს აქტიური საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ამ ეტაზე არ ახორციელებს.

„ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან არგაღიზიანების პოლტიკაზე არის მიმართული, ამ შუალედურ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ თუ არ წამოვწიეთ ჩვენი თემები, სხვა ვერ დაგვეხმარება. ამასთანავე, არ არის შიდა კოორდინაცია ამ თემებზე, სტრატეგიული კომუნიკაცია არ არის სკეპტიკურ ქვეყნებთან სათანადო და ინტენსიური მუშაობა. არ არის გამოყოფილი ამისთვის დაფინანსება. ახლა იქმნება სტრატეგიული კომუნიკაცია რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც რალურად მიუდგა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გეგმებს და არ იყო ლაპარაკი არაფრისმთქმელი ფრაზებით. 

„დაფიქსირება MAP-ის მინიჭებაზე, ეს არის საკმაოდ კარგი და სერიოზული მესიჯი. როგორც ჩანს, ალიანსში დაიწყეს სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესმა რეალურად წინ წაიწიოს. არ გამოვრიცხავ, რომ ალიანსში მწიფდება დრო საქართველოს მიენიჭოს MAP. მომწიფდა არა საქართველო-ნატოს ორმხრივი ურთიერთობების ფორმატის გამო, არამედ იმიტომ, რომ მიმდინარეობს ახალი ცივი ომი. რუსეთმა რეალური სახე აჩვენა მსოფლიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, საქართველომ და უკარაინამ ერთდროულად მიიღონ გაწევრიანების გეგმა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებით დასრულდება და ამით შეიკრება ჩრდილატლანტიკური ალიასი.

„საქართველო, უკარაინა და ბოსნია-ჰერცოგოვინას გარდა, არც ერთი სახელმწიფიოს ნატოში გაწევრიანების სურვილი არ გააჩნია. ვიცით, რომ მაკედონიას აქვს ტექნიკური პრობლემა, მაგრამ დე ფაქტო უკვე არის ნატოს წვერი. ეს სამეული დარჩა და ამით უკვე დამთავრდება გაფართოების პოლიტიკის სტრატეგია. 

MAP-ის მინიჭება შეიძლება იყოს ერთგვარი მესიჯი რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკასდმი. კერძოდ, მკვეთრი მესიჯი, რომ ნატო პირდაპირ ახორციელებს იმ გეგემას, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგოდ იქნება აღქმული. არსებული ცივი ომის პირობებში, ნატოს სჭირდება ის სავარაუდო პლაცდარმები, რომლის მეშვეობითაც ნატო კიდევ უფრო გაიმყარებს თავის პოზიციებს, მათ შორის სამხედრო პოლიტიკურ კონტექსტში რუსეთთნ დაპირისპირების მხრივ. ამიტომ საერთაშორისო რეალობიდან გამომდინარე მომწიფთა ეს საკითხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისია.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა, საქართველო მრავალი კონტექსტით არის ნახსენები. აღნიშნულია, რომ საქართველო არის ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოზე საუბრობს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. იანს სტოლტენბერგის ანგარიშში აღნიშნულია: „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ალიანსის ფუძემდებლური პრინციპი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ პოლიტიკას“. 

ცალკე ქვეთავი ეძღვნება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების საკითხებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება პაკეტის საშუალებით ხორციელდება. 

„ნატო საქართველოს სთავაზობს ექსპერტულ დახმარებას სტრატეგიული დაგეგმარების, სპეციალური დანიშნულების ძალების და სამხედრო პოლიციის, ლოგისტიკის, ავიაციის, საზღვაო, საჰაერო თავდაცვის მიმართულებებით. პაკეტის ფორმატში საქართველოში იმართება ნატო-ს წვრთნები (გაიმართა 2015 და 2016 წლებში) და ასევე, საქართველო მონაწილეობს ალიანსის წვრთნებში. 

პაკეტის ფარგლებში საქართველოში დაფუძნდა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. ნატო-ს რეგულარული კონსულტაციები აქვს საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან. მათ შორის ალიანსი აგრძელებს მუშაობას თავსებადობის გაუმჯობესებაზე როგორც ნატო-ს წევრ, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან. 

საქართველო 5 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად არის თავსებადობის პლატფორმის წევრი (ავსტრალია, ფინეთი, იორდანია, საქართველო, შვედეთი) და მათ აქვთ თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატები, მონაწილეობენ წვრთნებში და მართავენ კონსულტაციებს ალიანსის წევრებთან უსაფრთხოების საკითხებზე“, - აღნიშნულია იანს სტოლტენბერგის ანგარიშში.

ნანახია - 1518

DDDzia

2017-03-18 15:56:48

" ის, რომ საქართველო ჯერაც არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ევროკავშირისა და გერმანიის ბრალი არ არის. დიახ, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ვართ რუსეთის პარტნიორებიც.
საქართველომ უნდა გააცნობიეროს ორი რამ:
პირველი - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთთან ჩამოყალიბებული სტატუს კვო და პოლიტიკური ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპისათვის.
ეს ურთიერთობა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა დასავლეთ ევროპაში და მას ევროპის პოლიტიკური ელიტა თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევს. ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი ქარს გავატანოთ. შეხედეთ რუკას დასავლეთ ევროპის გადმოსახედიდან და გაიხსენეთ, რად დაუჯდა დასავლეთ ევროპას ორი მსოფლიო ომი და რუსეთის როლი ამ ომებში. ახლა, როცა ეს ყველაფერი მოგვარდა და ევროპაში სტაბილურობამ დაისადგურა, ბუნებრივია, ამას საქართველოს გულისთვისაც კი ვერ შეველევით.
მეორე - თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს."
აცხადებს ორთვინ ჰენიგი - გერმანიის ელჩი საქართველოში

მეგრელი

2017-03-18 16:46:06

ვიცით, რომ მაკედონიას აქვს ტექნიკური პრობლემა, მაგრამ დე ფაქტო უკვე არის ნატოს წვერი
---------------------------------------------------------------------------------------
ბალკანეთი არის ევროპული პოლიტიკის ურთულესი საკითხი. ჯერ ბისმარკმა მერე ჩერჩილმა უწოდა ბალკანეთს ,, ევროპის დენთის კასრი". ურთულესი საკითხია ზოგადად. არ დაგავიწყდეთ . პირველი მსოფლიო ბალკანეთით დაიწყო. მეორე მსოფლიოს წინაპირობა იუგოსლავიის მეფის ალექსანდრე კარაგეორგევიჩის მკვლელობა იყო მარსელში 1934 წ. სხვათაშორის მაკედონიელმა ტერორისტმა ესროლა.

რაც შეეხება კონკრეტულად მაკედონიის ,,ტექნიკური პრობლემას". მაკედონიის პრობლემა იწყება ბერლინის კონგრესიდან (1878წ)როცა ოტომანთა იმპერიის ერთერთი პროვინცია გახდა ბულგარეთის ნაწილი. ეს ერთი. მეორე. ამ ქვეყანის ოფიციალური სახელია ,,ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაა" (საბერძნეთის მოთხოვნა).მესამე. ბულგარელებს მიაჩნიათ რომ მაკედონელები არიან ეთნიკური ბულგარელები და არავითარი მაკედონური ენა არ არსებობს და ის არის ბულგარული ენის დიალექტი.ანალოგიურად ფიქრობენ სერბები ვინაიდან ამ ტერიტორიას ადრე სამხრეთ სერბეთი , ვარდარის ბანოვინა -ცენტრინ სკოპიე ,ერქვა და დღევანდელ მაკედონურ ენაში ბევრია სერბულ-ხორვატური ენის ელემენტები. მეოთხე. საბერძნეთს მიაჩნია , რომ სახელი მაკედონია საერთოდ უნდა შეიცვალოს ვინაიდან მაკედონელები არიან ელინები და მაკედონია არის საბერძნეთში (ცენტრი -სალონიკი) . პრობლემას ართულებს ის გარემოებაც , რომ ბერძნულ მაკედონიაში ცხოვროვს 200 ათასი სლავი მაკედონელები. ანუ თუ საბერძნეთმა აღიარა მაკედონია როგორც ქვეყნის ოფიციალური სახელი მას მოუწევს იმის აღიარება რომ საბერძნეთს უჩნდება მეორე პრობლემა - ეროვნული უმცირესობა მაკედონელები . ერთი მას აქვს- აღმოსავლეთ ფრაკიაში თურქულენოვანი მოსახლეობა .საბერძნეთის კულტურის მინისტრამ სამარასმა 2009 წელს ისიც განაცხადა რომ ,, ეს სახელმწიფო უნდა დაიშალოს და შეიქმნას დიდი ალბანეთი". საბერძნეთი ბლოკავს მაკედონიის შესვლას ყველა ევროსტრუქტურებში.საბერნეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კარამანლისმა ოფიციალურად განაცხადა თავის დროზე. ,, არის ერთი მაკედონია და ის ბერძნულია". მაკედონელებმა კი სკოპიეში ბერძნებს სამაგიერო გადაუხადეს და ალექსანდრე მაკედონელის ძეგლი დადგეს (ბერძნების პროტესტის გამო ამ ძეგლს დღეს ოფიციალურად ეწოდება ,, მხედარი ცხენზე") ხოლო სკოპიეს აეროპორტი ასევე ალექსანდრე მაკედონელის სახელობისაა. მეხუთე.ევროპაში ორი ალბანური სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ალბანელ პოლიტელიტას გაუჩნდა რეალური შანსი შექმნან დიდი ალბანეთი -კოსოვოს და მაკედონიის ტერიტორიების ხარჯზე.მითუმეტეს დიიდ ალბანეთი შექმნა შედის ლიბერალური ევროპის გეგმებში -ეს ანტისერბული პროექტია სამომავლოდ. ალბანელები შეადგენენ მოსახლეობის 30 % მდე. 2001 წელს ალბანელებსა და მაკედონელებს შორის კონფლიქტიც მოხდა . ალბანელი მოსახლეობა დამოუკიდებლობის რეფერენდუმს თავის დროზე ბოიკოტი გამოუცხადა მათი სამხედრო შენაერთს ,,ეროვნული გაანთავისუფლების არმიას" ხელმძღვანელობს ალი ახმეტი .იყო სერიოზული დაპირისპირება . ორხიდის შეთანხმების შემდეგ ახმეტმა პარტია შექმნა და ეხლა ზის პარლამენტში და ეწევა ანტიმაკედონურ საქმიანობას. სლავური პროდასავლური პოლიტელიტა ფიქრობს რომ ნატოს შეუძლია დაიცვას მაკედინიის ტერიტორიული პრობლემებისგან და გაერთიანდა ახმეტის პარტიასთან ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს რომ ეს უტოპიაა.სამოქალაქო ომის სესაძლებელი წინაპირობა.

თუ ეს ტექნიკური პრობლემებია მე ბოდიში.

ვფიქრობ მაკედონიის შესვლა ნატოში იქნება შესაძლებელი რამოდენიმე პირობის დაცვით.
1. მან უნდა დათმოს ტერიტორია სადაც ალბანური მოსახლეობაა და ხელი არ შეუშალოს ევროპის ლიბერალების ოცნებას ,, დიდი ალბანეთის" შექმნასთან დაკავშირებით.
2. შეცვალოს სახელმწიფოს სახელი.
3. ეს მას მაინც ვერ უშველის. ნატოს წევრობა არ არის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. მაგალითი -შოტლანდია, კატალონია და ასე შემდეგ.

Thoma

2017-03-18 17:36:49

თივის მორიგი ბულული სახედრის ცხვირწინ.

დომნა

2017-03-18 22:51:30

ნეტარ არიან მორწმუნენი.

papa

2017-03-19 01:21:51

ჩოპრა

შენი არ იყოს ეგ ტრამპი მეც მომწონს, ეხლა ისევ ეგ თუ გვიშველის-
-წესით მაგან უნდა ააფეთქოს ეს ლიბერალები ტ/რაკში, (თანაც დროით) თორემ ამ ჩვენი უ/ტ/რაკო ხელისუფლების გადამკიდეებს ...ნატო ნატოს სიფანდ ძახილში, ბოლომდე დედას გვიტირებენ

papa

2017-03-19 08:10:41

სერაპინა


საქსტატის 2016 წლის მე-4-კვარტლის მონაცემებით საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სექტორშია---589.2

პლიუს კიდევ ... მასწავლებელს ყველა თავში უპარტყუნებს(ეს კიდევ კახური სტატისტიკით)


შენ კიდევ ევროპულიო....ესეო... ისეო

ეს ჩვენი შვილები წერა კითხვას რომ ახერხებენ მაინც ..არ გიკვიირს?
მე კი..

კრძალავენ საქართველოში განათლებას მეთქი და .......არ მიჯერებ-- ევროპა... ევროპაო
მოაშორე განათლების სისტემას ყველა წურბელა და ეგ ევროპა სად ჩამოგვრჩება.. მერე დაინახავ

tngh

2017-03-19 12:58:18

"ყველაზე დაბალი ხელფასის" მქონე რეპეტიტორები, ლარის აღებას აღარ კადრულობენ აბიტურიენტების მომზადებაში. მხოლოდ დოლარი და ევრო აწყობთ. თანაც ისე, რომ არანაირ გადასახადს არ იხდიან თავისი საქმიანობის. მათი აბსოლიტური უმრავლესობა ისევ "ნატოს" ილუზიებით კვებავს ახალგაზრდებს, არჩევნებზე კი კომისიის წევრები და "ნაცების" კოორდინატორები ბრძანდებიან და ყველა შესაძლებლობით ცდილობენ "ნაცებისთვის" ხმების მომატებას. იმ მშობლების მიკვირს, რომლებიც უსიტყვოდ უხდიან ამათ უცხოურ ვალუტას.

tngh

2017-03-19 13:02:03

უკაცრავად, უმრავლეს რეპეტიტორებზე ვამბობ, და არა ყველა მასწავლებელზე.

natali

2017-03-19 13:35:17

tngh
გეთანხმები, ყველაზე მეტ ფულს ახლა რეპეტიტორები აკეთებენ, თან შემოსავალიც არ ეთვლებათ, არც საშემოსავლოს იხდიან და არც ქონების გადასახადს. შესაბამისად საყოვეთაო დაზღვევაც არ მოეხსნებათ ჩემსავით და ჩემი შევსებული ბიუჯეტიდან ეგენი ისარგებლებენ.

სერგეენკოს დიიიდი მადლობა ჩემგან.

ახლა ავდგები და მივახურავ ჩემს საქმეს და მეც რეპეტიტორობას დავიწყებ. და ასე, დავიჭიროთ ყველამ წიგნები და ვიპროფესოროთ. მაგრამ საქმეს ვინ გააკეთებს, მერე ამდენ "განათლებულ" სტუდენტობას ვინ დაასაქმებს და ბიუჯეტს ვინ შეავსებს და მასწავლებლებს ხელფასებს საიდან გადაუხდიან, ვნახოთ.

ისე კი რომ იცოდეთ არავინ არსად არაფერს არ სწავლობს, ყველგან ერთი რამ ვისწავლე მხოლოდ, რომ თუ რამე გაინტერესებს, თვითონ უნდა ისწავლო და ამისთვის მშვენიერი მასწავლებელი გყავს სახლში-კომპიუტერი.

tngh

2017-03-19 13:55:03

ნატალი!!! ერთადერთი, რაშიც ვერ გეთანხმები, "ნატოს" სიკეთეა საქართველოსთვის. რეპეტიტორებზე კარგია, რომ ერთნაირი საღი აზრი გვაქვს. რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას კი, მერწმუნე, ეს ბოლო რეფორმა არ არის და კიდევ დაიხვეწება. კიდევ ბევრ ძუნწს და უსინდისოს შეეხება, რომლებსაც საკუთარი და შვილების ჯანმრთელობისთვის ფული ენანებათ. ისე, ბოლომდე ნურც კომპიუტერს ენდობი...

toskaio

2017-03-20 15:49:45

tngh
natali
მასწავლებლის ხელფასი მაღალი როდის იყო? რეპეტიტორობაზე ყველა ოცნებობს, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს. თავად თუ არ აღიარებენ შემოსავლებს... თუ ვინმე ინდაურს იპარავას, შენ შეესწარი და არ შეატყობინე ვისაც საჭიროა... რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში?? ხოდა არ იქნებოდა ურიგო მასეთივე მიდგომა ყოფილიყო ამ საკითხზეც...

toskaio

2017-03-20 18:50:38

tngh
natali
მასწავლებლის ხელფასი მაღალი როდის იყო? რეპეტიტორობაზე ყველა ოცნებობს, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს. თავად თუ არ აღიარებენ შემოსავლებს... თუ ვინმე ინდაურს იპარავას, შენ შეესწარი და არ შეატყობინე ვისაც საჭიროა... რა წერია სისხლის სამართლის კოდექსში?? ხოდა არ იქნებოდა ურიგო მასეთივე მიდგომა ყოფილიყო ამ საკითხზეც...

tngh

2017-03-20 21:46:29

მასწავლებლების უდიდესი ნაწილი ახერხებს რეპეტიტორობას. ვინც ვერ ახერხებს, საკუთარ თავს დააბრალოს... თანაც ყველამ კარგად ვიცით, როგორ უგზავნიან მასწავლებლები ერთმანეთს საკუთარ მოწაფეებს. ჩემს მოპასუხეს კი, ვთხოვდი თავი შეიკავოს ესეთი "დიშოვკა" კომენტარებისაგან. კანონი უფლებას აძლევს მასწავლებელს დაუბეგრავად იყოს რეპეტიტორი. მე იმაზე ვწერ, რომ შეეშვან უსინდისოდ წუწუნს და ძუნწობას. გაიმეტონ ფული საკუთარი და საკუთარი შვილების დაზღვევისათვის.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80