„ამერიკის მიერ საგარეო დახმარებების შემცირება ჩვენი არასამთავრობოების ლუსტრაციას გამოიწვევს“
პოლიტიკა

„ამერიკის მიერ საგარეო დახმარებების შემცირება ჩვენი არასამთავრობოების ლუსტრაციას გამოიწვევს“

„ამერიკის მიერ საგარეო დახმარებების შემცირება ჩვენი არასამთავრობოების ლუსტრაციას გამოიწვევს“
მანანა ნოზაძე

2017-03-18 11:30:39

ტრამპის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნების დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირების წინადადებით გამოდის. როგორც თეთრი სახლის საბიუჯეტო ადმინისტრირების სამმართველოს ხელმძღვანელი მიკ მალვანი აცხადებს, თეთრი სახლი აპირებს უცხოური დახმარების შემცირებას, რითაც დაიზოგება სახსრები, რომლებიც აუცილებელია თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.

„არსი მარტივია, რაც ნაკლები თანხა გაიგზავნება საზღვარგარეთ, მით მეტი დაიხარჯება ამერიკაში“,-აღნიშნა მიკ მალვანმა.

უფრო ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯების $54 მილიარდით გაზრდასა და უცხოური დახმარებების ამდენითვე შემცირებას აპირებდა.

ტრამპის წინადადებას, რომ ბიუჯეტში დაახლოებით მესამედით შემცირდეს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა, კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო დონეზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განმარტა, რომ დაფინანსების რადიკალურად შემცირებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს გაეროს გრძელვადიან გეგმას რეფორმების თაობაზე. გაეროში საფრანგეთის ელჩმა ფრანსუა დელატრმა კი აღნიშნა, რომ მსოფლიოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი გაერო და ამერიკა.

საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირება რამდენად აისახება საქართველოზე და კონკრეტულად იმ არასამთავრობოებზე, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, ცალკეულ ექსპერტთა დასკვნით, „ნაცმოძრაობის“ დაკვეთას უფრო ასრულებდნენ და სახელმწიფოებრივ მიდგომას ნაკლებად ავლენდნენ? ვინ დააფინანსებს ამ არასამთავრობოებს და უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ ტრამპისგან შერისხული სოროსის იმედი?

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 54 მილიარდის კლება ყველა იმ ქვეყანაზე აისახება, რომლისთვისაც შეერთებული შტატები დონორად ითვლებოდა. რამდენადაც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (იუსაიდის) დახურვას და მის შერწყმასაც აპირებს ადმინისტრაციაში. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს გაუშვებენ იქიდან და საგარეო დახმარების ინსტრუმენტი შესუსტდება.

კახა გოგოლაშვილის აზრით, საგარეო დახმარების შემცირება შეერთებული შტატების პოლიტიკურ როლს დაასუსტებს მთელ მსოფლიოში, რადგან რბილი ძალის ელემენტია საერთაშორისო დახმარება და შეიარაღებაზე ნაკლები ეფექტი როდი აქვს ამ დახმარებას. თუმცა, ცხადია, ამერიკის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, თუ რას თვლის იგი პრიორიტეტად.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მითია, თითქოს ამერიკის მთავრობა აფინანსებდა ძირითადად სააკაშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილ არასამთავრობოებს. ისინი აფინანსებდნენ ყველა სახის არასამთავრობოებს, განურჩევლად იმისა, სააკაშვილის მომხრენი იყვნენ თუ მოწინააღმდეგენი.

„თავის დროზე შეერთებული შტატები „თავისუფლების ინსტიტუტს“ რომ აფინანსებდა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამიტომ ამერიკა აფინანსებდა მხოლოდ სააკაშვილის ენჯეოებს? ასე ნამდვილად არ არის. ამერიკა აფინანსებდა ყველა სახის არასამთავრობოს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურებოდნენ ქვეყანაში. საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილი მოდიოდა სწორედ შეერთებულ შტატებზე და, ცხადია, არასამთავრობოებს გაუჭირდებათ შესაბამისი დაფინანსების მოძიება. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ბევრად ნაკლებია საერთაშორისო დახმარება, მაგრამ კონკრეტული ორგანიზაციები რაღაცნაირად მაინც პოულობენ სახსრებს. საერთოდ, საქართველოში ყველაფერი ჩამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებაზე. ასეთი მიდგომა უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

მისი აზრით, თვითონ სახელმწიფომ უნდა შექმნას მმართველი ძალისა და პოლიტიკური გავლენებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფონდი, რომელიც დააფინანსებს არასამთავრობოებს, მათ მიერ წარმოებულ პროექტებს, რაც ემსახურება ქვეყნის განვითარებას. არ შეიძლება ყველაფერზე დამოკიდებული ვიყოთ დონორებზე, რადგან, როგორც კი შეწყდება დონორების დახმარება (და ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მიზეზის გამო), ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის არსებობა ჰაერში ჩამოეკიდება, რაც დიდ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს განვითარებას. ეს მაშინ, როცა არასამთავრობო სექტორი მონიტორინგის, რეფორმებისა და დემოკრატიის განვითარების უძლიერესი წყაროა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპი საგარეო დახმარებების შემცირებას ისედაც აპირებდა და ეს პასაჟი თავის წინასაარჩევნო კამპანიის პროგრამაშიც ჰქონდა ჩადებული. რასაკვირველია, ამ გეგმის განხორციელება სერიოზული ეფექტს იქონიებს ამერიკის საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტების კიდევ უფრო შემცირების თვალსაზრისით. ეს პირდაირ აისახება არასამთავრობო სექტორის, მასმედიის დახმარებისა და სხვა პროექტების ფორმატში, რასაც დღემდე ახორციელებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მათ შორის, საქართველოშიც. მეორე მხრივ, $54 მილიარდით გაიზრდება ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი. თუმცა, ამის მიუხედავად, ამერიკა მაინც აპირებს 3 მილიარდი დოლარის განაწილებას სამ ქვეყანაზე - საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე.

„ამერიკა თანდათან ისედაც ამცირებდა საგარეო დახმარებებს. ამის მიუხედავად, ამერიკული დახმარებების წილი საკმაოდ სოლიდური იყო, ეს იქნებოდა განათლების პროგრამები თუ სხვა. დახმარებები გაიცემოდა მიზნობრივად. ახლა, თუ დახმარებები შემცირდება, ეს აისახება არასამთავრობოებზე. სოროსის დახმარებაც აღარ არის, სოროსსაც იმდენი პოტენცია არ აქვს, რომ თავისი საფინანსო წყაროები საქართველოსკენ მომართოს. ვერ ვიტყვით, რომ არასამთავრობოები სოროსის იმედად იყვნენ, საკმაოდ დიდი წილი მოდიოდა დასავლეთის, ევროკავშირისა და ამერიკის პირდაპირი დაფინანსების კუთხით. ამიერიდან არასამთავრობოების იმ ნაწილსაც შეეზღუდება დაფინანსება, რომლებიც არასწორ ინფორმაციას გადასცემდნენ დასავლეთს და „ნაცმოძრაობის“ მხარეებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, ამ არასამთავრობოების პირდაპირი ლუსტრაცია მოხდება. შეიძლება, ეს არასამთავრობოები გადაიქცნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებად და უკვე გამოჩნდება, ვინ რას წარმოადგენს რეალობაში. არ ვიცი, „ნაციონალები“ რამდენად გადაუხდიან მათ თანხას, რადგან „ნაციონალებს“ თავადაც სჭირდებათ ფული და იხლიჩებიან ამებასავით“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ამასთან, განმარტა, რომ ტრამპმა დღეს უფრო აქტუალური საკითხი დააყენა და ეს არის სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაცია, ამერიკის სამხედრო ეროვნული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. რა ეფექტს იქონიებს ეს საქართველო-ამერიკის სამხედრო ურთიერთობებაზე, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასავლური დახმარებების განვითარება საქართველოში და, თუ ეს დახმარებები შემცირდება, ეს პირდაპირ კორელაციაში მოვა საქართველოში მოქმედ იმ არასამთავრობო სექტორსა და ანალიტიკურ ცენტრებთან, რომლებიც ახორციელებენ პროდასავლური პოლიტიკური ვექტორის განვითარებას. 

ნანახია - 2225

ტორი

2017-03-18 11:56:00


" როგორც კი შეწყდება დონორების დახმარება (და ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მიზეზის გამო), ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის არსებობა ჰაერში ჩამოეკიდება, რაც დიდ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს განვითარებას. ეს მაშინ, როცა არასამთავრობო სექტორი მონიტორინგის, რეფორმებისა და დემოკრატიის განვითარების უძლიერესი წყაროა".../კახა გოგოლაშვილი/
-----------------------------------------------------

საქართველოში არასამთავრობო სექტორი მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის წყაროა...
მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და რეფორმებთან...


ვახტანგ მაისაია:

" თუ ეს დახმარებები შემცირდება, ეს პირდაპირ კორელაციაში მოვა საქართველოში მოქმედ იმ არასამთავრობო სექტორსა და ანალიტიკურ ცენტრებთან, რომლებიც ახორციელებენ პროდასავლური პოლიტიკური ვექტორის განვითარებას"...
-------------------------------------------

პირიქით არის ეგ, პირიქით!..

სწორედ საქართველოში "მოღვაწე" არასამთავრობო სექტორისა და ვითომ ანალიტიკური ცენტრების დამსახურებაა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს "პროდასავლური კურსის " ხსენებაც კი აღიზიანებს...
ჯერ თავად ეგენი უნდა იყვნენ პროდასავლური მენტალიტეტის - დასავლეთი, ნატო და ამერიკა გვინდა-ს ნევრასტენიული კივილი, შერეული მუდმივ უსამართლობასთან, მიკერძოებულობასთან, მავნებლობასთან, პროვოკაციებთან და უტიფრობასთან საპირისპირო შედეგს იძლევა...
აი, რასაც თავად ეგენი, მეტი გრანტების მიღების მიზნით, "ანტირუსულ პროპაგანდას " უწოდებენ...

სულ უფრო და უფრო მომწონს ეს კაცი - ტრამპი!..



arichopra 2

2017-03-18 12:48:32

წმინდა არს უფალი! ფუი ეშმაკს!
ისე მგონია ნატალიმ ჩემი შეკვეთა შეასრულა და ტრამპს ის საჭირო წერილი უკვე გაუგზავნა! რა ვიცი, შედეგებით ასე ჩანს! )))))))))))))))))))))))))

მეგრელი

2017-03-18 12:59:35

ამერიკელი მწერალი კიპლინგი Joseph Rudyard Kipling .American Notes
by Rudyard Kipling
This etext was created by Judith Boss, Omaha, Nebraska.-1891 წ წერდა რომ სანფრანცისკოში მოხვდა ბარში რომელსაც სახელი ერქვა ,, უფასო ლანჩი" . სტუმარს უმასპინძლებოდნენ 1 დოლარის ღირებულების საჭმლით უფასოდ ერთი პირობიტ თუ ის შეიძენდა სპირტიან დასალევს მინიმუმ 15 ცენტის ღირებულების .დასალევის ოდენობა არ იყო შეზღუდული. რამდენიც გინდა იმდენი დალიე .

ცნება ,, უფასო ლანჩი" ფარტოდ შემოვიდა ხმარებაში ნობელის პრემიის ლაურიატის ეკონომიკის დარგში მილტომ ფრიდმანის იგივე დასახელების წიგნის შემდეგ. ეკონომიკური თვალსაზრისით შინაარსი არის შემდეგი. ყველაზე უფრო პოპულარული ეკონომიკის სახელმძღვანელოსი ,, ეკონომიკსის " ავტორს კემბელ მაკკონელს მიაჩნია , რომ ყველა ეკონომიკური აზროვნების საფუძველი არის შემდეგში : ,, უფასო ლანჩი " არ არსებობს.

პს. რაღაცა ნივთი რომ მიიღო , მუქთად , რომელიც შენ მოგწონს , მაგალითად დოლარი, რაღაცა რაც ასევე მოგწონს , უნდა დათმო.

ეს ჩემი მოგონილი არარის . მისი ავტორია ჰარვარდის უნივერისტეტის პროფესორი გრეგორი მენქიუ.



http://www.econlib.org/library/Columns/y2014/Hendersontanstaafl.html

მეგრელი

2017-03-18 13:01:19

http://www.econlib.org/library/Columns/y2014/Hendersontanstaafl.html

აქაც იგივე წერია . უფასო არაფერია ამ ქვეყნად.

მეგრელი

2017-03-18 13:15:52

ხოლო ფიქრი იმისა რომ ეს (უფასო ლანჩი ) არის და კეთდება დიადი მომავლის გულისთვის არის უსუსური ალიბი. თავის მოტყუება.

ტორი

2017-03-18 15:56:46


ყოჩაღ მანანა ნოზაძე!!! /პუბლიკაციის ავტორი/...

იშვიათად შემხვედრია ასე ზუსტად და ტევადად მორგებული სათაური...



ტორი

2017-03-18 16:05:30


ახლა ეს არასამთავროები ყველაფერს გააკეთებენ, რომ შემცირებული დაფინანსებიდან რაც შეიძლება მეტი მაყუთი მოტეხონ...

მაგათი გააქტიურება კი ახალი პროვოკაციების ალბათობას ზრდის...

ხომ უნდა შეახსენონ პატრონს, რომ "მათი ძაღლიშვილები " არიან...

abdushahili

2017-03-18 18:09:35

უფასო ყ/ვ.ე/ლ/ი მხოლოდ სათაგურშია და მაინც იმის ფასი თაგვის სიცოცხლეა.

მ ა რ ე

2017-03-18 18:12:49

მეგრელი:
"ამერიკელი მწერალი კიპლინგი Joseph Rudyard Kipling..."
-----------------
:))
ინგლისის დედოფალი ძალიან გაბრაზებული ყოფილა შენზე და პრემიერისათვის დაუვალებია საპროტესტო ნოტით მიმართოს ტრამპს, რომლის დავალებითაც (სავარაუდოდ) შენ ართმევ მათ სახელგანთქმულ მწერალს და უბოდიშოდ ჩუქნი ამერიკას!

"Joseph Rudyard Kipling (/ˈrʌdjərd ˈkɪplɪŋ/ RUD-yərd KIP-ling (rhotic) About this sound listen (help·info); 30 December 1865 – 18 January 1936)[1] was an E n g l i s h journalist, short-story writer, poet, and novelist".
*
"Джо́зеф Ре́дьярд Ки́плинг (англ. Joseph Rudyard Kipling — /ˈrʌdjərd ˈkɪplɪŋ/; 30 декабря 1865, Бомбей — 18 января 1936, Лондон) — английский писатель, поэт и новеллист.
...В 1907 году Киплинг становится первым а н г л и ч а н и н о м, получившим Нобелевскую премию по литературе".

1234

2017-03-18 19:25:11

ქალბატონ ჟურნალისტს,

სანამ ასეთ სტატია დაწერთ უნდა მოიძიოთ და მოიყვანოთ ფაქტები. რამდენი იყო ამერიკის მთავრობის წლიური დახმარება საქართველოსთვის და რაში იხარჯებოდა ის ფული. ეს ფაქტები შეიძლება მოიძიოთ სახემწიფო დეპარტამენტის და საელჩოს ვებგვერდებისგან. ეს საჯარო ინფორმაციაა. ბოლო ბოლო მიდით და საელჩოში იკითხეთ პანდიტების "ბირჟაზე" გამოკითხვის ნაცვლად. პანდიტი მაისაია ან გოგოლაშვილი ამ ინფორმაციას ვერ მოგცემთ.
ამერიკის მთავრობის დახმარების 99 პროცენტი იხარჯებოდა სახემწიფო პროგრამებზე: ჯარზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საკონსულტაციო სერვისებზე პარლამენტისთვის თუ მთავრობისთვის, ა.შ.. საქართველოს სახემწიფოს მოუწევს ამ თანხების სხვაგან მოძიება რაც ადვილი არ არის. ადრეც ვთქვი, ტრამპის მოსვლა არაფერს სასიკეთოს არ უქადის საქართველოს.
ასოებს რაც შეეხება, ისინი ძირითად კერძო ფონდებიდან (მაგალითად სოროსი) ფინანსდებიან. ამიტომ მათ შეიძლება გაეზარდოთ კიდეც დაფინანსება, შემცირების ნაცვლად.
ასე რომ დაზარალებული იქნება საქართველოს სახემწიფო და ქართველი ხალხი და არა ასოები, ნაციონალები თუ სხვა პარტიები.

1234

2017-03-18 22:05:51

ბილ გეიტს აქვს კარგი სტატია ამ საკითხზე: როგორი სარგებელი მოაქვს ამერიკის საგარეო დახმარებას ამერიკელებისთვის.
https://www.gatesnotes.com/Development/How-Foreign-Aid-Helps-Americans?WT.mc_id=20170318160000_ForeignAidHelps_BG-TW&WT.tsrc=BGTW&linkId=35582963

ghgh5

2017-03-18 22:22:03

მარე!
ძალიან მომეწონა,( თორემ ამ საიტის "ექსპერტები" და საერთოდ ე.წ "ექსპერტები" უკვე "კასტად" ჩამოყალიბებას აპირებენ მგონი)
პ.ს.(ისე, ბილ გეიტსი უბრალოდ კარგი საქმოსანია და არა მეცნიერი)1234

ტორი

2017-03-19 09:48:51

1234,

"ამერიკის მთავრობის დახმარების 99 პროცენტი იხარჯებოდა სახემწიფო პროგრამებზე: ჯარზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საკონსულტაციო სერვისებზე პარლამენტისთვის თუ მთავრობისთვის, ა.შ"...
--------------------------------------------
ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ? მადლობელი დაგრჩებით, თუ წყაროს დადებთ...

რაც შეეხება არასამთავრობოების დაფინანსებას, მართალია, მათ ნაწილს, ასევე ნაწილობრივ /გარდა სოროსისა- ის თავად აფინანსებს საკუთარ სტრუქტურებს/, კერძო ფონდები აფინანსებენ, ნაწილს - სპეციალურად ამისთვის შექმნილი ორგანიზაციები...
აქ ყველაფრის თქმა და დაწერა არ არის მიზანშეწონილი...
თუ გაინტერესებთ, ვისი შექმნილია ეს ორგანიზაციები და რა მიზნით, ამის ნახვა ადვილად შეიძლება თუნდაც GOOGL-ში...

სწორედ ამიტომ აქვს ტაბუ დადებული არასამთავროების დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას...

ეროვნულ ბანკზეც იმიტომ ატ/ყდა ერთი ამბავი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ტრანსფერების მოძრაობის კონტროლი შეუძლია...

რაც შეეხება ბილ გეიტს, მისი წერილი თქვენი არგუმენტის გასამყარებლად არ გამოდგება - აშკარად ანგაჟირებული გლობალისტის სუნი ასდის...და ეს გასაგებია...

ghgh5-მა სწორად აღნიშნა - ის ბიზნესმენია და არა მეცნიერი...

იქნებ იმ ქვეყნების მოსახლეობის აზრიც გაგვეგო, ვისაც ამერიკა ეხმარება? ტყუილუბრალოდ, ლამაზი თვალებისთვის, მილიონებს სხვას არავინ ახარჯავს...სამაგიეროდ რა მიაქვს? აი, ეს არის საინტერესო:)))

თავად ამერიკელები რატომ ვერ მიხვდნენ, რა სარგებელი მოაქვს ამერიკის საგარეო დახმარებას მათთვის? ადგნენ და ტრამპი აირჩიეს? საკუთარ თავს და ოჯახებს უმტრეს?





მეგრელი

2017-03-19 11:59:20

მარე.
------
არ ვიცოდი . აწი მეცოდინება. მხოლოდ ეს არის? ეს ერთი.

მეორე. მგონი ,, უფასო ლანჩი" ბევრს მოსწონს.

tngh

2017-03-19 14:38:22

პატივცემულო 1234-ო!!! გაიარეთ და შეიხედეთ საქართველოში არსებულ ძვირფას კაფე-ბარებში და ადვილად მიხვდებით თუ ვის ხმარდება ეს დახმარებები. ყველგან "მეგრანტეები" არიან ჩამოსკუპებული. უტყუარი წყარო ზუსტედ ეს არის და არა თქვენი ვარაუდი.

tngh

2017-03-19 14:44:46

"მეგრანტეები", საქართველოში ჩამოყალიბდნენ, როგორც კლასი უსაქმური დემაგოგებისა. სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ საქართველოში არ ბოგინობენ და კიდევ ბევრგან აქვთ თავისი შხამიანი ფესვები გადგმული. იმედია, ბ-ნი დონალდ ტრამპი სათანადოდ მოუვლის მათ. ბ-ნი რონალდ რეიგანის შემდეგ ასეთი პრეზიდენტი აშშ-ს არ ჰყოლია...

ttt56

2017-03-19 16:23:15

ყველაზე მნიშვნელოვანი,ჩემის აზრით,არის ის რომ ამ ე.წ. ასოების უმრავლესობა,გაუნათლებელი,უვიცი,დატრეინენგებული კასტაა,რომელიც გრანტებს იპარავს საკუთარი კეთილდღეობისთვის,მაშინ როდესაც სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტები სულს ღაფავენ უსახსრობისგან,ხოლო პროფესორები შიმშილით კვდებიან.სამეცნიერო კვლევების დაფინანსება,საერთოდ თითქმის არ არსებობს!!!

მ ა რ ე

2017-03-19 17:42:40

მეგობრებო, მე რომ მანდ არ ვცხოვრობ და უშუალოდ ვერ ვხედავ შედეგებს, ალბათ ამის ბრალია, თორემ არასამთავროების გაკეთებული რამე ხეირიანი საქმე როგორ არ ვიცი-მეთქი, სულ მიკვირს!
განათლებაზე დაიხარჯა ამირიკის დახმარებაო, ამბობს კაცი, მაგრამ რაზე ეტობა ეს განათლებას?
წიგნები ისე გაძვირდა ნაცების დროს, ბებია-ბაბუის ერთი თვის პენსია არ ჰყოფნიდა ერთი შვილიშვილის სახელმძღვანელოებს.
სწავლის ხარისხი ისე დაეცა, კომუნისტების დროს რომ ყველაზე ჩამორჩენილმა მოსწავლემ იცოდა, ის არ იციან უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ნახეთ ქუჩაში გამოკითხვის ვიდეოები).
მასწავლებელთა ხელფასები იყო სამარცხვინოდ დაბალი.
დირექტორების ლოტოტრონით არჩევაში თუ იხარჯებოდა ეს დახმარება, არ ვიცი!..

მ ა რ ე

2017-03-19 19:30:31

მეგრელი,
ეს შენ, კიპლინგის სახსოვრად! :)
მურმან ლებანიძის შესანიშნავი თარგმანი! სამწუხაროდ, ტექსტად ვერ მოვიძიე ინტერნეტში და აუდიოჩანაწერს გიგზავნი. (სხვამაც არაერთმა თარგმნა, მაგრამ ამასთან ახლოსაც ვერ მოვა ვერც ერთი თარგმანი): https://www.youtube.com/watch?v=Tu4rllygp2s

მეგრელი

2017-03-20 11:08:28

მარე.
ლებანიძეზე მინიშნება ვფიქრობ უადგილო იყო.

მ ა რ ე

2017-03-20 14:41:41

მეგრელი,
ვწუხვარ! (ახლა უნდა დამეწერა, ლებანიძესთან რა პრობლემა გაქვს-მეთქი?..)
გეფიცები, არც გამხსენებია მისი ლექსი მეგრელებზე, რასაც მიუტევებელ შეცდომად ვუთვლი!
უბრალოდ აღვნიშნე, რომ საუკეთესოდ თარგმნა კიპლინგის შედევრი. ყოველგვარი ქვეტექსტებისა და უკანა აზრების გარეშე!
შენ პოტგეოს დროს არ ყოფილხარ ამ ფორუმში (გვყავდა ასეთი ნიკის მქონე ძალიან კარგი წევრი ჩვენი საფიხვნოსი), თორემ გეცოდინებოდა ჩემი დამოკიდებულება მეგრელებისადმი...

მეგრელი

2017-03-20 17:29:37

მარე.
----------
შეცდომა არ ყოფილა. აიძულეს არაკეთილმოსურნეებმა. და ჩვენთვის დეტალებიც ცნობილია . ისე გვარი -ლებანიძე -მეგრული წარმოშობისაა.

მ ა რ ე

2017-03-20 18:32:47

მეგრელი,

არა აქვს მნიშვნელობა, სადაური წარმოშობისაა მისი გვარი და არც ის მგონია, რომ ადვილად საიძულებელი კაცი იყო მურმან ლებანიძე (ვიცნობდი კარგად).
მაგრამ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი შეცდომა დაუშვა: ეროვნული მოძრაობის მიმართ აშკარა სიძულვილი, შევარდნაძისადმი უსაზღვრო პიეტეტი (არადა, ჩვენ მოგვიწოდებდა ლექსად, ნუ ჩაუჯდები მეფეს ნავშიო!), და ბოლოს ეს ლექსი, მეგრელთმოძულეობად რომ აღიქვა ხალხმა...

მაგრამ გავა დრო, ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, როგორც კნუტ ჰამსუნის გერმანოფილობა და სიმპათიები ფაშიზმისადმი, ხოლო მისი ბრწყინვალე ლექსები და თარგმანები (კიპლინგი, ბერნსი, ეგვიპტური პოეზია...) სულ იქნება ქართველი მკითხველის სიყვარულის საგანი.

მეგრელი

2017-03-20 19:42:39

მარე
-----------
ნერონი შესანიშნავ კუპლეტებს და მელოდიებს წერდა. დღესაც მღერიან იტალიელები ამ მელოდიებს და არც იციან რომ ნერონისაა . თუ კარგათ იცნობდით მაშინ მისი სისუსტეც გცოდნიათ. ის ლექსი არის ცუდი ლექსი და ხალხმა აღიქვა ისე როგორც საჭირო იყო და ეს გამოჩნდა კიდეც 2002 წლის აგვისტოს თვეში.

მ ა რ ე

2017-03-20 20:17:42

მურმან ლებანიძე
----------------------

რუდაქი იტყვის...

პოეტზე იტყვის;-
ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის,
რუდაქი იტყვის,
სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის;
შორიდან სალმით
შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი -
კაცია ისიც -
მაგრამ მაინც ქვეითად გასწი.

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი, -
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

ვთქვათ, გაწყრა ღმერთი,
ქარაშოტმა დაბერა ავმა.
მიემსხვრა მეჩეჩს,
ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა,
იტყვიან ერთნი:
„აეკიდა ხელმწიფეს გზაში,
ვერ უვაზირა -
ვაზირობა იცოდა ნავსი!“
იტყვიან სხვანი:
„უყვარდაო ლიქნი და ტაში!“
შენ დაგბრალდება _
ჩავარდები დუნიის ყბაში...

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

ხოლო თუ დაცხრა,
ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს,
ნავმა მშვიდობით
მიაღწია დიდების ყურეს,
დიდებას დიადს,
არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,
ხელმწიფის ჩრდილში
მოგიხდება დადგომა პოეტს...
კვარცხლბეკზე მდგარიც
და ქარიშხლით წყალწაღებულიც -
ასეც და ისეც
ხალხის თვალში ხარ წაგებული!
მაშ გასწი ფეხით!
პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!
სვი ხალხის ღვინო -
ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი!..

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!


რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80