დამბლასგან განკურნების მეთოდი შეიმუშავეს
სხვადასხვა

დამბლასგან განკურნების მეთოდი შეიმუშავეს

დამბლასგან განკურნების მეთოდი შეიმუშავეს
for.ge

2017-03-18 10:01:42

ადამიანები, რომლებსაც სიარული არ შეუძლიათ, გერმანელმა მეცნიერებმა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის დაბრუნების იმედი გაუჩინეს. ციურიხის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ცდები ვირთხებზე ჩაატარეს. მათ ხერხემლის მძიმე ტრავმებისგან ცხოველების განკურნება და მათთვის მოძრაობის უნარის დაბრუნება შეძლეს.

დამბლასგან განკურნებისთვის მეცნიერებმა პრეპარატები და ელექტრონული იმპულსები გამოიყენეს, რითიც მათ ძვლის ტვინი თავის ნერვულ კვანძებთან დააკავშირეს. შედეგად, ორი კვირის შემდეგ ცხოველებმა არამარტო სიარული, არამედ სირბილიც კი შეძლეს.

პროფესორ გრეგუარ კურტინის თქმით, ადამიანის ორგანიზმს სერიოზული ტრავმებისგან განკურნება შეუძლია, რაც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა. გერმანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ გრანტის სახით მიღებული 7 მილიონი ფუნტის წყალობით, ადამიანებზე მსგავსი ექსპერიმენტები მომავალი წლიდან დაიწყება.

ცდების მიმდინარეობისას, მღრნელების ზურგის ქვედა ნაწილის სტიმულირების შედეგად, მეცნიერებმა „მიძინებული“ ნერვები გააღვიძეს. შესაბამისად, ტვინის სიგნალებმა დაზიანებულ ადგილებამდე მიაღწია და სხეულის ქვედა ნაწილთან კონტაქტი აღადგინა.

მსგავს მეთოდს აქვს შეზღუდვა. სტიმულირების გარეშე ვირთხები კვლავ კარგავენ სიარულის უნარს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის ნერვული სისტემა სრულიად განსხვავდება მღრღნელების ნერვული სისტემისა და მათი ტრავმების ხასიათისგან. ამდენად, სპეციალისტები მეთოდის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე მუშაობას განაგრძობენ.

 

 

ნანახია - 271

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80