1945 წლის შემდეგ მსოფლიო ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის მიჯნაზე აღმოჩნდა
საზოგადოება

1945 წლის შემდეგ მსოფლიო ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის მიჯნაზე აღმოჩნდა

1945 წლის შემდეგ მსოფლიო ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის მიჯნაზე აღმოჩნდა
მანანა ნოზაძე

2017-03-16 18:00:56

მსოფლიო ჰუმანიტარულ კრიზისშია, დედამიწაზე 20 მილიონზე მეტი ადამაინი შიმშილობს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ო, ბრაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ მსოფლიო არ მიიღებს ეფექტურ ზომებს, ადამიანები შიმშლით დაიხოცებიან. მიმდინარე წელს შიმშილს შესაძლოა, 1,4 მილიონი ბავშვი ემსხვერპლოს. ამიტომ კატასტროფის ასაცილებლად ივლისისთვის 4,4 მილიარდი დოლარის მობილიზებაა საჭირო.

როგორც გაეროში აცხადებენ, პრობლემა არა მხოლოდ საკვების უკმარისობაში, ავადმყოფობასა და სიკვდილშია, არამედ იმაშიც, რომ ადამიანები ტოვებენ საკუთარ სახლებს და ინაცვლებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამით მასპინძელ ქვეყნებშიც არასტაბილურობა შეაქვთ.

„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, იემენში ყოველ 10 წუთში ერთი ბავშვი იღუპება, თანაც, ისეთი დაავადებისგან, რომლის განკურნებაც უკვე შესაძლებელია.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 4,4 მილიარდი $ შეიძლება არ ეყოს მსოფლიოს, რადგან მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი და შიმშილია ბევრ ქვეყნაში. ის კი არა, 4,4 მილიარდი საქართველოსაც არ ეყოფა უკვე, ისეთ მდგომარეობაშია ზოგიერთი ფენა სოციალურად.

„რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხან ერთ რეგიონში, ხან მეორეგან არ გვაქვს მოსავალი. ზოგიერთს ჰგონია, რომ მოსავალი არაფერს ნიშნავს, ამ დროს ბევრ რამესაც ნიშნავს, რადგან სიმინდს როცა ვერ იღებს იმერელი გლეხი, მშიერი რჩება მთელი ოჯახით. მსოფლიოში არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც იძახიან, თითქოს კლიმატის ცვლილება არ ხდება და ეს პოლიტიკოსების მოგონილია. სინამდვილეში, გარემოს დამცველები ვაკვირდებით უარყოფით ტენდენციებს და გვჯერა, რომ კლიმატის ცვლილება ნამდვილად მიმდინარეობს. ცხელი ქვეყნებიდან ჩრდილოეთისკენ მიგრაციის ტალღა ზუსტად კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, რადგან ცხელ ქვეყნებში უკვე გაუსაძლისი პირობებია ცხოვრებისთვის.

შარშან გავრცელდა ინფორმაცია „ევრონიუსზე“, რომ ერაყში იმდენად მაღალი ტემპერატურა იყო ზაფხულში, რომ ბევრი ოჯახი გადასახლდა გერმანიაში, რუმინეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს იწვევს დამატებით შიმშილს. მიგრაციული ნაკადები შეცვლილია მთელ მსოფლიოში და ხალხი გადაადგილდება არა იმიტომ, რომ ულხინს, არამედ საკუთარ ქვეყანაში გაუსაძლისი ცხოვრების გამო“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე და მიმართავს მათ, ვისაც არ სჯერა კლიმატის ცვლილების, ნუ დაიჯერებენ ამ ცვლილებებს, მაგრამ სასწრაფოდ საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოს მხრიდან. აუცილებელია ყოველმხრივ შეწონილი სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური პოლიტიკის გატარება.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისი დაწყებულია, არა მარტო საკვების რაოდენობის მხრივ, არამედ იმითაც, რომ ეს საკვები უვარგისია. გენმოდიფიცირებული საკვები ისეთ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში თანდათანობით გროვდება და რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს სხვადასხვა ავადმყოფობის სახით. ამიტომ საქართველოს შეუძლია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოოს და ნაკლებად მიიღოს საზღვარგარეთიდან შემოსული პესტიციდებით სავსე პროდუქტები.

„მსოფლიოში კრიზისი დგება, რესურსები იწურება. მათ შორის, ამოწურვის პირასაა ენერგორესურსები, ნავთობი და სხვა. სამი ათეული წელი თუ ეყოფა კაცობრიობას ეს რესურსები, რადგან 22 წლის წინ თუ საშუალოდ 146 მეტრზე ჩავდიოდით წიაღისეულის ამოსაღებად, ახლა ჩავდივართ 486 მეტრზე. თავისთავად ცხადია, ეს აძვირებს საქონელს, შემდეგ უკვე აძვირებს სასურსათო საქონელს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანზეც.

მეორე ფაქტორიცაა, მსოფლიოს მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება. ბოლო რამდენიმე წელია, ყოველ 12 წელიწადში 1 მილიარდით იმატებს მოსახლეობა. მაგალითად, 1987 წელს იყო 5 მილიარდი, შემდეგ 12 წელიწადში გახდა 6 მილიარდი, ამის შემდეგ გახდა 7 მილიარდი და ახლა 7 მილიარდს გადავაცილეთ. მოსახლეობა ისე სწრაფად იზრდება, რომ წარმოების საშუალება ვერ მისდევს მას. ამიტომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ევროპელი მეცნიერები ამბობდნენ, რომ ადამიანთა საერთო კეთილდღეობისთვის საჭიროა მოსახლეობის რიცხვის სტაბილიზაცია, ან მისი შემცირება. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი განძი საერთო მშვიდობისა და აყვავების საქმეში“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.

მისივე თქმით, სომალში, სუდანსა და ნიგერიაში შიმშილი ახალი მოვლენა არ არის. გასული საუკუნის შუა ხანებიდან დაწყებული, ამ ქვეყნებში 20 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობდა. განსაკუთრებით, აფრიკაში მთელი რიგი მიწები სასოფლო სამეურნეო პროდუქციის საწარმოებლად უვარგისი ხდება. გაუდაბნოება დღესაც მიმდინარეობს, წყალი აღარ არის, სუფთა წყალს ადამიანები ვერ სვამენ. ეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, თუ ზოგიერთ ქვეყანაში პრობლემაა, რომ სხვადასხვა მეთოდით როგორმე შეამცირონ ჭარბი მოსახლეობა, საქართველოში პირიქითაა, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა ძალიან კლებულობს.

რაც შეეხება აზიის ტომებს, მილიარდ 400 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს უკვე ჩინეთში. ცოტა ხანში ინდოეთის მოსახლეობა გაუსწრებს ჩინეთისას. ასევე, ძალიან იზრდება აფრიკის მოსახლეობა. ამის საპირისპიროდ, თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთი ქალი საშუალოდ ბადებს 1,5 ბავშვს თავისი სიცოცხლის განმავლობაში, სომალში და სხვა ქვეყნებში ქალი 5-6 ბავშვს ბადებს სიცოცხლის განმავლობაში. ბუნებრივია, 5-6 ბავშვით მოსახლეობა სწრაფად იზრდება და იქაურები ვეღარ აწარმოებენ იმდენ პროდუქტს, რაც საჭიროა ამ ბავშვების შენახვის, აღზრდისა და განვითარებისთვის. 

ნანახია - 1172

arichopra 2

2017-03-16 20:21:09

http://geworld.ge/NEW/?page=view&art=10175 ღმერთო უშველე აიშას!

arichopra 2

2017-03-16 21:26:15

ლიბია იყო დალაგებული, ეკონომიურად გამართული, სოციალურად უმა/ღ/ლ/ეს დონეზე უზრუნველ/ყ/ოფილი ბედნიერი ხალხის სახელმწიფო.... მივმართავ დასავლეთს, დასავლეთის ლიბერასტული იდეოლოგიის აპოლოგეტებს, რა გინდოდათ, რას ერჩოდით, რისთვის დააქციეთ ეს სამოთხესავით ქვე/ყ/ანა? რატომ შეუსიეთ სარანჩასავით ათასგვარი ურჯულო და უცხოტომელი, რატომ მოაშთეთ აღტ/ყ/ი/ნებული, ადამიანობა დაკარგული ბრბოს ხელით ჰუმანისტი და სამართლიანი მმართველი - მოამარ კადაფი! ბარაკ შენ გიწოდებდა თავის შვილს და გთხოვდა შეგეჩერებინა მისი სიმწრით ნაშენებ, ნალოლიავები ქვეყნის დაქცევა. მაგრამ, არა წ/ყ/ვდიადია თქვენს თავებში და გულებში, წუნ/წუხი და წუ/მპე მუცე/ლში! ვერ გაძეხით სისხლით და ნგრევით არა? ჯერ იუგოსლავია დააქციეთ ევროპაში, მერე სადამი ჩამოკიდეთ ხეზე, მოამარი გააუპატიურეთ და მოკალით! როგორ გადარჩა ეგვიპტის პრეზიდენტი საკვირველია? მიადექით და თქვენმა შექმნილმა ტერორისტებმა გაანადგურეს სი/რ/ია და დღესაც გრძელდება ეს სისხლისღვრა! ნეტავ რას უზამდა "დიქტატორი" ასადი ამისთანას თავის სამშობლოს რაც თქვენმა ნაფერებმა ოპოზიციამ და თქვენგან ნაშობმა ისლამურმა სახელმწიფომ დამართა?! და თქვენ გყ/ოფნით უტიფრობა და აცხადებთ, რომ ამ ყვ/ე/ლაფრის და კიდევ სხვა მრავალი მსგავსი უბედურების საპირწონეა თქვენი დემოკრატია?!

arichopra 2

2017-03-16 21:51:36

აბა ახლა ერთი ეს ნახეთ - http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2012&art=7222

serapina

2017-03-16 22:08:29

საქმე ძალიან მარტივად არის.
ადამიანი არის გონიერი ცხოველი(აქ, გონიერი ნიშნავს ს/ტ/რატეგიულს)რომელიც დაინტერესებულია ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი...

ერთი კატეგორიის ადამიანებს იმიტომ შიათ,რომ მეორე კატეგორიამ წაართვა,თორემ დედამიწის სიმდიდრე საკმარისია ყველას გამოსაკვებად.

ეს ასე იყო ყოველთვის და მხრივ არაფერი შეცვლილა დღემდე.

მსხვილი ინვესტორი ჩავა სადმე,გააკეთებენ მაგალითად თევზის გადასამუშავებელ ქარხანას. ადგილობრივებს სასაცილო ფასად ამუშავებს,ბუნებას გაუნადგურებს(ბევრმა არ იცის ეს.. ..და ბევრმა, იცის მაგრამ შემოსავლის ხიბლი რას არ ათქმევინებს/ გასკეთებინებს ადამიანს!) და წავა სხვაგან.

რჩება კაცი ჯერ უფულოდ,მერე იმ ლუკმა-პურის გარეშე,რომლითაც წინაპარი საუკუნეების განმავლობაში იკვებებოდა.
სულ ეს არის.

ხოლო ეგ ჩვენი ბიბისი,სიენენი და მსგავსები " ამ ყველაფრის გაპრავების გარდა" არც არაფერს აკეთებს.

(მოკლეთ,ადამიანი რომ ცხოველს თავის ბუნებრივ გარემოს გაუნადგურებ, რას იზამს?
-მოვა ამ ადამიანის სახლში).

ჰოდა ერთი საოცრება მაინც ხდება,ჩემი ევროპელები რომ მათზე დაბალ არსებებად მოიაზრებდნენ, მოადგენ ესენი კარს და ნელ-ნელა ადგილ-მამულშიც შეე/ცილებიან...

ვიღაცა გაბრაზდეს იქნებ...
ადამიანი როგორ არის ცხოველიო...
ბევრი ფილოსოფიის გარეშე ასეა.
რაის დემოკრატია, რომელი დემოკრატია?!



მეგრელი

2017-03-16 22:26:52

მსოფლიოში კრიზისი დგება, რესურსები იწურება. მათ შორის, ამოწურვის პირასაა ენერგორესურსები, ნავთობი და სხვა. სამი ათეული წელი თუ ეყოფა კაცობრიობას ეს რესურსები
-----------------------------------------------------------------------
ამ თემებში ძაან დავიგვიანეთ.
გასული საუკუნის 70 წლებში , კაპიტალიზმის გლობალურ და ღრმა კრიზისის ფონზე ,შეიქმნა ახალი ნეოლიბერალური თეორია. კრიზისების სიხშირე ,პოლიტიკური, ფინანსური, ეკოლოგიური თუ ნედლეულის, რომელიც ახასიათებდა საბაზრო ეკონომიკას ,შექმნა შთაბეჭდილება კრიზისების სისტემურ ხასიათზე. დაფუძნდა ორგანიზაციები , იმ მიზნით, რომ შეექმნათ კრიზისების გადალახვის ახალი მოდელი პლანეტა დედამიწის მდიდარი ნაწილისათვის. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია გახდა ,, რომის კლუბი“. 1970 წელს ,, რომის კლუბმა“ სისტემური დინამიკის თეორიის ავტორის უ. ფორესტერის რჩევით , მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერს დენის მედოუზს შესთავაზა გჯუფის ხელმძღვანელობა , რომელიც იკვლევდა მსოფლიოს განვითარების ახალ მოდელს . ამ ჯგუფში შედიოდა ნორვეგიული აკადემიკოსი იორგან რანდერსი , ჯგუფმა 1972 წელს მოამზადა პირველი მოხსენება ,, ზრდის ზღვარი“. (1992 წელს დ. მედოუზის ავტორობით გამოვიდა ახალი კვლევა ,, ზრდის ზღვარის იქით“ . ხოლო 2004 წელს -,, ზრდის ზღვარი . 30 წლის შემდეგ“). კონცეფციის ლოგიკა მდებარეობს შემდეგში: პლანეტა დედამიწის რესურსები ყველას არ ეყოფა. გამომდინარე აქედან უნდა ჩამოყალიბდეს ახალი წესრიგი , რომელიც მოახდენს მსოფლიოს საწარმოო და საბაზრო სისტემის გარდაქმნას და უზრუნველყოფს ცალკეული ქვეყნების ბუნებრივი რესურსების საჯარობას ანუ მათი კონტროლი. განხილურია დედამიწის განვითარების იქნა 12 სხვადასხვა მოდელი . 2008 წელს გრემ ტერნერმა Graham Turner რომელიც CSIRO Commonwealth Scientific and Industrial Research Organisation თანამშრომელია გამოაქვეყნა კვლევა და აღმოჩნდა , რომ სიტუაცია ვითარდება 1972 წლის პროგნოზით Graham Turner (2008). «A Comparison of `The Limits to Growth` with Thirty Years of Reality». Commonwealth Scientific and Industrial Research Organisation (CSIRO).

მეგრელი

2017-03-16 22:32:37

ამ თემას ეხება ჟაკ ატალი .. ახალი ათასწლეულის მიჯნაზე.. -1992 წ. რუსული ვერსია.ატალი -ფრანგი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე (მიტერანის მთავრობაში) ცნობილია თავისი ნეო-ლიბერალური ხედვით.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80