ხანძრით დაზარალებულებმა პროტესტს უმატეს
ეკონომიკა

ხანძრით დაზარალებულებმა პროტესტს უმატეს

ხანძრით დაზარალებულებმა პროტესტს უმატეს
ბექა დანელია

2017-03-15 18:42:05

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეების აქცია გრძელდება. როგორც ჩანს, მათ შეღავათი ვერც ერთი მხრიდან ვერ მიიღეს. ამიტომ მონაწილეები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„მოვიტანთ კარვებს და სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვიშიმშილებთ“, - ამბობენ აქციის მინაწილეები.

აქციაზე მივიდა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. ის „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს სოლიდარობას უცხადებს.

„ბავშვთა სამყაროს“ კომერციული დირექტორის ელგუჯა ცინცაძის ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურების პროცესი, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ქონება სადაზღვევო კომპანია „ალდაგშია“ დაზღვეული, თუმცა ზარალი იქამდე ვერ ანაზღაურდება, სანამ გამოძიების და სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები არ გახდება ცნობილი. ცინცაძე იქვე დასძენს, რომ დასკვნა მალე იქნება.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“, მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებით ახალი არაფერია, რადგან კომპანია გამოძიების დასკვნას ელოდება.

„ზარალის ანაზღაურება გამოძიების დასვნის დადების შემდეგ დაიწყება. მისი დასრულება კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

ჯერჯერობით რაც „ბავშვთა სამყაროს“ მიმართულებით გადაწყდა, სესხების გადავადებაა, თუმცა ბანკების წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

რამდენიმე დღის წინ მერიაში დაზარალებულებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კომერციულმა ბანკებმა სესხების გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს და მოვაჭრეებს კრედიტის მომსახურება 6 თვით გადაუვადეს.

საქართველოს ბანკების ასოციაციის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად 600-ზე მეტ დაზარალებულს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომლის ჯამური ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს. საშეღავათო პირობების განსაზღვრისთვის ბანკებს 200-მდე დაზარალებულმა მიმართა. ბანკებმა კი ყველა მათგანის სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია განახორციელა. გარდა ამისა, დაზარალებულებს სხვადასხვა სახის საშეღავათო პირობები ინდივიდუალურად განესაზღვრათ.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, კრედიტების გადავადება მართლაც ყველა მათგანს შეეხო, თუმცა პირობები მათთვის არახელსაყრელია, რადგან გადავადებული თვეების პროცენტი მათ სესხებს მაინც ემატება:

„არაფერი არავისგან ყოფილა, არც დახმარება, არც კომპენსაცია. კრედიტები გადაავადეს. 3-თვიანი ან 6-თვიანია, მაგრამ ის პროცენტები სამ თვეში რაც იქნება, მაინც ერიცხება. 6-თვიანი თუ გავაკეთეთ, რაცაა შესატანი ის ნაწილდება დანარჩენ დროზე. ასე რომ, არ არის მისაღები პირობები. ბაზრებზე არის ადგილები ჩვეულებრივ, თუმცა შეღავათი არ მომხდარა, ყველგან თანხა სჭირდება. ერთი ან ორი თვე რომ დასვან უფასოდ ეს დამწვარი ხალხი, არავინ ამბობს მაგას. ყველაფერი განადგურდა. ერთი ცალი ნივთი არ გამომიტანია“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ელიზა სუბელიანმა.

დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე სახელმწიფოსგან ითხოვენ და აქციების გაგრძელებას აპირებენ.

ნანახია - 583

1234

2017-03-15 19:00:51

მერიამ და სახემწიფომ არავითარი ანაზღაურება არ უნდა გასცეს. უნდა აანაზღაუროს იმ ბაზრის მფლობელმა ან დაზღვევამ თუ დაზღვეული იყო. ზოგადად, დაზღვევის გარეშე ყველა მაღაზიას და ბაზარს უნდა აეკრძალოს კომერციული საქმიანობა. მერიის ფული თბილისელების ფულია და არა ნარმანიას ან პოღოსიანის.
მერიას შეუძლია დროებით დაასაქმოს ეს ხალხი: დასუფთავებაზე, მაგალითად. ან უფასო კვებით ან თავშესაფრით დაეხმაროს. მაგრამ მერია არც სადაზღვევო კომპანიაა და არც საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამგვარი ლოგიკით სახემწიფო ვალდებული ხდება ყველა ხანძრის მსხვერპლს ვისაც სახლი ან ქონება დაეწვა ქვეყნის მაშტაბით აუნაზღაუროს ზარალი.

Maverick

2017-03-15 20:34:22

1234,
100% სიმართლეს ბრძანებთ.
-----
რაც შეეხება პატ. ზაზა ხატიაშვილს ქუთაისურად შევეკითხები, სადაც ჭიქა-საინი გარახუნდება, რავა ნაცბოზბანდასავით იქითკენ მიჩიქჩიქობ, აცადე შე კაცო ეგებ გპატიჟობენ?!...

leviko

2017-03-15 21:34:50

მე ვერ გავიგე იმ დაცვას ფულს რისთვის უხდიდნენ რომ ეხლა სახელმწიფომ აანაზღუროს იმისტვის თუ რა. დაცვამ არ შეასრულა თავის მოვალეობა ადმინისტრაციამ არ შეასრულა თავის მოვალეობა ხოდა გადაგიხადონ იმათმა და მორჩა. ჩვენ რა მოვაჭრეები უფასოდ გვაძლევდენენ საქონელს თუ რა. ამ ხალხმა მოკლედ საერთოდ დაკარგა ტვინი.

arichopra 2

2017-03-15 21:36:27

Maverick მაგარი იყო! გაქებ!
მეც ვეთანხმები 1234-ს!

Maverick

2017-03-16 00:44:15

ჩოპრა,
რა არის იცი, სოლომონ მორბელაძესავით აქეთ იქეთ ღობე-ყორეს რომ ედება და საკბილოს ეძებს რა უნდა გააიმასქნოს?!
რაც არ ეკუთვნის მაგ საცოდავ ხალხს, რა, თვითონ გადაუხდის?
საკბილოს ეძებს ჯიბის გასასქელებლად!
სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი!
დასასრულს მერე საცოდავ ქოცებს გადააბრალებს!
ხალხს კი: ესაო, ისაო... ბევრი ვეცადე თქვენთვისო, გამომივიდა ჩემთვისო!

Maverick

2017-03-16 00:49:57

P.S.
დაზარალებულებო, მეცოდებით, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჭეშმარიტებას ვერსად წავუვალთ.
მომავალში კი ეგებ როგორმე გამონახოთ საშუალება და დააზღვევოთ თქვენი კერძო საქმიანობა!

natali

2017-03-16 17:55:57

ესენი (მთავრობა) ღირსები არიან, და იცი რატომ?
არ იციან ვის უნდა მოეფერონ.

ეს წაიკითხეთ!

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

----------------
ე.ი. ვიღაც ბაზრობაზე რომ დგას, არალეგალურად 40 000 კი არა, 80 000 რომ აქვს შემოსავალი, არაფერს არ იხდის, იმან უნდა ისარგებლოს და მე ვერა? იმისთვის ვიხადე გადასახადები? თუ რამე ზარალი ნახეს, მე უნდა ავუნაზღაურიო ბიუჯეტიდან და მე არაფრით არ უნდა ვისარგებლო?

ბატონო სერგეენკო! თქვენ მენეჯმენტი ვერ გასწიეთ, უსინდისო ექიმები ასარგებლეთ, (სხვათა შორის მე ამაზე თავიდანვე ვლაპარაკობდი), უპრაკუნოდ და უკონტროლოდ ხარჯეთ და მე დამსაჯეთ არა? დიიიდი მადლობა! აღარ მომწონხართ!!!!

ჩემნაირები ცოტანი ვართ არ გენაღვლებათ ჩვენი პროტესტი ხომ? მთელს მსოფლიოში იმას ცდილობენ, რომ ჩემნაირები გამრავლდნენ და ბევრნი იყვნენ ქვეყანაში, თქვენ კი.....

ხოდა იცით რა? თქვენს ჯინაზე აქამდე არ დამჭირვებია არც ექიმი და არც გადაუდებელი თუ გადადებული დახმარება. კაჟივით ჯანმრთელები ვართ მთელი ოჯახი. არც დამჭირდება. იცით რატომ? იმიტომ რომ უფალი დიდია!!!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80