დასაქმებულთა შრომის პირობები სულ უფრო უარესდება
ეკონომიკა

დასაქმებულთა შრომის პირობები სულ უფრო უარესდება

დასაქმებულთა შრომის პირობები სულ უფრო უარესდება
ბექა დანელია

2017-02-17 16:30:04

დასაქმებულთა შრომის უფლებების დარღვევის შესახებ ლამის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია. ამა თუ იმ ორგანიზაციის შევიწროებული თანამშრომლები უკვე გაჩუმებას აღარ აპირებენ. მათ მხარდაჭერას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი უცხადებს.

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ „აუდიტორია 115“-ის წევრები შეიჭრნენ. ისინი ორგანიზაციიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იკამათეს, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, თუმცა რაიმე ინციდენტი ან დაპირისპირება არ მომხდარა.

„ბიბლუსის გალერეას“ ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა 9 თებერვალს ვიდეომიმართვა და განცხადება გაავრცელეს, სადაც მაღაზიაში არსებულ შრომის პირობებზე საუბრობენ. „ბიბლუსის“ თანამშრომელთა ნაწილის განცხადებით, მძიმე და არანორმირებულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა. კომპანიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ზოგჯერ 24-საათიან რეჟიმშიც უწევდათ მუშაობა, თუმცა „ბიბლუსის“ მხრიდან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ ხდება – ბონუსების სისტემა კი მათთვის გაუმჭვირვალეა.

თანამშრომლების მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის კონსულტანტები დიდ დატვირთვასაც ასახელებენ. მათი თქმით, წიგნის მაღაზიის კონსულტანტებს ხელშეკრულებით ნაკისრის გარდა სხვა მოვალეობების შესრულებაც უწევთ, როგორიცაა პროდუქციაზე თვალის დევნება, რადგან დანაკლისის შემთხვევაში კონსულტანტებს უწევთ მისი ანაზღაურება.

ბოლო დროს თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ, რომლებიც მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. რეგიონებიდან ტალღამ დედაქალაქშიც გადმოინაცვლა და თითქმის ყველა დარგს შეეხო. სულ ახლახან სოციალურ ქსელში გავცელდა მიმართვა, რომლითაც რესტორან „დაუნთაუნის“ თანამშრომელი აქსანა თოფურია კაფე-რესტორანს ამხელს:

რესტორან „დაუნთაუნში“, მიმტანის ანაზღაურება საათში 1 ლარია, 1 ლარი, ანუ თვეში 15 სამუშაო დღე. 1 ლარზე, საშუალოდ, თვეში 150-170 ლარი. ეს ისეთ რესტორანში ხდება, სადაც საშუალო დონის ვახშამი 200 ლარი ჯდება. ხელფასი უნდა ირიცხებოდეს თვეში 2 ჯერ - თვის 1-დან 5-მდე და 15-დან 17 რიცხვამდე (ხელშეკრულებაში ასე წერია). ამ თვის ხელფასი მაქსიმუმ უკვე რამდენიმე დღის დარიცხული უნდა იყოს, თუმცა არ დაურიცხავთ ჯერ და რა თქმა უნდა, ბოლო 5 თვის მსგავსად, ტყუილში კიდევ მინიმუმ მომდევნო კვირა გავა. მოტყუებული დასაქმებულები კი ელოდებიან სესხის ფულს, პურის ფულს, გზის ფულს.

კვება დაშვებულია დღის 1 საათიდან, ძირითადად, კარტოფილი და კვერცხი, კარგ შემთხვევაში ბოსტნეულის სუპი და გაყინული ქათმის ბარკალი. დირექტორმა ბრძანა, თუ არ მოგწონთ კვება, სახლიდან წამოიღეთ საჭმელიო. თუ მაინც კიდევ მოგინდათ იქ შესვლა, გთხოვთ, არაფერი გაგიტყდეთ ან ხელს არაფერი გამოაყოლოთ. საფერფლე 6 ევროდ არის შეფასებული, ჭურჭელი 30-40 ლარად და ყველაფერს პერსონალი იხდის, ყველა დანაკლისს მაშინ, როცა მიმტანის ხელფასი 150 ლარია. შესაძლოა, მას ერთი „პოდნოზით“ მთელი თვის ხელფასის ჭურჭელი მოჰქონდეს თქვენ მაგიდასთან“.

ვისი და რისი ბრალია, რაც საქართველოში შრომის პირობების მხრივ ხდება? გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ ქვეყანაში შრომის ინსპექცია უმოქმედოა და კანონი მას ძალიან ზღუდავს.

„შრომითი ინსპექცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტია, რომელშიც მუშაობს 25 მოქმედი და ამდენივე რეზერვში მყოფი ინსპექტორი, მაგრამ არსებულ ვითარებაში მათ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული. სამწუხაროდ, ამ ორგანოს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. შეზღუდვებმა იგი სრულიად უფუნქციო წარმონაქმნად აქცია.

ასე მაგალითად, ინსპექტორი ვერ შევა ვერც ერთ საწარმოში მანამ, სანამ არ შეუთანხმდება მის დირექციას. უშუალოდ ვიზიტამდე ხუთი დღით ადრე მან კვლავ უნდა გააფრთხილოს დამსაქმებელი, რომ ის მის ობიექტს უნდა ეწვიოს.

შრომის ინსპექტორს, არსებულ ფორმატში იმისი უფლებაც კი არ აქვს, რომ რაიმე სახის მითითება მისცეს დამსაქმებელს, მას მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა შეუძლია და შესრულდება თუ არა ისინი, ეს მხოლოდ ამ უკანასკნელის სინდისზეა დამოკიდებული.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლის უფლება, მხოლოდ იქ ტრეფიკინგის მსხვერპლთა არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აქვთ, თუმცა მსგავს შემთხვევებზე ძალოვან სტრუქტურებს უფრო ოპერატიული ცნობები აქვთ და შესაბამისად, შრომის ინსპექცია ამ შემთხვევაშიც უფუნქციოა“, - აცხადებს ალექსანდრია.

ნანახია - 742

მ ა რ ე

2017-02-17 18:05:12

"რესტორან „დაუნთაუნში“, მიმტანის ანაზღაურება საათში 1 ლარია, 1 ლარი, ანუ თვეში 15 სამუშაო დღე. 1 ლარზე, საშუალოდ, თვეში 150-170 ლარი. ეს ისეთ რესტორანში ხდება, სადაც საშუალო დონის ვახშამი 200 ლარი ჯდება. ხელფასი უნდა ირიცხებოდეს თვეში 2 ჯერ - თვის 1-დან 5-მდე და 15-დან 17 რიცხვამდე (ხელშეკრულებაში ასე წერია). ამ თვის ხელფასი მაქსიმუმ უკვე რამდენიმე დღის დარიცხული უნდა იყოს, თუმცა არ დაურიცხავთ ჯერ და რა თქმა უნდა, ბოლო 5 თვის მსგავსად, ტყუილში კიდევ მინიმუმ მომდევნო კვირა გავა. მოტყუებული დასაქმებულები კი ელოდებიან სესხის ფულს, პურის ფულს, გზის ფულს."
___________________________

ვინმემ დამისახელეთ მსოფლიოში ერთი, ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა, სადაც შრომის საზღაური 1 საათში 1 ლარის ეკვივალენტი ანუ დაახლ. 45 ცენტი იყოს!
დარწმუნებული ვარ, ასეთი სამარცხვინო დისკრიმინაცია არც ერთ ქვეყანაში არ ხდება!
ამ ადამიანების უფლებების დაცვა არც ერთ ასო-ს არ ევალება?
არც ომბუდსმენს?
არც არავის?
აუუუუ!.. არავინ არა ხართ სახლში?..

ცუგო

2017-02-17 18:27:15

მარე, ნუ გაგვაოცებ, ჯერ არ არის მაგათ დასაცავად გრანტები გამოყოფილი, ასო-ებმა და მისთანებმა თავი და მსგავსი ადგილები რად უნდა აიტკიონ?

lasha2111

2017-02-17 19:26:58

слава кпсс !!! ))))))

leviko

2017-02-17 20:50:41

ვცხოვრობთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში. ასე რომ ნუ წუწუნებენო

papa

2017-02-17 22:56:04

მაკრო

რა თქმა უნდა მართლი ხარ
ჩვენი ჟულიკებიც მსოფლიო ჟულიკების ნაწილნი არიან, ოღონდ პატარა მასშტაბით.
ჩვენებს უბრალოდ,,ასპარეზი,, არ ჰყოფნით, თორემ აბა ესენი იქნებოდნენ, თუ იქნებოდნენ, ტემ ბოლე ,,ქართული გაქანებისანი,,
........იიიიიიიფ.... იზავდნეეეეეეენ ....მაგრამ რას იზამდნენ!!---ყველას მოუჯოკრამდნენ გოთვერობაში!!!.
ისე კი რა გიკვირს??....მდიდრების უფრო გამდიდრება და ღარიბების უფრო გაღარიბება---ეს ხომ მთელი მსოფლის ჟულიკების ძირითადი სცენარია??(თანაც საერთო) ჩვენთანაც და დანარჩენ მსოფლიოშიც ყველაგან ეს პროცესი მიდის--- ერთი მუჭა ხალხის უფრო გამდიდრება და დანარჩენების კიდევ............დედაცო
აი ესაა მთელი მსოფლიოს ფილოსოფიაც, ქიმიაც, მათემატიკაც და გეოგრაფიაც..აი ეს!!

..რა ატამი... რის ატამი.... რის უფლებები... ყველგან ხალხის დაქინძვის პროცესი მიდის, თანაც უკვე დაჩქარებულად ..
სწორედ ესაა ამ ე.წ.,,მსოფლიო მამების,,ცხოვრების მთელი არსი, მიზანი და დაჟე სპორტული აზარტი--მუღამიც! ასე რომ არაფერი ახალი არააა...
პროსტო ბოლო ხანებში ეგ ამბები უფრო ხილული გახდა. დაჟე აღარც კი ცდილობენ, რომ ხალხის დაქინძვა ცოტა უფრო,,შეფარულად,, გააკეთონ. ამათ უკვე სუ ფეხებზე ჰკიდიათ ხალხიც და მათი ....მიხვედრილობაც--- მიხვდები და დაინახავ თუ არა რა ხდება
მიხვდი და მიხვდი..... რით შეუშლი რო ხელს??
ფეხები არ მოსჭამოს ვინმემ მათ!!!
ნანუაშვილთან მიხვააალ?? ის აქეთ გაგამტყუნებს---იმათ უფლებებს არღვევ, ხალხის დაქინძვა მათი უფლებაააო, გეტყვის
ეგენი ხალხის უფლებებს კი არა, ჩათლახების უფლებებს იცავენ, ჩათლახების უფლებებს. ხალხი მაგათ სუ ქინძზე ჰკიდიათ, ქინძზე
დალესის თეორიები და ეგეთები რაღაცეები, მათი ცხოვრების ძირითადი წესდებააა..
ისე ჩვენი იუზერი ლამე ამ თემებზე განსაკუთრებულად კარგად წერდა ...ეხლა გაბუტულია, თორემ ნაღდად კარგ პოსტს დადებდა ....

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80