„ყველა ადამიანის აზრი მაინტერებს, მაგრამ აი, „რესპუბლიკელების“ აზრი არ მაინტერესებს“
საზოგადოება

„ყველა ადამიანის აზრი მაინტერებს, მაგრამ აი, „რესპუბლიკელების“ აზრი არ მაინტერესებს“

„ყველა ადამიანის აზრი მაინტერებს, მაგრამ აი, „რესპუბლიკელების“ აზრი არ მაინტერესებს“
თამთა ქარჩავა

2017-02-17 09:00:48

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი არა პატრიარქის, ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ  „ერთ-ერთი პირის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი. პროკურატურის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან გამომდინარე, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ფიქრობს, რომ პროკურატურის მხრიდან საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება. მით უმეტეს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი საზოგადოებრივი ინტერესი არც ერთი თემის მიმართ არ ყოფილა.

for.ge ლაშა ჟვანიას ესაუბრა.

ურთიერთგამომრიცხავია პროკურატურის პოზიცია, 13 თებერვალს ირაკლი შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, ვისი მკვლელობაც მზადდებოდა, იდენტიფიცირებულია. მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია მამა გიორგი მამალაძე. დღეს უკვე ბრალდების მხარე საპირისპიროს აცხადებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელოვნურად მოხდა ამ ორი ფაქტის, პატრიარქის ოპერაციისა და შემდეგ უკვე მკვლელობის ფაქტის დაკავშირება?

ლაშა ჟვანია: არ ვიცი, ვერ დავუკავშირებ ერთმანეთს. ალბათ, უფრო დამთხვევაა, ვიდრე შეგნებულად გაკეთებული. ფაქტია ერთია - ის რაც ხდება, საზიანოა მთლიანად საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიაზე არ მაქვს მარტო ლაპარაკი.

ის რომ პროკურატურა ცვლის პოზიციას, ეს არ ბადებს კითხვებს?

- გამოძიების მიმართ ამ ეტაპზე კითხვები არ მაქვს. მე თხოვნა მაქვს საზოგადოების მიმართ, დავაცადოთ გამოძიებას, რომ დადგინდეს ამ საქმეზე ჭეშმარიტიება. მივცეთ საშუალება, რომ ობიექტურად წარიმართოს გამოძიება. ასევე, მოგვეცეს ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც შეიძლება, ჩვენ, საზოგადოებამ მივიღოთ. არ ვიცი, რამდენადაც შეიძლება დროულად იყოს ეს გაკეთებული იმიტომ, რომ ხანდახან სიჩქარემ შეიძლება დააზიანოს საქმე. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფორმაციის გავრცელებამ არ დააზიანოს ბრალდებული. ამიტომ, რამდენადაც შესაძლებელია და რა ფარგლებშიც, დროულად უნდა იყოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის. ისევე როგორც ყველა, მეც ველოდები გამოძიების შედეგებს, რომ დაიდოს უფრო მეტი დეტალი. როდესაც არ არის დეტალი, საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი უკვე საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს, ვარაუდი არის მცდარი, რაც ხელს არ უწყობს საქმის გამოძიებას.

რაც შეეხება დაკავებულ დეკანოზს, ისევ დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ არ სჯერა იმის, რა ბრალსაც უყენებენ. ადვოკატის გადმოცემით, როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს ნათელი მოჰფინოს. ლოცვა-კურთხევის მიღება აუციელებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ბრალდებულმა გამოძიებას მისცეს ჩვენება?

- არა, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, ადვოკატი ვერ ერკვევა ამ საკითხებში, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ასე არის საჭირო. ჩვენების მისაცემად სასულიერო, თუ საერო პირს არ სჭირდება ლოცა-კურთხევა, ეს არსად არ წერია. ერთადერთი რაც სასულერო პირს, მღვდელს ათავისუფლებს გამოძიებასთან მიმართებაში, ეს არის აღსარების არგათქმა. დანარჩენი, როცა ის ბრალდებულია, თუნდაც მოწმის სტატუსით სხვა საქმეზე იკითხებოდეს, ვალდებულია მისცეს ჩვენება და ბუნებრივია, ამას არავითარი ლოცა-კურთხევა არ სჭირდება.

რაც შეეხება ბრალდებას კორუფციასთან დაკავშირებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ საპატრიარქოში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა, თუმცა ბრალდება არ ყოფილა მტიცებულებებით გამყარებული. საფუძველი რამდენად აქვს მის ბრალდებას და რამდენად ითხოვს ეს ფაქტები რეაგირებას?

- პირველი, ჩემთვის სიახლე იყო მეუფე პეტრეს მხრიდან გაჟღერებული ეს ბრალდებები. მე ვისურვებდი, რომ როდესაც ამაზე საუბრობს, იქვე დოკუმენტალური მასალა მოიყვანოს, რა აძლევს ამის თქმის საფუძველეს. მეორე - თუ მეუფე პეტრე სიმართლეს ამბობს, თუკი არის სადმე პრობლემა, მაშინ ყველას ინტერესი უნდა იყოს, ჩემი, თქვენი, ეკლესიის, რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი აუდიტი და გაირკვეს ყველაფერი ქონებასთან დაკავშირებით. ვისურვებდი, რომ მეუფე პეტრეს ბრალდება გამყარებული იყოს დოკუმენტალურად. ეს ფაქტები, ეს ინფორმაციები, ჩემთვის არის მხოლოდ ინფორმაცია, მხოლოდ ნააზრევი, თუ მას არ ახლავს დოკუმენტალური გამყარება.

როგორც ჩანს, პრობლემები არის ეკლესიის გარშემო, რასაც ვერ დავმალავთ და რაზეც აუცილებელია რეაგირება...

- რა თქმა უნდა, და ამიტომ, უნდა ჩატარდეს აუდიტი და იქ უნდა გაირკვეს. თავად საპატრიარქომ უნდა გაარკვიოს, მისი ქონება გარკვეული პირების გადაწყვეტილებით რატომ არის მითვისებული და სხვის მოხმარებაში, საიდანაც სიკეთეს იღებს არა ეკლესია, არამედ კერძო პირები. თუკი ასეა, მაშინ ის თანხები ისევ ეკლესიის სასიკეთოდ უნდა იქნას გამოყენებული და ისე არა, რომ დადგინდა და მართალი ყოფილა. არა, აუცილებელია იმის გარკვევა, ეს გადაწყვეტილება ისე იქნა თუ არა მიღებული, რომ არ იყო შეთანხმებული ეკლესიის შესაბამის განყოფილებასთან, საპატრიარქოსთან და მის უწმინდესობასთან. თუ არ იყო, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა.

უპრობლემო დედამიწაზე არაფერია, მაგრამ მეუფე პეტრეს მიერ პირდაპირი მინიშნება იყო იმაზე, რომ ეკლესიის ქონებით სარგებლობენ გარკვეული კერძო პირები. მე ვიყავი ეკონომიკის მინისტრი და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი ქონება გადავეცით ეკლესიას. სახელმწიფომ მოიკლო და გადასცა ეკლესიას, მაგრამ იმისთვის არ მომიწერია ხელი ამ ქონების გადაცემაზე, რომ ვიღაცამ მოითბოს ხელი.

ამიტომ, ჩემი როგორც საზოგადოების წევრის, ინტერესია გაირკვეს მართალს ამბობს თუ არა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ამ ქონებებთან დაკავშირებით. აუცილებელია აუდიტის სამსახურის ჩართვა, ეს ალბათ იქნება დაახლოებით 6-თვიანი პროცესი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ წერილის შინაარსი, რომელიც გაჟღერდა და რომლის ავთენტურობა არ დადასტურებულა, მაგრამ ითქვა, რომ მამა გიორგის მიერ არის მიწერილი უწმინდესისთვის.

ამიტომ, აუცილებელია, დადგინდეს, არის თუ არა არსებული ქონება 100%-ით გამოყენებული ეკლესიის მიზნებისთვის. ჩემი ინფორმაციით, ბევრი ქონება არის გამოყენებული ეკლესიის სიკეთისთვის. იგივე, მეუფე პეტრეს მიერ გუშინ დასახელებული ჩამორთმეული სახლი. იქ გახლდათ დედათა და ბავშვთა პანსიონი და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი. ამ სახლს ძალიან ხშირად სტუმრობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, მეუფე პეტრე შეცდომაში იყო შეყვანილი.

ამასთან, „რესპუბლიკურმა პარტიამხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული პოლიტიკის შეწყვეტა და გადახედვაც მოითხოვა. რამდენად სწორია საუბარი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაუქმებაზე?

- ყველა ადამიანის აზრი მაინტერებს, მაგრამ აი, „რესპუბლიკელების“ აზრი არ მაინტერესებს... როგორ არ მაინტერესებს იცით! უკვე ბევრი დრო დავკარგეთ „რესპუბლიკელებზე“ საუბრით. დღეს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესშია, როგორი იქნება გამოძიების შედეგები, რადგანაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი საზოგადოებრივი ინტერესი არც ერთი თემის მიმართ არ ყოფილა.

ნანახია - 1763

natali

2017-02-17 10:00:38

ან მაშინ საიდან დაასკვნეს ჟურნალისტებმა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირი აუცილებლად პატრიარქი იყო, ან ახლა საიდან ასკვნიან რომ მსხვერპლი შორენა თეთრუაშვილია და არა სასულიერო პირი. ვინმემ თქვა რომ თეთრუაშვილზე იგეგმებოდა თავდასხმა? ის კი არა და მგონი ისიც არაა გარკვეული რამდენი პირის ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტებმა ბოდიში მოიხადონ, ჩვენით გამოვიტანეთ დასკვნები და საზოგადოება შეცდომაში შევიყვანეთო, იქეთ აწვებიან პროკურატურას, მინიშნებები ისე გააკეთა, ჩვენ შეცდომით გავიფიქრეთო.:)))) ჟურნალისტები კი არა, ჭორიკნები ხართ! (ფორ.გე-ს არ გეხებათ:))

რუსთავი2-მა დაასკვნა ეს სასულიერო პირი პატრიარქიაო და დანარჩენმა ტელევიზიებმაც როგორც ყოველთვის დაიწყეს გამეორება.

მაშინ იქეთ შევუბრუნებ რუსთავი2-ს კითხვას----როდესაც თქვეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირიო, რატომ ეგრევე პატრიარქზე გაიფიქრეთ? იცოდით????:))))

natali

2017-02-17 10:02:01

ბებია რომ ამბობს, ვიღაცამ რაღაც მოიპარაო და ერთი შვილიშვილი რომ იყვირებს, მე არ მომიპარავს ჩურჩხელაო, ასე ხომ არ დაემართათ ზოგიერთებს?:))))

ცუგო

2017-02-17 10:47:42

ფორ.გე-ც სცდება სამწუხაროდ ამ შემთხვევაში, უკვე არასწორია როცა რესპოდენტს ეკითხება "
ის რომ პროკურატურა ცვლის პოზიციას, ეს არ ბადებს კითხვებს? ", რადგან პროკურატურას პოზიცია არ შეუცვლია და თან ისევ გაიმეორა, გაითვალისწინეთ პირველი განცხადება და მაცალეთ გამოძიებაო, იხილეთ: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/419246-mthavari-prokuratura-dekanoz-giorgi-mamaladzis-saqmesthan-dakavshirebith-ganckhadebas-avrcelebs.html , უფრო დიდი და აბსურდული შეცდომა კი ადვოკატის ლოცვა-კურთხევასთან დაკავშირებით დაუშვა წერილის ავტორმა, ადვოკატმა თქვა, გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დადებულიო და მისი გაუქმება თხოვა პროკურატურას, იხილეთ: http://pia.ge/post/102408-dekanoz-giorgi-mamalazis-advokati-gautqmelobis-xelwerilis-gauqmebas-moitxovs , ეს მისი თხოვნა ლოგიკურიც არის. არ ეკადრება ჩემთვის სხვებზე მეტად სანდო და საპატივცემულო ფორ.გე-ს ასეთი ლაფსუსები

ცუგო

2017-02-17 10:50:57

რესპ-ებზე კარგად თქვა ჟვანიამ, მომეწონა, მეტ ყურადღებას არც იმსხურებენ უჭკუოდ განათლებულები.

natali

2017-02-17 11:10:33

ცუგო
გეთანხმები, სწორი შენიშვნაა.
ჩიჩინი ჭრისო, ხომ იცი:)) ხოდა მაგას აწვება რუსთავი2.:))
ჟურნალისტი კი იმიტომაა ჟურნალისტი, რომ ობიექტური დასკვნები მიაწოდოს ხალხს და სხვის ჩიჩინზე არ წამოეგოს.
ტერმინი "უჭკუოდ განათლებული" კი ძალიან მომეწონა:))))

ამაპოლა

2017-02-17 11:49:18

რესპუბლიკელები რომ ბ-ნ ჟვანიას სალაპარაკოები გახდებიან...

თენგო

2017-02-17 11:59:20

სასწაული ქვეყანაა დღევანდელი საქართველო ,მსოფლიოში არ მეგულება ასეთი მარაზმი!!!ეშმაკმა
სულ გაიჯეჯილა!!! რომაელების ცნობილი გამონათქვამს "ბრბოს ხელში ასაყვანად სანახაობა და
პურია საჭირო-ო" ქართველებმა გადაუჯოკრეს!!! რა საჭიროა პური??!! მარტო სანახაობა და ჭორი!!
1 .დილას ცხელი (თუ გაზი გაქვს)წყალი+სანახაობა და ჭორის სალათი!
2 .სადილათ-ჭორის კოტლეტი სანახაობის გარნირით!
3 .ვახშმად -რუსთავი 2-ს შოუს ნამცხვარი!!! რა პური-რის პური !!! გაიღვიძე საქართველო!!!!!!!!

ცუგო

2017-02-17 12:22:00

ამაპოლა, არც ამბობს ... და ძალიანაც კარგი, პროცენტიც შესაბამისი მიიღეთ არჩევნების დროს (წერტილ-მძიმე არ გამოგრჩეს, არ დავიღუპოთ:)))

ცუგო

2017-02-17 12:28:20

რა აზრი აქვს მგლის თავზე სახარების კითხვას?!

natali

2017-02-17 13:40:35

ორი დღის წინ პროკურატურამ მოგვატ/ყუა და ახლა ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ის რაც თქვეს, თურმე ის არ ყოფილა, რაც თქვეს--ამბობს სერგო რატიანი.
---------------

ააა ბატონო, ესაა ჩიჩინი:))))

natali

2017-02-17 13:41:58

რავა, საქმე გაიხსნა და უკვე დაინახეთ რომ პროკურატურა გვატ/ყუებდა? ციანიდი არ იყო მის ჩანთაში??? პროკურატურამ მხოლოდ ეგ თქვა, რომ მამალაძის ჩანთაში იყო ციანიდი, რომელიც აღმოაჩინეს მას მერე, რაც მოქალაქემ შეატ/ყობინა პროკურატურას, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის (და არა უმაღ/ლესი) სასულიერო პირის ლიკვიდაცია. დანარჩენს, თუ მისი იყო თუ არ იყო, ვინმემ ჩაუდო, ვინმემ გაატანა და ვისთან გაატანა, იცოდა თუ არ იცოდა რა იყო......ამას გამოძიება დაადგენს. ეგებ დააცდოთ???? პატრიარქის დაცვა კი უნდა გაძლიერებულიყო, აბა არა??????

natali

2017-02-17 13:42:46

უმაღ/ლესი ყოფილა უცენზურო :))

tngh

2017-02-17 13:54:23

გეთანხმები ნატალი!!! პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო "რუსთავი 2"-მა თქვა და ეხლა თავის მიერ გავრცელებულ ჭორებს პროკურატურას აბრალებს. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც ბოლო, როდესაც "რუსთავი 2"="ნაცები" ასეთი შანტაჟით მუშაობენ. მხოლოდ "ნატოს" მიმართულებით არ გეთანხმები ნატალი, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ვალდებული ხარ შენს სეხნიას მხარი დაუჭირო...

papa

2017-02-17 14:05:25

ცუგო2017-02-17 12:22:00
ამაპოლა, არც ამბობს ... და ძალიანაც კარგი, პროცენტიც შესაბამისი მიიღეთ არჩევნების დროს (წერტილ-მძიმე არ გამოგრჩეს, არ დავიღუპოთ:)))

ზუსტად ჩემი სათქმელი უთახარი...ყოჩაღ და მადლობა


ისე კი..... მთელი რესპუბლიკელები ჟვანიას ფრჩხილადაც არ ღირან...

natali

2017-02-17 15:36:13

რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა, - შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი ძალიან მალე უნდა გამოვიდეს ციხიდან, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე.

„მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
-------------

მე კი ვამბობ, რომ ამ ამბის მიჩუმათება ძალიან ცუდად იმოქმედებს ეკლესიის იმიჯზე. იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე სიმართლის გაცხადება.

asdf961

2017-02-17 15:40:33


ასე რომ მალე დამტკიცდება რასაც ველოდი, ეგ იყო ნაცბოზბანდის მორიგი ხრიკი (ხრიკების მოფიქრება არ ეხერხებათ თუ რა!)

რატომ არავინ არ კითხულობს ვინაა ის მთავარი პერსონაჟი, რომელმაც პროკურატურას შეატყობინა . . . ასე და ასეო, სწორედ ის კაცია ნაცბოზბანდის გეგმის ნაწილი!

ყველა დანარჩენი კი წამოეგო მათ ანკესს

natali

2017-02-17 15:48:53

asdf961

ხო, მაგრამ ციანიდი ხომ იყო ჩანთაში?

natali

2017-02-17 15:51:51

ამიტომ ვამბობ, ამ საქმის ასე იოლად გატარება ვერ გამოვა. ეს პირველ რიგში ეკლესიის იმიჯზე იმოქმედებს. თუ მამალაძემ არა, მაშინ უნდა გამოიძიონ ვინ ჩადო, რატომ ჩადო, ვისთან ატანდა....
ხალხს აქვს კითხვები და ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

asdf961

2017-02-17 16:03:13


natali

ხო, მაგრამ ციანიდი ხომ იყო ჩანთაში?
--------------------------------------------

ნამდვილად, ციანიდი იდო და ის თავისით იქ ვერ ჩავიდოდა, მაგრამ თუ ვინ ჩადო ის ციანიდი ჩანთაში, ეს უკვე სხვა თემაა, რაც ნაცბოზბანდას არ შეეშლებოდა თუ როგორ აღმოჩენილიყო ის ჩანთაში

arichopra 2

2017-02-17 17:28:50

http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=37550 ეს რაღაა?! ე.წ. მეუფე ადრე კრიმინალი და დაქირავებული აგენტი იყო? ასევე რაღაცას ლაპარაკობენ დაპირისპირებულ ე.წ. მეუფე იაკობზე, ისიც ერისკაცობაში რაღაცაში ყოფილა გარეული?! ასევე ბევრ სხვაზეც არის ხმები გამოსული. რა ამბავია?! რა უსაშველო გვჭირს?! თუ გაბრიელ სალოსს არაფერი სჭირდებოდა ღვთის სიტყვა რომ ექადაგნა,ამ ქონებაზე, ეკლესიის ქონებაზე რატომ მიდის საუბარი? რა ქონება დაუბრუნა ეკლესიას სახელმწიფომ?! კომუნისტებმა რომ წაართვეს?! აი მაშინ კომუნისტებმა რომ წაართვეს, საიდან ქონდათ ამდენი ქონება, როგორ ან რატომ დააგროვეს?! ქრისტეს არაფერი გააჩნდა, საერთოდ არაფერი, სულ ამას ქადაგებდა, ქონების მოსახვეჭად ნუ იმუშავებთო. ახლა ზოგიერთებივით სახარების სტროფების ნომრებს ვერ დავწერ აქ, მაგრამ ხომ მიხვდით რომელ სიტყვებზეა ლაპარაკი?! ეს მღვდელმთავრები ვის მოძღვრებას ქადაგებენ, რომელ მოძღვრებას?

arichopra 2

2017-02-17 17:28:50

http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=37550 ეს რაღაა?! ე.წ. მეუფე ადრე კრიმინალი და დაქირავებული აგენტი იყო? ასევე რაღაცას ლაპარაკობენ დაპირისპირებულ ე.წ. მეუფე იაკობზე, ისიც ერისკაცობაში რაღაცაში ყოფილა გარეული?! ასევე ბევრ სხვაზეც არის ხმები გამოსული. რა ამბავია?! რა უსაშველო გვჭირს?! თუ გაბრიელ სალოსს არაფერი სჭირდებოდა ღვთის სიტყვა რომ ექადაგნა,ამ ქონებაზე, ეკლესიის ქონებაზე რატომ მიდის საუბარი? რა ქონება დაუბრუნა ეკლესიას სახელმწიფომ?! კომუნისტებმა რომ წაართვეს?! აი მაშინ კომუნისტებმა რომ წაართვეს, საიდან ქონდათ ამდენი ქონება, როგორ ან რატომ დააგროვეს?! ქრისტეს არაფერი გააჩნდა, საერთოდ არაფერი, სულ ამას ქადაგებდა, ქონების მოსახვეჭად ნუ იმუშავებთო. ახლა ზოგიერთებივით სახარების სტროფების ნომრებს ვერ დავწერ აქ, მაგრამ ხომ მიხვდით რომელ სიტყვებზეა ლაპარაკი?! ეს მღვდელმთავრები ვის მოძღვრებას ქადაგებენ, რომელ მოძღვრებას?

papa

2017-02-17 17:31:47

ნატალი


მე ჩავდე, მე ....... ბიჯოსსს..................
.თანაც აქედან ... კაკულიას დახმარებით
აბა ეგ თუ ვერ გაიგეს, მაშ რაღას იძიებენ, ან რაღა პროკურატურააა??
ააარა რაააა........... ჩემ დალშე, ტემ ხუჟე.....თანაც სულ უფრო და უფრო
ისე რატომღაც მგონია რომ(,,მაქვს გონივრული ეჭვი,) ........ამ საქმეში ნაცები მართლა არიან ჩარეულები. ეგენი ისე საეჭვოდ ფართხალებენ რომ მართლა რაღაცაშია მაგათი საქმე, ტყუილად ეგენი ეგრე არ დაიხარჯებოდნენ

მ ა რ ე

2017-02-17 17:42:06

natali:
"ან მაშინ საიდან დაასკვნეს ჟურნალისტებმა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირი აუცილებლად პატრიარქი იყო, ან ახლა საიდან ასკვნიან რომ მსხვერპლი შორენა თეთრუაშვილია და არა სასულიერო პირი. იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტებმა ბოდიში მოიხადონ, ჩვენით გამოვიტანეთ დასკვნები და საზოგადოება შეცდომაში შევიყვანეთო..."
----------------------
ნატალი, ჩვენგან განსხვავებით, ჟურნალისტებს ევალებათ, რომ კარგად დაუგდონ ყური, რას ლაპარაკობენ სახელმწიფო მოხელეები! -

„"ქვეყანას ავაცილეთ თავიდან ტრაგედია. გამოძიება მიმდინარეობს არა ერთი მიმართულებით და რამდენიმე უტყუარი ფაქტი, რომელზეც ბატონმა შოთაძემ უკვე ისაუბრა, არის სახეზე. უტყუარია ის ფაქტი, რომ პრევენციული, სამართლებრივი ღონისძიების შედეგად, ციანიდი ვერ ჩავიდა ბერლინში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ გერმანიაში პრევენციის მიზნით ჩავიდა, რათა დაეცვა პატრიარქის უსაფრთხოება."

"გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და მას აკავებენ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი."

შენი აზრით, სხვა რა დასკვნა უნდა გამოეტანათ ჟურნალისტებს?
ბოდიში ჟურნალისტებს კი არა აქვთ მოსახდელი, არამედ იმათ, ვინც უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და ძიების დამთავრებამდე შეაჩეჩა ხალხს მზამზარეული დასკვნა "თავიდან აცილებული დიდი უბედურების" შესახებ!

მ ა რ ე

2017-02-17 17:49:01

მე არ ვიცი რითი დამთავრდება ეს საქმე - "კაბელების საქმესავით" ტყუილა გაიწელება და მერე ჩაიფარცხება თუ უბრალოდ მიაფუჩეჩებენ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ მამალაძეს, რომელიც აცხადებს (ადვოკატის პირით) - ასეთი წერილები ადრეც მიმიწერია პატრიარქისათვის, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლიაო, გ ა უ ჩ ა ლ ი ჩ ე ს , რადგან მისი განეიტრალება არაერთი სასულიერო თუ სამოქალაქო პირის ინტერესებში იქნებოდა!..

macro

2017-02-17 17:49:46

წაიკითხეთ ამ საიტზე დღეს გამოქვეყნებული სტატიები: საშუალო ფენაზე, რომელიც ქრება, დასაქმებულებზე, რომლებიც მუშაობენ მონებივით, რომან ფიფიაზე და ეკლესიურ პრობლემებზე. არ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული?
ჩვენ ვცხოვრობთ ფარისევლურ საზოგადოებაში, რომლის ერთადერთ ფასეულობა და ყოველგვარი ურთიერთობის საზომი არის ფული. ეს არის ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება და ქართული ეკონომიკური მოდელი მოქმედებაში.
მე ეს მახსენებს პირველი საუკუნის იუდეას, ვშიშობ ქართველებმაც ებრაელებივით არ დაამთავრონ.
რა სამწუხაროა უყურებდე როგორ გადაიქცა ოდესღაც პოეტებისა და გმირების ქვეყანა ჩარჩების, მევახშეებისა და სუტენიორების სამფლობელოდ.

arichopra 2

2017-02-17 17:58:08

ნათელმა გაანათა ბნელი და ბნელმა ვერ მოიცვა იგი...

მ ა რ ე

2017-02-17 18:11:04


macro,
სავსებით ვიზიარებ შენს წუხილს! - ნაღდს და ეჭვმიუტანელს...

papa

2017-02-17 21:01:06

მარე




ასეთი წერილები ადრეც მიმიწერია პატრიარქისათვის, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლიაო, გ ა უ ჩ ა ლ ი ჩ ე ს , რადგან მისი განეიტრალება არაერთი სასულიერო თუ სამოქალაქო პირის ინტერესებში იქნებოდა!..



კანეშნა ეგრეა ჯიგარო, ეგრე...... ამაში ერთი წუთითაც კი არ მეპარება ეჭვი....

papa

2017-02-17 22:16:18

მაკრო

რა თქმა უნდა მართლი ხარ
ჩვენი ჟულიკებიც მსოფლიო ჟულიკების ნაწილნი არიან, ოღონდ პატარა მასშტაბით.
ჩვენებს უბრალოდ,,ასპარეზი,, არ ჰყოფნით, თორემ აბა ესენი იქნებოდნენ, თუ იქნებოდნენ, ტემ ბოლე ,,ქართული გაქანებისანი,,
........იიიიიიიფ.... იზავდნეეეეეეენ ....მაგრამ რას იზამდნენ!!---ყველას მოუჯოკრამდნენ გოთვერობაში!!!.
ისე კი რა გიკვირს??....მდიდრების უფრო გამდიდრება და ღარიბების უფრო გაღარიბება---ეს ხომ მთელი მსოფლის ჟულიკების ძირითადი სცენარია??(თანაც საერთო) ჩვენთანაც და დანარჩენ მსოფლიოშიც ყველაგან ეს პროცესი მიდის--- ერთი მუჭა ხალხის უფრო გამდიდრება და დანარჩენების კიდევ............დედაცო
აი ესაა მთელი მსოფლიოს ფილოსოფიაც, ქიმიაც, მათემატიკაც და გეოგრაფიაც..აი ეს!!

..რა ატამი... რის ატამი.... რის უფლებები... ყველგან ხალხის დაქინძვის პროცესი მიდის, თანაც უკვე დაჩქარებულად ..
სწორედ ესაა ამ ე.წ.,,მსოფლიო მამების,,ცხოვრების მთელი არსი, მიზანი და დაჟე სპორტული აზარტი--მუღამიც! ასე რომ არაფერი ახალი არააა...
პროსტო ბოლო ხანებში ეგ ამბები უფრო ხილული გახდა. დაჟე აღარც კი ცდილობენ, რომ ხალხის დაქინძვა ცოტა უფრო,,შეფარულად,, გააკეთონ. ამათ უკვე სუ ფეხებზე ჰკიდიათ ხალხიც და მათი ....მიხვედრილობაც--- მიხვდები და დაინახავ თუ არა რა ხდება
მიხვდი და მიხვდი..... რით შეუშლი რო ხელს??
ფეხები არ მოსჭამოს ვინმემ მათ!!!
ნანუაშვილთან მიხვააალ?? ის აქეთ გაგამტყუნებს---იმათ უფლებებს არღვევ, ხალხის დაქინძვა მათი უფლებაააო, გეტყვის
ეგენი ხალხის უფლებებს კი არა, ჩათლახების უფლებებს იცავენ, ჩათლახების უფლებებს. ხალხი მაგათ სუ ქინძზე ჰკიდიათ, ქინძზე
დალესის თეორიები და ეგეთები რაღაცეები, მათი ცხოვრების ძირითადი წესდებააა..
ისე ჩვენი იუზერი ლამე ამ თემებზე განსაკუთრებულად კარგად წერდა ...ეხლა გაბუტულია, თორემ ნაღდად კარგ პოსტს დადებდა ....

მ ა რ ე

2017-02-17 23:29:24

papa.
ორ მაგალითს გეტყვი იმის საილუსტრაციოდ, რა გვჭირს ზოგადად. ეს არ არის ეკლესიის თემასთან კავშირში, მაგრამ კავშირშია ჩვენს საწუხართან.

აქ ჩემმა ერთმა ახლობელმა (რომ არ დავაკონკრეტო), სახლი იყიდა. უფრო ზუსტად, დეკემბერში მოელაპარაკა კომპანიას, რომ იყიდიდა სახლს, რომლის საძირკველიც ჩაყრილი იყო. კომპანიამ პირობა მისცა, რომ 31 იანვარს ჩააბარებდა გასაღებს.
რომ წავედით 31 იანვარს (სულ სხვა შტატშია, 1000 კილომეტრის მოშორებით), გადმოსცეს გასაღები: სახლი იყო აბსოლუტურად დამთავრებული, ისე, რომ ყველა სველ წერტილში, ორივე სართულზე, პირსახოცების საკიდრებიც მიმაგრებული იყო, ხოლო გაწყობილ სამზარეულოში - ორსართულიანი, უზარმაზარი მაცივარი და ბოლო მოდელის ჭურჭლის სარეცხი მანქანა დამონტაჟებული... მოკლედ, შეიტანე ავეჯი და იცხოვრე - თითის დაკარება არ გჭირდება არსად, რადგან ამაზე უკეთესად ვერავინ ვერაფერს გაგიკეთებს.
გარეთ კი ეზო მოსწორებული, მწვანე მოლი დაგებული და ხე დარგული...

ახლა საქართველოს მაგალითს გეტყვი: 2005 წელს უნდა ჩაებარებინათ ჩვენთვის ბინა, რომლის მთელი საფასურიც წინასწარ გადავიხადეთ.
12 წლის შემდეგ... ჯერ გადახურული არ არის კორპუსი!
და მეორე მაგალითი: ჩემმა მეორე ახლობელმა (პირობითად), აიშენა ბინა დიღომში. როგორც იქნა, ბინად აქციეს ის ე.წ. "კარკასი". მაგრამ ავეჯის ფული აღარ დარჩათ და იატაკზე სძინავთ, რადგან ბანკის ვალის გადახდას ვეღარ აუდიან. ჩვენ გავუგზავნეთ 1000$ რომ საწოლი ეყიდათ.
მივიდნენ მაღაზიაში (ეს იყო ნოემბერში), გადაიხადეს ფული და მიიღეს პირობა, რომ საწოლს დეკემბრის დასაწყისში მიუტანდნენ სახლში.
დეკემბერიც გავიდა, იანვარიც გავიდა და ახლა, თებერვლის შუა რიცხვებში, მიუტანიათ საწოლი... თავის გარეშე! - თავს მერე მოვიტანთო, თვის ბოლოს...
ახლა რომ ვთქვა, უწესობა და უპასუხისმგებლობა სისხლში გვაქვს გამჯდარი-მეთქი, ურაპატრიოტები შეიცხადებენ: რას ამბობ, ჩვენისთანა ხალხი მსოფლიოში არ არისო!

natali

2017-02-17 23:43:17

http://www.kvirispalitra.ge/versia/33582-shkhamis-kvali-gakhmaurebul-mkvlelobebsa-thu-mkvlelobis-mcdelobebshi-mairanovskis-maradiuli-shkhamebi-da-politikuri-miznebi.html

აი ეს წავიკითხე და მერე აი ეს-

http://www.newposts.ge/?l=G&id=132682-დეკანოზი, ჩაფიძე

natali

2017-02-17 23:47:11

აბა თქვენც წაიკითხეთ და ალბათ იმასვე გაიფიქრებთ რაც მე გავიფიქრე.

papa

2017-02-18 00:51:54

კი ნატალი ..შენი ფიქრები აზრს მოკლებული არაა ...
ისე ღმერთმა დაიფაროს რომ სწორად ფიქრობდე..
მაშინ ყველაფერი ჩაიფარცხება.

papa

2017-02-18 00:58:19

მარე

გეთანხმები............ეგეთები ,,მშობლიურია,..მშობლიური,,


ეგეთი ხალხი აუცილებლად, აუცილებლად უნდა დაიქინძოს
აი იმ მაღააზიის მსგავსი მაღაზიები კიდევ უნდა დაიხუროს..
ხალხი რომ გაჩათლახებულია ეგ იასნია, მაგრამ ..... კანონი ყველასთვის საერთო უნდა იყოს, ყველასთვის..
ისე არაფერი გამოვა

anri

2017-02-18 01:10:10

https://www.facebook.com/anrikone/posts/1315411601827663

arichopra 2

2017-02-18 08:43:00

ანრი, კარგი საქმე გააკეთე ამ პოსტის დადებით, თორემ ვხედავ ფორუმი უკვე მზადაა ხელსუფლების ჩასაქოლად.

imereli

2017-02-18 09:39:41

ჟვანია იმ მცირერიცხოვან ადამიანებს ეკუთვნის, ვისაც ვენდობი.ყველა რესპუბლიკელი ერთად აღებული არაფერს წარმოადგენენ მასთან შედარებით და ეს არჩევნებმაც დაამტკიცა.ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ყველაფერი რიგზეა.სამწუხაროდ ეს ასე არაა და ეს უნდა ვაღიაროდ.საქმე იმაშია როგორ გასუფთავდეს ეკლესია მიტმასნებული კრიმინალებისაგან! აი ეს კი არ ვიცი! ახლა არც XI საუკუნეა და არც დავით აღმაშენებელი გვყავს ქვეყნის სათავეში.
პაპა! თქვენ შესანიშნავი მაგალითი მოიყვანეთ იმისა, თუ რანი ვართ და საით უნდა მივისწრაფვოდეთ. აი პაპა რატომ უნდა იყოს ჩვენი მიზანი დასავლეთი. არ მაქვს არავითარი ილუზია, რომ მიზანს მალე მივაღწევთ.მე და ჩემი თაობა რომ ვერ მოესწრება ვიცი.საეჭვოა ჩვენი შვილებიც მოესწრონ, მაგრამ შვილიშვილები კი ნამდვილად მიაღწევენ.Bევრი დამცინებს ვიცი, ჩვენ ხომ სულსწრაფები ვართ,ამიტომაა საქართველოში ყველაზე გავრცელებული სარესტორნო ბიზნესი, დილით იყიდე პროდუქტი და საღამოს ხუთმაგად გაყიდე! ლარი თუ ერთ დღეში ერთ ლარს მაინც არ აძლევს ,საქართველოში ბიზნესად არ ითვლება.

imereli

2017-02-18 09:44:37

ერთი რამე გამომრჩა ბატონებო.მართალია რა ხდება ვერ გავიდე, მაგრამ ციანიდი რომ ღვთისმსახურებაში არ იხმარება ეს კი კარგად ვიცი!

asdf961

2017-02-18 11:01:01


imereli

არასწორად გცოდნიათ ბატონო, თურმე იხმარება!

imereli

2017-02-18 12:53:36

ბოდიშს ვიხდი! წინა "პოსტში" პაპას მივმართე მარეს ნაცვლად.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80