საშუალო ფენა თანდათან ქრება და ღარიბთა არმიას უერთდება
ეკონომიკა

საშუალო ფენა თანდათან ქრება და ღარიბთა არმიას უერთდება

საშუალო ფენა თანდათან ქრება და ღარიბთა არმიას უერთდება
ბექა დანელია

2017-02-16 23:50:47

საქართველოში ძალიან მცირერიცხოვანია საშუალო ფენა, რომელიც სოციალური სტაბილურობის საყრდენია. განვითარებულ ქვეყნებში საშუალო შეძლების ადამიანები მთელი მოსახლეობის 2/3-ზე მეტს შეადგენენ, ჩვენთან კი 10-15%-საც ძლივს აღწევს. რაც ყველაზე სავალალოა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი საშუალო ფენას მთლიანად განადგურებით ემუქრება.

საქართველოში ბევრია ღარიბი და სიღატაკის ზღვარს ოდნავ ზემოთ და ქვემოთ მყოფი მოსახლეობა. მათ არმიას მალე საშუალო ფენის ადამიანებიც შეემატებიან, რადგან ქვეყანაში წლიდან წლამდე ეკონომიკური, სოციალური და ფინანსური პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება.

ადამიანები, რომლებიც იყვნენ საშუალო რანგის მოხელეები, კერძო სექტორში დაკავებული ადამიანები, ხელფასით 1000 ლარიდან 3000 ლარამდე, მათმა უმრავლესობამ თავის დროზე აიღო სესხი და ლარის გაუფასურებამ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ისინი. თუ მანამდე მათი ხელფასის 30-40% სჭირდებოდა კრედიტის დაფარვას, ლარის გაუფასურების გამო ახლა მათი ხელფასის ლომის წილი კრედიტის დაფარვას ხმარდება და მათ არ რჩებათ საარსებო წყარო.

„საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებში თუნდაც უმნიშვნელო თანხის დაზოგვის შანსს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა არ იძლევა. ხალხი გადასულია ელემენტარულ კვებაზე და თავის გატანაზე. თუ ქვეყანაში საშუალო ფენა არსებობდა, ისიც გაქრა და ღარიბების კატეგორიაში გადავიდა. ღარიბები და ღატაკები ორი სხვადასხვა ცნებაა, მაგრამ მათი რაოდენობა დღევანდელი მაჩვენებლით 80%-ია. ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ სანერვიულო არაფერია?“, - აცხადებს პროფესორი პაატა კოღუაშვილი.

ასეთივე მოსაზრებისაა ეკონომისტი გია ხუხაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პრაქტიკულად, საშუალო ფენამ გადაინაცვლა ღარიბთა სეგმენტში.

„ეს სისტემურად პრობლემური თემაა. საშუალო ფენა, შეიძლება ითქვას, არის ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტი. ამ დროს კი საშუალო სტატისკური ქართველი, ფაქტობრივად, გაკოტრებულია, მისი ხარჯი აჭარბებს შემოსავალს. გაზაფხულიდან სოციალური რისკები მაქსიმალურად გაშიშვლდება. 2017 წელს შევხვდით გაზრდილი სოციალური რისკებით. კიდევ ვიმეორებ, საშუალო სტატისტიკური ქართველი გაკოტრებულია. ახლა ეს ნათლად არ ჩანს.

ხელისუფლება რაღაც ნაბიჯს დგამს, მერე ხვდება, რომ ეს ნაბიჯები სხვა სეგმენტზე პრობლემებს ქმნის. მერე კი არსებული ხვრელის ამოვსებას ცდილობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ზის ნავში, რომელსაც ძალიან ბევრი ხვრელი აქვს და იგი ამ ხვრელების თითებით დაგმანვას ცდილობს. ხელისუფლებას არ აქვს ნავის გარემონტების კონცეპტუალური გეგმა, მაგრამ ნავის გადარჩენას მაინც ცდილობს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ხუხაშვილმა.

აქვე საყურადღებოა ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევა „თაობა გარდამავალ პერიოდში“. საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა, 62% ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული. ახალგაზრდების 27%-სთვის შემოსავლის წყაროს პირადი ანაზღაურება წარმოადგენს, მათ შორის, ხელფასი. კვლევაში მონაწილეთა 14% აცხადებს, რომ მას პარტნიორი (მეუღლე, პარტნიორი გოგო/ბიჭი) არჩენს. გამოკითხული ახალგაზრდების 8% ამბობს, რომ ფინანსურად მშობლები და ნათესავები ეხმარებიან. 7%-ის თქმით, მისი შემოსავალი ოჯახის პენსიაა. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების ხარჯების დიდი ნაწილი მიმდინარე კრედიტების დაფარვაზე მოდის.

ეს ის კატეგორიაა, რომლებმაც უახლოეს წლებში სწორედ ძლიერი საშუალო ფენა უნდა ჩამოაყალიბონ, მაგრამ არსებული კრიზისისა და მზარდი რისკის გათვალისწინებით, საეჭვოა ახალგაზრდებს ამის შესაძლებლობა მიეცეთ.

ნანახია - 392

1234

2017-02-17 00:46:53

ავტორს,
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ განმარტებას დაუმატებდით - ვინ არის საშუალო კლასის წარმომადგენელი საქართველოში :) ამისთვის ალბათ უნდა მიმართოთ არა ხუხაშვილს ან კოღუაშვილს არამედ, ფინანსთა სამინსტროს ან სტატისტიკის სამინსტროს და ამოიღოთ სტატისტიკური მონაცემები თუ როგორ არის განაწილებული სიმდიდრე საქართველოში. ვინ ითვლება მდიდრად და ვინ ითვლება მუშათა კლასად. ღარიბი კიდევ უფრო სხვა მცნებაა :) ანუ უნდა დაადგინოთ რა თანხიდან რა თანხამდე შემოსავლის ან ქონების მფლობელი ეკუთვნის საშუალო კლასს. აქვს საქართველოს მთავრობას ეს განსაზღვრული. 1000-3000 ლარამდე შემოსავლის პატრონია საშუალო კლასი თუ 6000-18000 მდე?

papa

2017-02-17 09:55:23

ლამე

განსაკუთებით ამ თემაზე ძაან კარგი პოსტები გაქვს,(მავანთა და მავანთა მამაძაღ/ლობებზე)
ერთერთი მაინც დადე ..
მე შენს შესაბამის პოსტებს უბრალოდ ვერ ვიპოვი..

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80