ხუმრობა ტრამპთან და ქართულ–რუსულ–სომხური სკანდალი
საზოგადოება

ხუმრობა ტრამპთან და ქართულ–რუსულ–სომხური სკანდალი

ხუმრობა ტრამპთან და ქართულ–რუსულ–სომხური სკანდალი
ვასო კაპანაძე

2017-02-16 11:23:16

ვიდეო საიტ „იუთუბზე“ საქართველოს მთავრობის სახელით ამერიკის პრეზიდენტისადმი  მიძღვნილი 3–წუთიანი ვიდეორგოლი განთავსდა. სომხურმა მედია–საშუალებამ „სპუტნიკ–არმენიამ“ ვიდეორგოლს სტატია მიუძღვნა. სომეხი ავტორის სტატიაში ეჭვქვეშაა დაყენებული ვიდეომასალაში მოყვანილი ფაქტები, რომ  ქართული ანბანი ქართული წარმომავლობისაა და რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ვიდეორგოლის უცნობი ავტორების მიერ პრეზიდენტ ტრამპისადმი გაჟღერებულ შეთავაზებას კი, რომ მას  საქართველოს ტერიტორია ნებისმიერ დროს შეუძლია კრემლის დასაბომბად გამოიყენოს, რუსი ექსპერტ–ანალიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.

სომხური გამოცემის საიტზე სტატია სახელწოდებით „ქართველები მიმართავენ ტრამპს – არ დაუჯეროთ სომხებს“ 13 თებერვალს განთავსდა. იგი სოციალური ქსელებით (კერძოდ „იუთუბზე“) იმავე დღეს გავრცელებულ ვიდეორგოლს – „საქართველო მიესალმება ტრამპს“ (გზავნილი საქართველოს მთავრობისგან) – მიმოიხილავს. „ვიდეოში აღნიშნულია, რომ ქართველები პირველი ევროპელები არიან, ხოლო დანარჩენები – ყალბი ევროპელები. ქართველმა ენთუზიასტებმა გვერდი არც რუსეთს აუარეს, რომელსაც ასევე შეეხნენ სახუმარო ვიდეოში“, – წერია ლაურა სარქისიანის სტატიაში.

ერთი შეხედვით სახუმარო ვიდეორგოლში, რომელიც მისი უცნობი ავტორების მიერ საქართველოს მთავრობის სახელით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა, გაჟღერებულია ასევე უცნაური, ალოგიკური და დამამცირებელი პასაჟი, რომ რადგანაც საქართველოს 1/3 რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ტრამპს რუსეთი უყვარს, შესაბამისად მას საქართველოც უყვარს, რადგანაც „თავისი ერთი მესამედით საქართველო რუსეთს წარმოადგენს“.   

„სპუტნიკ–არმენიაზე“ განთავსებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ამ ვიდეორგოლით საქართველო შეუერთდა ფლეშმობს – „ვის სურს იყოს მეორე“, რომლის ადრესატიც ამერიკის 45–ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. „ფლეშმობი მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციად მოიაზრება ტრამპის საინაუგურაციო გამოსვლაზე, სადაც მან ამერიკის პირველობას გაუსვა ხაზი. მსოფლიოს ფლეშ–მობის ტალღამ გადაუარა სახელწოდებით – ამერიკა პირველია, ვის სურს იყოს მეორე? ვიდეომიმართვის ინიციატორი ჰოლანდიაა, ხოლო შემდგომში ეს იდეა აიტაცეს გერმანიამ, მაროკომ, ნამიბიამ, ირანმა, ავსტრალიამ, საქართველომ... სულ 20–ზე მეტმა ქვეყანამ“, – წერს სომხური საიტი.   

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მანანა თოქმაჯიშვილმა, აღნიშნა, რომ ბუნებრივია, ეს არ არის საქართველოს მთავრობის გზავნილი და მსგავსი სახუმარო ვიდეორგოლები „იუთუბზე“ სხვა ქვეყნების, მაგალითად, ბრაზილიის სახელითაც არის ატვირთული. ამდენად, ვიდეორგოლის რეალური ავტორების ვინაობა უცნობია და ისიც საეჭვოა, რომ ეს ვიდეო საქართველოშია დამზადებული და ქართველების მიერაა „იუთუბზე“ ატვირთული.

„თუ თქვენ გჭირდებათ ადგილი ახალი რაკეტების გამოსაცდელად, საქართველო ამისთვის შესანიშნავი ადგილია. აი შესაბამისი კოორდინატებიც. ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მათი გამოყენება, ახლაც კი. გააკეთე ეს. გთხოვთ“, – აღნიშნულია ვიდეომასალაში. ამ ვიდეორგოლმა მოსკოვში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. „ვიდეორგოლის ბოლოს მისი ავტორები ტრამპს რაკეტის მითითებული კოორდინატების მისამართით გაშვებას სთავაზობენ. ამ კოორდინატებზე კრემლის დიდი სასახლეა განთავსებული. ჩვენ მოსკოვში ასეთ ხუმრობას სათანადოდ შევაფასებთ და დავიმახსოვრებთ“, – ასე ემოციურად გამოეხმაურა სომხური მედიის მიერ განთავსებულ მასალას და ვიდეორგოლს პოლიტოლოგი და ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ნიკოლაი სილაევი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

იგი აღნიშნავს, რომ ასეთი რაღაცები ნორმალურობისგან შორსაა, თუნდაც ეს ხუმრობა ან თამაში იყოს. „ქართულ–რუსული შერიგება ცალმხრივი არ უნდა იყოს... დღეს არსებულ ურთულეს ქართულ–რუსულ ურთიერთობებში საქართველოს ისევე მიუძღვის წვლილი, როგორც რუსეთს... ჩვენ ვეძებთ შერიგების გზებს. ამიტომ, გაგებით ვერ მოვეკიდებით იმათ, ვინც სიცილისგან კვდება იმის წარმოდგენით, თუ როგორ მოფრინდება ბირთვული რაკეტა კრემლში“, – წერს სილაევი, რომელიც თავად უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსულ–ქართული ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე აქტიურად მუშაობს. კერძოდ, მისი შეფასებები ფიგურირებს 6 თებერვალს „ვალდაი კლუბის“ ოფიციალურ საიტზე ცნობილი პოლიტოლოგის ანდრეი სუშენცოვის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაში „საქართველოს უსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ფრონტირი ევროპაში“.

„ჩვენი ანბანი ევროპაში უძველესია. თუ ვინმე ამას ეჭვქვეშ დააყენებს, იცოდეთ – ისინი ცრუობენ. არ დაუჯეროთ მათ, განსაკუთრებით სომხებს“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სახელით ტრამპის მისამართით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. „თუმცა, სომხეთში მიიჩნევენ, რომ ქართული ანბანი სომეხმა მეცნიერ–ლინგვისტმა მესროპ მაშტოცმა შექმნა... ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეზობლებმა (ქართველებმა) ისარგებლეს შემთხვევით და მსოფლიოს მათთვის მტკივნეულ თემაზე უყვებიან. ვიდეორგოლის ავტორები ტრამპს სთავაზობენ, გასინჯოს მსოფლიოში უძველესი ქართული ღვინო... ისტორია კი საპირისპიროს ამტკიცებს: მეღვინეობის სამშობლოდ სომხეთის მთიანეთი ითვლება და პირველი ღვინო სომხეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წელს იქნა წარმოებული“, – სრული სერიოზულობითაა აღნიშნული „სპუტნიკ–არმენიას“ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.           

სავარაუდოდ, „იუთუბზე“ განთავსებული პროვოკაციულ–სახუმარო ხასიათის ვიდეომასალა, რომლის სიუჟეტიც სომხურმა მედია–საშუალებამ საკუთარი შეხედულებისამებრ, „სომხურ ჭრილში“ მიმოიხილა და რომელსაც რუსი პოლიტოლოგების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა,  საქართველოს ფარგლებს გარეთაა შექმნილი და შესაძლოა მისი ავტორები ქართველები არ აღმოჩნდნენ. ამ ვიდეომასალის განთავსებიდან მალევე „იუთუბზე“ პრეზიდენტ ტრამპის მისამართით უკვე სომხური „არმკომედის“ მიერ შექმნილი ვიდეორგოლი აიტვირთა („გზავნილი სომხეთის მთავრობისგან“).

ნანახია - 2363

მეგრელი

2017-02-16 11:34:01

„თუმცა, სომხეთში მიიჩნევენ, რომ ქართული ანბანი სომეხმა მეცნიერ–ლინგვისტმა მესროპ მაშტოცმა შექმნა...
------------------------

ამაზე არაერთხელ დამიპოსტავს.

ასე წერია მსოფლიოს წამყვან ენციკლობედიებში და ასე თვლიან მსოფლიოს წამყვანი ლიგვინისტები.

ყველაფერს სხვას ნუ დავაბრალებთ და ჩვენმა მეცნიერებმა ხმა ამოიღონ. როტომ არიან გაჩუმებული.დუმილი თანხმობის ნიშანია.

natali

2017-02-16 11:56:36

მუშაობენ სომ/ეხი ისტორიკოსები სათავისოდ, რას ერჩით?

აბა ჩვენი დიდი ქართველი ისტორიკოსები და კიდევ დიდ მეფეთა შთამომავალნი პარლამენტში მოხვედრაზე იკლავენ თავს, მერე რომ იქ იხვრინონ. სად სცალიათ საპასუხო დოკუმენტების და სტატიების გავრცელებისთვის?

pele

2017-02-16 13:07:58

ისე, ჩემი აზრით, საკამათო და "შავი იუმორით" გაჯერებული ვიდეორგოლი იყო.

imereli

2017-02-16 23:17:16

ეს საიტი მო/ძმე ერის ხსენებას თურმე კრძალავს.ახლახანს ინტერნეტში ვნახე, რომ პირველი ნაბეჭდი წიგნი გუტენბერგს კი რა ჩვენს მოძმეებს ეკუთვნის,თანაც ბეჭვდის გამოგონებამდე 75 წლით ადრე {1475წ}. მართალია ლათინური ასოებითაა თურმე დაბეჭდილი რატომღაც.როგორ მოახერხეს არ სწერია, ალბათ დროში იმოგზაურეს! კიდევ ბევრ ასეთ "აღმოჩენა" შეიძლება გააკეთოთ დრო თუ გექნებათ და ინტერნეტში იმოგზაურებთ.

მ ა რ ე

2017-02-17 04:07:51

"ერევანი გაცილებით უფრო ძველი ქალაქია, ვიდრე სინამდვილეში!"

ანბანი იმათია.
ტერიტორია იმათია.
არქიტექტურა იმათია.
"ჩაკრულო" იმათია.
ფიროსმანი იმათია.
რუსთაველი იმათია.
ერთი სააკაშვილი გვებადა საამაყოდ და ისიც "გამოჩენილ სო/მეხ მოღვაწეთა" სიაში შეიტანეს 89-ე ნომრად.
ჩვენი მეცნიერები კი იქნებიან ასე გაყურსული და პირში წჸალჩაგუბებული, სანამ ნიკა გვარამიას და ოთო კახიძესაც არ მიითვისებენ ეს სო/მხები!

ვიღაცა

2017-02-17 10:54:09

ечмиадзин построен гороздо ранше,чем на самом деле.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80