„სახელმწიფოს, სადაც ავტორიტეტებს ანგრევენ, განვითარების პერსპექტივა არ აქვს“
საზოგადოება

„სახელმწიფოს, სადაც ავტორიტეტებს ანგრევენ, განვითარების პერსპექტივა არ აქვს“

„სახელმწიფოს, სადაც ავტორიტეტებს ანგრევენ, განვითარების პერსპექტივა არ აქვს“
მანანა ნოზაძე

2017-02-16 09:10:09

ე.წ. „ციანიდის საქმემ“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობის თემა ზოგიერთებმა აიტაცეს და სათავისოდ გამოიყენეს. საკითხმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და ერთმანეთში აირია სიტყვები „ციანიდის შხამი“, შორენა თეთრუაშვილის „ოქროს თევზები“, „რუის-ურბნისის კრება“, „პატრიარქის ტახტის დაკავება“, „დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გამოშვება“, „გამოძიების შესაძლო შეცდომა“ და სხვა.

„ნაციონალები“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ეკლესიის საქმიანობაში ერევა და, შესაბამისად, არაჯანსაღი ვითარება გამოდის სააშკარაოზე. დანარჩენები თავს წარმოაჩენენ ზნეობრივი პრინციპების დამცველებად და სხვებს უზნეობაში „ამხელენ“. სასულიერო პირები ერთმანეთისკენ ხელს იშვერენ, ამ ყველაფრის შემყურე „რესპუბლიკელები“ კი საპატრიარქოს დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვენ. ერთადერთი, ამ პროცესების მთავარი სამიზნე - პატრიარქი კი დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს.

რა პროცესები მიმდინარეობს ეკლესიასთან მიმართებით და ვის ინტერესშია ის, რაც ხდება?

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო დღეებში აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკურ ჭრილში საეკლესიო საკითხების გადატანა, ურთიერთბრალდებები და პირდაპირი ვერდიქტის გამოტანა. ამ მხრივ ხელისუფლებაც სცოდავს, როდესაც საკმარისზე მეტ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე არსებობს რაღაც შეთქმულება, კიევის ბილეთები და სხვა.

„ათასი სისულელე ილაპარაკეს. პოლიტიკოსები არად დაგიდევენ საკითხის სიმძიმეს და თავს უფლებას აძლევენ, ასეთი პოლიტიკური შეფუთვით კიდევ უფრო დაამძიმონ ისედაც მძიმე ვითარება. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ დარჩა დაზიანების გარეშე. ერთადერთი, თითქოსდა, ხელშეუხებელი ინსტიტუტი იყო მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც უპირობო ავტორიტეტი გახლდათ წლების განმავლობაში. შეგნებულად თუ შეუგნებლად, დღეს ამ ინსტიტუტის პირდაპირი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თვითონ ეკლესიის შიგნით არსებულმა მოვლენებმა მისცა ბიძგი. სასულიერო პირები ერთმანეთის მიმართ კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა ტელევიზიებში. ეს სახიფათო პროცესია. სახელმწიფოს, სადაც ავტორიტეტები აღარ არსებობენ, განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

საზოგადოება მაშინ ვითარდება, როდესაც თავის წიაღში წარმოშობს მორალურ თუ ინტელექტუალურ ავტორიტეტებს და მერე მთელი საზოგადოება ეკვრება ამ ავტორიტეტს, ვითარდება და წინ მიდის. ნაცვლად ამისა, დღეს სრული დეგრადაციის პროცესს ვაკვირდებით, თითქოს ვიღაც ცდილობს, სახელმწიფოებრივი ცოცხალი ქსოვილის ადგილი აღარ დატოვოს ქვეყანაში “, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მართულია ეს პროცესი თუ, უბრალოდ, ქაოსის ბრალია, ამის თქმა ექსპერტისთვის რთულია, მაგრამ მიიჩნევს, რომ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულ მძიმე დანაშაულზე, ანუ მკვლელობის შესაძლო მცდელობაზე, მაშინ რა შუაშია საპატრიარქოსთვის დაფინანსების შეწყვეტა, რასაც ზოგიერთები მოითხოვენ?! ეს ხომ იმის მცდელობაა, რომ როგორმე ცეცხლზე ნავთი დაასხან და ვითარება კიდევ უფრო დაამძიმონ?!

გია ხუხაშვილის აზრით, პროკურატურის განცხადებებიც არ იყო მთლად კარგად შეფუთული, რამაც ბიძგი მისცა მთელ ამ პროცესს. როდესაც საზოგადოებას აწვდი ნახევარ ინფორმაციას და მერე პოლიტიკოსებს უტოვებ ფანტაზიისთვის ველს, უნდა გაითვალისწინო კიდეც ჩვენი პოლიტიკოსების მახინჯი ფანტაზიის უნარი. ამიტომ, ექსპერტი თვლის, რომ პროკურატურას ან მთლიანად უნდა გაესაიდუმლოებინა მომხდარი და არაფერი ეთქვა. რადგან სათქმელი უკვე თქვეს, ის მაინც უნდა დაადასტურონ, ვისზე მზადდებოდა თავდასხმა, პატრიარქზე თუ სხვა ვინმეზე?!

„ამ ფაქტმა გააშიშვლა ის მძიმე ვითარება, რაც საპატრიარქოს შიგნითაა. ჯინი გამოუშვეს ბოთლიდან და ამის პროვოცირება მოახდინა სწორედ ნახევრად სიმართლემ. ნახევრად სიმართლე, ხშირ შემთხვევაში, ტყუილზე უარესია. ტყუილის პრევენცია კიდევ შესაძლებელია, ნახევარსიმართლე კი დიდ დიაპაზონს იძლევა ათასნაირი სპეკულაციისა და ინსინუაციებისთვის. საკმაოდ მოუზომავი განცხადებები გაკეთდა, რაც არ ეკადრებათ საეკლესიო მოღვაწეებს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთ კონკრეტულ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე და არა მთელ კომპლესზე პრობლემებისა, რადგან მთავარი საკითხი იკარგება და ყველაფერი ეს გადადის ინსტიტუტების ნგრევაში. უპერსპექტივობით გათანგული ადამიანებისთვის დარჩა ეკლესია და ახლა ამის ნგრევაც მიდის არაპირდაპირი გაგებით. აღარ დარჩა ნავთსაყუდელი, სადაც შეიძლება ვეძებოთ ან ამქვეყნიური, ან იმქვეყნიური სამართალი და სიმშვიდე“.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება და რომელიმე სასულიერო პირი პატრიარქის ტახტის დაკავებას ოცნებობს, ეს არ არის ქრისტიანული საქციელი. მისივე თქმით, იმდენად უცნაური და ბუნდოვანია პროკურატურის ნათქვამი, რომ ჯერჯერობით ვარაუდიც კი ძნელია რამეზე. ადამიანს ბრალდება მკვლელობის მომზადება, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა რეალურად. რაღაც რომ მოხდა, ესეც ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა ტყუილუბრალოდ ამხელა საქმეს არ წამოიწყებდა და ასე საჯაროდ არ განაცხადებდა. ამიტომ ან რაღაც მართლა მზადდებოდა, ან ეს არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია, ოღონდ ვისი მხრიდან, უცნობია.

„ეს არ უკავშირდება ამ კონკრეტულ თემას, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, როდესაც საპატრიარქოს მიეცა ამხელა ფინანსური სახსრები და უძრავ-მოძრავი ქონება, თავისთავად, ეს აჩენდა საფრთხეს, რომ იქ არაპატიოსან ადამიანებს არ მოეყარათ თავი, რომლებიც მოინდომებდნენ ამ თანხის განკარგვას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანები საპატრიარქოს წარმომადგენლები იქნებოდნენ, თუ ეკლესიის. შეიძლება, საერთოდ, ისინი ყოფილიყვნენ გარეშე მდგომი პირებიც, ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო იქ, სადაც ფული ტრიალებდა. კონტროლის პალატას შეეძლო ყველგან გაეკონტროლებინა თითოეული თეთრი, გარდა საპატრიარქოსი, რომელსაც სახელწიფო ბიუჯეტიდან აძლევდა 20 მილიონზე მეტს. თითქოს ეს კარგი სამსახური იყო ეკლესიისთვის, მაგრამ, პირიქით, დათვური სამსახური გაუწიეს. ამიტომ, თუკი სახელმწიფო აძლევს თანხას, გააკონტროლოს კიდეც, რადგან საპატრიარქოს არ აქვს ამის მექანიზმი.

კორუფციული ადამიანი რომ ვიყო, ცხადია, შევეცდებოდი, თბილისის ცენტრში რომელიღაც ობიექტი ჩამეგდო ხელში, მაგალითად, საავადმყოფო. ამას ჯერ გადავცემდი საპატრიარქოს, შემდეგ უკანვე მივიღებდი. პატრიარქმა არ იცის ასეთი შემთხვევების შესახებ. ახლა შორენა თეთრუაშვილის როლის შესახებაც ბევრს საუბრობენ. მე თვითონ საპატრიარქოს პრესცენტრში ვმუშაობდი და შორენას როლის შესახებ ზედმეტს ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ ეს ადამიანი პატრიარქისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. უკვე რამდენი წელია, თითქმის მთელი მისი პატრიარქობის განმავლობაში მისი დამხმარე ასისტენტია“,-აცხადებს ლევან აბაშიძე, რომლის თქმითაც, უწმინდესი შორენა თეთრუაშვილს ენდობა. ამიტომ, როდესაც ქალბატონ შორენას საპატრიარქოს მართვას აბრალებენ ყოველგვარი საბუთის გარეშე, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამით პატრიარქსაც ჩრდილს აყენებენ. 

ნანახია - 1560

papa

2017-02-16 09:28:01

მართალია მაგრამ.....ბრმას ცოლი მოუკვდა და არ უთხრათო....
რო არ ვუთხრათ რა შეიცვლება როო...??...ისევ ისე გაგრძელდება
განა კაცის ბუნება იცვლებაააა?? .
...აი... გარემოს კი ემორჩილება!

papa

2017-02-16 09:44:29

სინოდის სხდომიდან თოფურიძე რომ მიშას ვანოს ადეიშვილს, სკაიპით პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემდა ხომ გახსოვთ????... საპატრიარქო მაშინ გაიყო--გაყვეს--- ჩემიანებად და სხვისიანებად
კეთილდღეობის სანაცვლოდ ლექსებს რომ უწერდ--უძღვნიდნენ კიდევ მიშას
ხოოდა ის პრობლემები უფრო გაღრმავდა.
,,.ჭირმმა მალა მალა თავი, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ დამალაო,, -----ესეა
მოკლედ რა ინფორმაციებიც გამოდის ჯამი არის ის, რომ ერთი ჯგუფი(,,ბიზმესმენების,,) ებრძვის მეორეს ვლასტის ასაღებად.
სულ ესაა თავიც და.. ბოლოც

ენქერი

2017-02-16 11:02:04

ფურუნკული გასკდა. ჩირქმა წალეკა საქართველო. ყარს უკვე ყველაფერი. ძირმაგარის ამოგდებაა უკვე საჭირო. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. აპოკალიფსის დასაწყისია. დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა.

natali

2017-02-16 11:39:57

ამ ქალბატონის სახელი ბევრჯერ მსმენია, მაგრამ ვინაა ახლა ვნახე პირველად.

პატრიარქის მდივანია. პატრიარქის ნებაა, უნდა გაუშვებს სამსახურიდან, უნდა არა. რაკი მას ჰყავს გვერდით, ე.ი მოსწონს და მისით კმაყოფილია, ე.ი თავის მოვალეობას კარგად ასრულებს.
თან როგორც გამოჩნდა პატრიარქს იმდენი მტერი ჰყოლია, ისე ეჩქარებათ მოშორება, რომ ეტყობა ეს ქალი კარგად იცავს, აქამდე ვერაფერი მოუხერხეს და გაცოფდნენ. ძალიან უშლით ალბათ ხელს.

სტუდენტები ვერ შევხვდით პატრიარქს შორენას გარეშეო.:))
თქვე კაი ხალხო, უბრალო მენეჯერს ვერ შეხვდებით მის მდივანთან შეთანხმების გარეშე და პატრიარქს როგორ ან რატომ უნდა შეხვდეთ?
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, პატრიარქითვის დაპირისპირებას ვერ ბედავენ და მის მდივანს მიადგნენ.
მე ასეთი აზრი გამიჩნდა და რა ვიცი......

თენგო

2017-02-16 12:15:32

ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის ,მაგრამ ჭიპზე რომ /გას/კდ/ენ ზოგ-ზოგიერთები ვერაფერს
დააკლებენ ეკლესიას, რადგან თავად უფალმა თქვა-"ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას-ო"!!!

თენგო

2017-02-16 12:22:21

ისე კი ვისაც არ ესმის რა არის ეკლესია და ვინ და რატომ დააფუძნა იგი ამ ცოდვილ დედამიწაზე,
ვურჩევ გახდნენ ეკლესიურნი ,იფიქრონ წუთისოფლის ამაოებაზე, ცოდვებზე და სულის გადარჩენაზე,
გახდნენ მაზიარებელნი უფლის წმიდა სისხლისა და ხორცისა,რადგან იგი ჩვენთვის- ცოდვილთათვის
მოვიდა, ხოლო ამ მიწაზე არავინ დავრჩებით!!!!!!!

თენგო

2017-02-16 12:26:16

ჩვენი ვალი კი ისაა,რომ ენას აღვირი ამოვდოთ ,ერთმანეთი გვიყვარეს და იმ გაჭირვებულ მამულზე
ვიფიქროთ ,რომელიც ღმერთმა გვაჩუქა!!! არ განვიკითხოთ რათა არ განგვიკითნენ!!!!!!!!!

თენგო

2017-02-16 12:32:00

რაც შეეხება ქრისტეს ეკლესიას,როდის იყო რომ მას არ ებრძოდა ეშმაკი!!! ვინც იცის ელესიის
ისტორია ,იცის რომ 2000 წ. მანძილზე მას სულ ებრძვიან ,თუ შიგნიდან თუ გარედან, მაგრამ ის
ამით უფრო ძლიერდება-რადგან მისი თავი, თავად უფალი ქრისტეა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

თენგო

2017-02-16 13:50:24

/ეშ/მა/კი/ს ნაშიერებმა იციან ,რომ თუ ეკლესიაში მოახდენენ განხეთქილებას ,ეს იქნება საქართველოს
დასამარება,მაგრამ ღმერთი დასცინებს მათ,როგორც უკვე არაერთხელ უქნია!!გაიღვიძეთ ქართველებო!

ცუგო

2017-02-16 14:31:27

თენგო, შენს ნათქვამ თიოთეულ სიტყვას ვეთანხმები.

levani

2017-02-16 20:39:03

აკი გუშინ ვამბობდი ცოცხგარჭობილ პარტიასა და ცოცხგასარჭობ პარტიას ხელში ქვეყანას კაის რას დამართებენ თქო.
თუ ვინმეს და ეს აუცილებლად უნდა ანტიქრისტეებს, რომ საქართველოში ეკლესია დაეცეს ან გაიხლიჩოს(რომელსაც ვერ განახორციელებენ მილიონი პროცენტი) და ამაში მწვანე შუქს უნთებს ეს ხელისუფლება, გამოდის რომ ესენიც ანტიეროვნულები და ანტიქრისტეს შემსრულებელი დამქაშები არიან.

მ ა რ ე

2017-02-17 00:55:27


პ ა ტ რ ი ა რ ქ ი :

"მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან"
_____________________________

მე მგონი, ვიღაცამ მაგრად გამაზა და ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოძვრებიან აქედან უმტკივნეულოდ...

kitanoo

2017-02-17 15:24:48

მაგრად რომ ჩ/ა/ი/კ/უ/კ/ე/ს ფაქტია. ეხლა გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავნები.
natali -ისა არ იყოს *ვოტ ტაკ*

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80