„მცხეთა მარტო მცხეთელებს არ ეკუთვნით“
საზოგადოება

„მცხეთა მარტო მცხეთელებს არ ეკუთვნით“

„მცხეთა მარტო მცხეთელებს არ ეკუთვნით“
მანანა ნოზაძე

2017-02-15 17:00:54

„მცხეთაში მიწების გასხვისება არ შეიძლება, რადგან გაჭირვებული ქართველი გაყიდის იმ მიწას და უცხო ტომელი დაეპატრონება ჩვენს უძველეს დედაქალაქს“, - ასეთია ქართველ მეცნიერთა აზრი.

ამის მიუხედავად, მცხეთელები საკუთარ ქალაქში მორატორიუმის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებიან, რადგან მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების უფლება ეზღუდებათ.

სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დიდი მცხეთა იმთავითვე სამეუფეო ქალაქად ითვლებოდა, ანუ ეს იყო სამეფო ქალაქი, ეკლესიურად კი ის იყო წმინდა ქალაქი.

„პატრიარქმა მცხეთას შარშან წმინდა ქალაქის სტატუსი მიანიჭა. თუკი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა გვინდა, მაშინ მოდით, დავუბრუნოთ ამ ქალაქს სხვა სახელიც - „დიდი მცხეთა“, რადგან დიდი მცხეთა უფრო ადრეულია, ვიდრე წმინდა ქალაქი. წმინდა ქალაქი მეორადია, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის მიღების შემდეგ გახდა მცხეთა წმინდა ქალაქი, როდესაც თბილისმა დედაქალაქობა ჩამოართვა დიდ მცხეთას. შესაბამისად, მე-5-6 საუკუნეებიდან მცხეთა დაემცრო, მხოლოდ საეკლესიო ცენტრად იქცა, ხოლო თბილისი აშენდა. ამ ისტორიის გათვალისწინებით, ვიდრე მცხეთის ქალაქის გენერალური გეგმა ნორმალურად არ შედგება (და არა ისე, როგორც ერთხელ უკვე წარადგინეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში), არ შეიძლება მცხეთის მიწების გასხვისება. ეს შეზღუდვა უნდა დაწესდეს არა იმიტომ, რომ მცხეთა წმინდა ქალაქია, არამედ იმიტომ, რომ მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია, არქეოლოგიური მექაა. აქ არ უნდა მოხდეს ის, რაც ქობულეთში მოხდა, სადაც ქართული მოსახლეობა, მე მგონი, მოკლე ხანში სანთლით საძებნელი გაგვიხდება. არ უნდა განმეორდეს ის, რაც ხდება ბათუმში, საიდანაც ნელ-ნელა ქართული მოსახლეობის, ან კონფესიურად ქრისტიანი მოსახლეობის გამოტუმბვა მიმდინარეობს. დავფიქრდეთ ქართველები, შესაძლოა, ჩვენი თანამემამულეები მშიერნი არ კვდებოდნენ, მაგრამ ფული არ აქვთ. ამიტომ, გამორიცხული არ არის, მათ ცდუნებას ვერ გაუძლონ და გაყიდონ ქართული მიწა, თუკი ჩვენი მეზობელი ტომებიდან რომელიმე მათგანი წარმოუდგენლად დიდ თანხას შესთავაზებს. საქართველომ ეს არაერთგზის გაიარა. კიდევ გვინდა, ეს გავიაროთ და ქართველებმა მცხეთაშიც გაყიდონ მიწა? კულტურის სამინისტრომ ამისთვის გარკვეული მექანიზმი შეიმუშავა, არსებობს სხვადასხვა კატეგორიის დამცავი ზონა, სადაც მშენებლობა არ შეიძლება (არქეოლოგიური ზონა, რეკრეაციული ზონა), მაგრამ თვითონაც უნდა დავფქირდეთ ქართველები“, - განმარტა თემურ ბიბილურმა.

მანვე იერუსალიმის მაგალითი გაიხსენა, სადაც ადგილობრივი მმართველობის ნებართვის გარეშე რაიმეს აშენება ან მიშენება ყველას ეკრძალება, განურჩევლად იმისა, არაბი იქნება, ებრაელი, თუ ძირძველი იერუსალიმელი.

ისტორიკოსი ეკა ჯაფოშვილი მიიჩნევს, რომ მცხეთა მარტო მცხეთელებს არ ეკუთვნით, ის ეკუთვნის მთელ საქართველოს და სულიერი, ისტორიული თუ ეროვნული დანიშნულების ქალაქია. ოფიციალურად მცხეთა წმინდა ქალაქად არის აღიარებული და ამ ქალაქში ჩვეულებრივი მშენებლობები გამორიცხულია. ამას საპატრიარქოდან, შესაბამისი სამსახურებიდან დასკვნა და სპეციალური ნებართვა სჭირდება.

„მახსოვს ადრე უბრალო მშენებლობა უნდა დაეწყოთ მცხეთაში ელიოზ მცხეთელის ნასახლარზე ძველ ხიდთან. ამის გამო იმხელა ბრძოლები გაიმართა საპატრიაქროში, რომ დღესაც შეჩერებულია ეს მშენებლობა. თანაც, ჩვენთან ბოლო ჟამის პერიოდია ბიბლიურად, უახლოეს პერიოდში დიდ მოვლენებთან გვექნება საქმე. წმინდა ქალაქად მცხეთის გამოცხადება შემთხვევით ხომ არ ხდება? ეს ძალიან დიდი რამ იყო, მთლიანი მცხეთა გამოაცხადეს წმინდა ქალაქად. მცხეთაში სულ სხვა გათვლებია, სულ სხვა მოვლენები მოხდება. მცხეთა აღიარებულია ახალ იერუსალიმად, მეორე იერუსალიმად და ამას მთელი ისტორია აქვს, ძველი წელთაღრიცხვის ბიბლიური ეპოქიდან დაწყებული, სულ სხვანაირი გათვლებია მანდ მშენებლობებისა და ნებისმიერი თვალსაზრისით“, - აცხადებს ეკა ჯაფოშვილი For.ge-სთან საუბრისას, მიიჩნევს რა, რომ მცხეთის ძირძველმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს თავისი ქალაქის წარსული.

ამდენად, მცხეთელებს კარგი ინფორმირება სჭირდებათ და, სავარაუდოდ, ამ საქმეში ჩაერთვებიან შესაბამისი ინსტანციები, საპატრიარქოდან დაწყებული, პატრიოტი ხალხით დამთავრებული. 

ნანახია - 871

მეგრელი

2017-02-15 19:34:58

მცხეთა აღიარებულია ახალ იერუსალიმად, მეორე იერუსალიმად -ეკა ჯაფოშვილი
-------------------------------

თუ სად მდებარეობს მეორე ერუსალიმი ეს შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიაში (გამოცხადება იოანესი).

მეგრელი

2017-02-15 19:39:06

თემურ ბიბილური
-------------------------

რეპლიკა: დედაქალაქობის შესახებ. არ იყო ასე მგონი. აკადემიკოს სიმონ ყაუხჭიშვილს აქვს ამაზე გამოქვეყნებული წერილი ,, პირველი ბერძნული ცნობა ტფილისის შესახებ".

მეგრელი

2017-02-15 19:40:26

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

მეგრელი

2017-02-15 19:41:39

სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი

მეგრელი

2017-02-15 19:47:49

ახალი იერუსალიმი (გამოცხადება იოანესი 21:2 და 3:12) ორჯერ არის ნახსენები ბიბლიაში .

ახალი იერუსალი არის ზეციური და არა მიწიერი ქალაქი .ვინაიდან ის ჩამოდის ზეციდან (21:10)

arichopra 2

2017-02-16 00:18:38

მეგრელი, სანამ თქვენ ბიბლიოთეკაში სიმონ ყაუხჩიშვილის შრომებს ეცნობოდით, ამასობაში ახალი იერუსალიმი ჩამოვიდა ზეციდან, დაჯდა მტკვრის და არაგვის გასაყარზე, ახლაც იქაა და მცხეთა ქვია! ))

თენგო

2017-02-16 11:14:58

პატივცემულ მეგრელს !
და ყველას ვისაც ეს საკითხი აინტერესებს!!!
ის რასაც თქვენ ამბობთ რასაკვირველია უეჭველია!!! მაგრამ ეს ეხება ზეციურ იერუსალიმს!!!,
რაც შეეხება მეორე - ოღონდ ამქვეყნიურ იერუსალიმს ეს მცხეთაა და თუ რატომ,შეგიძლიათ
მოუსმინოთ ბნ.ედიშერ ჭელიძეს მის ლექციებში იუ-ტუბ-ში, ესენია "მცხეთა წმიდა ქალაქი" და
მეორე -" ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვედრობის შესახებ".
პატივისცემით! თენგო.

მეგრელი

2017-02-16 15:29:58

წილხვედრობის შესახებ.
ოთხი ადგილია ამისთანა პლანეტა დედამიწაზე.

1. ივერია.
2. ათონის მთა
3. პეჩორის ლავრა (კიევი)
4. სერაფიმ-დივეევის მონასტერი (რუსეთი).

ეს ერთი. მეორე ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე მათგანი იქნება ახალი ერუსალიმი. როგორც წმინდა სახარებაში წერია ახალი ერუსლიმი არის ზეციური და არა მიწიერი ადგილი. გამოცხადება იოანესი (21:10)

თენგო

2017-02-16 20:33:37

ბნ. მეგრელს!
რაც შეეხება ათონის მთას,პეჩორის ლავრას ან დივეევოს მონასტერს-ესენი დიდი დროით ჩამორჩებიან
იმ პერიოდს რაზეც ჩვენ ამ ჟამად ვმსჯელობთ.
მე კი მაინტერესებდა თქვენი მოსაზრება აკადემიკოს ედ. ჭელიძის ლექციებზე. რაც შეეხება ახალი
აღთქმის ტექსტებს ეს სხვა განზომილებაა ,სადაც თუ ჩვენ ღვთის განუზომელი მადლითა და
მოწყალებით ერთმანეთს შევხვდით, მაგაზე იქ ვიმსჯელოთ. ქრისტიანული სიყვარულით-თენგო!

მეგრელი

2017-02-16 22:28:12

ბნ.თენგოს
---------------
აკადემიკოს ედ. ჭელიძის მოსაზრება ფრიად საინტერესოა. ოღონდ ეს ეხება ახალ აღთქმას სადაც ეს წერია ისე როგორც წერია. და რა არის ჭეშმარიტება?
სახარება იოანესი : 18. 33, 36—38.

მეგრელი

2017-02-16 22:39:22

რაც შეეხება ათონის მთას,პეჩორის ლავრას ან დივეევოს მონასტერს-ესენი დიდი დროით ჩამორჩებიან
იმ პერიოდს რაზეც ჩვენ ამ ჟამად ვმსჯელობთ.
---------------------------------------

სიტყვა ,, დრო " ბიბლიაში ხვდება 666 ჯერ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80