„მტრის პრეზიდენტი შემხვდა და ჩვენი ხელისუფლება რატომ არ მხვდება?!“
დაიჯესტი

„მტრის პრეზიდენტი შემხვდა და ჩვენი ხელისუფლება რატომ არ მხვდება?!“

„მტრის პრეზიდენტი შემხვდა და ჩვენი ხელისუფლება რატომ არ მხვდება?!“
თათია გოჩაძე,"versia.ge"

2017-02-15 10:51:44

რატომ დაიჭირეს აფხაზებმა გიორგი ლუკავა და რას უყვება პატიმრის მოშიმშილე მეუღლე „ვერსიას“

ერთი კვირაა, საქართველოს კანცელარიის მისაღებში 2011 წელს აფხაზების მიერ დაკავებული გიორგი ლუკავას ცოლი, 8 შვილის დედა ლალი ბასარია შიმშილობს. ქალბატონმა ლალიმ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ დრანდის ციხიდან მისი მეუღლე ორი კვირის წინ უგზოუკვლოდ გაქრა. მოშიმშილე ხელისუფლებას სთხოვს, გაარკვიოს, სად და რა მდგომარეობაშია გიორგი ლუკავა.


ზურაბ აბაშიძეს შემთხვევით შევხვდი და ვკითხე, კარასინს აფხაზეთიდან ტყვეების გადმოცემაზე რატომ არ დათანხმდით-მეთქი. მიპასუხა, ლუკავაზე ინფორმაცია არ მაქვსო, მაგრამ შემპირდა, მეუღლეს ჩამომიყვანდა. მეორე შეხვედრაზე კი მითხრა, ცოცხალიც რომ არ იყოს, გადმოვასვენებო“, - ამბობს ,,ვერსიასთან'' საუბრისას ლალი ბასარია, რომელსაც ამ დღეებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც შეხვდა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა მოშიმშილეს განუცხადა, მის მეუღლეზე ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ,,გააქტიურდა'', თუმცა ინფორმაცია, რომ გიორგი ლუკავას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არ დადასტურდა. ლალი ბასარიას სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძეც შეხვდა, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ე.წ. გალის შეხვედრებში უშუალოდ მონაწილეობს. ზვიადაძე ამბობს, რომ გალის, ასევე ჟენევის შეხვედრებზე ქართული მხარე ლუკავას გათავისუფლების საკითხს მუდმივად აყენებს: ,,გიორგი ლუკავას გათავისუფლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და ამ მიზნის მისაღწევად ყველა შესაბამისი მექანიზმი თუ ბერკეტი გააქტიურებულია. პარტნიორებს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას მაქსიმალურად ვცდილობთ. ამჟამადგაცვლისპროცესი არ მიმდინარეობს და შესაბამისად, არცგაცვლის სიამზადდება“. 


ყველაფერი 90-იან წლებში დაიწყო: გიორგი ლუკავამ და მისმა ოჯახმა აფხაზეთი სოხუმის დაცემის დღეს, გემით დატოვეს. შემდეგ ლუკავამ მუშაობა ზუგდიდის სამხედრო პოლიციაში დაიწყო და როგორც მისი მეუღლე ამბობს, ხშირად ,,პარტიზანულ საქმიანობასაც'' ეწეოდა - აფხაზებს ქართველებზე ცვლიდა. 1994 წელს, გიორგი ლუკავამ ხელისუფლებას 14 აფხაზი ჩააბარა, რის გამოც აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 2011 წელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა; ამასთან, სეპარატისტებმა ლუკავას ბრალად წაუყენეს „ტყის საძმოს'' მეთაურობა, თუმცა მისი მეუღლე აცხადებს, რომ გიორგი ,,ტყის საძმოში'' არასოდეს ყოფილა. სხვათა შორის, გიორგი ლუკავას 3 შვილი აფხაზეთშია დაკრძალული, მათგან ერთ-ერთი ომის დროს დაიღუპა. აფხაზებმა ლუკავა პირველად 1996 წელს, სწორედ შვილების საფლავზე დაიჭირეს, თუმცა მაშინ ბრალი ვერ დაუმტკიცდა და საქართველოს მხარემ მისი გათავისუფლება მოახერხა. სეპარატისტებმა ლუკავა მეორედ 2011 წელს დააკავეს და ე.წ. სასამართლოზე მის წინააღმდეგ მოწმედ ის აფხაზები გამოიყვანეს, ვინც ლუკავამ საქართველოს ტერიტორიაზე, თავის დროზე, ტყვეთა გაცვლის მიზნით გადმოიყვანა. მოკლედ, სოხუმის სასამართლომ გიორგი ლუკავას, 20-წლიანი პატიმრობა და ამასთან, ჯარიმის სახით, 250 000 რუბლის გადახდა დააკისრა. 


ლალი ბასარია ამბობს, რომ ნაციონალები, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე მუშაობდნენ: მას შემდეგ, რაც ,,ჟენევის ფორმატი'' შეიქმნა, მხოლოდ იმედი კი არა, გარანტიაც მქონდა, რომ 2016 წლისგაცვლის სიაშიჩემი მეუღლეც მოხვდებოდა, 2016 წლის მარტში, რეინტეგრაციის მაშინდელმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ლუკავა საქართველოში დაბრუნებაზე უარს ამბობდა და ამით ზაქარეიშვილმა შეურაცხყოფა მოგვაყენა - 8 შვილის მამას სახლში დაბრუნება, თურმე, არ სურს. არადა, გადაცემა P.S-მა გაარკვია, რომ გიორგი ლუკავა 2016 წლის ,,გაცვლის სიაში'' საერთოდ არ იყო და ამის გარკვევა შსს- ვთხოვე''. 


ლალი ბასარიას თქმით, დრანდის ციხეში ახლაც შევიდა გაცვლის 8-კაციანი სია, სადაც გიორგი ლუკავა ისევ არ მოხვდა: ,,ვიცი, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამიტომ დაურეკოს და ყველა ინსტანცია შეაწუხოს... გიორგის დაჭერის შემდეგ, 2012 წელს, დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბს შევხვდი და მაშინ შიმშილობა ნამდვილად არ დამჭირვებია. როცა გაიგო, მრავალშვილიანი დედა ვარ, ანქვაბმა გმირი მიწოდა და დიდი პატივით მიმიღო. სწორედ მის მაგიდასთან ვიჯექი, როცა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაურეკა და მოიკითხა; ასევე აფხაზეთის ხელისუფლების თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ 2 წამით დამალაპარაკა ჩემს მეუღლეს, რომელმაც მითხრა, ჟორა ვარო და დამრჩა შთაბეჭდილება, ჩანწერი მომასმენინეს''. 


გიორგი ლუკავასა და ლალი ბასარიას 8 შვილიდან 5 მცირეწლოვანია, ოჯახი სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული და ბანკის ვალიც აქვს. 


სამარცხვინოა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი, ქეთევან ციხელაშვილი დაცინვით ამბობს, გიორგი ლუკავა დრანდის ციხეშია და ხელშეუხებელიაო. . . მე, დიაბეტით დაავადებულ ქალს, უწყლოდ შიმშილობა მიხარია?! აბსოლუტურად არავინ დამეკონტაქტა, ჟურნალისტებს კი ნუ უხსნიან, თვალებში მე შემომხედონ და მითხრან, რომ გიორგი ცოცხალია! თუ აფხაზეთის, მტრის პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრა შეეძლო, ამათ რატომ არ შეუძლიათ?! ეჭვი მიჩნდება, საქართველოს ხელისუფლებაში 1992 წლის საომარი მოქმედებებიდან, შესაძლოა, ვინმეს ეშინია, რომ ლუკავა ციხიდან რაღაც ამბავს გამოიტანს?!, - ამბობს ლალი ბასირია, რომელიც ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პარტიამ მოინახულა, მაგრამ არა - ენმ-, - ნაციონალები არ მოსულან. მიუხედავად იმისა, რომ მათი წევრი, ბესო წერედიანი ჩემი ახლობელია და ამ საკითხს განიცდის, მათთვის თანადგომა არ მითხოვია, რათა გიორგი პატიმრობა პოლიტიკურ თემად არ გადაიქცეს და ხელისუფლებამ ნაციონალობა არ დამაბრალოს. არავის წარმომადგენელი არ ვარ. ისეთი ხელისუფლება მინდა, რომელიც ჩემი ოჯახის ამბავს გულთან მიიტანს“. 


ლალი ბასარიასთან საუბრის შემდეგ ,,ვერსია'' აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაუკავშირდა. 


იქიდან გამომდინარე, რომ დრანდის ციხე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, კავშირი არ გვაქვს და არც ინფორმაციას ვფლობთ იმის შესახებ, სად იმყოფება გიორგი ლუკავა. არცვირუსული კომუნიკაციისმეშვეობით გვაქვს ინფორმაცია, რასაც, შესაძლოა, არაოფიციალური წყაროებიდან ვიღებდეთ. ლუკავას მეუღლე ჩვენთან იყო, ვახტანგ ყოლბაიამ გაუწია შუამდგომლობაწითელ ჯვართან“, რომელსაც აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ალბათ, შესაბამისი ორგანოებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. არ ვადასტურებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კავშირი ან კომუნიკაცია გვაქვს'', - განუცხადა ,,ვერსიას'' ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო კვარაცხელიამ.

 

ნანახია - 590

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80