„პირველი ძალისხმევა იქნებოდა პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება და შემდეგ უკვე პირდაპირ პატრიარქზე გასვლა“
საზოგადოება

„პირველი ძალისხმევა იქნებოდა პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება და შემდეგ უკვე პირდაპირ პატრიარქზე გასვლა“

„პირველი ძალისხმევა იქნებოდა პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება და შემდეგ უკვე პირდაპირ პატრიარქზე გასვლა“
თამთა ქარჩავა

2017-02-15 09:20:01

„სახელმწიფო ბრალდებაში მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაზე საუბარი არ არის“, – ეს დეკანოზი გიორგი მამალაძის პირველი განცხადებაა, რომელიც სახალხო დამცველმა გაავრცელა. დეკანოზის თხოვნის მიუხედავად, საკითხის პოლიტიზირება უკვე მოხდა. საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივებს ხედავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი და შიშობს, რომ ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია.

„ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ. პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ის თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა.

ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე რომ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი“, – აღნიშნა რადიოსადგური НСН-ის ეთერში ვსევოლოდ ჩაპლინმა.

აღსანიშნავია, რომ NDI–ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე დიდი მოწონებით სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სარგებლობს. ტრადიციულად, მოწონებათა რეიტინგში პატრიარქი 96%–ით ლიდერობს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური იყო ეკლესიის პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელშიც იმყოფებოდა, რაც ნატოს ისტორიაში იშვიათი მოვლენაა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობა ყოველთვის იყო. მისი თქმით, რა ინფორმაციაც გამოდის საპატრიარქოდან, მიანიშნებს, რომ საქართველოს ეკლესიამ, ისევე როგორც არასოდეს, პოზიტიური მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„პრაქტიკულად, მან გზა და სივრცე მისცა ამ პროცესს. ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ ეკლესიაში იყო სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურული ქსელი. ბუნებრივია, ამის უარყოფა თეორიულ დონეზეც შეუძლებელია და მათ შორის ყველაზე გამოკვეთილი იყო რუსული ნარატივი. ამიტომაც, შესაძლებელია, მთელი ეს პროცესი უკავშირდებოდეს რუსულ ნარატივს. იმიტომ, რომ ეკლესიის დამოკიდებულება ბევრად უფრო ნათელი და ცალსახა გახდა. ამიტომ, ჩემი გადასახედიდან მთავარი სამიზნე უნდა გამხდარიყო პატრიარქი, როგორც ეკლესიის პოზიციის მთავარი შემქმნელი და წარმმართველი“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

რაც შეეხება სიცოცხლისთვის საშიშ შხამიან ნივთიერებას – ციანიდს, რომლითაც მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა, გავრცელებული ინფორმაციით, ის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობია, რომელმაც ბოლო პერიოდში პატრიარქის გარემოცვა ამხილა და ბრალი დასდო პატრიარქის უსაფრთხოების ხელყოფაში. როგორც არჩილ გამზარდია for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ქორეპისკოპოსის ქცევა განპირობებულია პირადად პატრიარქის სიცოცხლის დაცვის მოტივით.

„ბუნებრივია, თუკი ქორეპისკოპოსის მოშორების ვერსიას შესაძლებლად ჩავთვლით, პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება იქნებოდა პირველი საშუალება, რომ პატრიარქამდე უფრო ადვილად მისულიყვნენ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსი იაკობი ხელს უშლის პატრიარქის ლიკვიდაციის პროცესს, ამიტომაც ამ ჯგუფებისათვის მოსაშორებელი სუბიექტი უნდა იყოს ქორეპისკოპოსი იაკობი. პირველი ძალისხმევა იქნებოდა პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება და შემდეგ უკვე პირდაპირ პატრიარქზე გასვლა, აი, ეს სურათი იხატება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.   

აქვე გამზარდია დასძენს, რომ ეკლესიაში არსებობს ერთი ჯგუფი, რომელსაც საზოგადოება რუსულ ნარატივებს უკავშირებს და ეს არის ე.წ. ფუნდამენტალიზმთა ჯგუფი, რომელიც საერთო ჯამში, ეკლესიის დისკრედიტაციას ეწევა. მისივე თქმით, ეკლესიაში არსებული პრორუსული ნარატივი პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული. ამბობს, რომ ეს არის შიდა პროცესი, როგორც ინსტრუმენტი, თუმცა საერთო ჯამში შემდგარია გარემახასიათებლებისგან, კერძოდ, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების საერთო მუშაობის დაინტერესების კუთხით.

„ამ შემთხვევაში ეს არის მართლმადიდებელ კავშირთა ე.წ. სულიერი ლიდერები, სამღვდელო პირები, რომელიც ცნობილია რუსული ნარატივით, ეკლესიის წინააღმდეგ გამოხატული პოზიციებით. ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ ისეთ ქცევა–პოზიციებს, რომელიც ეკლესიას საბოდიშო რეჟიმში აგდებდა და მათ ქცევას არასოდეს არ ეთანხმებოდა.

გავრცელებული ხმით, ამ ჯგუფს მიტროპოლიტ დიმიტრის უკავშირებენ, როგორც მათ მფარველ პირველ პირს, რომელზედაც ასევე არის საუბარი, რომ დაინტერესებულია პატრიარქის სტატუსითაც. ასევე, ამ ადამიანს უკავშირებენ დაცვის სამსახურის უფროსს, რომელიც მისი სიძეა და ჩანს, რომ მისი სამუშაო სახელმწიფომ ნეგატიურად შეაფასა.

სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირადად დაეცვა პატრიარქი, რადგან ხედავდა, რომ დაცვის სამსახურის ქმედება არასაკმარისი იყო, ან სხვა ინტერესები იკვეთებოდა. ასევე ცნობილია, რომ დაკავებული დეკანოზი მიტროპოლიტი დიმიტრის ჯგუფს წარმოადგენს. ამიტომ, ეს ჯგუფი შესაძლოა დავინახოთ მიტროპოლიტი დიმიტრის ირგვლივ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს, ჭყონდიდელის ეპარქიის ხელმძღვანელს, მეუფე პეტრეს, რომლის შეფასებით, მამა გიორგი მამალაძის დაკავება მოხდა სერიოზული პრობლემების გადასაფარად. მისივე თქმით, მომხდარი გაგრძელებაა საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების.

მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილის როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგის მიერ აღმოჩენილმა დარღვევებმა ყველაზე დიდი დისკომფორტი და პრობლემა თეთრუაშვილს შეუქმნა, რომელიც დეკანოზ გიორგის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე თვითონ განაგებდა ამ საქმეს. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მომხდარში გარე ძალების ჩარევა იკვეთება, მათ შორის საქართველოს პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის.

„ძალიან უხერხულია რა ფაქტიც გაჟღერდა. მინდა გამოვხატო ჩემი პირადი მოსაზრება და თხოვნა, რომ ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს. მაღალ პროფესიონალი ადამიანები იყვნენ ჩართული, რადგან გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მთელს მოსახლოებაში, საზოგადოებაში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და კლინიკას, რომელთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული გარიგებისა, თუ სხვადასხვა ფაქტებისა, ასევე, ქონების მართვის სამსახურში, სწორედ მამა გიორგის მიერ იქნა აღმოჩენილი უამრავი მამხილებელი საკითხები, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ“, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი ბართლომე ფირცხალაშვილი ამბობს, რომ ვერც თითის გაშვერა, ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი და ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის ამ ხალხს. ამბობს, რომ სამწუხარო რეალობაში ვართ, ჩანს, რომ ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა ნაწყენია პრევენციის გატარების გამო სახელმწიფოდან.

„ბოდვით შეპყრობილი ადამიანები, მთავრობის მოძულეები და მოყვარულები, „ნაცების“ ეგზალტირებული მომხრეები და ზიზღით შეპყრობილები... ყველანი საუბრობენ ერთი თემის ირგვლივ და ეს თემა მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაა (მოწამვლა). ზოგს სჯერა, ზოგსაც - არა. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას ჩვენი სუბიექტური ან ობიექტური შეხედულება გაგვაჩნია. სამწუხარო რეალობაში ვართ, ჩანს, რომ ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა ნაწყენია პრევენციის გატარების გამო სახელმწიფოდან. ყველა თავის ვერსიას ქმნის - იმას შორენა არ უყვარს, იმას ის და იმას ის... დადგა ბრალდებების კორიანტელი.

ვიღაც ამბობს უწმიდესს არ სჯერა, მოწამვლას რომ უპირებდნენო. აბა, უწმიდესი რისი უწმიდესია პანიკაში თუ ჩავარდა?! პატრიარქს არ სჩვევია შიში, იგი ყოველთვის სიმტკიცის მაგალითია. უბედურება რომ მომხდრიყო, მაშინ იტყოდნენ, სად არის უნიათო მთავრობა და მისი სპეცსამსახურებიო?! ვერც თითის გაშვერა, ვერც სხვაზე გადაბრალება, ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი და ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა, ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის ამ ხალხს“, – წერს ბართლომე ფირცხალაიშვილი.

ნანახია - 2467

bibo

2017-02-15 10:07:12

მე ასე მგონია პოლიტიკა იქნება ეს თუ რელიგია ადამიანი როცა დაბერდება და ვეღარ აონტროლებს უნდა გადადგეს.წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო ცუდ სიტუაციაში ვარდება გინდ სახელმწიფო და გინდ ეკლესია.და საერთოდ რატომ არ უნდა იბეგრებოდნენ რა ფული აკლიათ თუ ქონება,აი ამან გამოიწვია ის რომ ათასი ჯურის ადამიანი ეკლესიას შეეფარა და ბიზნესი დაიწყო{სხვა რომ არაფერი თურმე საწვავიც კი შემოაქვთ},სახელმწიფოს კი მილიონები აკლდება.დაბეგრეთ ეს ხალხი და თავისით გაიწმინდება ეკლესია{არ დაიბეგროს საეკლესიო ნივთების წარმოება}.

natali

2017-02-15 10:16:52


მე კიდე შარვლით არ მიშვებენ ეკლესიაში, ტანსაცმელს მიკონტროლებენ.

natali

2017-02-15 10:40:18

ვინ ჩაწერა საუბარიო, იმაზეა აქვთ ერთი გნიასი. დიდი მადლობა მას, ეს ტრაგედია რომ აგვაცილა. ვიღაც კი ამხელა ცოდვისგან იხსნა. მგონი ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს.

natali

2017-02-15 11:00:04

რუსთავი2-ის წყაროს ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის საქმეში არსებული ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაიწერა
--------
ხოდა მადლობა ამ კაცს.

ე.ი. საწოლ ოთახში რომ უვარდებოდნენ ხალხს და მერე ჩანაწერით ავერბოვკებდნენ ( მგონი დღესაც ავერბოვკებენ), ეს მოსული პონტია და თუ ამხელა ტრაგედიას ააცილებ ქვეყანას და პატრიარქის ან თეთრუაშვილის სიცოცხლეს იხსნი, ეს ტეხავს ხო????

ნიკალა

2017-02-15 11:06:47

რაც ნაკლებად ვილაპარაკებთ გამოძიების დასრულებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით, მით მეტ სარგებლობას მოვუტანთ საკუთარ თავს და საზოგადოებას. სამწუხაროდ, საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. გასაგებია, რომ რუსთავი 2-იც კი დაინტერესდა ამ საკითხით. აბა, გაიხსენეთ როდის აჩვენა ბოლოს რ2-მა პატრიარქის ქადაგება, საახალწლო, ან საშობაო მილოცვაზე და ეპისტოლეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია! ეს პარტიული და ათეიასტი ტელევიზია თავის სიხარულს ვერ მალავს მომხდართან დაკავშირებით. ეს დამაფიქრებელია! შეიძლება რ2 სარგებლის გარეშე გაისარჯოს? თუ მას ამას პარტია არ დაავალებს? საპატრიარქოს აქვს ყველა საშუალება თვითონ დაარეგულიროს კრიზისული სიტუაცია, მას არ სჭირდება გარედან ჩარევა! საგამოძიებო ორგანოებიც შეძლებენ საკუთარი ფუნქციის შესრულებას. მოთმინებით და გაგებით უნდა მომხდარის კომპეტენტური ორგანოების მიერ გასაკეთებელ შედეგებს.

natali

2017-02-15 13:18:37

ვერ გავიგე, რატომ თავისუფლდებიან გადასახდებისგან?
აი ეს გამონაკლისებია ქვეყანას რომ ღუპავს. გადასახადებისგან თავის არიდების მშვენიერი გზა მოძებნეს ვიღაცეებმა. მალადეეც!!!!
ხოდა ამ გამონაკლისმა ქვეყანას ხომ ავნო, თვითონ საპატრიარქოს არაფერი? მას არაფერი დაუშავდა???

თენგო

2017-02-15 13:56:36

ეს ამბავი დღეს არ დაწყებულა,25 წელია მიზანმიმართულად უცვლიან მენტალიტეტს ქართველ ხალხს
და დღეს მივიღეთ ის,რომ უმრავლესობა ნევრა/სტ/ენიკებად,/ჭო/რიკ/ნებად,/ღა/ტა/ებად და /ზო/-
/მბ/ებ/ად გვაქციეს!!! ეს ყველაფერი კი ჩვენივე ხელით, ჩვენი ტელევიზიებით,პრესით და ა/რას/ამ/-
/თა/ვრობო სექტორით ხდება ,რომლებსაც /გრო/შებ/ზე /ყი/დუ/ლო/ბენ(ე.წ.გრანტები)და ამ ჩვენივე
ხალხს-ა.წერეთლის "მურიების" როლი მოარგეს-ტვინი /გამ/ოუ/რეც/ხეს და ლუკმა პურის სანაცვლოდ
სამშობლოს ა/ყ/იდ/ვი/ნე/ბენ/!!!

levani

2017-02-15 14:07:23

ქვეყანას რომელსაც ცოცხგარჭობილთა პარტია მართავდა 9 წელი და ახლა ცოცხგასარჭობი პარტია მართავს, იმ ქვეყანას კაის დამართებენ რამეს!?

თენგო

2017-02-15 14:13:33

ჩვენდა საბედნიეროდ ღმერთმა ისეთი ქვეყანა გვარგუნა,რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა განუზო-
მელია და რომლის შენარჩუნებისათვის 1000წლეულების მანძილზე უამრავი ქართველი შეეწირა!!!!
მაგრამ დღეს უ//ტვ/ი/ნო და /უპ/ასუ/ხისმგებლო პოლიტიკოსების წყალობით ეს პირიქით უბედურე-
ბად გვექცა!!! ჩვენმა "მეგობარმა" //ლი/ბე/რა/სტუ/ლმა დასავლეთმა რუსეთის /სა/ჯდო/მის/ მუდ-
მივი სადგისის სტატუსი მოგვანიჭა!!! თუმცა ამით რუსეთს არაფერი დააკლდა,პირიქით!!!!!!!!!!!!!

levani

2017-02-15 14:31:38

თენგო
...............................................................
ჩემო თენგო ხალხი რომ აკაკის,ილიას("ბედნიერი ერი" ზეპირად რომ ეცოდინება თითოეულ ქართველს),ვაჟას და სხვა დანარჩენ ბუმბერაზ ადამიანთა ნაშრომებს კითხულობდეს და მერე ფიქრობდეს და აანალიზებდეს,ასეთ დღეში კი არ გვექნებოდა სამშობლო და სამწუხაროდ ეკლესიაც.ამიტომაც არის რომ ზუსტად ის გრანტ მფლობელები ადვილად ადოლარებენ და აჩანჩურებენ სულიერად არამყარ და არამდგრად ადამიანებს, ისეთებს რომელთაც საერთოდ არ წაუკითხავთ, მხედველობაში მაქვს ეროვნული თვითშეგნების,საგანძური.ან თუ წაუკითხავთ სიყვარულისა და სითბოს მაგივრად შური და ბოღმა გასჩენიათ გულში და მათთან გატოლება მოსდომებიათ.

თენგო

2017-02-15 14:42:55

ყოველივე ამის გარდა ,მთავარი მაინც ისაა,რომ ჩვენს "მეგობრებს" მანდამაინც გულზე არ ეხატებათ
ასეთ ადგილას-ასეთი არასანდო ,დიდი კულტურის და ისტორიის მქონე და აქედან გამომდინარე
ამბიციური და ჯიუტი ერი ,თანაც ამავე დროს მართლმადიდებელიც!!!! ამიტომაც გადაასახლეს
აღმაშენებელი დიღომში ,ამიტომაც აღარაა ჩვენს ლექსიკონში სიტყვა მამული და სამშობლო ,
ამრიტომაც,გვაიძულებენ გავყიდოთ მიწა,ტყე .........ამიტომაც....
დაიწყო ჩვენი გამოლ/ენ/ჩე/ბა ათასგვარი დაპირებებით:ნატო, ევროკავშირი, ვიზალიბერალიზაცია და
ა.შ. მოლას ვირის არ იყოს ,მაგრამ ბოლოს ვირმა ვეღარ გაუძლო და ფეხებიც გაჭიმა.........

თენგო

2017-02-15 14:58:02

ხოდა ჩემო ლევან!
ეს ბოლო დარტყმაც ეკლესიაზე მაგის მაჩვენებელია,ამასაც ჩვენი ხელით ცდილობენ!!!!
ჩვენი ეკლესიის გახლეჩა უნდათ,როგორც ბერძნებს უქნეს ,ეს კი ერის სულიერ სიკვდილს ნიშნავს,
მაგრამ არ გამოუვათ!!!!!!!
ვიღაცეები ბჭობენ ღმერთი კი დასცინებს მათ!!!!!
საქართველო უფლის უკერველი და განუყოფელი კვართის მფლობელი და ღვთისმშობლის წილხვედრი
ქვეყანაა!!!

levani

2017-02-15 15:29:38

თენგო
........................................................
გეთანხმები რა თქმა უნდა.უფლის იმედით უნდა ცხოვრობდეს თითოეული ადამიანი.მართალია პატარა ძალა გვაქვს მაგრამ უფლის იმედით და რწმენით უდიდესი სასწაულები ჩაუდენია ჩვენ წინაპრებს და ჩვენც თუ არ დაუხრით თავს იმ გრანტმფლობელებსა თუ გრანტმჭამელებს ჩვენც მოგვმადლებს პატარა სასწაულს.

serapina

2017-02-15 15:33:43

"...ამიტომაც გადაასახლეს
აღმაშენებელი დიღომში "...
–----
მარტო აღმაშენებელი?!
ნახევარი საქართველო გადაასახლეს!
...და დარჩენილის ნახევარიც გაიქცეოდა,შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.

ზოგადად, სხვა რას აკეთებს ნაკლებად ვინტერესდები, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებები რომ არავის ხელს არ უშლიან საქართველოს განიავებაში(პრივილეგიების სანაცვლოდ), ამ სამწუხარო ფაქტს ვერსად გავექცევით.

ერთ პოლიტიკოსს ჰკითხეს გერმანიაში, რატომ ხართ კანონის გამკაცრების ინიციატორიო(საგზაო სატ/რანსპორტო საკითხები იყო)?
პასუხი, მე უსაფრთხო მგზავრობა მინდა! ჩემ შვილს კი ვასწავლი მაგრამ ვიღაცა არ ასწავლის თავისას... და იმის გაკეთებული ავარიით,ჩემი შვილი არ უნდა დაზარალდეს(ან დაიღუპოსო).


ასეთი მიდგომები,არ გვაწყენდა მაგრამ...

natali

2017-02-15 15:56:18

https://www.youtube.com/watch?v=VqFQUlgf8_I

arichopra 2

2017-02-15 17:09:25

მეც თითქოს გეთანხმებით, მაგრამ რაღაც მთლად მასე მარტივად არ არის საქმე. თუ გაუსაძლისი პირობების გამო ნახევარი საქართველო გაიქცა, ნახევარი საქართველოც გაიქცეოდა საშუალება რომ ჰქონდეს (მეც ასე ვფიქრობ). მაშინ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, სომხები და თვით ოსებიც კი, რატომ არ გარბიან, რაშია საქმე?! იქნებ ჩვენ თვითონ ერი გავფუჭდით, დავბერდით, დავლპით?! აი ხანდახან ასეთი კითხვები მიტრიალებს თავში, და თველებზე ცრემლი მადგება! დავბერდი!

arichopra 2

2017-02-15 17:16:46

ჩვენი ეროვნული სხეულიდან იშვა ნაცმოძრაობაც, რესპუბლიკური პარტია, და სხვანი მსგავსნი! ასევე ეს გაუკუღმართებული მასმედია. სანამ არ აილაგმება გათავხედებული, უპასუხისმგებლო, რეიტინგისათვის მებრძოლი ჟურნალისტები, მანამ უკეთესობის იმედი ნუ გვექნება! ეს არის ამოცანა #1!

natali

2017-02-15 17:38:04

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ჰყვება, თუ როგორ გამოაგდეს სიმართლის თქმის გამო ეკლესიიდან, სადაც მნათედ მსახურობდა.
„1998 წელს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ეკლესიაში მნათედ ვმსახურობდი. საპატრიარქოს მაშინდელი ეკონომიკური სამსახურის განჩინებით, ყველა ეკლესიას დაევალა საპატრიარქოდან მიღებული სანთლის ყიდვა-გაყიდვის აღრიცხვა (ბუღალტერია) ეწარმოებინა. ყველა ეკლესიას გამგებელი უნდა ჰყოლოდა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ამ აღრიცხვაზე. ზემოხსენებულ ეკლესიაში გამგებლობა მე მომანდეს.
საპატრიარქოდან 10 შეკვრა სანთელი მოვიტანე იმ თვეს, მოძღვარმა ბაზრობიდან 100 შეკვრა მოიტანა. თვის ბოლოს მითხრა, რომ ორი შეკვრა დარჩა, 8 შეკვრის მეტი არ გაიყიდაო. აჰა, საბუთები და მოაწერე ხელი და ჩააბარე საპატრიარქოსო. მაშინაც კაი ჯიუტი ვიყავი (არანაირი მორჩილება) და არათუ ხელი არ მოვაწერე, საპატრიარქოს ეკონომიკურ სამსახურშიც კი დამიბარეს მოვალეობის შეუსრულებლობისთვის. მაღალი რანგის იერარქი რომ დავინახე, 20 წლის “გამგებელს” მეგონა სიმართლე იზეიმებს-მეთქი და მოვაღე პირი. მეორე დღეს გამომაგდეს ეკლესიიდან, მაღალი იერარქი დღეს უკვე მთავარეპისკოპოსია, წმინდა სინოდის წმინდა წევრი, მოძღვარი გაბწყინებული ჯვრით, დეკანოზი, მე კი ისევ ისეთი ცოდვილი დავრჩი“,- წერს თადუმაძე.

----------

მე კი ეკლესიაში შარვლით არ მიშვებენ, ცოდვა ყოფილა.

arichopra 2

2017-02-15 17:47:40

ათასში ერთხელ ეკლესიაში წახვალ, ჩაიცვი მერე ქვედა კაბა და დაიხურე თავსაფარი!

natali

2017-02-15 17:53:03

საერთოდ რომ მამჩნევენ რა მაცვია, მე ეგ მიკვირს, თორემ.... უფალი ყველგანაა. ეკლესიაში მხედავს და რომ გამოვალ იქიდან არა?

levani

2017-02-15 20:08:14

arichopra 2

მეც თითქოს გეთანხმებით, მაგრამ რაღაც მთლად მასე მარტივად არ არის საქმე. თუ გაუსაძლისი პირობების გამო ნახევარი საქართველო გაიქცა, ნახევარი საქართველოც გაიქცეოდა საშუალება რომ ჰქონდეს (მეც ასე ვფიქრობ). მაშინ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, სომხები და თვით ოსებიც კი, რატომ არ გარბიან, რაშია საქმე?! იქნებ ჩვენ თვითონ ერი გავფუჭდით, დავბერდით, დავლპით?! აი ხანდახან ასეთი კითხვები მიტრიალებს თავში, და თველებზე ცრემლი მადგება! დავბერდი!
.............................................................................
ჩემო ძმაო ცოტას ხუმრობით,ცოტას ქართველურად და ცოტასაც მეგობრულად გეტყვი და მიმიხვდები.ცრემლები და სიბერე არ გამაგონო.მთავარია გამზადებული გქონდეს ჩოხა, ქამარ-ხანჯალი,ბერდენკა სულიერი მზაობა და ყველა მომხვდური თუ შინაური მტერი გვიმღერია დედის ჰანგებზე და კიდევ ბევრს ვამღერებთ.ჩვენ ვართ ლომთა-ლომი ერი რომელსაც გარს შემოხვევია მკნავალა გიენების ხროვა და ვერაფერს ვერ აკლებენ.ჩვენი ძალა ღმერთშია და ყოველთვის ისე ვიგებთ ომს.ერთმანეთს გვერდით დაუდგეთ, მხარი მხარს მივაშველოთ,სულიერად გავამხნევოთ და ჩვენი ნაპირიც მალე გამოჩნდება.))

serapina

2017-02-15 20:13:29

"იქნებ ჩვენ თვითონ ერი გავფუჭდით, დავბერდით, დავლპით?! აი ხანდახან ასეთი კითხვები მიტრიალებს თავში..."
------
ჩვენს ახალგაზრდებ, არ უნდათ შრომა!
მიდით, ვიყოთ გულახდილნი.
ძალიან ცოტას უნდა შრომა. ვისაც უნდა,იბრძვის კიდეც და მცირედი მაინც უფასდება.უმეტესობას იოლი გზები ურჩევნია.
ამას უამრავი მიზეზები აქვს,ესეც გასაგებია მაგრამ, სულ მიზეზებსაც ნუ დავაბრალებთ.
------

ზოგადად,ერთ სოფელს რომ ორი ეკლესია არ ჭირდება, ეს ვიცი...
...და რომ ვიკითხე,პოლიტიკოსების ბიზნესიაო.
ჯიპიან მღვდლებზე ერთმა ენაკვიმატმა ასე მითხრა:-ეგენი, მარტო თავის თავისთვის ლოცულობენო!

მე,თვალში მომხვდა სამშენებლო ბიზნესში მოტ/რიალე სამღვდელოება(სხვა რომ არაფერი ვახსენო) და ამ ხალხმა,ხარვეზები ახლა დაინახა?!

papa

2017-02-15 21:36:09


სერაპინა

ეს ჩემი ძველი პოსტი...................... განსაკუთრებით შენ!!

იმიტომ შენ რომ....... ყველაზე,,ძალიან გრამატიკულად,,შენ გვამტყუნებ,,........ ტემ ბოლე ევროპიდან


ეს ჩემი ძველი პოსტია გიორგი მჭედლიშვილის ერთ ერთ წერილზე.
იმ პერიოდში ამ საიტზე შედარებით მე მალადოი ვიყავი(მაშინ თავიდან ევიტასთან ვძმაკაცობდი..სხვებთანაც. შენ იმპერიოდში აქ კი იყავი, მაგრამ პასიურობდი, ჩემ პოსტებს ნაკლებად ხვდებოდი )....ეს მაშინდელი პოსტია. ეგეთი პოსტები ბევრი მქონდა ხოლმე... თანაც გარემო იყო მაშინ ძალიან, ძალიან კარგი
(მაშინ მე როგორც ახალი, ძაან ვიხარჯებოდი, ყველაფერი ამომქონდა გულიდან....ხოოდა ეს მაშინდელი პოსტია).



papa2013-01-20

ამ საიტზე ხშირად ყოფილა ხოლმე კამათი----პოლემიკა ჩვენ დღევანდელ უბედურებებზე და ბოლოს დასკვნის სახით, ისევ ქართველს მიადგებიან, ტაშ -ხოშიანად მიალანძღავენ ხოლმე და ბოლოს,,დასკვნასაც,, დადებენ ხოლმე ----რომ ჩვენ ვართ ასეთი დამპლები ჩა თ ლ ა ხ ე ბ ი და რომ ყველაფრის ღირსებიც ვაართ.

რაცა ვართ და რაცა გვჭირს ძაან კარგად ვიცი, მაგრამ რატო იმას აღარ კითხულობენ რად ვართ, ან რატო გავხდით ასეთები.
თქვენ აქ წერილში ნაწილობრივ ამბობთ რომ მოხდა ერის ცნობიერების დეგრადაცია და ეს ყველაფერი იმის შედეგია. რა თქმა უნდა ეს მართალია და სავსებით გეთანხმებით, მაგრამ აბა ობიექტურობისთვის გადავხედოთ ისტორიის მანძილზე რამდენჯერ და როგორ ,,რყვნიდნენ და ღვრიდნენ,,ქართულ სისხლს და შესაბამისად ქართულ მენტალიტეტს?? მაშ რა მოუვიდოდა??
მაგრამ მეორეს მხრივ ეს ჩვენი ისტორია(თავის პლიუს მინუსით) ხომ ჩვენი, ჩვენი ერის დაწერილია?? მერე?? ერს რომ ამ ისტორიის შექმნის შინაგანი პოტენცია არა ქონდეს ის ჩვენ ისტორიას ვერ დაწერდა და ვერც ჩვენი მეზობლებივით სხვებისგან გადაიწერდა.
ან კიდევ იმ ბაქრაძის არ იყოს თუ სულ ესეთი უვარგისები და ცუდები ვიყავით როგორ მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის 30 საუკუნის მანძილზე ისტორია ასე მუქთად მოგვათრევდაა?? რათ არ მობეზრდა? რა ჩვენზე დიდები და სახელოვანი ერები ცო ტ ა ნნი გადაშენდნენ?? იმიტომ რომ არ ვართ მართლა ისეთი უვარგისები როგორ ,,დასკვნასაც,, დადებენ ხოლმე აქ ზოგიერთები
ჩვენი ისტორია რომ ჩვენია დღევანდელ დღეს 17 შინდისელმა ბიჭმაც თავიაანთი გმირულად დაღვრილი სისხლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა--(მთელ ერს ნამუსი რომ მოგვწმინდეს)
დიდება იმ ბიჭებს და მაპატიონ იმათ სისხლს ასე ადვილად რომ,,შევეხე,,მაგრამ სიტ ყ ვ ამ მოიტანა
ასე რომ ესე ადვილად და მარტივად ქართველი სალანძღავად არ მემეტება.

საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, შიგა და შიგ, როცა ამის საშუალება იყო ხოლმე ერზე მზრუნველი და მოამაგე ჩვენი დიდი მეფეები მორალსა და ზნეობაზე დამყარებული ეროვნული იდეოლოგიის გატარებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ისტორიის ბედუკუღმართობისაგან გადაგვარებული ქართული მენტალიტეტის აღდგენა---გასუფთავებას.ასე იყო ყოვეთვის როცა საქართველო ოდნავ მაინც ამოისუნთქებდა ხოლმე.

ეხლა იმაზე თუ რამდენად არის დღევანდელი ჩვენი უბედურებები ,,სულ ჩვენი ბრალი,, და რამდენად ვიმსახურებთ ამ ყველაფერს.
ამ თემაზე ხშირი კამათია ხოლმე.
მე ჩემსას ვიტ ყ ვი (უფრო სწორად მე მხოლოდ სხვის აზრებს გავიმეორებ)
ისე რა ,,ოქროებიც,, ვართ და ვინცა ვართ რა თქმა უნდა კარგად ვიცი მაგრამ ჩემი აზრით არც ისეთი ცუდები ვაართ რომ იმედგადაწურულებმა ვიძახოთ, რაცა გვჭირს სულ ჩვენი ბრალია ყველაფერიო.
რა თქმა ჩვენ ,,სიკეეთეებზე,, ობიექტურობა აუცილებელია მაგრამ... მაგრამ....ხუმრობა ხომ არაა, ამ ერთი ბეწო საქრთველოს მსოფლიოს ნომერ პირველი ყაჩაღ--- ჩათლ ა ხ ი იმპერიალისტი, მთელი თავისი არსენალით, გაძლიერებით გვებრძვის
---სხვათა შორის 90--იან წწ ---ში ქართველების ასე ვთქვათ ,,განსაკუთრებულ სიცუდეზე,, კამათის დროს ა.ბაქრაძე იმის დასამტკიცებლად, რომ, ჩვენ სხვა ერებისაგან განსხვავებული და განსაკუთრებული უბედურება არაფერი გვჭირდა, ევროპის ე.წ განვითარებული ქვეყნების ისტორიებიდან (გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი) ,,წმინდა ქართულ,, მაგალითებს მოიყვანდა ხოლმე.
--მოიყვანდა ხოლმე მაგალითებს იმისას, თუ სამეფო ტახტის გამო როგორ კლავდა ძმა ძმას, მერე როგორ მოჰყავდათ ცოლად ძმის ცოლი. როგორ კლავდა მამა შვილს და პირიქით და კიდევ სხვა, აი ასეთი ,,ჯიგრულ-- ქართული,, მაგალითებს.
-ასე რომ როგორც ის სულმნათი ადამიანი ამბობდა, არაფერი გამოუსწორებელი უბედურება ჩვენ არა გვჭირს და რომ ნორმალური, ერთიანი ეროვნული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარებით-- ნორმალური, სხვებზე არანაკლები ქვეყნის აშენება შეგვიძლია.
შემდეგ დაწვრილებით ხსნიდა ქართველის ერის მენტალიტეტის დეგრადირების ნამდვილ მიზეზებს.
ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან სხვადასხვა მაგალითებით ყვებოდა იმაზე, თუ როგორ მიზანმიმართულად ცდილობდნენ შინაური და გარეული მტრები იმას რომ საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ეროვნული პოლიტიკა, ერთიანი ეროვნული გარემო არ ყოფილიყო.
ჰყვებოდა იმას, თუ როგორ მიზანმიმართულად ხდებოდა ჯერ რუსების და მერე კი კომუნისტების მიერ ქართველის ცნობიერება--მენტალიტეტში აზრის ჩატენვა ქართველების სიცუდეზე, სიზარმაცეზე და უქნარ--უვარგისობაზე.
მოკლედ, ქართველებს ბევრ მართალს გველაპარაკებოდა და გვიხსნიდა ის დიდებული ადამიანი.
ერთს კი ყველგან აუცილებლად ხაზს უსვავდა----ეროვნული გარემო, ეროვნული მთავრობა, ეროვნული პოლიტიკა თუ არ გვექნება ---მოგვეხაზებაო.
აკი ესეც არის.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთხელ, დავით მეფის დროს, იყო გააზრებული ეროვნული პოლიტიკა, ეროვნული იდეოლოგია, მორალურ ზნეობრივი გარემო და რასაც იმ პერიოდში საქართველომ მიაღწია ყველამ კარგად ვიცით. მათ შორის მტერმაც.
სწორედ სისტემატიურად ამიტომაც ცდილობდენ ჩვენი მტრები, რომ არ ვყოფილიყავით ერთიანები, რომ არ გვქონოდა ერთიანი სახელწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკა, რომ არ გავძლიერებულიყავით რომ, რომ.....ა.შ....
--შესაბამისად ირყვნებოდა ქართული მენტალიტეტიც(,,რყვნიდნენ და ღვრიდნენ,,)
ისე კი როგორც კი რომელიმე მეფე წელში გაიმართებოდა საქართველო ერთიანდებოდა და ქვეყანაც ფეხზე წამოდგებოდა ხოლმე. ასე ტანჯვა წამებაში იყო საქართველოც და ქართული მენტალიტეტიც.
ერს აღზრდა უნდაო! მერე რა ხდება დღეს???
დღეს საქართველოში სპეციალურად ისეთი გარემოა შექმნილი რომ ქართველის დაქინძვა ყველანაირად წახალისებული და ხელშეწყობილია. აკი მარიკა ლორთქიფანიძე საქართველოს დღევანდელ ვითარებაზედ ამბობს კიდეც: ასეთი ყველანაირად მძიმე პერიოდი, საქართველოს ისტორიაში თითქმის არა ყოფილაო. ვის ვის და ამ საქმეში მაგ დიდებულ ქალბატონს მართლა დაეჯერება.
დღეს ქართველ კაცს საქართველოში ძალიან გაუჭირვეს, ძალიან. გაჭირვებისგან რამის მამა პაპური ყველაფერი დაავიწყეს ---ხალხი მიზნობრივად ყველანაირად დააგლახავეს და გააუბედურეს.(,,რყვნიდნენ და ღვრიდნენ,,) ასეთ მძიმე მგდომარეობაში მყოფ ხალხთან კი ძალიან ძნელია ზნეობრივ და მორალურ მხარეებზე საუბარი.
მოკლედ გარემოა შექმნილი ისეთი რომ ,,ადამიანი მგელი უნდა იყოს მგელი და მგელზედ უფრო მგელი,,---როგორც კ/ფ ლონდრეშია.
აბა ერთი ღვთისნიერი გარემო იყოს შექმნილი? როგორ ყველა უცებ კარგები გახდებოდნენ! გახსოოვთ 9 აპრილის პერიოდი?? როგორ სუყველანი ,,ოქროები,, ვიყავით. დაჟე იმ პერიოდში საქართველოში საყოველთაოდ შექმნილი გარემოდან გამომდინარე მგელიც კი ალალად ცხვრად გადაიქცა. ის კი არა და გახსოვთ ალბათ ე.წ კანონიერი ქურდები გორგოძესთან რომ მივიდნენ და იმ საყოველთაო ეროვნული გაჭირვების დროს მხარდაჭერა აღუთქვეს? ანუ გარემომ ის ხალხიც კი (ალბათ დროებით) გააკეთილშობილა, ანუ წარმოიდგინეთ ნორმალურ, ზნეობრივად გამართულ საზოგადოებაში სიკეთისკენ რამდენი ადამიანის შემობრუნება და გადარჩენა შეიძლება.
ასე რომ გენეტიკა გენეტიკაა (ბერიტაშვილი---51%) მაგრამ გარემოსაც დიდი (49% ) მნიშვნელობა აქვს. პავლოვს რომ ნობელის ლაურეატობა მისცეს, ის ხალხი გიჟები არ იყვნენ---გარემოს ბევრი შეუძლია, ძალიან ბევრი
აბა ირგვლივ არსებულ გარემოში წინა პლანზე წამოწეული იყოს მართლა მაღალი, მორალურ-ზნეობრივი ფასეულობები? ერთ დღეში არა, მაგრამ ნახავდით როგორ ჩქარა შეიცვლებოდა სიტუაცია სიკეთის სასარგებლოდ---ისეთი გარემო უნდა შეიქმნას რომ უზნეობა სირცხვილი გახდეს--სირცხვილი.(არ ვარ იდეალისტი).
აი ამ ყველაფრის გამოა რომ ქართველში არსებულ ნაკლოვან თვისებებს მიზან მიმართულად აღვივებენ და დადებითს კიდევ კლავდნენ!
აი ამიტომ არ გვაძლევდნენ ამოსუნთქვის და დაფიქრების საშუალებას
აი ამიტომ არ გვაძლევენ ტელევიზიებს
და აი......ჩამოთვლას აზრი არა აქვს.... ესენი ყველამ ვიცით
უპირველესად ქვეყანაში გარემო, გარემო, გარემო, გარემო, გარემო უნდა შეიცვალოს აუცილებლად--- კარგს კარგი უნდა დაერქვას და ავს ავი. თუ მთლიანად სახელმწიფოებრივად ოდნავ მაინც არ შეიცვალა მიდგომები სხვადასხვა ფასეულობების მიმართ, ისე არაფერი გამოვა.
ჩვენი გულის ხეთქვები ისევ ისე დარჩება და სინამდვილეში კი არაფერიც არ შეიცვლება.
თუ ახალი მთავრობა ქვეყნისთვის უცხოელი მეგობრების,,რეკომენდაციით,,მიშას მიერ მიღებულ ქვეყნისთვის დამღუპველ კანონებს სასწრაფოდ არ შეცვლის ან არ გააუქმებს, ქვეყანაში ყველაფერი უცვლელედ დარჩება. პირველ რიგში კი, სხვა ეროვნულ საკითხების გადაწყვეტასთან ერთად, ამ უცხოელებზე მოქალაქეობის გაცემა და მიწების მიცემა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.
--და მთავარი რა არის იცი? ხალხმა (შინაურმაც და გარეულმაც) უნდა დაინახოს და იგრძნოს რომ მთავრობა ამ ეროვნულ საკითხებზე მართლა წუხს, ფიქრობს, აკეთებს რაღაცას. ამის დამნახავ ხალხს იმედი, რწმენა, მხნეობა მოემატება, ბოლო-ბოლო უბრალოდ დადებითი მუხტი მოიმატებს საზოგადოებაში და ასე ნელნელა ქვეყანაც ფეხზე დადგება.
კიდევ ჩვენი პრობლემების სათავეზე- განათლებაზე მინდა ცოტაოდენი ვთქვა.დღევანდელ დღეს საქართველოში
ბ--ნო გიორგი განათლებაზეც მინდა ჩემი აზრი გითხრათ.
განათლება ხომ ერის მენტალიტეტის ერთერთი ძირითადი განმსაზღვრელი მდგენელია(თუ არა ძირითადი)
საქართველოში დღევანდელ დღეს არსებული ვითომ განათლების სისტემა---- სინამდვილეში განათლების ა კ რ ძ ა ლ ვ ი ს სისტემაა--სხვა არაფერი დაერქმევა მას.
ის კიდევ თუ ჩვენში არსებული განათლების სისტემა ასე ბოლომდე რატომ დაანგრიეს ან ვის სჭირდებოდა და რა მიზნით მისი ასე დანგრევა, ეს ....იასნია
საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო ადვილად მართვადი გაუნათლებელი და გამოთაყვანებული საზოგადოება--ბრბო, ამიტომაც დაუწყეს განათლების არსებულ სისტემას სხვადასხვა მეთოდებით გაშმაგებული ნგრევა.( იმას კიდევ ნგრევა უნდოდაა?)
ისე ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც საწადელს--ქართველ ბავშვს ათქმევინეს კიდეც-რუსთაველი მეფეაო! (ხომ გახსოვთ ტელევიზიაში ხოფერიას გადაცემა?)
სხვათა შორის გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევების მიხედვით აზია--აფრიკის 40--ქვეყანას შორის (ევროპის ქვეყნებს ვინღა ჩივის)ჩვენი მოზარდების ზოგადი განათლების საშუალო 2009--ში 32--ე ადგილზე იყო, 2010--ში --38--ე ადგლზე და 2011--ში კიდევ შაშკინმა არ ჩაატარებინა.
---ესეც წარმატებული რეფორმები თანაც ვისთან შედარებით?? და მეორე კიდევ 32--დან 38-ზე ჩამოქვეითება, წარმატებაა??
ილია ჭავჭავაძეს, იმისთვის რომ ხალხში რაღაცა ნათელი შეეტანა, ხალხს ჯვრის დასმის მაგივრად ხელმოწერა ესწავლა, ფეხდაფეხ დადიოდა წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებებს აყალიბებდა, ხალხში სინათლე შეჰქონდა------ამათ კიდევ ???
ნაცვლად იმისა რომ ტელევიზიებით ხალხში კულტურა, ზნეობა, განათლება, შეეტანათ-----პირიქით, ამერიკელების რეკომედაციების შესაბამისად მაქსიმალურად დააჩლუნგეს და გამოათაყვანეს ხალხი, ღირსებას და რწმენას უტეხავდნენ ქართველ ხალხს. პარალელურად მეორე მხრივ კიდევ (უმუშევრობა, ბანკები, ბაჩო, ვანო) ხალხი საშოვარ გადაგებულ ბროდ გადააქციეს.
---აი ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ხალხის ჩაყრით საქართველოში განათლება ასე ვთქვათ ღონით, ძალად ჩაკლეს. ის კი არადა კომუნისტების დროს მეტნაკლებად განათლება მიღებული უფროსი თაობის ხალხი ყოველდღიურ გაჭირვებით და უამრავი პრობლემებით თავ--თავის ნაჭუჭში ჩაკეტეს, ასე ვთქვათ გაანეიტრალეს. ნამეტნავად რეგიონებში. ვინც ვერ გაანეიტრალეს კიდევ ,,ჩარეცხეს,,რომ ხელი არ შეეშალათ.
ამის შემდეგ მიზნობრივად ყველა მიმართულებით წინ წამოწიეს გაუნათლებელი, არაპროფესიონალი და უზნეო ადამიანები რომლებიც ყველანაირი ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობებისგან სრულიად,,გარეცხილები,,იყვნენ
--ასე დაიწყეს ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ კანონებზე ფეხის დაბიჯებ---გადაბიჯება. მით უმეტეს რომ გაუნათლებელი ადამიანის სულის წარწყმედა შედარებით იოლია
ასე ხდებოდა გაუნათლებლობის, არაპროფესიონალიზმის, უზნეობის მიზნობრივი რეკლამირება და პროპაგანდა
ასე ხდებოდა ახალგაზრდების და ზოგადად მთელი ქვეყნის გარყვნა და ყველანაირი ფასეულობების გაუფასურება.
აი სწორედ ვამ უმსგავსობებითაა გამოწვეული ყველა ეგ თქვენი გულისტკივილი. რომელთა გამოსწორება ხალხზე მოფიქრალ და მოამაგე, ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლებას, სათანადო სურვილის შემთხვევაში მთლიანად შეუძლია.

და კიდევ განათლების თემასთან დაკავშირებით, ამას წინეებზე ამ საიტზე წავიკითხე-----თურმე დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე წიგნიერი მოსახლეობა 99.9% კუბაში ყოფილა---- მეტკინა გული ძალიან, 80---იან წწ მათ ადგილზე ხომ ჩვენ ვიყავით.
სხვათა შორის თავის დროზე მწერალი გურამ ფანჯიკიძე ქართველი ერის განათლების მაღალი დონით სახალხოდ ხშირად ამაყობდა ხოლმე.

papa

2017-02-15 21:42:34



ეს ზედა პოსტისაა...... თავში გამომრჩა


--რა მაინტერესებს იციით? ნუთუ ამ თემების და საკითხების გამოსწორება ძნელიაა??
ხელისუფლებაში რომ ეხლა მაინც ჩვენი წინაპრების, მართლა ღირსეული შთამომავალი, სამშობლოზე მოფიქრალი(და არა პირადულზე), გულანთებული ასიოდე ქართველი იყოს ამ საქმის გამოსწორება (ადგილიდან დაძვრა მაინც) ხომ ადვილად შეიძლება??? თანაც მაინც და მაინც არც ისე დიდი დანახარჯებით.
ამ ყველაფერის გამოსწორებას ხომ მთავრობის დონეზე შექმნილი და მოქმედი ჯგუფი უნდა არეგულირებდეს? ეს საკითხები ხომ ხელისუფლებამ უნდა გადაწ ყ ვიტოს? ეხლა მაინც რა, ან ვინ უშლით ხელს?? წინა ხელისუფლება რაც იყო და ვის ინტერესებს და მიზნებს ემსახურებოდა გასაგებია, მაგრამ ეხლა?? გასაგებია რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში არ გამოსწორდება მაგრამ რაღაც ,,დვიჟენიები,,ხომ მაინც უნდა იყოს უკვე??
თქვენ წერილში ჩამოთვლილი მეტად მტკივნეული საკითხების გაწყვეტის გზები და მეთოდები ამ საიტზეც მრავალად იყო გამოთქმული თანაც ერთობ კომპეტენტურადაც.
ჩემი მხრიდან მე ისევ ჩემგან ამ საიტზე უკვე რამდენჯერმე გამეორებულ ბაქრაძისეულ თეზას გავიმეორებ
,,თუ ხელისუფლებაში ეროვნული მთავრობა არ მოვა, თუ სახელმწიფო ეროვნულ საფუძვლებზე არ დ--აშენდება და არ მოხდება ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ ქვეყანა ნორმალურ სახელმწიფოდ ვერასოდეს ვერ შესდგება, რადგან ერი რომელიც მოშორდა თავის ეროვნულ ნიადაგს, სწრაფად მიდის უკან უკან, სუს ტ დება ველურდება და ხდება მსხვერპლი გამხრწნელი პროცესისა! თუ არ მოხდება ენასთან ერთად, ეროვნული ცნობიერების, როგორც ერის არსებობის ძირითადი საფუძვლის დაცვა, მაშინ ერი უბრალოდ აღარ იარსებებს,,
აკი ბაქრაძის ეს ნათქვამი მავან--თა და მავანთ კინაღამ აგვიცხადეს კიდეც.

1234

2017-02-15 22:06:36

იყო დრო როცა ეკლესია ფული არ ჰქონდა და პატრიარქს ორი ბერი და მორჩილი იცავდა, უარაღოდ. ღმერთმა ჯანმრთელად და დღეგრძელად ამყოფოს პატრიარქი. ეკლესიას დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს, მაგრამ იმ დაფინანსების ხარჯვის აუდიტი სახემწიფომ უნდა გააკეთოს და არა რომელიმე ეპისკოპოსმა ან რეფერატმა. ფული ხალხის არის და ხალხმა უნდა იცოდეს როგორ და რაში იხარჯება.
ამ კონფლიქტსაც ალბათ ფულის კონტროლი უდევს სათავეში. ასეთი პრობლემები ყველა დიდ ორგანიზაციას აქვს. ყველაზე კარგი გამოსავლი ყოველთვის, და ამ შემთხვევაში ეკლესიისთვის ალბათ გამჭვირვალობაა. თავად მიმართონ სახემწიფოს აუდიტის ჩატარების თხოვნით. კიდევ ერთი რამ არის თვალშისაცემი. როგორც ჩანს მთელი სინოდი ბერლინში ზის. მაგ ხელა ანტურაჟი რომის პაპს არ დაჰყვება. რატომ, რა საჭიროა? რა უჯდება ეს საპატრიარქოს? იმ თანხით ალბათ სამ სკოლას ან თავშესაფარს შეინახავდნენ.

serapina

2017-02-15 22:18:38

"სერაპინა

ეს ჩემი ძველი პოსტი...................... განსაკუთრებით შენ!!

იმიტომ შენ რომ....... ყველაზე,,ძალიან გრამატიკულად,,შენ გვამტყუნებ,,........ ტემ ბოლე ევროპიდან"
-----------
ზედა პოსტები მილიმეტ/რებში მაქვს წაკითხული...
აქ, ევროპა არაფერ შუაშია.
დაივიწყეთ,რომ ევროპაში ვარ...
დამიჯერეთ, ჩემ სოფელში რომ ვიჯდე საქართველოში, ზუსტად ამას დავწერ.
მე,ასე კრიტიკულად ვუყურებდი საზოგადოების განვითარებას(ჩვენს შემთხვევაში უკუღმასვლას) 90 -იანების შუაში და ბოლოშიც. მაშინდელს რომ დღევანდელი შედეგი მოჰყვებოდა,ეს ახლა არ გამიგია.
...ღევანდელის შედეგებიც ვიცი,მინიმუმ 10 წელზე გათვლილი.
არ მაქვს დრო და არც საჭიროდ მინაჩნის ჩემი პ/როგნოზები ვწერო...
მაგრამ ეჭვი მაქვს,მარტო მე არ ვიცნობ ისეთ ქართველებს, 45-60 წლის დედები რომ უცხოეთში ჰყავთ სამუშაოდ გაშვებული,თავად ძვირფას მანქანებს ეძებენ და ოჯახში ყველა უმუშევარს თითო ძვირიანი ტელეფონი აქვს.
ნახევარზე მეტი ზღვაზე (ან ახლა ზამთრის კურორტებზე) მოკეკლუცე ახალგაზრდობა,ზემოთაღნიშნული გზით "ტკბება ცხოვრებით".

კარგით რა,კიდევ ბევრი ისეთის ჩამოთვლა შემიძლია,დედამიწაზე არავის რომ არ მოფიქრებია და ჩვენ მივიფიქრეთ. არ მიხარია ამათი ჩამოთვლა და არც არავის გვმატებს რამეს... მაგრამ, სხვას მაშინ დავაბრალოთ,ჩვენ ყველა რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ... თორემ ისე,კომფორტულობისა და გულის დამშვიდებისათვის ვამბობთ,რასაც ვამბობთ.

აღმოვჩნდით ჩვენც, რაღაც სიმახინჯეების მიმართ დადებითად განწყობილი და ამის აღიარება ცოცხალი თავით არ გვინდა,თორემ მე რომ ვიღაც ფულის გულისთვის "მჭევრმეტ/ყველი"არ ვარ მგონი ესეც იცით.
...და არც იმის უფლებას მივცემ ჩემს თავს,ქართველ ერზე ვისაუბრო(სამაგისო რა გამიკეთებია?!).




arichopra 2

2017-02-15 22:47:17

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ისინი "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ. მომხდარის გამო "ბიბუსი გალერეაში" სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

arichopra 2

2017-02-15 22:48:13

ეს ახალი ამბავია.დღევანდელი

arichopra 2

2017-02-15 22:50:59

ახლა ესენი საპტრიარქოში შეიჭრებიან! შემდეგ კანცელარიაში, პარლამენტში. ასეთი მაგარი ახალგაზრდები გვყვანან! იქნება დავიჭიროთ და სადმე, ცხინვალის მახლობლად ჩამოვსვათ?!

arichopra 2

2017-02-15 23:05:55

Ambebi.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის გაყიდვების სამსახურის უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი სამუშაოდ, კონკურენტ ტელევიზიაში გადავიდა. ის ხვალიდან ტელეკომპანია "იმედის" გაყიდვების სამსახურს უხელმძღვანელებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად კონსტანტინე ბათმანიდს დავუკავშირდით:- პრინციპში უკვე ვადასტურებ ამ ინფორმაციას, ხვალ 10:00 საათიდან შევუდგები ჩემს საქმიანობას ახალ სამსახურში, ტელეიმედზე." აუუ... გრიგორიჩ ეს რა ხე მოთხარე რუსთავის ბაღში...! ))) ვაგრძლებ ცრუსთავი2-ის გენერალურ ხაზს, ყველაფერი ბიძინას ბრალია!

papa

2017-02-16 00:31:04

სერაპინა


მე ფაქტებს არ ვუარყოფ (ან კი როგორ უნდა ვუარვყო??)
მაგრამ შენ ....მიზეზებს, მიზეზებს(პავლოვს...გარემოს) თითქმის მთლიანად(99%) უარყოფ!!!
ამბობ ესეა და ესეაო..
..კი ბატონო მასეა... ვინ ოხერი დაგიფიცავს რომ ასე არაააო??
შეძახილმა ხე გააახმოოვო...
მაგრამ შენ კიდევ.....რაც გინდა მოხდეს, მაინც არ უნდა გახმეს---გინდ ქარი იყოს და გინდაც მეწყერიო.. ... არ უნდა გახმეს, მორჩა და გათავდაო
გეთანხმები კაი იქნებოდა არ გამხმარიყო, მაგრამ ... გახმა გახმა!!
სწორედ იმიტომაც მისცეს იმ ოხერ-ტიალ პავლოვს.......,,მედალი,,..რომ ხმება,ხმება. ტემ ბოლე თუ ,,უცხო გარემოში,, მოხვდება.
მოკლედ შენ ,,წაქცეულ კაცს,, სთხოვ, გინდა თუ არა.... გამოსწორდიო
წაქცეულია, წაქცეული.. ის კაცი ფეხზე მაინც ხომ უნდა წამოდგეს, რომ,,გამოსწორდეს,,
მიპასუხებ .აბა თუ სხვანაირად არ გინდათ .... მაშ ვიყოთ ასეთ მდგომარეობაშიო.
კიდევ მეტყვი წუწუნიო.....ყველაფერს სხვას ვაბრალებთო.....ნაგავი მაინც რომ უხეიროდ არ დაყარონ, ის ხომ მაინც შეუძლიათო და ...... ასეთებს, ვიცი რეეებსაც მიპასუხებ.....ვიცით ერთმანეთის პოჩერკები
მე რას ვამბობ იციი.... თუ ასეთ მძიმე ვითარებაში, როცა შავი და თეთრი ასე ერთმანეთშია არეული, კაცს კარგის კეთების სტიმული--მაგალითი არ მიეცი, საქმე სასიკეთოდ არ შეიცვლება, სასიკეთოდ ვერ შემოტრიალდება
თუ რაღაც ფასეულობები საყოველთაო არ გახდება და თუ ყველა ადამიანი მას არ დაიცავს(თუნდაც ვინუჟდენზე), თუ ის კანონით არ გამაგრდება, რომელის დაცვაც ყველასთვისაც სავალდებულო იქნება(და არა მარტო ე.წ. ,,გლეხისთვის,,) თუ..... თუ .... თუ ...თუ
მაშინ მგლის თავზე სახარების კითხვაააა ეგ შენი.... ,,ასე არ შეიძლება,, ,,ასე უნდა იყოს,, და ამდაგვარები...
ამის სათავე ხელისუფლებააა ხელისუფლება!!! საყოველთაოობიის საშუალება მას ააქვს, მას. არსებულ სიტუაციაში თუ ზევიდან არ წამოვიდა, ის რასაც შენ ამბობ....
............................................
ტელევიზია მისია, მისი!!!..
ტელევიზიას ადამიანის ცნობიერება--მენტალიტეზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ატომური ბომბის ძალა ააქვს მეთქი, ხშირად ვიმეორებ ხოლმე
ხანდისხან რუსეთის ტელევიზიას ვუყურებ ..
მოკლედ... ეროვნული იდეოლოგია ააააააქვთ -- ქვას ხეთქავს!!
ხოოდა... სწორედ ის იდეოლოგიააა ერს რომ კრავს და ადამიანს, თუნდაც მცირეს მაგრამ სიკეთეს რომ აკეთებინებს..
.................................................
მოკლედ ეხლა უკვე წრეზე დავტრიალდები... ამიტომ დაგანებებ თავს
ერთი კია ......შენ არც პავლოვს, არც იდეოლოგიას, არ ტელევიზიას, მოკლედ არაფერს არ იღებ მხედველობაში ....მარტო ქართველს ეს სჭირს, ის სჭირს... . ასეთია... ისეთია
აბა ტელევიზია მართლა ხალხზე ფიქრობდეს---ერთ წელში ნახავდი შედეგს.
ჰოოო კიდევ .... ერთი ორიოდ წელში უკრაინა და უკრაინელები ვნახოთ რა დღეში იქნებიან და როგორები?? ..მანდ უფრო დაინახავ ყველაფერს...

asdf961

2017-02-16 10:40:35


levani
2017-02-15 20:08:14

ჩემო ძმაო ცოტას ხუმრობით,ცოტას ქართველურად და ცოტასაც მეგობრულად გეტყვი და მიმიხვდები.ცრემლები და სიბერე არ გამაგონო.მთავარია გამზადებული გქონდეს ჩოხა, ქამარ-ხანჯალი,ბერდენკა სულიერი მზაობა და ყველა მომხვდური თუ შინაური მტერი გვიმღერია დედის ჰანგებზე და კიდევ ბევრს ვამღერებთ.ჩვენ ვართ ლომთა-ლომი ერი რომელსაც გარს შემოხვევია მკნავალა გიენების ხროვა და ვერაფერს ვერ აკლებენ.ჩვენი ძალა ღმერთშია და ყოველთვის ისე ვიგებთ ომს.ერთმანეთს გვერდით დაუდგეთ, მხარი მხარს მივაშველოთ,სულიერად გავამხნევოთ და ჩვენი ნაპირიც მალე გამოჩნდება.))
----------------------------------------------------------------

მადლობა ამ სიტყვებისათვის.

კი მაგრამ სადაა ის "ყრმა" რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით!?

papa

2017-02-16 11:26:25

მეც ძირითადად ამავეს ვწერ ჩემს პოსტებსი აი ესაა მთელი ,,ჩემი ფილოსოფია,,


საზოგადოება მაშინ ვითარდება, როდესაც თავის წიაღში წარმოშობს მორალურ თუ ინტელექტუალურ ავტორიტეტებს და მერე მთელი საზოგადოება ეკვრება ამ ავტორიტეტს, ვითარდება და წინ მიდის. ნაცვლად ამისა, დღეს სრული დეგრადაციის პროცესს ვაკვირდებით, თითქოს ვიღაც ცდილობს, სახელმწიფოებრივი ცოცხალი ქსოვილის ადგილი აღარ დატოვოს ქვეყანაში “, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

asdf961

2017-02-16 15:07:42


მე სასაცილოდ მეჩვენება ისეთი პიროვნების "აღმოცენება" ხალხის წიაღიდან, რომელსაც ნაცხროვა იმავე დღიდან არ გამოუქვეყნებს "მაკომპრომიტირებელ" მასალებს.

sixa

2017-02-16 16:38:40

პაპა-ს
აგაშენა ღმერთმა! დაფინანსებული პროპაგანდით ლამის სატანადაა წარმოჩენილი ,,ქართველი" (როგორც ხშირად უწოდებენ დაფინასებულები - ,,ღრუზინი"). ხალხს დაფიქრებასა და სწორი დასკვნის გაკეთებაში ეხმარები, პაპა. დიდი მადლობა შემხნევებისათვის!

sixa

2017-02-16 16:56:24

დიდი ძალისხმევა და ფინანსებია ჩადებული (ე.წ. ,,არასამთავრობოებში", ბევრ ,,პარტიაში", მთავრობის წევრებშიც), რომ ყველა ქართველი იქცეს ლუარსაბად! ხალხო, ხომ წაგვიკითხავს, გვისწავლია კიდეც ილია ჭავჭავაძე, მისი დარიგებები და შეგონებები. თუ დაგვავიწყდა (რაც უპატიებელია ჩვენთვის), კვლავ წავიკითხოთ, გავიმეოროთ, შევიგნოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თავისათვის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის, არ უნდა გავხდეთ პროპაგანდის მსხვერპლი, არ უნდა დავეცეთ, არ უნდა გავლუარსაბდეთ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80