„თუ დადასტურდა, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა, ე.ი. არსებობს ხალხი, ვინც პატრიარქზე ახალ თავდასხმას კიდევ მოამზადებს“
პოლიტიკა

„თუ დადასტურდა, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა, ე.ი. არსებობს ხალხი, ვინც პატრიარქზე ახალ თავდასხმას კიდევ მოამზადებს“

„თუ დადასტურდა, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა, ე.ი. არსებობს ხალხი, ვინც პატრიარქზე ახალ თავდასხმას კიდევ მოამზადებს“
თეონა მანაგაძე

2017-02-14 14:00:06

პარლამენტის წევრები სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის შესაძლო მოწამვლის მცდელობას გმობენ და არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირის დასჯას, არამედ შემკვეთის გამოაშკარავებას ითხოვენ.

დეპუტატები მართმადიდებელი მრევლისთვის და ქვეყნისთვის აცილებულ მძიმე შედეგებზე აპელირებენ და საზოგადოებას მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წარმოებული გამოძიების საბოლოო შედეგების დალოდებას ურჩევენ.

როგორც for.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიშვილმა განუცხადა, არსებული მონაცემებით, სერიოზული დანაშაული იქნა აღკვეთილი, რომელიც ქვეყანაში სერიოზულ ტრაგედიას გამოიწვევდა.

სესიაშვილი ყველას მოუწოდებს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვარაუდების გამოთქმისგან თავი შეიკავონ.

„დანაშაულის მცდელობას ადგილი ჰქონდა და დანარჩენი - გამოძიებას უნდა დაველოდოთ. თემა ძალიან მგძნობიარეა და პროკურატურას არ დაუსახელებია, მკვლელობა ვის მიმართ იგეგმებოდა. თუ ყველაფერი დადასტურებულად ნათქვამი არ არის, ალბათ, ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, განცხადებებისგან თავი შევიკავოთ. თემა ძალიან მგძნობიარეა და არ შეიძლება, თითი ვინმესკენ გავიშვიროთ“, - ამბობს სესიაშვილი.

კანონმდებელი ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოება მაღალ დონეზე მანამდე იქნება შენარჩუნებული, სანამ ეს საჭირო იქნება.

„უსაფრთხოების სამსახურებმა უკეთ იციან, რა სავარაუდო საფრთხეები და რისკები შეიძლება წარმოიშვას. შესაბამისად, ღონისძიებებს იმ ვადით და იმ ფორმით გაატარებენ, რაც პატრიარქის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება“, - აცხადებს სესიაშვილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მთავარი პროკურატურა ამ განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდა და საკმაო მტკიცებულებები აქვს იმისათვის, რათა დანაშაულის პრევენციაზე ისაუბროს.

for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ ბევრი ვარაუდი გამოითქვა, ერთმანეთზე გადაჯაჭვული უამრავი თემაა და წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, სანამ ამ ფაქტების ერთობლიობას გამოძიება არ დაადგენს.

„პრევენცია აუცილებელი იყო და იმას ვერავინ ვერ დაელოდებოდა, დანაშაულის მცდელობა საითკენ წავიდოდა. ცუდი ამბავი რომ მომხდარიყო, ამას პოლიტიკური თემაც მოებმებოდა და ამაში დაოსტატებულები არიან როგორც ჟურნალისტები, ასევე ზოგიერთი პოლიტიკოსი. დანაშაული რომ მომხდარიყო, საქმე ცუდ შედეგებთან გვექნებოდა“, - აღნიშნავს ვოლსკი.

კოლეგების მსგავსად, საქმის მოტივებზე საუბარი არ სურს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას.

ბესელიას შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და თავიდან აცილებულია ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის მცდელობა. მისი თქმით, პატრიარქის უსაფრთხოება უმაღლეს ხარისხშია აყვანილი, სპეციალური სამსახურის უფროსი ბერლინში იმყოფება და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, რაც ყველაზე მთავარია.

„ჩვენმა სამსახურებმა ზუსტად და ოპერატიულად იმუშავებს. თუ ნდობა ოპოზიციას არ აქვს, ეს არაფერს არ ნიშნავს. იმის განცდა არ გვაქვს, რომ ამ საქმეს ვინმემ რამე დააკლო. კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რომ ეს თავიდან აცილებულია. პატრიარქის უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი“, - ამბობს ბესელია.

ფრაქცია - „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე პატრიარქის მოწამვლის მცდელობის სავარაუდო მიზეზებს ასახელებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველო ტრაგედიას გადაურჩა, რადგან ეს მხოლოდ პიროვნული ტრაგედია არ იქნებოდა, ის მთელი საზოგადოებისთვის სულიერი დარტყმა იქნებოდა, რომელსაც შესაძლოა, ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოეწვია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ კარგად იმუშავა.

„მოტივაცია შეიძლება ბევრი იყოს. ეს ადამიანი ძალიან რეიტინგული პიროვნებაა. ამ ადამიანის მიმართ არა მხოლოდ პატივისცემაა გამოხატული, არამედ დიდი სიყვარული. ციანიდით მოწამვლა საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა. შეიძლება პოლიტიკური მოტივებიც არსებობდეს და ამას არ გამოვრიცხავ, ისევე როგორ პროცესების გარედან მართვას მათი მხრიდან, ვინც ქვეყანაში არსეულობის მოწყობითაა დაინტერესებული განსაკუთრებით მაშინ, როცა გეოპოლიტიკური პროცესების განხორციელებაში ვართ, რომელთა შორისაა აბრეშუმის გზა“, - აღნიშნავს გაჩეჩილაძე.

კითხვაზე - ამ საქმის უკან რამდენად არის შესაძლებელი რუსული კვალი იკვეთებოდეს, გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ უკან შეიძლება რუსეთიც იდგეს და შეიძლება სხვაც, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო რეგიონში გეოპოლიტიკური ცენტრი არ გახდეს.

„სერიოზულ რაღაცას ავცდით და ღმერთის ნებით“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

მომხდარი ფაქტით შოკირებულია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ხუციშვილი.

როგორც for.ge-ს ხუციშვილმა განუცხადა, ასეთი რაღაცის დაგეგმვა გაუგონარი ამბავია.

„ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია. მნიშვნელოვანია, რეალური მოტივი გაირკვეს და ითქვას, ეს ადამიანი მარტო მოქმედებდა თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებას დაველოდოთ. სოციალურ ქსელში ეს ვერსია ადრეც გავრცელდა და აბსურდად მოგვეჩვენა, მაგრამ როგორც ვნახეთ, სიმართლისგან მთლად შორს არ ყოფილა. როცა ასეთი გახმაურებული საქმეა, ალბათ, ინფორმაციას იმ დონეზე გამოიტანენ, რამდენადაც შესაძლებელია“, - დასძენს ხუციშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ფრაქცია - „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია აღნიშნავს, რომ ის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ უნდობლობის საფუძველს ვერ ხედავს, თუ რაში სჭირდებოდა პროკურატურას რაიმეს შეთხზვა და არასანდო ფაქტებით საუბარი.

როგორც for.ge-ს ლომიამ განუცხადა, საზოგადოება გამოძიებას უნდა დაელოდოს, რადგან თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა, ეს არა მხოლოდ მართმადიდებლურ მრევლს მოუტანდა ზიანს, არამედ ქვეყანას დააზარალებდა და ეს ბევრ ეჭვს გააჩენდა.

„კარგია, რომ ეს ფაქტი დროზე აღიკვეთა, მაგრამ თუ დადასტურდა, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა. ე.ი. არსებობს ხალხი, ვინც პატრიარქზე ახალ თავდასხმას კიდევ მოამზადებს. ძალიან საინტერესოა, ამ ხალხის უკან ვინ დგას და რა მოტივი ამოძრავებთ. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, ვინ არის შემსრულებელი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმ ხალხის უკან ვინ დგას და პატრიარქის მოწამვლა რაში სჭირდებათ?“, - ინტერესდება ლომია.

კოლეგისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ოთარ კახიძეს პროკურატურის განცხადება კითხვებს უჩენს და for.ge-სთან საუბარში ინტერესდება, სავარუდო ბრალდებულმა ვინც სხვას ციანიდი სთხოვა, განზახვა რატომ გაანდო, ან ეს ნივთიერება საზღვარგარზე როგორ უნდა გადაეტანა? - საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, ინფორმაცია დეტალებში მიიღოს.

„პროკურატურის განცხადება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. პატრიარქს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედია, ამ ყველაფერს ნათელი მოეფინება. თუ პირი მკვლელობას ამზადებს და ამისთვის პირს ეძებს, ალბათ, მას განზრახვას არ უმხელენ, ეს ნივთიერება რისთვის სჭირდება მაღალი იერარქიის პირის მოსაწამლად თუ სხვა საქმისთვის. ჩემი მხრიდან მოტივებზე ლაპარაკი სპეკულაცია იქნება, მაგრამ ზოგადად საუბარი მიმდინარეობს, რომ პატრიარქის მემკვიდრის შერჩევა უნდა მოხდეს. ამით დაინტერესებული შეიძლება ხელისუფლებაც იყოს და ამას ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა იმედია, პროკურატურა კითხვებს პასუხს გასცემს“, - დასძენს კახიძე.

შეგახსნებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.

ნანახია - 2695

natali

2017-02-14 14:49:07

ეს მამალაძის წერილი რა უცებ გაჩნდა, ჯიბეში ედოთ?:))ნეტავ ავთენტური თუა.

როდესაც რაღაცას გეგმავ, ყველა ვარიანტს განიხილავ ხომ? და ბოლოს განიხილავ ვარიანტს სულ რომ ჩავარდეს ეს საქმე რას იზამ.
ხოდა ეს საქმე ზუსტად ამას ჰგავს. ვინც ეს წერილი ასე სასწრაფოდ გამოაგდო, მის დაგეგმილს ჰგავს ეს ყველაფერი. გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში გამზადებული ჰქონდა და სასწრაფოდ გამოაგდო კიდეც.
ვაიმე, რა პრიმიტივები არიან :)))აგონიაში მყოფნი კი უფრო და უფრო დიდ საშინელებებზე მიდიან. სადამდე უნდა მიუშვათ? უკვე ძალიან საშიშნი გახდნენ.

papa

2017-02-14 17:22:07

ნატალი
ფაქტიურად შენც ზუსტად ჩემს,,გონივრულ ეჭვს,, ეთანხმები
ასინეთას უკუღმა (უზუსტესი) მეთოდით რომ ვიხელმძღვანელოთ...99,9 % მასეა!!!!

ზვიადის მკვლელობით ფაქტიურად ვინ იხეირა??
ვიმეორებ...... შარაძე ვინ მოკლა და რატომ??
ამ საქმითაც ისევ ,,ისინი,, იხეირებდნენ!
ჰოოოოდა ,,იმისი,,დაგეგმილიცააა!!!!!!!!!!!!!!!!!
როგორრრრრრრრრრრ?
როგორ და ....ჭრელად(ქართველის ხელით)--- არ გაუჭირდებოდათ.
ათასგზის ქაოსი დაისადგურებდა საქართველოში, ატყდებოდა პანიკა...
...მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირებაო.....
აქ მეთევზე კი არა, ვინც მერე ამ დაჭერილ თევზს მიირთმევდა,აი ისაა ავტორი ამ თევზაობისა(2008 წლისა არ იყოს.. ამ საქმეს მწვანე ეხლაც იმათ აუნთეს)
ისე კი მართალი ხარ, წინასწარი მოფიქრებულია ეს ყველაფერი, წინასწარ...
და საერთოდაც, რაც ბოლო 25 წელიწადში საქართველოში უბედურობები დატრიალდა, ერთი და იმავე მამაზაღ/ლების მოფიქრებულია ყველაფერი
ტემ ბოლე წელს მეკვლე გვყავდააა ....მტრისას და ავისას..
ისევ სახლში წასვლოდეთ ესე საქმე..
(წაუვათ კიდეც...განგების სოჩიკი უკვე ჩართულია, მართალია ჯერჯერობით ტიხი ხოდით, მაგრამ მთავარია რომ სოჩიკი ჩართულია)

Jon Do

2017-02-14 17:43:49

პაპა,

ზვიადის მკვლელობა ალბათ უფრო შეთანხმებული იყო ორივე მხრიდან, თორემ რუსეთი დაიცავდა მაგ საწყალს. აგერ ასადს მიაკვდა ზედ რუსეთი და ზვიადს ტემბოლეე დაიცავდა მასთან შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო.


რაც შეეხება ამ ახალ ამბავს, როგორც შენ წერ ქაოსი ვის აწყობსო, მასე თი ვიმსჯელებთ მიშას აწყობს ყველაზე მეტად მე ეგრე მგონია. თუმცა შეიძლება ვცდებოდე.

papa

2017-02-14 18:14:51

ჯონდო

რა თქმა უნდა მიშას(ნაცებს), მაგრამ ეგენი იარაღები არიან, იარაღები მხოლოდ
.მერე??
დემოკრატია ისევ ძველებურად ვისთვის აჩუხჩუხდებოდა, თანაც ათმაგად??
მოწონებით და ტაშის ცემით ვინ შეხვდებოდა??
კიდევ უამრავი ,,ულიკებია,, ...
ისე კი რუსს ბარძაყით ვყევართ დაჭერილები, განა სად წაუვალთ რო??
თუ არადა კიდევ ... აბა ბიჭი ხარ და წადი?!

kitanoo

2017-02-17 15:56:33

Jon Do- უკაცრავად თქვენ ამბობთ რომ ზვიადს რუსეთი დაიცავდაო თუ ვერ გავიგე რამე. თან ტემბოლეე მეჩვენება თუ ამ აზრზე ბრძანდებით. ესეთ საინტერესო მოაზროვნესთან პაექრობა ერთ რამედ ღირს ღმერთმანი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80