„თუ მაყურებელი არ გყავს, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს დაბალანსებულ საინფორმაციოს?!“
პოლიტიკა

„თუ მაყურებელი არ გყავს, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს დაბალანსებულ საინფორმაციოს?!“

„თუ მაყურებელი არ გყავს, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს დაბალანსებულ საინფორმაციოს?!“
თამთა ქარჩავა

2017-02-13 09:30:13

„როგორც მინიმუმ მაუწყებელის რეიტინტი 5–10%–ის ფარგლებში უნდა იყოს, რომ ამართლებდეს იმ დანახარჯებს, რა დანახარჯების გაწევა უწევს ბიუჯეტს და გადასახადების გადამხდელებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, აბსოლუტურად ლოგიკურად გამოიყურება მაღლაფერიძის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ახლა არ დაიწყება კარდინალური რეფორმები, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეიძლება თავისით გაჩერდეს.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

ვასილ მაღლაფერიძის გეგმა, რომსაზოგადოებრივი მაუწყებელიბაზარზე სერიოზული მოთამაშე გახდეს, დაპირისპირების მიზეზი გახდა როგორც არხის თანამშრომლების, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის და თვლიან, რომ 6 „სლაიდისგან“ შემდგარი რეფორმა, არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც გეგმა. თავისთავად ჩნდება კითხვა, რას აპროტესტებენ და რატომ არიან რეფორმის წინააღმდეგი არხის თანამშრომლები?

ვალერიან გორგილაძე: პარასკევს ვუყურე „რეალურ სივრცეს“, ვფიქრობ, „მაუწყებლის ირგვლივ“ განვითარებული მოვლენები ალბათ, ოდნავ აისახა მის რეიტინგზე. მაგრამ რამდენად გაიზრდება ტენდენციაში, ეს სხვა საკითხია. მე ვიყავი იმ საექსპერტო კომისიის წევრი, რომელიც აფასებდა გადაცემებს, ჩემს ბლოკში 6 გადაცემა მოხვდა, აქედან 3-მა გადაცემამ დაიმსახურა მოწონება. მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელის“ გარკვეული პროგრამები ხარისხით გამოირჩევა, ეს გავლენას არ ახდენს ამ არხის რეიტინგზე.

პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ ხარისხის მიუხედავად, არხს არ აქვს რეიტინგი, ეს რითი აიხსნება?

– ამ არხის რეიტინგი კატასტროფულად დაბალია. საუბრები იმის შესახებ, რომ თურმე „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ რეიტინგი არ უნდა ჰქონდეს, ეს იმდენად აბსურდი და არარაციონალურია, რომ არგუმენტად ვერ ვიღებ. გასაგებია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ არავინ ელის და არც არის მისი ამოცანა, კონკურენციის გაწევა კომერციული არხებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ რეიტინგი. როგორც მინიმუმ, მაუწყებელის რეიტინტი 5–10%–ის ფარგლებში უნდა იყოს, რომ ამართლებდეს იმ დანახარჯებს, რა დანახარჯების გაწევა უწევს ბიუჯეტს და გადასახადების გადამხდელებს.

ამ შემთხვევაში სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

– პრობლემა არის თანამშრომლების რაოდენობაში, რომელთა რაოდენობა ორჯერ და მეტჯერ აღემატება „იმედში“ და „რუსთავი 2“–ში დასაქმებულთა რაოდენობას. „მაესტროში“ 200–მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლის რეიტინგი თანაზომადია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგთან, ხშირად უსწრებს კიდეც, ეს მაშინ, როდესაც წლიური დანახარჯი 2 მილიონ ლარს არ აღემატება. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ვასიკო მაღლაფერიძის მოსვლამდეც, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ყველა იმაზე საუბრობს, რაში იხარჯება ფული, როცა ამ არხს არავინ არ უყურებს.

აბსოლუტურად წარმოუდგენელია რაში იხარჯება ამდენი მილიონი. შეიძლება ვიღაცა უსმენდეს რადიოს, მეც ვიღებ მონაწილეობას პიკის საათში, მაგრამ 62 გადაცემა, რომელიც რადიო არხის ბადეშია, რბილად რომ ვთქვათ, ადეკვატური არ არის. არსებული მძიმე მდგომარეობა, უფრო მძიმდება, პრობლემები არა თუ არ გვარდება, არამედ პრობლემების კონსერვაცია ხდება, პრობლემები უფრო მძაფრდება და ერთმანეთს ემატება. აბსოლუტურად ლოგიკურად გამოიყურება მაღლაფერიძის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავიწყებთ რადიკალურ და კარდინალურ რეფორმირებას, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეიძლება თავისით გაჩერდეს. ასეთ შემთხვევაში, შემცირების ნაცვლად, საუბარი იქნება საერთოდ გაუქმებაზე.

ის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში საუბრობდა რეფორმირების აუცილებლობაზე, ახლა ხისტად ეწინააღმდეგებიან რეფორმებს, დღეს როგორ შეიძლება ეს წინააღმდეგობა ავხსნათ?

– რეფორმებს უპირსპირდება გარკვეული ჯგუფი, ასევე არიან თანამშრომლები, რომელთაც ემუქრებათ შემცირება, რაც დასანანია, მაგრამ სხვა გამოსავალი არავის არ გამოუნახავს. ძირითადად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს სოციალურ პროექტს, სადაც დასაქმებულია ბევრი ადამიანი და ხშირად, ამ ადამიანების დიდი რაოდენობისთვის გაურკვეველია რას აკეთებენ, არ იციან რატომ არიან გაფორმებული და რა პროდუქტს ქმნიან.

ამდენად, ამ თანამშრომლებს ემატება ახალგაზრდული მოძრაობა „აუდიტორია 115“, რომლებიც ყველაფერს აპროტესტებენ დედამიწის ზურგზე, რაც კი ხდება. რა თქმა უნდა, ამ ვითარებით სარგებლობენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ამდენად, გროვდება საპროტესტო ხმების კრიტიკული მასა და ამძაფრებენ არსებულ პროტესტს. ყველა ვალდებულად თვლის თავს, გამოთქვას თავისი პროტესტი, მით უფრო, ისინი, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურის მიმართ - არასამთავრობო სექტორი და მედია ექსპერტების ნაწილი.

ამ პროცესს თან ახლავს პოლიტიკური შემადგენელი, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ფონზე და მით უფრო არსებული პროტესტის ფონზე, მტკივნეული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელი რეფორმის გატარება?

– გეთანხმებით, პოლიტიკური მდგენელი არის. ფორმალურად იკვეთება გლობალური პროცესები, რომელიც ჩვენს მედია–სივრცეში მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით, ეს არის კონსოლიდაციის პროცესი, რომელიც „იმედის“, „მაესტროს“ და GDS–სთან დაკავშირებით ხდება. ამ პროცესს დაემთხვა რეფორმირების ტალღა, რომელსაც აანონსებს ვასილ მაღლაფერიძე და ახალი ადმინისტრაცია. ბუნებრივია, ეს დამატებით აძლიერებს ამ საპროტესტო მუხტს.

ჩემი აზრით, რაც უფრო სწრაფად ჩატარდება რეფორმა, მით უფრო მტკივნეული იქნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განვითარებისთვის. აქ არის ადამიანური რესურსი, რომელთა უკანაც უამრავი ოჯახია, ესეც უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ერთდროულად როგორ უნდა მოხერხდეს ეს, არ ვიცი, წარმოუდგენელია. გარედან საუბარი იოლია, ვიდრე პრაქტიკული განხორციელება. მაინც მიმაჩნია, რომ სწორია რის გაკეთებას ცდილობს ვასილ მაღლაფერიძე და მისი ადმინისტრაცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გეგმა, შეიძლება არა მარტო გადაიხედოს, არამედ გვერდზეც გადაიდოს, მაგრამ ამბობს, რომ შეჩერდება ყველა გადაცემა, რომელთაც რეიტინგი არ აქვს. რამდენად სწორია ამ მიზნით გადაცემების შეჩერება?

– თუ გადაცემის რეიტინგი არ აღემატება 0,1%–ს, ბუნებრივია, ამ გადაცემის არსებობის გამართლება არ არსებობს. მაუწყებელზე არის 6–8 გადაცემა, რომელიც მეტ–ნაკლებად ყურებადია, რომელიც ასრულებს გარკევულ სოციალურ ფუნქციას და ორიენტირებულია გარკვეულ სოციალურ ჯგუფებზე, მაგალითად: ზაზა შათირიშვილის გადაცემა, თამარ ჩიქოვანის „მთავარი“, „რეალური სივრცე“, გადაცემა „ფერმა“, „წიგნის თარო“. ჩემი აზრით, ამ გადაცემების დატოვება გამართლებულია.

ამდენად, არა მგონია ამ მიმართულების შეჩერებაზე იყოს საუბარი. ალბათ, საუბარია დიდი მასივის შეჩერებაზე და საინფორმაციო სამსახურის გაძლიერებაზე, სანამ ბორდი და ადმინისტრაცია ჩამოაყილიბებს ახალ მექანიზმებს, ახალი გადაცემების პროდაქშენებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციის წინაშე მძიმე პასუხისმგებლობა დგას. სოლიდარული ვარ იმისა, რომ საჭიროა კარდინალური ცვლილება.

ყველამ დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, ვინ უყურებს და რა გადაცემებს უყურებს. შე11იძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საინფორმაციო მართლაც დაბალანსებულია. მაგრამ თუ მაყურებელი არ გყავს, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს დაბალანსებულ საინფორმაციოს?! ავიღოთ 20 მილიონი, რომელიც ნაწილდება, მეორე არხზე, აჭარის ტელევიზიაზე, რადიოზე და გავყოთ 10–12 ათას თანამშრომელზე, ვნახავთ, რომ დანახარჯი არადეკვატურად მაღალია. ამდენად, ამოცანა არის მაყურებელი დაუბრუნდეს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ახალი ხელმძღვანელობის ამოცანა არის, რომ რეიტინგი 15%–მდე გაიზაროს, ეს რამდენად შესაძლებელია?

– არ ვიცი, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ძალიან რთული ამოცანაა. იმედია, ბორდი და ახალი ადმინისტრაცია გამონახავს ახალ ოპტიმალურ გზას რეფორმების განხორციელების გზაზე.

რაც შეეხება მაღლაფერიძის პერსონის მიუღებლობას, ოპონენტები არგუმენტად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის ხელძღვანელად მუშაობას ასახელებენ და თვლიან, რომ ამ შემთხვავშიც მაღლაფერიძის მიზანი იქნება ივანიშვილის ინტერესების გატარება. რამდენად არის ეს არგუმენტი?

– ვასილ მაღლაფერიძე არჩეულია ბორდის მიერ, მას აქვს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება. სხვათა შორის ის არხი და ის პროდუქციაც, რომელსაც ქმნიდა, აღემატებოდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ მოვიდა ივანიშვილის პროტეჟე, სახელისუფლებო პარტიასთან ახლოს მდგომი პიროვნება, მაშინ, შეიძლება, სახელისუფლებო პარტიას აწყობდეს კიდეც მაუწყებელზე არსებული მდგომარეობა -  „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ობიექტურია, არ არის გადახრილი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ არც ოპოზიციის სასარგებლოდ არ მუშაობს.

ზოგიერთი გადაცემა და მაგალითად „ჟურნალისტური გამოძიებები“ ხშირად უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულებებს. ამიტომ, მმართველ გუნდს პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება აწყობდეს კიდევაც არსებული ვითარების შენარჩუნება, მაგრამ წმინდა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, განსახორციელებელია ეს რეფორმა.

ყოველ ჯერზე, როცა ირჩევენ ახალ ბორდს, ან ახალ თავმჯდომარეს, ვხედავთ, რომ იცვლება მხოლოდ ლოგო. სხვა თვისობრივ და სტრუქტურულ ცვლილებებს ვერ ვხედავთ. ადრე თუ გვიან, ეს უნდა გაკეთდეს. რაც უფრო მალე გაკეთდება, მით უკეთესია. ამდენად, როდესაც ამ პრობლემას ვიხილავთ, საუბრები პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე სერიოზული არგუმენტი არ არის.

ვთანხმდებით, რომ ლოგოს გამოცვლა არ არის საკმარისი და როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, პასუხიმგებლობა, ალბათ, უნდა გაინაწილონ იმ პირებმა, ვინც იყვნენ მართვის სისტემაში, იგივე ბორდის წევრებმა, რომლებმაც დეკემბერში გაორმაგებული ხელფასი მიიღეს, მაშინ, როდესაც უმძიმესი ვითარებაა არხზე. ვიღაცას 300 ლარი აქვს ხელფასი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა ხელფასი 7–8 ათას ლარს შეადგენს....

– უბრალოდ, ეს არის უსინდისობა, როდესაც ამხელა საბიუჯეტო დანახარჯების ფონზე, იმდენად მცირე და მიზერული ხელფასი აქვს ზოგიერთს, რომ მართლაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დარღვეულია სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის პრინციპი. გაუგებარია რატომ იწერდა ადმინისტრაცია გაორმაგებულ და გასამგებულ პრემიებს და რატომ არიან ჟურნალისტები და ოპერატორები ასეთ მძიმე დღეში.

რატომ არის, რომ ელემენტარული „პეტლიჩკით“ დაწყებული და კამერებით დამთავრებული, მოგვარებული არ არის პრობლემები ტელევიზიაში? რატომ არის უმძიმეს მდგომარეობაში ეს შენობა? ამდენად, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეცდომებს არ გაიმეორებს ეს ადმინისტრაცია. გეთანხმებით, რომ მართლაც მძიმე მდგომაროებაა და რთულია იმის წარმოდგენა, რომ ასეთ ტელევიზიას ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს ქვეყანაში.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აუდიტის სამსახური აქტიურად მუშაობს. დაველოდოთ მოვლენებს. გარდა ამისა, ანალიზის თვალსაზრისითაც, საინტერესოა რაში იხარჯებოდა და რატომ არ ყოფნის ეს თანხა ტელევიზიას, მიუხედავად იმისა, რომ საკამოდ სოლიდურ თანხაზეა საუბარი. სავალალო მდგომარეობაა, რომელიც რადიკალურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

შესაბამისად, არასწორია საუბარი იმაზე, რომ ხდება არხის სახელმწიფოსთვის დაქვემდებარება, რომსაზოგადოებრივი მაუწყებელი“ აღარ არსებოდეს და, რომ რეფორმის შედეგად მივიღოთ მკვდარი არხი?

– ახლა მკვდარი არ არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არხი ცოცხალია, ძალიან ცდება. სამწუხაროდ, ახლა არის არხი მკვდარი. ძალიან ცუდია ასეთი განსაზღვრა, მაგრამ რეიტინგული თვალსაზრისით ასეა. მაუწყებელს პულსი არ ესინჯება. აქაც წინააღმდეგობაა, თუ სახელმწიფო აპირებს თავისი პოლიტიკის განხორციელებას ამ არხის მეშვეობით, ეს შეუძლებელია თუ არხს არ აქვს რეიტინგი. თუ არავინ არ უყურებს, რა პოლიტიკას ახორციელებ? ე.ი. იგულისხმება ის, რომ რეიტინგი უნდა გაიზარდოს. რადგან „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს თავის წესდება, ამდენად, არხის პოლიტიკურ ინსტუმენტად გადაქცევას არ ველი და ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

საზოგადოებრივ მაუწყებელშიმიმდინარე მოვლენების დაკავშირება ხდებარუსთავი 2“–ის სასამართლო პროცესთან და აქვე საინტერესოა ისიც, რომ თავისუფალი სიტყვის დასაცავად აქცია გამართანაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც თავად დევნიდა თავისუფალ სიტყვას. ალბათ ამასაც აქვს თავისი შეფასება...

– როდესაც სტუდენტური და სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფები აპროტესტებენ რაღაცა ქმედებებს, გასაგებია და არ ვამბობ, რომ ამის უფლება არ აქვთ. პირიქით, ვთვლი, რომ სოციალური პროტესტი ქვეყანაში უნდა იყოს. მივესალმები ამ ტიპის პროტესტს, შეიძლება შინაარს და ფორმებს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მიმაჩნია, რომ საზოგადოების ეს სოციალური აქტივაცია საჭიროა. მაგრამ, ყველამ დაინახა, რომ პირველ კოლონაში ისევ „ნაცინალური მოძრაობის“ ლიდერები ჩადგნენ. სათავისოდ გამოიყენეს არსებული მძიმე სოციალური ფონი, რომელიც „რუსთავის აზოტთან“, „რუსთავი 2“–ის და „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით ხდება. ამდენად, ამას ხელისუფლებაც უნდა ითვალისწინებდეს, რომ ასეთი ფრონტალური ქმედებები სხვადასხვა მიმართულით, აუცილებად უბრუნდება ასეთი აკუმლირებული საპროტესტო მუხტით, რომლითაც სარგებლობს ოპოზიცია. 

ნანახია - 2246

მეგრელი

2017-02-13 10:29:06

„როგორც მინიმუმ მაუწყებელის რეიტინტი 5–10%–ის ფარგლებში უნდა იყოს, რომ ამართლებდეს იმ დანახარჯებს, რა დანახარჯების გაწევა უწევს ბიუჯეტს და გადასახადების გადამხდელებს“,
-------------------------------------------------------------------------

სწორია.

Thoma

2017-02-13 14:09:52

კარგი ინტერვიუა, ყოჩაღ, თამთა!
ვალერიან გორგილაძე ყოველთვის ტოვებს ჩემში ობიექტური და სწორი კრიტერიუმებით მოაზროვნე ექსპერტის შთაბეჭდილებას და ასეა ახლაც.
უნდა იყო ან საზმაუს ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან ნაცი, რომ აქ წარმოდგენილი მისი რომელიმე მოსაზრება საკამათო გახადო!
როცა 8-9 ათასი გაქვს ხელფასი და კიდევ ორმაგ პრემიებსაც იღებ უმაყურებლო ტელევიზიაში, ბუნებრივია, გაწყობს სტარუს კვოს შენარჩუნება და მტრულ გამოხდომად სახავ შენს ჭაობში დაცემულ ყველა კენჭს, რომელიც სიმშვიდეს გირღვევს!

arichopra 2

2017-02-13 16:00:41

Thoma გორგლაძესთან ნამდვილად კარგი ინტერვიუა. თამთასაც ყოჩაღ, გორგილაძეს ხომ ყოჩაღ და ყოჩაღ. მაგრამ კარგად გადმოცემული აზრი ყოველთვის არ არის ჭეშმარიტება. მე პირადად რეიტინგის დათვლა მიმაჩნია ფსიქიკურ გადახრად. ასე რეიტინგების დათვლით მივალთ იქამდე, რომ ჯეიმს ჯოისი და უილიამ ფოლკნერი ძალიან სუსტი მწერლებია. ხოლო ქალბატონი როულინგი და კონან დოილი მათ გაცილებით აღემატებიან. დღეს საქართველოში ვეფხის ტყაოსანს და ქვათა ღაღადს თითქმის არავინ კითხულობს, მაგრამ დამეთანხმეთ ორივეს შემოქმედება გაცილებით აღემატება ცხოველთა ფრმას და აეროპორტს! ვინ კითხულობს ოთარ ჩხეიძეს ან ოთარ ჭილაძეს?! კითხულობენ დეისაძეს და დეფის! ))) რა ვქნათ ახლა, გადავსინჯოთ ჩვენი გემოვნებითი კრიტერიუმები?! ასევეა ტელევიზიაც. მაყურებელთა უმეტესობა ბოლო 25 წლიანი ტვინების გამორეცხვის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა როგორც სოციალური და კულტურული იდიოტი. მაგალითად იმედზე დილიდან საღამომდე გადის ინდური სერიალი. ვერეც კი გავიგე ეს ერთი სერიალია თუ რამდენიმე მიყოლებით?! )) ეს სრული საშინელებაა! მოამბის შემდეგ განმეორებით, დიახ უკვე მეორეჯერ ბოლო 1 წელიწადში უჩვენებენ თურქულ სერიალს "ნამსხვრევები". სხვა არხებზეც საშინელი მდგომარეობაა. იბერია რეიტნგს აგროვებს იქ გამართული დაპირისპირებისა და ლანძღვა გინების ხარჯზე. სპეციალურად მიჰყავთ პოლიტიკურად მოშუღარი პიროვნებები, რომ იქნებ მოახერხონ და გამართონ უშვერი გინება, მუშტი-კრივი.არხი რომელსაც ქვია პირველი, პირველი კი არის სულიერ სიმახინჯეში. ავადაა ეს არხი სერიოზულად! ძნელია წარმოიდგინო როგორ შეიძლება იმაზე მეტად ადამიანების მორალური დაცემა, ჭეშმარიტების მრუდე სარკეში ყურება, რაც იქ მომუშაკე ჟურნალისტთა კორპუსს სჭირს, ტრაპაიძე, გრიგოლია, ჟიჟილაშვილი... დემაგოგია, ბრძოლა სიმართლის წინააღმდეგ, ნიანგის ცრემლები ხალხის გაჭირვებაზე, ბრძოლა ამაგდარი ივანიშვილის წინააღმდეგ, სტუმარი ბადრი შუბლაძე, კიდევ გატლეკილი გოგო ნაცებიდან ბოკუჩავა!!! ავოე... კიდევ ჩამოვთვალო?! "ყველაზე რეიტინგულ" რ2 -ზეც ვილაპარაკოთ?! გვარამიაზეც?! სოფლის კლუბში დადგმული ოტელო რა თქმა უნდა სასცენო ოსტატობის ნიმუშად ვერ ივარგებდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა, ჯერ კიდევყრმა ადამიანი ეზიარებოდა ჭეშმარიტ ლიტერატურულ საგანძურს. რამხელა მიღწევა იყო, როცა სადღაც სოფელ ზოტში 10-12 წლის ყმაწვილს წაკითხული ჰქონდა შექსპირი ქართულად, დიკენსი, ოლივერ ტვისტი, ედგარ ალან პო! კარგი რა თომა, კარგი რა! მოკლედ რეიტინგი არა, ჭადი და პრასი კი!

arichopra 2

2017-02-13 16:23:09

ედგარ ალან პოს "ყორანი" პირველად 1845 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთ "ნიუ იორკ ივნინგ მირორში". რედაქტორმა ლექსი მკითხველს ასე წარუდგინა: "ყორანი" ამერიკული პოეზიის უბადლო ნიმუშია მისი დახვეწილი მხატვრული ჩანაფიქრისა და ლექსთწყობის დიდი ოსტატობის გამო". სხვადასხვა დროს ედგარ ალან პოს ლექსის ქართული ვერსიები შექმნეს: ვაჟა–ფშაველამ, სანდრო შანშიაშვილმა, გრიგოლ მეგრელიშვილმა, კონსტნტინე ჭიჭინაძემ, ფილიპე ბერიძემ, გიორგი გამყრელიძემ, გიორგი ნიშნიანიძემ, სტეფანე მხარგრძელმა, ჯემალ ინჯიამ, პორფირე იაშვილმა, სილოვან ნარიმანიძემ, ვაჟა შიუკაშვილმა, ვანო ყვავილაშვილმა, კონატანტინე ზ. გამსახურდიამ, გია ბენიძემ, ზვიად მუსელიანმა, ბათუ დანელიამ, კოტე ჯანდიერმა, კოტე ყუბანეიშვილმა, ლელა ებრალიძემ, ბაგრატ ბადიდმა. (შესულია გალაქტიონ ტაბიძის დაუმთავრებელი თარგმანიც). წიგნს ერთვის ავტორისეული ესეი "კომპოზიციის ფილოსოფია", სადაც ყორანის შექმნის ისტორია და შემოქმედებითი იმპულსებია ახსნილ–გააზრებული. ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა.ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელი
უცნაური თავსატეხის, მივიწყებულ ცოდნის აზრს
მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს,
აკაკუნებს ვიღაც ითხოვს თავშესფარს, აღებს კარს
"სტუმარია" გავიფიქრე "აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა"

მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარში
ჯერ ჩაუმქრალ ნაკვერცხალში ლანდი როცა ახელს თვალს
მოვინატრე განთიადის შუქი, დრო რა ნელა გადის!
სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგას
მზეთუნახავ ქალის ვინაც ანგელოზთა ისმენს ხმას
აქ არავინ იცნობს მას

ჩრდილი ჩუმად ფრიალებდა უჩვეულო შრიალება
განცვიფრებულს ფანტასტიკურ შიშის ელდას სცემდა ზარს
გულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვის
ისევ ვიმეორებ ჩემთვის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარია ვიღაც გესმის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა.

რომ დავძლიე შიში ძნელად კარებისკენ მივალ ნელა
"მოიცადეთ" ვამბობ "ცოტა მოითმინეთ სულ ერთ წამს"
ფიქრებში ღრმად ჩავიძირე სევდა გულზე მაწვა მძიმე
უნებლიედ ჩავიძინე ყური ძლივსღა ვუგდე ხმას
აკაკუნებს ვიღაც მივხვდი მივდივარ და ვაღებ კარს
წყვდიადი სხვა არარა.

სიბნელეში მზერა მირბის შიშისაგან გული მიმდის
იქ ზმანებას ვხედავ ისეთს ვერ გავბედავ ენით თქმას
სიჩუმე კი, დაურღვევი უძრავი და უმეტყველი
მხოლოდ ერთი სიტყვის მთქმელი "ლენორ!" შემომესმა ხმა
მე ვჩურჩულებ ეს ექოა იმეორებს მხოლოდ ხმას
მხოლოდ ხმა, სხვა არარა

გულში ცეცხლი დატრიალდა სულში ალი აბრიალდა
რაღაც ისევ აწრიალდა მოუმატა კიდეც ხმას
ეს ხომ; "ვთქვი მე, ახლა ვხვდები სარკმელიდან ისმის ხმები
რომ ვიხილო ახლოს ვდგები აფრთხიალებს თითქოს ფრთას
მაჟრიალებს, ტანი მიკრთის აფრთხიალებს თითქოს ფრთას
ქარი ქრის, სხვა არარა

დარაბები გამოვაღე ფრთის ფართხუნით, დავინახე
შიგ ყორანი შემობრძანდა მედიდურად იჭერს თავს
ანარეკლი წარსულ ჟამის დავივიწყეთ ჩვენ რომ ლამის
როგორც მბრძანებელი ღამის შეაფრინდა სახლის კარს
შეხტა პალადას ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
შემოჯდა სხვა არარა

მწუხარება გამინელდა გავიღიმე გაქრა სევდა
სახე ისე ამაყი და უცნაური ჰქონდა მას
აქოჩრილი ბუმბლი ბნელი ეს ყორანი ძველისძველი
ჩემს სარკმელთან საზარელი მოუგდია ღამით ქარს,
"თქვი ზმანებავ ღამეულო გიწოდებენ სახელს რას?"
ჩხავის მხოლოდ "არარა!"

მართლაც ძლიერ გამაოცა მან წარმოთქვა სიტყვა როცა
უაზრო და უმიზეზო მოსაწყენად ჟღერდა ხმა
უბადლო და არსად თქმული, საოცრება არის სრული
რომ ფრინველი არნახული შეაფრინდეს ღამით კარს
ფრინველი, ან იქნებ მხეცი დააფრინდეს ძეგლის თავს
დაიჩხავლოს "არარა!"

ყორანი რომ ძეგლზე დაჯდა მხოლოდ ერთი სიტყვა დასძრა
ერთი სიტყვა მაგრამ სული მოაყოლა თოთქოს მას
არც ჩხავის და არც ყრანტალებს არც კი, ამოძრავებს თვალებს
წავა, გაფრინდება მალე ვჩურჩულებ და ვხუჭავ თვალს
ვით ქრებიან იმედები მიმატოვებს დილით ხვალ
შემომძახა: "არარა!"

შევკრთი თითქოს მიწა იძრა მან იგივე სიტყვა მითხრა
"მართლაც" ვთქვი მე "მან ყოველთვის ერთი სიტყვა უნდა თქვას
უცაბედად გაგონილი, ვინმე სასოწარკვეთილი
სიკვდილმისჯილი რომ მოთქვამს ეშაფოტზე როცა დგას
რომ გალობენ სულთათანას სევდიანი ისმის ხმა
"ო, არა, არარა!"

კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცა
სავარძელი დავდგი კართან ფრინველი კი იქვე დგას
ახლა უკვე აღარ მიკვირს დრო საკმაოდ მქონდა ფიქრის
ვდარდიანობ მხოლოდ მისთვის რომ არ ვიცი ნეტავ რას,
რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარა
შემომძახა "არარა!"

გამოვიცნობ მაინც მჯერა არ დამიძრავს თუმცა ბგერა,
სანამდის მის თვალთა მზერა გულს აღგზნებულ ცეცხლში წვავს
საგონებელს ჩაძირული განსაცდელში განწირული
ვხედავ შუქი გაყინული იისფერი სხივით რთავს
ოთახს მკრთალი შუქი ფარავს დამცინავი სხივით რთავს
დამცინის: ო, არარა!"

მომეჩვენა ვიღაც თითქოს სურნელოვანს აფრქვევს სითბოს
სერაფიმი მოაბიჯებს და წკრიალა ისმის ხმა
"საბრალოვ, ღმერთს შენი სულის განკურნება სურს ტანჯულის
შესვი მადლით და ქალწულის აღარ გაიგონებ ხმას
შესვი, შესვი ეს სასმისი დაივიწყებ უმალ მას."
ჩხავის ისევ "არარა!"

"მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთები
ხარ მაცდურის მოგზავნილი მოუგდიხარ ღამით ქარს.
უბადრუკი განდეგილი მოხიბლული დაწყევლილი
ავსახეთაგან დევნილი გევედრები მართლის თქმას
გალაადის მთებში შველა არის ჩემთვის თუ არა"
ჩხავის ისევ "არარა!"

"მოძღვარი ხარ ბოროტეის ეშმაკს გამოგისხხამს ფრთები
ჩვენ ორივეს გვფარავს ზეცა თანაც ერთი ღმერთი გვწამს
ეღირსება კი, რომ ჩემს სულს ნეტარებას მონატრებულს
თუ იხილავს წმინდა ქალწულს აქ რომ არვინ იცნობს მას
მზეთუნახავს, წმინდა ასულს ვინც ზეციურს ისმენს ხმას"
ჩხავის ისევ "არარა!"

"დაე შენი ბოლო სიტყვა განშორების ნიშნად ითქვას
განვედ ჩემგან შორს მაცდურო შორს ღამეულს მიჰყევ ქარს
არ დატოვო არც ბუმბული ვით მაცდური სიტყვა თქმული
მიმატოვე მარტოსული ნუღარ შემოაღებ კარს
გულს ნისკარტი მომაცილე ჩამოშორდი ძეგლის თავს"
ჩხავის ისევ "არარა!"

მომზირალი უმოწყალოდ ზის ყორანი უმოძრაოდ
ქვის პალადას თეთრ ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
თვალებით კი, ის ჰგავს გრძნეულს ბოროტ დემონს ჩაძინებულს
მან კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარა
სული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარა
წამოიწევს? "არარა!"

arichopra 2

2017-02-13 16:25:17

აი ამდენმა კორიფემ და რიგითმა - ვაჟა–ფშაველამ, სანდრო შანშიაშვილმა, გრიგოლ მეგრელიშვილმა, კონსტნტინე ჭიჭინაძემ, ფილიპე ბერიძემ, გიორგი გამყრელიძემ, გიორგი ნიშნიანიძემ, სტეფანე მხარგრძელმა, ჯემალ ინჯიამ, პორფირე იაშვილმა, სილოვან ნარიმანიძემ, ვაჟა შიუკაშვილმა, ვანო ყვავილაშვილმა, კონატანტინე ზ. გამსახურდიამ, გია ბენიძემ, ზვიად მუსელიანმა, ბათუ დანელიამ, კოტე ჯანდიერმა, კოტე ყუბანეიშვილმა, ლელა ებრალიძემ, ბაგრატ ბადიდმა.

arichopra 2

2017-02-13 16:26:12

უდიდესი კულტურის ერი ვიყავით! ვაგლახ!

tngh

2017-02-13 20:36:01

რეფორმა და განახლება აუცილებლად სჭირდება საზმაუწყებელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დილეტანტ-პოპულისტების არენად არ უნდა გადაიქცეს და "რუსთავი 2"-ს არ უნდა დაემსგავსოს. პირადად ჩემთვის საზმაუწყებელი დღესაც საუკეთესო ტელევიზიაა... თავისი მართლაც ბევრი კლასიკური გადაცემებით.

sxivi

2017-02-13 20:45:04

სანაგვეში მოსროლილი 45 მილიონი!.. არა.. ჩვენ 21-ე საუკუნეში არ ვცხოვრობთ.. ჩვენ ვართ გასული საუკუნის 70-იანებში.. "სახტელერადიო", "სახკაზინო", "სახრესტორანი"... სეტყვის სამინისტრო, მთის დეპარტამენტი, ჩახუტების სააგენტო.. არ უნდა ამ ნაციას პროგრესი და შ...ი თუ გინდა... მილიონები საპატრიარქოს, მილიონები პოლიტიკურ კუტოკებს (ე.წ. პარტიებს), გამოგონილ სამსახურებს, ჯუჯა სამინისტროებს.. გაბეყილ მაჟორიტარებს.. წავიდა ნახევარი ბიუჯეტი ატხადნიაკების ჩამორიგებაში!....

sxivi

2017-02-13 20:51:20

ხო.. და კიდევ: გაზეთი "კომუნისტი" არ დაგვავიწყდეს.. გავაცოცხლოთ... დაბალანსებული გავხადოთ და ბიუჯეტიდან გადავუხადოთ ფული... ვაი ჩვენს პატრონს :)))))

Thoma

2017-02-13 23:31:14

"სხივი"
თქვენ იცინეთ და ეს "კომუნისტი" ერთხელ უკვე აღადგინეს... ასე, 2000 წლის მისადგომებთან... მთავარი რედაქტორიც კი დამამახსოვრდა - მზია ჩხეტიანი. :)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80