გალარების პროგრამა ვერ ამართლებს
ეკონომიკა

გალარების პროგრამა ვერ ამართლებს

გალარების პროგრამა ვერ ამართლებს
ბექა დანელია

2017-02-10 18:00:04

დოლარში აღებული სესხების ეროვნულ ვალუტაში გადატანის პროგრამა ძალიან ცუდად მუშაობს. თუკი ვადა არ გაგრძელდა ან პირობები არ შეიცვალა, მისი სანახევროდ განხორციელებაც კი ვერ მოხერხდება. ჯერჯერობით პოტენციური მსურველებიდან მხოლოდ 3% დაინტერესდა მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი პროგრამით.

ბოლო მონაცემებით, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობა 800 ადამიანს (3%) აქვს მიღებული. ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, გალარებული სესხების ჯამური მოცულობა დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. ეს 11 მილიონ დოლარს ცოტათი აღემატება, არადა მოლოდინი გაცილებით მეტი იყო.

„ტემპი არის ნორმალური და რაც უფრო მოახლოვდება ვადის ამოწურვის პერიოდი, მოსახლეობა კიდევ უფრო გააქტიურდება. პროგრამა დაახლოებით 27 ათას ადამიანს ეხება და შეიძლება ამ დროისთვის გალარებული სესხების მოცულობა არ არის მაღალი. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანების ნაწილს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ფულადი გზავნილების სახით და შესაძლოა, მათთვის აღნიშნული შეთავაზება ნაკლებად საინტერესოა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გიორგი ცუცქირიძემ.

ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გალარების პროგრამა ლარიზაციის გეგმასთან ერთად ლარის კურსზე დადებითად უკვე აისახა.

ლარში დაკონვერტებული სესხების რაოდენობა 25 იანვრიდან (პირველი ეტაპის ინფორმაციის წარმოდგენიდან) 9 თებერვლამდე გასამმაგებულია და 220-დან 863-მდეა გაზრდილი. ამას ხელი შეუწყო საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულმა შეხვედრამ. მარეგულირებლისგან დამატებითი ინსტრუქციის მიღების შემდეგ, ყველა კომერციულმა ბანკმა პროგრამაში მონაწილე პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია გაზარდა.

ბანკის მენეჯერები არასაკმარის აქტივობას ქართული ხასიათით ხსნიან და მსესხებლების გააქტიურებას პროგრამის მიწურულს ელიან, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელს გიორგი კეპულაძეს. იგი არ გამორიცხავს, რომ ლარში სესხების 30% გადავიდეს, რისი მოლოდინიც ჰქონდა ორგანიზაციას პროექტის დასაწყისშივე.

„მსესხებლების პასიურობას ხელი შეუწყო ნეგატიურმა კამპანიამ და ეჭვებმა, რაც გამოითქვა სესხის დოლარიდან ლარში გადატანასთან და საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ წლის პირველ ნახევარში 7%-მდე მოიმატებს. ამის გამო ბევრმა არ გამოიჩინა ინიციატივა და ლარიზაციის პროცესში არ ჩაერთო.

დრო კიდევ არის და არ გამოვრიცხავ, ბოლო მომენტში მომხმარებლებმა გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვვარადობდით კიდეც, რომ დიდი აქტიურობა არ იქნებოდა და სესხების მხოლოდ 30% გადავიდოდა ეროვნულ ვალუტაში.

არ ვიცი, რა მოლოდინი ჰქონდა მთავრობას, როცა 65 მლნ ლარი სუბსიდია გამოყო, ცხადია, ეს თანხა არ დასჭირდება. საჭირო იყო მეტი საინფორმაცია კამპანია. უფრო ყურადსაღები მსესხებლებისთვის ნეგატიური ინფორმაცია აღმოჩნდა, ამან მეტად იმოქმედა, რამაც განსაზღვრა ადამიანების გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, დრო ჯერ კიდევ აქვთ“, - ამბობს კეპულაძე.

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს ამოქმედდა. პროგრამა ორთვიანია და 17 მარტამდე გაგრძელდება.

ნანახია - 732

NEVRO

2017-02-10 18:52:10

გალარებისათვის დათქმული ვადა საერთოდ უნდა გაუქმდეს. ვერ გამიგია ვადა რა საჭიროა?!

papa

2017-02-10 19:16:59

ratom ver amartleeebs

pasuxi imitom rom saTavisod alareben

papa

2017-02-10 19:25:22

ადმინ
რა ხდება ქართულ ლათინურ--ინგლისური მე ამერია თუ თქვენ??
მე როგორც ადრე ვწერდი ისეც ეხლა, მაგრამ---- ვაჟა ფშაველას ხატავდა გამოვიდა არსენაო, ეხლა ზუსტად ისე დამემართა
ეს ინჩა?? აგვიხსენი ...თორემ მივმართავ ნანუაშვილს ... კოლუმბს გეფიცები
ნაღდად რააა...

papa

2017-02-10 19:29:15

იმიტომ არ ამართლებს....... რომ სათავისოდ მოიფიქრეს, სათავისოდ
აბა 2,2--2,3 დაეფიქსი/რებინათ თუ არ გაამართლებდა

tngh

2017-02-10 19:41:15

არავინ არავის არ აძალებს. ვისაც უნდა გადაიტანოს სესხი ლარებში, მიბრძანდეს ბანკში და გამოიყენოს ის 20 თეთრი თითო დოლარზე, რომელსაც ჩემი და ჩემნაირების ხარჯზე სახელმწიფო ჩუქნის...

ttt56

2017-02-10 19:48:15

იმიტომ არ ამართლებს,რომ ფინანსთა მინისტრმა დაჰეჯირება არ იცის?!

NEVRO

2017-02-10 19:49:07

ბატონო პაპა, თქვენ კონკრეტულად რატომ არ მოგწონთ გალარების პროგრამა, რა არის და ვისი "სათავისოა"? თქვენ თითონ მიხვედიით ამ აზრამდე თუ ვინმეს ნათქვამს იმეორებთ?!

NEVRO

2017-02-10 19:58:18

თუ ვინმეს ფარულად უნდა უსმენდნენ ეს უცხოეთიდან საიდუმლო დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებია! აბა გლეხებს და 3 კაციანი შპს ების ბუხგალტრებს მოსასმენი რა აქვთ?! ჰოდა ეს არასამთავრობოები ითხოვენ ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ გვისმენთ თუ არაო?! საოცრად გამჭრიახი ხალხია!
ბატონი კუპონა გოცირიძე როგორ დავაჟკაცდა, რა რიხით დეპუტატობს, მძიმე ფრაზებს ისვრის, კაცობს! დღეს იეთიმ გურჯის არიაც კი უმღერა საკონსტიტუციო სასამართლოს, მანანა კობახიძეს.

NEVRO

2017-02-10 20:14:29

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებს რეიტინგი არც უნდა ჰქონდეს. რეიტინგი აქვთ სენსაციებზე, სკანდალებზე, ყვითელ, პოლიტიკურ დაპირისპირებებზე, ძალადობიაზე აგებულ გადაცემებს. აბა რომელიმე სერიოზულ საკითხს, აკადემიურ მსჯელობას, მეცნიერულ წიაღსვლებს... მაყურებელი როგორ ეყოლება, ვის აინტერესებს?! აი ამ საიტზე ფორუმში 20-25 ადამიანი შემოდის. თქვენ ეს არაფერს გეუბნებათ?! თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართული ანბანის შესახებ რამაზ პატარიძის ნაუბარის ნაცვლად გაუშვებს ვინმე თამუნას და ეკუნას თავგადასავალებს ტაილანდის ღამის ბარებში, მათი ლოთობის და სექსუალური აღვირახსნილობის ქრონიკას. ან გააშუქებენ ზალიკოს და პალიკოს ჰომოსექსუალურ ვნებებს. აი ნახავთ რა ყურებადი იქნება ეს გადაცემები, ყველა რეიტინგს მოხსნიან!

natali

2017-02-10 20:47:52

როდესაც გეუბნებიან, რომ ხალხს აქვს სესხი დოლარში, დოლარში იმიტომ აქვს, რომ საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ლარში. ხოდა დოლარზე მოთხოვნა დიდია და ამიტომ ლარში რომ გადაიყვანთ სესხს, დოლარზე ზეწოლა შემცირდება და ლარი გამაგრდებაო. თან გალარება მიდის იმ დღის კურსს მინუს 2 პუნქტი. ხომ ყველა ფიქრობს, მიდით, გადაალარეთ ყველამ, გამაგრდეს ლარი და მე დამრჩება სესხი დოლარში დაბალ პრცენტებშიო. ის, ვინც პირველმა გადაალარა, უკვე ხომაა წაგებული??
მე ვამბობდი, მეეე....ასე იქნება მეთქი და ეგენი ვერ მიხვდნენ?
და ყველაზე ცუდი რა არის იცით? ვინც გადაალარა და ჩვენ გადავუხადეთ დოლარზე 20 თეთრი, ახლა ლარი რომ გამაგრდება, იმ ხალხის უკმაყოფილება ნახეთ თქვენ.
ამას ხომ უნდა მოხერხება, რომ ასე ყველა უკმაყოფილო დარჩეს???

NEVRO

2017-02-10 20:56:11

ქალბატონო ნატალი აქ იხმარეთ სიტყვა პუნქტი. რას ნიშნავს ეს სიტყვა, რა არის მინუს 2 პუნქტი? რა კაჭკაჭივით იმეორებთ კურიერში ყურმოკრულ სიტყვებს?

papa

2017-02-10 20:59:48

ნერვო

კაცი რომ ჭაში ჩავარდა და ეუბნებიან.... არსად წახვიდე კიბეს მოგიტანო, ისეა.
სულ არაფერს კანეშნა სჯობია...
მეგობარი მყავს ბიზნესი წამოიწყო დიდი ვალი(110 ათასი) აიღო 1,7 ზე .......ეხლა?
მანამ ლარი არ ავიდა 2,7 ზე მანამდე რატომ არ გაააკეთეს??
ესააა რასაც ვამბობ...
იმ დღეს წავიკითხე შენი კომენტარები..ამბობდი მევალესთვის ეს მაინც ხეირია... ლარი რომ გაიქცეს მერე ხომ უარესი დღე დაადგებათო..
უარესი რომ არ დაემართოთ, ეგ ვისზეა დამოკიდებული??

თუ კიდევ ეგ გალარება ესეთი მომხიბლავია, რატომ აქამდე არ მიაწყდათ ხალხი??
ყველას არ ესმიის??
.

papa

2017-02-10 21:01:55

ნატალი

ვაი და ლარი სულ დაოთხილი გაიქცეს, მერე??

natali

2017-02-10 21:05:06

ბატონო თუ ქალბატონო ნევრო.

რა ყვავივით აჩხავლდი?(მგონი ყვავს კაჭკაჭი სჯობს):)) ქუმსიშვილის ხარ?

ვერ მიხვდი რა ვთქვი?

კარგი ბატონო, ასე ვიტყვი-იმ დღის კურსს მინუს 20 თეთრი. შეიცვალა რამე შინაარსში?

natali

2017-02-10 21:08:19

papa

რომ გაიქცეს, მთავრობისთვის არაფერი, ხელები დაბანილი აქვთ:))მაგრამ მაგათ ჯინაზე დოლარმა უკან დაიხია და ის ხალხი ვინც გადაალარა, გეუბნებით რომ მაგრად გამწარდებიან.
მე ასე ვფიქრობ და რა ვიცი....ვნახოთ.

NEVRO

2017-02-10 21:14:19

ბატონო პაპა, იმ კაცს, თქვენ მეგობარს ექსპორტზე გაეტანა 110 ათასი დოლარის საქონელი და ვერაფერი მოეგო, მხოლოდ ის თავი ფული ამოეღო წარმოგიდგენია რამხელა მოგებას ნახავდა?! თავდაპირველი 110000 * 1.67 = 183700 ლარი. ახლა დაბრუნდა სახლში და ისევ ის 110000 დოლარი აქვს ანუ 110000 * 2.7 = 297000 ლარი ანუ მოგებული დარჩა - 113 300 ლარით. თუ იმ სესხს გაალარებს 2.5 კურსით მაშინ დასჭირდება 275000ლარი ანუ უბრალოდ კურსთა სხვაობით და გალარებით მოიგო 22000 ლარი.

NEVRO

2017-02-10 21:15:25

2 პუნქტი რა არის ხომ ვერ გვეტყვი?

natali

2017-02-10 21:16:03

NEVRO

https://www.youtube.com/watch?v=RP7i8UQBW_w

1.15 წუთიდან უყურე, რას ამბობს :)))) პუნქტიო...პუნქტი!!!:))

natali

2017-02-10 21:17:15

ახლა ვიპოვნი სადღაც კვირიკაშვილიც რომ ასე ამბობდა.

NEVRO

2017-02-10 21:20:33

ახლა კიდევ დაგიზუსტებ ის 110 000 დოლარი ხომ მაშინვე გაალარა, რადგან ადგილობრივი საქონელი იყიდა. ანუ რეალურად დახარჯა 183 000 ლარი. ვთქვათ ამ ფულით იყიდა თხილი 5 ლარად მოუწია 36600 კილო თხილი. ახლა იქიდან ჩამოტანილ ფულს თუ ისევ გაალარებს იყიდის (თხილი ისევ 5 ლარი და ნაკლებიც ღირს) - 59400კილოგრამ თხილს. თხილის სახით მისი მოგება შეადგენს 22800კგ თხილს!

NEVRO

2017-02-10 21:21:26

ხომ გითხარი კურიერში ან სადმე მოკრავდი ყურს თქო! ))))))))))))))))))))))))

natali

2017-02-10 21:21:31

საბაზისო პუნქტი იზომება პროცენტის ერთი მეასედი ნაწილით. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების გაზომვისთვისაც. საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყოველთვის მოყვანილია საბაზისო პუნქტების გამოყენებით. ანუ თუ საბანკო განაკვეთი 5.0 % -დან გაიზარდა 5.10 % -მდე, მაშინ ამბობენ, რომ მოხდა 10 საბაზისო პუნქტით ზრდა.

NEVRO

2017-02-10 21:24:08

მე ვიანგარიშე უხეშად, ისე რომ ბანკის პროცენტი არ გამომიკლია, მაგრამ შენი მეგობარი 10% რენტაბელობით მაინც ხომ მუშაობდა?! აი ის მოგება დახურავს ბანკის პროცენტს! უთხარი ნუ წუწუნებს!

natali

2017-02-10 21:24:32

NEVRO
აბა შენი აზრით სად უნდა გამეგო გალარების შესახებ ინფორმაცია? შენსავით მთავრობის სხდომაზე კი არ ვზივარ.

პუნქტი რა არის მიხვდი? ადგილის გარდა სხვა მნიშვნელობაც რომ ჰქონია, გაიგე თუ ვერა?

NEVRO

2017-02-10 21:25:04

მერე 20 თეთრი რამდენი პუნქტი გამოდის?

NEVRO

2017-02-10 21:25:52

ეს მე რომ არ მეკითხა ბიზნესმენ ქალბატონს აქამდე არ უნდა გცოდნოდათ?! )))

natali

2017-02-10 21:26:21

20 თეთრი რამდენი ლარია?

NEVRO

2017-02-10 21:27:58

ნეტა მართლა ვიყო ქუმსიშვილი! ყველა ამ საიტს და მედიას იმხელა გდასახადს დავუწესებდი ყველა მეორე დღესვე დაიხურებოდა!

natali

2017-02-10 21:28:53

არ გამოგივა თავის დაძვრენა, აღიარე რომ არ იცოდი.:))) სირცხვილია???
სირცხვილი ისაა, რასაც ახლა შენ ცდილობ და კიდევ კაჭკაჭი რომ მეძახე.

NEVRO

2017-02-10 21:30:36

ახლა ქალბატონო ნატალი თქვენ დაგრჩათ მუთაქიდან ბღუჯად ფულების გამოძრობა და "ხაჭაპურის ინდექსზე" ჩაფიქრება სამზარეულოში! )))

NEVRO

2017-02-10 21:31:24

20 თეთრი 0.2 ლარია

natali

2017-02-10 21:31:44

მეც არ ვიცოდი, მაგრამ ეს პუნქტი ყურში რომ მეჩხირებოდა, ჩავიხედე ფინანსურ ლექსიკონში და ამოვიკითხე. ამას ფინანსისტობა რად უნდა.

აი შენ კი..კი არ გაარკვიე, პირდაპირ ჩხუბი დამიწყე. არადა რა უნდოდა, სულ 5 წუთი.

NEVRO

2017-02-10 21:31:55

დავგუგლე და ისე გავიგე. ამიტომ შევფერხდი! )))

natali

2017-02-10 21:33:11

ხოდა ჯერ დაგეგუგლა და მერე დამტაკებოდი. ვააახ!

NEVRO

2017-02-10 21:35:34

დავგუგლე 20 თეთრი რამდენი ლარია! )))

natali

2017-02-10 21:36:57

კაი ახლა. სჯობს ბოდიში მომიხადო. ნუ გიტყდება, მიდი, გაბედე :)

NEVRO

2017-02-10 21:39:41

ვთქვათ კურსი იყო 2.7, რომ შემცირდეს 20 თეთრით სხვაობა შეადგენს 0.2ლარს ანუ საწყისი ფასის 100*0.2/2.7= 7,4%. ამაზე რას იტყვი, ეს 2 პუნქტია?!

natali

2017-02-10 21:39:42

მივხვდები ახლა ქალი ხარ თუ მამაკაცი:))

NEVRO

2017-02-10 21:40:50

აბა ქუმსიშვილი ხარო?! )))

natali

2017-02-10 21:42:29

NEVRO
რა მნიშვნელობა აქვს, ახლა ეგ მათვლევინე და მაკითხე. ფინანსისტები ხომ ამბობენ 2 პუნქტით ნაკლებიო. ხოდა მორჩა. და არა კურიერი.

მთავარი ისაა, რომ ტერმინი "პუნქტი" იხმარება ფინანსებში.

NEVRO

2017-02-10 21:43:50

ბოდიში ქალბატონო ნატალი. ხომ გაგიგონიათ რა თქვა არისტოტელემ, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი.

natali

2017-02-10 21:44:59

უნდა დამეწერა-ქუმსიშვილის რა ხარ? რა გამომრჩენია:))

NEVRO

2017-02-10 21:45:28

იმავე არისტოტელეს თუ დავუჯერებთ - ჯიუტი ადამიანები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: თავდაჯერებულებად, უვიცებად და უზრდელებად. მე ერთ ერთი ასეთი გამოვდივარ!

natali

2017-02-10 21:47:52

ბოდიში მიღებულია. მეც ბოდიში ყვავი რომ გეძახე:))

papa

2017-02-10 23:50:07

ნერვო

შენ როგორ ლაპარაკობ იციიი...თვალები გააავს? გაავსო ..ცხვირიც გავს....მაგრამ მაინც არ გავს,.. არა

ის კაცი კახეთში მეურნეობას აწყობდა(სამი წელია) და ამ წყობა--წყობაში პროცენტებმა უწია, ისე რომ განძრევაც თითქმის ვერ მოასწრო ..სარგებელზე აღარაა ლაპარაკი...

leviko

2017-02-11 10:03:55

ხოდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ყველაზე დიდი კანონიერი ტერორისტები არიან ვინ, აბა თუ მიხვდებით , ვინ და ბანკებიიიი. აი ეს არის სიმართლე და არა ის ვირაც გივები და სხვები. ისე მოგკლავენ რომ იარარიც არ დაგჭირდება

ნოე3

2017-02-13 14:25:17

დღეს ვიყავი ბანკ "რესპუბლიკაში", სადაც სესხი მაქვს აღებული დოლარში. კონსულტაციის მიზნით მივმართე ოფიცერს წინასწარ გაეანგარიშებინა ჩემი სესხის ყოველთვიური თანხა გალარების შემთხვევაში. გამოირკვა, რომ დოლარიდან ლარზე რომ გადავსულიყავი, ამ თვეში ზედმეტი უნდა გადამეხადა 80 ლარი.

ეს არის სინამდვილე.

ახლა კითხვა: გალარება მხოლოდ ბანკებზეა გათვლილი??????!!!

ნოე3

2017-02-13 15:12:25

და იგივე თანხა მექნებოდა გადასახდელი, თუ დღეისათვის კურსი იქნებოდა2.90.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80