„უგულავამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის კოზირი გამოაცალა, რასაც პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქვია“
საზოგადოება

„უგულავამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის კოზირი გამოაცალა, რასაც პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქვია“

„უგულავამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის კოზირი გამოაცალა, რასაც პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქვია“
თამთა ქარჩავა

2017-01-04 21:41:56

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე, გიგი უგულავამ სააპელაციო სასამართლოში აღიარა, რომ „თბილისერვისში“ 700-მდე მხარდამჭერი დაასაქმა. 40 წუთიანი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თბილისის მერს არ უხსენებია სიტყვა პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ თქვა, რომ არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს იღებს და არის საკითხები, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვისის“ საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, თუმცა უცნობია, როდის მიიღებს სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას და მოეხსნება თუ არა უგულავას ბრალი.

გიგი უგულავას განცხადებით, ის არ უარყოფს, რომ 700 ადამიანი „თბილსერვისში“ თავად დაასაქმა. როგორც ბრალდებული აცხადებს, დასაქმებას აღიარებს, მაგრამ ეს არ არის მითვისება და გაფლანგვა.

„ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. ჩემ მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს არ ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი დავასაქმე. წელიწადზე მეტია, შენობიდან არ გამოვსულვარ და გადავწყვიტე მოვსულიყავი იმიტომ, რომ ამ საქმეში სიცხადე შემეტანა. ვაცნობიერებ იმას, რომ ის, რაც მინდოდა გამოსულიყო კარგად, არ გამოვიდა. არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რასაც კატეგორიულად არ ვიღებ“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას განცხადებით, ადამიანების დასაქმება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა, რომ ისინი „პარტიულები“ ყოფილიყვნენ, თუმცა აღიარა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.

„მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ, ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორციელება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მით უმეტეს, არც მითვისება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ისევე როგორც წინა პერიოდებში არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.

„ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი - არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ... მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას - არც პირადი მოტივი მქონია, არც პირადი სარგებელი მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ აქტივისტები, არ არის სისხლის სამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა. მისი თქმით, უგულავამ დასკვნით სიტყვაში სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ საბჭოთა ხელისუფლებიდან მოყოლებული პრობლემაა პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმება.

„ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ პარტიული აქტივისტები, ეს არ შეიძლება მიჩნეული იყოს გაფლანგვად, რამდენადაც ყოველ არჩევნებამდე ან მის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, ააიპ-ებში თუ სიპ-ებში ხდება მმართველი ძალისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების დასაქმება. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ბასილაიამ.

თავის მხრივ საქმის პროკურორმა აღნიშნა, რომ უგულავამ დასკვნით სიტყვაში აღიარა და დაადასტურა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც სახელმწიფო ბრალდება მიუთითებდა და იმედი აქვს, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ნაწილში განაჩენი გიგი უგულავას მიმართ უცვლელი დარჩება, ხოლო რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით შეიცვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და როგორც გიგი უგულავას, ასევე დავით კეზერაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ პარტიაში არსებული დაპირისპირების ფონზე, უგულავას მიერ ბრალის აღიარება საინტერესოა. თუმცა, ფიქრობს, რომ ამ აღიარებას პოლიტიკური ხაზი არ აქვს.

„არა მგონია, რომ პოლიტიკური ხაზით იყოს ეს აღიარება, უფრო ციხეში ჯდომისგან მოწყენილი ადამიანის აღიარებაა. ვნახეთ, რომ აქაც ბრალდებებზე აღარ აქვს აქცენტი, თვითონ აღარ იძახის, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარო. ინტონაცია შეიცვალა, რაც უდავოდ საინტერესოა, რომელიც ალბათ, რაღაცას გულისხმობს თავის თავში და როგორც ჩანს, რაღაცისკენ მიგვიყვანს. ცხადია, რომ უგულავა აღარ ლაპარაკობს როგორც პოლიტპატიმარი“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, უგულავამ „ნაციონალურ მოძრობას“ ის კოზირი გამოაცალა, რასაც პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქვია.

„ნაციონალური მოძრაობისთვის ერთ–ერთი მთავარი თემა პოლიტპატიმრების საკითხი იყო. უგულავას დასკვნითი სიტყვა ადასტურებს, რომ რომელიღაც ფრთას ემიჯნება, რომელიც მის პოლიტპატიმრობის ექსპლუტაციას აპირებდა. რომელია ეს ფრთა, ამას მომავალი გვიჩვენებს. მე მაინც მგონია, რომ უგულავას გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სიურპრიზი იქნება, რადგან გამოეცალა არგუმენტი, რასაც ჰქვია პოლიტიკური პატიმარი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ უგულავას აღიარება გარკვეულწილად აფერმკრთალებს ხელაღებით იმის მტკიცებას, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები არიან.

„გულწრფელად, რომ გითხრათ, პოლიტპატიმრების თემა ისედაც გაფერმკრთალებული იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს თემა წინ არ წამოუწევია. ფაქტიურად, დავიწყებას იყო მიცემული ეს პატიმრები. რაც შეეხება უგულავას მიერ ბრალის აღიარებას, ალბათ, საქმეში იქნებოდა ისეთი მტკიცებულებები, რომ უგულავას გაუჭირდებოდა უარყოფა. მაგრამ ხელისუფლებისთვის მაინც მნიშვნელოვანია ეს აღიარება. ბუნებრივია, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდანაც.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უგულავა ამ დაპირისპირებაში ბოკერიას ფრთას წარმოადგენდა და თუ ამ აღიარებას რაღაცა ნაბიჯები მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან, ალბათ, მეორე მხარე გაააქტიურებს თემას, რომ ბოკერიას ფრთა გარიგებაშია ხელისუფლებასთან. არგუმენტად უგულავას მიერ ბრალის აღიარება იქნება მოყვანილი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ნანახია - 5256

cugo

2017-01-04 22:39:14

ნაცფაშისტებო,გამოდით ახლა და იკიჟინეთ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარიაო.ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მიყვანა არ დაგავიწყდეთ მატროსოვის ციხეში მის სანახავად.კაცმა თავისი პირით აღიარა დანაშაული.ამაზე მეტი დამტკიცება რაღა გინდათ.ასეთი არამზადები რომ იყავით იმიტომ მოგისროლათ ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე.ახლა გინდ დაიშალეთ,გინდ შეერთდით,მაინც არაფერი გეშველებათ.თქვენ ხართ პოლიტიკური ლეშები.

sxivi

2017-01-05 00:24:28

კლიზმა ადვოკატის ბალამუტი: "გაფლანგვა და დატაცება არ მომხდარა".. როცა ბიუჯეტიდან ფულს იღებ და არასწორი მიმართულებით ხარჯავ, დატაცებაა, აბა რა არის? (მაინც და მაინც სახლში უნდა წაიღო და მუთაქაში ჩატენო?!) სხვა, ანალოგიური შემთხვევებიც იყო სხვადასხვა უწყებებში: საკუთარი ჯოგის გადარეკვა-გადმორეკვის, "ჩვენიანების" და "იმათიანების" პრინციპზე დაყრდნობით. რაღა პარტიის ყულაბიდან ეხადათ ბიჭებს ფული თავიანთი აქტივისთვის?... აგერ არაა დაბალი ღობე - ბიუჯეტი?..

sxivi

2017-01-05 00:50:14

თუმცა, არც სახლებში წაღება დაუკლიათ ამათ...

natali

2017-01-05 01:47:07

უგულავაზე ჯერ კიდევ 2007-ში ამბობდნენ, მიშას უთხრის ძირს, კილაძეს უნდა პირველი ლედობაო:)).

Maverick

2017-01-05 03:00:07

natali,
რომელ კილაძეს ახლა რჩეულიშვილების კილაძე რომ არის?
სხვათაშორის, ეს კილაძე ვისაც შეაეტენეს ყველამ გლდან ვეგასში ამოყო თავი,...
ალბათ მალე მიშKUKUტაც მიუცუცქდება მაგენს..

cugo

2017-01-05 11:07:50

ასე მილიონობით ფულს ხარჯავდნენ თავიანთი პარტიისათვის,მაშინ როდესაც ფასიანი ჰქონდათ ბაგა-ბაღი,სასკოლო სახელმძღვანელოები,მშობიარობა,ჯანდაცვა.მშობლებს უფულობის გამო ბაღში არ მიყავდათ ბავშვები.მოსწავლეები დაქსეროსებული ფურცლებით დადიოდნენ სკოლაში.ხალხი სამკურნალოდ სესხს იღებდა და ბინას აგირავებდა.დღეს გამოდიან ეს ფაშისტი ნაციონალები და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე და ხალხის გაღარიბებაზე გველაპარაკებიან.დავით ბაქრაძემ,პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცოდა ეს ამბავი.(თუ არ იცოდა კიდევ უარესი).ირაკლი აბესაძე,უგულავას მოადგილემ,არ იცოდა ეს ამბავი.ყველამ ყველაფერი იცოდა.მე იმის თქმა მინდა,რაც გინდა შეცდომა,თუ გინდა დანაშაულიც ჩაიდინოს ოცნებამ და სხვა მომდევნო ხელისუფლებამ ნაციონალებს ლაპარაკის უფლება არა აქვთ.ესენი კრიმინალები არიან და კრიმინალების აზრი არავის აინტერესებს.
პ.ს. ირაკლი აბესაძე პარლამენტში კი არ უნდა იჯდეს,მატროსოვზე უნდა იჯდეს უგულავას გვერდით.ამ ნაძირალას ყოფნის თავხედობა ბიუჯეტის მიზნობრიობაზე და ხალხის გაღარიბებაზე ილაპარაკოს.

arichopra 2

2017-01-05 11:38:03

"ამ კრიმინალების" აზრები სხვა კრიმინალებს აინტერესებთ! მაგალითად, ოკიანის გადაღმელი სამი მათგანი ახალ წელს გვეწვია ასეთი "ღირსეული" მიზნებით!

ცუგო

2017-01-05 11:47:05

რა თქმა უნდა კარგია უგულავამ ფაქტი რომ დაადასტურა, თვითონ როგორ მიაჩნია მაგას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ სხვა გამოსავალი არც ქონდა, იმდენი მტკიცებულება იქნებოდა დადებული, ამ ნაწილობრივ ბრალის აღიარებაშიც რაღაც დივიდენდებს ელოდება უეჭველად ეგ ვირეშმაკა

natali

2017-01-05 20:40:05

ვინაა და უგულავას ყოფილი ცოლი, ახლა რომ რჩეულიშვილების რძალია.

Thoma

2017-01-05 23:58:31

დაიცა, კიდევ რჩეულიშვილების რძალია? ამდენი ხანი?..
ვააა!.. მაგან ხომ ეგრე დიდხანს არ იცის ქმრის ლოდინი - როგორც კი ერთ ქმარს დაუჭერენ, ეგრევე მიჰყვება სხვას და კიდევ ერთს არეზერვებს სამომავლოდ :)))
(იმის ეშმაკი გამხადა, ვის რა მოსწონს ამ ქალისა! :)))

serapina

2017-01-06 02:19:33

(გლდან ვეგასი კარგი მიგნებაა).

კარგი ბატონო დაჯდა ეს ერთი,ორი და თუნდაც სამი, ამ გლდან ვეგასში.


რა შეიცვალა ჩვენში?!
რა მნიშვნელობა აქვს ამათ გვარებსა და სახელებს. ...თუ,ხალხის მიმართ დამოკიდებულებები არ იცვლება?!

ასეთი დამოკიდებულება,არასოდეს შემიმჩნევია გერმანელებისადმი. რაც მაღალია თანამდებობა,მითუფრო მაღალი აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობაც...
ამის აუცილებლობას ვერ ხვდებიან ჩვენში,სამწუხაროდ.
...და ყველაზე მთავარი, ყოველ წინამორბედს,შეარგო ყველა შემდგომმოსულმა,გაფლანგულ- განიავებული თანხები(რომელიც წესით უნდა დასტურდებოდეს... ფულის დასტებს ხომ არ დაატარებდნენ ჩანთებით?!)
შერჩათ სახლები, მანქანები და თუ, შვულების გზაზე გაყენებაც მოასწრეს,მთლად უკეთესი.

მერე,მობრუნდებიან და რამდენიმე წელიწადში ექსპერტებად მოგვევლინებიან თითებსაც დაგვიქნევენ ეკრანებიდან.
(შვილებიც წამოეწევათ ამასობაში).

...აი,ეს უნდა დამთავრდეს და ვინც წაიღო,უკან უნდა მოიტანონ თორემ...
ვის მერამდენე ქმარი დაუჭირეს,სულ არ მადარდებს,მე პირადად.

დანაშაული და შეცდომა, განსხვავებული მცნებებია და განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს.
(დანაშაული, ისჯება ყველა ქვეყანაში!)

Maverick

2017-01-06 06:31:52

გეთანხმები ჩოპრა,
თუ არ შეიცვალა მენტალიტეტი რომელსაც დაუსჯელობის სინდრომი ქვია და არ დამკვიდრდება კანონის უზენაესობა ერს არაფერი ეშველება!

Maverick

2017-01-06 09:30:36

უკაცრავად,
გეთანხმები serapina,
თუ არ შეიცვალა მენტალიტეტი რომელსაც დაუსჯელობის სინდრომი ქვია, "დიდკაცისადმი", ანუ ჩვენ მიერ დაქირავებული ჩინოვნიკისადმი მონური მოწიწება და არ დამკვიდრდება კანონის უზენაესობა ერს არაფერი ეშველება!

kostaia

2017-01-06 09:35:17

სერაპინა, მასეთ აზროვნებამდე რომ მივიდეს საქართველოს ხელის-უფლება, როგორც ადრე ხალიბი ამბობდა ხოლმე, საჭიროა არსებული ხელის-უფლების სარზე გასმა და დესერტად წინა ხელუსუფლების მიყოლებაც, აი ამ შემთხვევაში კი მესამე, მომავალი მთავრობა ქე მოიქცევა ადამიანურად

Maverick

2017-01-06 09:50:50

kostaia,
მასეთი სარი იქნება იმპიჩმენტის ინსტიტუტის ყველა აჩევითი ორგანოს ხელმძღვანელი თუ რიგითი წევრისათვის კონსტიტუციით დამკვიდრება, რომლის უგულებელყოფა ყოველგვარი ვეტოკრეტინიზმით შეუძლებელი უნდა გახდეს!

NEVRO

2017-01-06 12:07:40

წარმოგიდგენიათ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ს ახლანდელი ელიტისათვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა? პირადად მიხეილ სააკაშვილი?! როგორ ჩამოირბინეს ჩვნი საქართველოს "გულდამწვარმა ჭირისუფლებმა" საახალწლოდ და ამოის შემდეგ როგორ გადაეწყო ნაცმოძრაობის აქტივი?! ნეტავ მელიას და სხვებს რა უთხრეს ასეთი, რომ მათ უცბად გადააბრუნეს "პლასტინკა" ?! მე პირადა დარწმუნებული ვარ დიდძალ გრანტებს და დაფინანსების ახალ წყაროებს შეჰპირდნენ! ასევე საკითხავია რატომ მოექცა ბოკერიას ფრაქცია უმცირესობაშ?! ეს უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვაა, სხვადასხვა ქვეტექსტებით! კარგი იქნებოდა ნაცების ლანძღვა გინებისა და წყევლის ნაცვლად სერიოზულად გაგვეანალიზებინა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მათგან უმთავრესი 20 იანვრის ყრილობა!

serapina

2017-01-06 13:59:27

NEVRO,
ნაცებს არა, დღევანდელებს ვადანაშაულებ იმაში, რომ სახელმწიფოს არ ააქვს სასამართლო!( და მასთან მომუშავე უწყებები).

აქეთ, საგარეომ გვაცნობა რომ შევინარჩუნეთ პ/როფესიონალი დიპლომატებიო... იქეთ,ივანიშვილმა დაგვისვა თავის დროზე შეკითხვა,აბა ეს სასურველი ხალხი საიდან მოვიყვანოო?( მერე, შეაშველეს კერპთა და კარგი ცხოვრების მაძიებლებმა...მთვარიდან ხომ ვერ ჩამოიყვანსო).
აგერ, მედიას შეხედეთ...
ხედავთ რამეს გამოსწორებულს?!
(განათლებაზე აღარაფერს ვამბობ... და არც იმ სვანებზე,საქართველოს განვითარებას რომ ხელს უშლიან,ხუდონჰესზე უარის თქმით).

ვინ ჩამოვიდა და რას დაპირდა, ძალაუფლებისა და ფუფუნების დაკარგვით გაცოფებულ ნაცებს,ამაზე საუბარს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მეორე მხარეს(რომელსაც ასე მონდომებით იცავთ...მიზეზთა გამო) გვყავს პ/როფესიონალები ხელისუფლებაში... რომლებიც უარს იტ/ყვიან შემოთავაზებულ კეთილდღეობებზე(ვინც არ უნდა ეცადოს)და საქმეს წესიერად გააკეთებენ.

...და თუ მე ცუდი წარმოდგენა მაქვს მათზე,ხოლო თქვენ პირიქით, არგუმენტებს მოვისმენდი.
(ისეთებს არა,"აუფ!" და ა.შ).


დომნა

2017-01-06 16:23:25

რისი სამართალი, როცა სასამართლო და პროკურატურა იგივეა და არავინ დასაჯა საქართველოს მოქალაქეების და ქართული სამართლის ხერხემალში გადატეხვის გამო.როგორც ნათქვამია- რა შეიცვალა მას მერე განა, რაც არსაკიძეს მკლავი მოკვეთეს.

natali

2017-01-06 16:58:03

სერაფინა

ჩემთვისაც და მგონი ყველასთვისაც სულერთია თავის ლოგინში ვინ რამდენ კაცს ჩაიწვენს, მაგრამ აი ის კაცები რომ ბოზანდარების ჭკუაზე მართავდნენ ქვეყანას, იმიტომაც დამართეს ქვეყანას ეს უბედურება და თვითონაც გაუბედურდნენ. "არ ვიკადრებ" ამოვარდა ხმარებიდან.
ამის წინ ერთ ტელესერიალში მოვკარი ყური დედა რომ ეუბნება შვილს--კაცი რომ "იმის" ჭკუაზე სიარულს დაიწყებს, ჯერ ჭკუა ეცლება თავიდან, მერე ჯიბიდან ფული და მერე კრაოტიდან ქალებიო:)))) მე მივამატებდი--კაცი რომ "იმის" ჭკუაზე დადის, თვითონ ხდება "ის" და "იმის" ნამართი ქვეყანაც "ის" ხდება.
ხოდა აი ეს აწუხებს ხალხს!!!!!!!!!!თორემ...უზნეოები ყოველთვისაც იყვნენ და იქნებიან.

serapina

2017-01-06 17:15:25

...მაგრამ აი ის კაცები რომ ბოზანდარების ჭკუაზე მართავდნენ ქვეყანას,..
--------–------
natali,
მართავდნენო?!
ეს წარსულის ფორმაა და გამომრჩა რამე,თუ?!

თუ შედეგი უმართავი ქვეყანაა(სირცხვილით სად უნდა გაამხილო.. 3-5 მილიონიან ქვეყანაზე ვსაუბრობთ,გააჩნია პოლიტიკურ კალენდარს),რა მნიშვნელობა აქვს,როგორი მთავრობა გვყავს(ქალებით... ფუფუნებით და ა.შ გადარეული)?!

თუ მაინც სისულელემდე მისვლაა მიზანი,მარჯვნიდან მივალთ თუ მარცხნიდან,მნიშვნელობა არ ააქვს.
...არც იმას,ვისი მეთაურობით.

გავიმეორებ,რაც აქაც ხშირად დამიწერია...
რა გვიჭირდა,ერთი სააკაშვილი რომ გვყოლოდა,ქვეყნის დამაქცევი!

serapina

2017-01-06 18:08:29

http://www.info9.ge/politika/163386-saakashvili-mikharia-rom-ugulava-shobis-dghesastsauls-shvilebthan-da-megobrebthan-erthad-aghnishnavs.html?lang=ka-GE

serapina

2017-01-06 18:12:30

http://www.info9.ge/samarthali/163372-ets-faruli-chanatserebis-saqmeze-braldebuli-kud-is-yofili-maghalchinosnebi-sasamarthlo-darbazidan-gathavisufldnen.html?lang=ka-GE

serapina

2017-01-06 19:16:56

ეს კიდევ შენიღბულ ქოცნაცებისათვის...
...სანამ იმ სიკეთეებს მისტირით, ხუდონჰესის მშენებლობას რომ უნდა მოჰყოლოდა: http://www.nsp.ge/view.php?id=14132

kostaia

2017-01-06 19:17:05

სერაპინა, კი ამბობ მართალს, მარა რამდენს ესმის?! უგულავას რომ დანაშაულს ვერ დაუმტკიცებ, კუდის მაღალჩინოსნებს ვერ დაუტკიცებ, მასტერაზე რომ იტყვის სასამართლი, საკონტროლო გასროლა განახორციელა, მაგრამ წინასწარგანზრახული მკვლელობა არ ჩაუდენია და კიდევ მრავალი ასეთი მაგალითი და კიდევ ვინმე დაიჯერებს ქოცებისას, იქ რაღაა საფიქრალი....
სარი უნდათ ამათ, სარი, იმპიჩმენტიო... იმპიჩმენტი , ნაცებს 2012 მოვუწყვეთ, მარა რა მივიღეთ?!

NEVRO

2017-01-06 19:17:10

აუფ!... "როდესაც მეორე მხარეს(რომელსაც ასე მონდომებით იცავთ...მიზეზთა გამო)"... ნეტავ ვიცოდე რას ბოდავთ?! ალბათ ვიღაც ჩინოვნიკი ან მისი ნათესავი გგონივართ?! ))) სასტიკად ცდებით!!
სვანები თუ უშლიან, სვანებს ვასახელებ, მეგრელები თუ უშლიან, მეგრელებს და ა.შ. ეს კუთხურობაზე დაფუძნებული დემაგოგია გერმანიაში გამოგადგებათ, აქ აღარ ჭრის!

kostaia

2017-01-06 19:19:00

აგერ, დღეს ამბობდნენ, ტონობით საწვავი დაასაწყობეს მინისტრებისთვისო... უამრავიო... არ კიდიათ მოსახლეობა ფეხებზე...

soffa

2017-01-06 21:23:37

ნაცხროვა და ქოც ხროვა კი არა ქვეყანას შეხედეთ დედა ე….! რავა ყველა ცოცხზე გატარებული აქ ანთხევთ სიძულვილს და ბოღმას, თქვენს გარდა ვერავის ვერ ნახავ ვისაც ეგ ცოცხი მოხვედრია დუმებში და რაღა მაინც და მაინც თქვენ:D ქვეყანას შეხედეთ ქვეყანას ბ*ზი ნორას ბიჭები რომ მოაჯდნენ ნარმანიები და ჯოკია ბოდოკიები თბილის და გვაბანძებენს ხიხოები აღარაფერს ვამბობ მთლიანად ქვეყანაზე ბანძების და ხიხოსტანების შემოსევა რომ არის ოცნების სახით. Fტუი თქვენი… გამგეობები, მერია, საკრებულო, სამინისტროები და პარალამენტი მენახირეებით და ხიხოებით როა სავსე:D

arichopra 2

2017-01-06 21:51:35

ბოღმის ნთხევაც ამას ქვია, ეს უკვე ამ საიტის შეურაცხყოფაა! სოფა ხარ თუ დივანი, სავარძელი თუ ტაბურეტკა, წადი გაისეირნე მერიასთან, იქნებ ხიხოების დედოფლობას მაინც გამოჰკრა ხელი! წადი ქალო სადმე, ოდიშის რომელიმე მიყრუებულ სოფელში, მოძებნე ვინმე მადლიანი მეგრელი ქალბატონი და სთხოვე, შეეხვეწე, იქნება ღვეძელის გამოცხობა მაინც ისწავლო!

anri

2017-01-06 22:16:54

რა არი სპეციალისტებო, რა გნიასი ატეხეთ გიგის გათავისუფლებაზე, რა გააწითლეთ და ბოლი აადინეთ კლავიატურებს. მოწმენდილი ციდან მეხივით დაგეცათ ქოცებს ხომ?
გიგიც გამოვიდა და სხვა ჭეშმარიტი პატრიოტებიც გამოვლენ და ჩამოვლენ იცოდეთ...
რა იყო..... წაუცდა ბიჭს ხელი , შემოეჭამა პატარა ფული, აღიარა პატიოსნად და მოიხადა "დო ზვანკა",გადააყოლეთ ეხლა. რაც მთავარია ხალხი დაასაქმა.
#NBAvote gigi ugulava :)))

serapina

2017-01-06 22:38:59

დაგასაქმათ და ჟრიამული არ დაამადლოთ.

გამოსვლის "მისიაც" მალე გახდება ცნობილი თქვენთვის.







anri

2017-01-06 23:10:59

სერაფინა...
დამასაქმე მუქთა ფულით და არც შენ დაგამადლებ ჟრიამულს.
სულ ოსანას და ალილუიას გიგალობებ ყოველ თვე ხელფასზე :)
შობას გილოცავთ ყველას !

Maverick

2017-01-07 00:08:32

ა - ხალხი, soffa და anri, ერთს მენახირე და ხიხოების პრობლება აქვს, ცოცხები უნდა დუნდულებში, მეორეს მუქთად დასაქმება და საამური გაუხდებათ ცხოვრება, აი ეს არის მაგათი ცხოვრების კრედო, მოხარშული წაბლი არ გინდათ?!...

NEVRO

2017-01-07 00:32:37

მავერიკ, ქრისტეშობას გილოცავ!!! :) მაგ ანრის მუქთად რომ დაასაქმებენ,პირველი თვის ბოლოს პირველი ხელფასი გაუხარდება, შემდეგ უსაქმობისგან დაიწყებს ფიქრს გამდიდრებაზე, მეორე თვის ბოლოს ხელფასი ეცოტავება, მერე დანამატს მოითხოვს! შემდეგი თვის ბოლოს პრემიას! და რამე რომ იყოს თავისუფალი მებაღეების რიებშიც კი შეიძლება ჩაეწეროს!

anri

2017-01-07 00:45:25

ბოლო ორივე ზადნით გამოქანდით და აგერ დამახტით დოინჯით თქვე ჩემის გადანგრეულებო.
და ჩემი სახელის ხსენებამდე ქაქიანი ყბები გამოირეცხეთ. ორივეს გაგკარით და სოფაც ზედ დაგაყოლეთ.
შობა მოგილოცეთ, რა გითხარით ისეთი, ამტეხეთ ძალით, გაგარტყით გარდიგარმო.

Maverick

2017-01-07 02:06:04

NEVRO, მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი.
______________________________
შენ კი ანრი ხარ თუ ჩემი ტაშა, ნურც ახტები, ნურც დახტები, ისე დამაგჯი გინდ გარდიგარდმო და გინდ ჰორიზონტალურად.
_________________________
მე, შე ღვთის გლახავ იხტუნავეთქო ის მოგწერე? გაიჩალიჩე სარი დუნდულებში და ღირსიც ხარ, გასიამოვნე, წადი ახლა ჩაიბანე და იკრუსუნე.

Munji

2017-01-07 05:27:14

მეგონა, რომ უგულავას გათავისუფლება მისი აღიარებითი ჩვენების შემდეგ მის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების შედეგი იყო!.. მის შესახვედრად მისულმა ბოკერიამ და მისმა კნეინამ კი ისე წარმოადგინეს, რომ ეს ყოფილა მათი დაუღალავი ბრძოლისა და დასავლელი მეგობრების ძალისხმევის შედეგი და მალე სხვა "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებასაც მივაღწევთო!..
ახლა ეს თუ მაკკეინის დამსახურებაა, სამუდამოდ წამიხდება ამ ხელისუფლების იმედი! :(

natali

2017-01-07 10:43:05

გილოცავთ შობას!!!!!!!!!
ნეტავ გამაგებინა ვისი გულისთვის წააყარეთ ერთმანეთს ამ შობა დღეს?((((ყველა რომ ნაგავია, ახლა გაიგეთ? ერთ დღეს ერთმანეთს აგინებენ და ფულს თუ დასჭირდა, ერთმანეთს გადაეფსკვნებიან და ხალხი მუდამ გამოყენებული რომ რჩება და ნაცებად, ქოცებად და რა ვიცი კიდევ რად დაყოფილი, ვერ მიხვდით? სინამდვილეში არიან ვირები და ბრიგადირები, ვირები მუშაობენ, ბრიგადირები კი ჭამენ. აი ესაა მთელი პოლიტიკური ფილოსოფია.
ეს მაკკეინი კი ნეტავ რითია ასე დავალებული ნაცებისგან, ძალიან საინტერესოა. იმ 4 მილიარდიდან რამდენი აქვს ჩადებული ნეტავ, რომ ასე იბრძვის მაგათ გადასარჩენად? ანდა... ისე პატარა ბიჭივით გამოიყურება ეგ ბებერი, რომ...მგონი ის ჭორები სულაც არაა ჭორი.

მაგრამ...უფალი დიდია!!! არავის არაფერი შერჩება და ყველაფერი აუცილებლად გაცხადდება.
მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა უბრალოდ მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყანაში გასამგზავრებლად და რომ ყველანი აუცილებლად მოვკვდებით, 30, 40, 50 თუ 60 წლის მერე.....აუცილებლად მოვკვდებით და დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამ დარბაზში ოქროს სკამზე იჯდები, ხისაზე (ხისა უფრო კომფორტულია:)) თუ სულაც ფეხზე იდგები!!!!!!!!!!!!

kolxi

2017-01-07 11:23:14

შობა-ახალ წელს გილოცავთ!!!

natali

2017-01-07 12:29:22

უგულავას ძალიან ბევრზე აქვს კომპრომატები, და ამ ხალხის გამოყენება შეუძლია იმისთვის, რომ ბევრი ცუდი რამ ჩაადენინოს. ამის ძალიან მეშინია.(((((((( უფალს ვთხოვ, რომ გაუნათოს გონება და გვიხსნას ჩვენ ასეთი უბედურებისაგან, ხოლო ეგ ამხელა ცოდვისგან.
უფალო! გემუდარები!! ასწავლე ერთმანეთის დანდობა ჩემს ხალხს და გაგვინათე ყველა ჩვენთაგანს გონება!

ტორი

2017-01-07 12:45:30

ბედნიერ შობას და მშვიდობიან წელს გისურვებთ ყველას...

natali,

შობა -ახალ წელს გილოცავთ...
დანდობა, შენდობა და მიტევება მხოლოდ იქ არის, სადაც სამართლიანობაა და, საჭიროების შემთხვევაში , კანონი კანონობს...
სხვა შემთხვევაში, ქვეყნისა და ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენს მიერ ჩამოთვლილი თვისებები მხოლოდ კეთილ სურვილებად დარჩება და ცხოვრების წესად ვერ იქცევა...

natali

2017-01-07 13:54:04

ტორი
გილოცავთ! მრავალს შობას დაესწარით ბედნიერი!
მართალს ამბობთ.
რა არის იცით?

სამართლიანობა და დანაშაულზე პასუხისგება თვითონ დამნაშავისთვის უფროა საჭირო, ვიდრე დაზარალებულისთვის. იმიტომ, რომ თუ დამნაშავემ პასუხი არ აგო, ღმერთი მის შვილებს მოსთხოვს პასუხს, ან შვილიშვილებს. ხოდა მისი შვილიშვილები შენიც რომ აღმოჩნდეს? ჩვენ ხომ ნახევრები ვიბადებით? ჩემმა შვილიშვილმა რატომ უნდა აგოს პასუხი სხვის დანაშაულზე? ხოდა გამოდის, რომ "სხვა" არ არსებობს, ყველანი ერთი ვართ და უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს იმაში, რომ პასუხი ვაგოთ ყველა ცოდვაზე პირადად ჩვენ, რათა ჩვენი საერთო შთამომავლობა ვიხსნათ პასუხისმგებლობისაგან.

ცუგო

2017-01-07 15:40:53

შობას გილოცავთ ყველას, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოგიშალოთ ღმერთმა

papa

2017-01-07 15:57:46

მუნჯი

ახლა ეს თუ მაკკეინის დამსახურებაა, სამუდამოდ წამიხდება ამ ხელისუფლების იმედი!
---------------------------------------------

რომელი ხელისუფლების იმედი გაააქვს რო??
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!---ო ... გახსოოოვთ?
რისთვის.... ეს 30 წელი????????????????------------ვერ ვიგებ
ეხლა რა დამოუკიდებლები ვააართ??
რა მნიშვნელობა ააქვს ვინ დაგვქინძავს ან ვის ტ/რაკში გვქნება თავი შეყოფილი-- ვანიასი თუ ჯონის??
ჯონისა სჯობიაააა??
რათა...??

მოკლედ, ზვიადის მსგავსად თუ დღესაც ვიღაცა ტარანზე არ წავიდა, ისე ამ აბლაბუდიდან თავს ვერ დავიძვრენთ, მით უმეტეს რომ დღევანდელ დღეს უფრო მეტი თავგანწირვაა საჭირო, უფრო მეტი ხლართებია მისაგლეჯ--მოსაგლეჯი....ასე ვთქვათ უფრო ძლიერი ზვიადი გვჭირდება. მაგრამ ძლიერს ვინ ჩივის... მსგავსიც კი არა ჩანს ახლომახლო..
შეცდომები ჰქონდაო...
იმის თუნდაც უფრო მეტი შეცდომები არ გვერჩივნააა... ამათ ასე უშეცდომო ჩათლახობააას??
.ასე რომ ესა გვაქვს რაცა გვაქვს...,,დამოუკიდებლები ვართ,,
აბა ეხლა ესენი თუ ბიჭები არიან,,უფროსებთან,,(თუნდაც მეკვლეებთან) შეუთანხმებლად, თუნდაც ბიძომ, დამლაგებელი დანიშნოს სადმე, დამლაგებელი ... ეგრევე ყ/ვ/ერებში სტაცებენ ხელს
დამოუკიდებლებიო...
ქუნემ ასეთი დამოუკიდებლობა... ერთი მეფის ნაცვალი მეორემ შეცვალა, ესააა დამოუკიდებლობააა??? უბრალოდ მელიასი არ იყოს, ესენი სხვა ფერის კრასკაში ამოევლენ და ისევ ისე აგარძელებენ ჩვენი ქინძვას
აი სულ ესააა ჩვენი ,,დამოუკიდებლობა,,
(მე ბელადს არ ვამბობ ..... მე ლიდერს ვამბობ, ლიდერს)
---------------------------------------------

უგულავაო......

აბა იმ ჩვენმა მეკვლემ, ის იმხელა ატლანტიჩესკი ოკაენე ტ/ყუილად ხომ არ გადმოლახა?? თანაც რა დიდი გაჭირვებით გადმოლახა---ამ ცივ ზამთარში ხან ლოდკით მოდიოდა, ხან პარახოდით..ხან მახარაშვილივით პეშკომ..
..მოკლედ ჩვენმა დიდმა სიყვარულმა მაკეინს ყველა წინაააღმდეგობა დააძლევინა და ბარაქით დამშვენებული მეკვლედ გამოგვეცხადა........უგულავა ...უგულავა . მოგვილოცა..

ისე კი როგორც სერაფინა ამბობს

უგულავას გამოსვლის "მისიაც" მალე გახდება ცნობილი თქვენთვის.


ნატალი

უგულავას ძალიან ბევრზე აქვს კომპრომატები, და ამ ხალხის გამოყენება შეუძლია..
------------------------------------


ისე ეგ უგულავა რომ სხვამ გამოიყენოს ...რა .არ შეიძლებაა??
ფული მიეცი უგულავას, ფული და მიშას კი არ ლუბის გაყიდის, ლუბოის
ეგ შემთხვევით არ გამოუშვიათ გარეთ--- მაგას ,,საქმეები,, აქვს საქმეები



ტორი

შობა -ახალ წელს გილოცავთ...
დანდობა, შენდობა და მიტევება მხოლოდ იქ არის, სადაც სამართლიანობაა და, საჭიროების შემთხვევაში , კანონი კანონობს...
სხვა შემთხვევაში, ქვეყნისა და ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენს მიერ ჩამოთვლილი თვისებები მხოლოდ კეთილ სურვილებად დარჩება და ცხოვრების წესად ვერ იქცევა...

100% გეთანხმები ჩემი სათქმელი თქვი


ნატალი

მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა უბრალოდ მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყანაში გასამგზავრებლად

ნატალი

ეგ რომ ყველამ არ იცის და არც სჯერათ, რომ მარადიული არაფერია ამქვეყნად??
ისე კი როგორც ილია ჭავთავაძემ ნიკო ნიკოლაძის დაკრძალვაზე თქვა...
.. კაცს ორი სახელი აქვს, ერთი თან წასაღები, ერთი აქ დასატოვებელიო!!
---თან წასაღებით ,,იქ,, მიღებენ ჩვენი წინაპრები და აქ დატოვებელით კიდევ აქ მოიგონებს შთამომავლობაო....
ეგრეა .... ეგრე
ასე რომ როგორც შენ ამბობ, ყველას თავისი მოეკითხება აქაც და იქაც ..
ასე რომ ეგ იმათ ინერვიულონ, ვინც ეს არ იცის...

სერაფინა

იმ,,ჟანგიან სეიფზე,, ძვირფასი დედამიწაზე არაფერია, არაფერი!!!

ანრი

შობას გილოცავთ ყველას !
----------------------------

ეგრე შე კაი კაცო.... მეც გილოცავ!!
ასე ტკბილად თქვი ხოლმე ერთი ორი სიტყვა. ნუ აყვები ყველას და ყველაფერს. იმ დღესაც ზუსტად მაგიტომ არ აგყევი მე, რომ უბრალოდ აყოლა არ შეიძლებოდა.
ეცადე შენც ეგრე მოიქცე(ნაკლებად რეზკად მაინც) მერე შენც მოგეწონება აქაურობა
და ბევრ რამე საიტერესოსაც გაიგებ აქ

serapina

2017-01-07 17:11:47

მრავალს დაესწარით!
დღევანდელი დღის არსი და მნიშვნელობა გაგვეცნობიერებიოს.
კეთილსინდისიერად ცხოვრებამ არ დაგვღალოს,ესაა მთავარი.

anri

2017-01-07 17:32:13

Maverick
შენი ტაშა ბებიშენს გასტენე დუნდულებში და შენი მუქარით კოჭლი ბუზი არავის დაახატო კუტუს წვერზე შე ჩათის ვირთხავ. ტაკო მოაყენე თორე მართლა გნახავ დუბინკის ქვეშ აკვნესებულს შე ქათამო.
კიდე ვიმეორებ, შობა მოგილოცეთ და ცუდი არაფერი მიკადრებია არავისთვის, სამაგიეროდ წამკბინეთ ხომ? ჰოდა მიკბინეთ ტ....ზე დილა საღამოს მოგიხანთ კეთილები.

anri

2017-01-07 17:34:41

papa
კაი კაცი ხარ შენ, არ შეგეშლება. ადრე მოგიბოდიშე თუ ნახე შენ და მეგრელს. მეკუთვნოდა.

serapina

2017-01-07 22:57:00

http://www.timer.ge/saqarthvelos-saapelacio-sasamarthlom-davith-kezerashvili-udanashaulod-cno/

... რა საინტერესო ქვეყანა ვართ!
ფული იჭმებოდა,ოღონდ მჭამელი არვინ იყო?!

ასეთ აბსურდს იუმორის მეტი არაფერი შველის,მაგრამ რომ გამახსენდება ამათ ტაში-ტუშებს და
ცუმპა-რამპებს რამდენი ახალგაზრდა ქართველი შეეწირა... რა აფთიაქის რეცეპტივით გამოიწერეს 2008 წელს,ჯერ ომი(რა ენაღვლებოდათ სხვისი შვილები...თავიანთი კარგად ჰყავდათ) და მერე ფულადი დახმარებები,რომლის ასავალ დასავალიც არავინ იცის...
ის ბიჭები,დააკლდა თავიანთ არცთუ დალხენილ ოჯახებს,ქვეყანას...და ამ მუქთახორებს ცოტა ხანში ბოდიშსაც მოუხდის დღევანდელი ქართული სასამართლო.




ჰო,სეიფი კარგი რამეა.ზოგს რისი სეიფი გვაქვს და ზოგს რისი...

ყველა მშობელმა ვერ შეძლო შვილისათვის იმდენი მიეცა,რამდენის თან ტარებაც არის შესაძლებელი.



Maverick

2017-01-07 23:53:40

ანრი,
შე დამპალო, კითხვა ისწავლე და წაკითხულის გაგება, შე კურდღლიების ბუღავ შენ ვის რა უნდა წააჭამო, კვლავ გიმეორებ წაიკითხე ჩემი პოსტი და იმ პოსტის მიხედვით თუ ვინმე რამეს იმსახხურებს ასმაგად მიეზღოს, მასაც და მის კეთილებსაც.
არ ხარ შენ კაი კაცი, არც შენი სარკაზმიანი მოლოცვა არის მისაღები და შენნაირთან თავის გაყადრება არ ღირს!!!
--------------------------------
Maverick2017-01-07 00:08:32
ა - ხალხი, soffa და anri, ერთს მენახირე და ხიხოების პრობლება აქვს, ცოცხები უნდა დუნდულებში, მეორეს მუქთად დასაქმება და საამური გაუხდებათ ცხოვრება, აი ეს არის მაგათი ცხოვრების კრედო, მოხარშული წაბლი არ გინდათ?!...
წაიკითხე და დასკვნაც გააკეთე!
______________

xalibi

2017-01-07 23:55:36

საფიხვნოს სალამი!!!
ქრისტეშობას გილოცავთ მართლმადიდებელნოოო.....
აქ როგორც ვხედავ არაფერი იცვლება, ისევე როგორც ჩვენს საყვარელ ქვეყანაში. ნაცი და ქოცია, ბრანწი და ტყლარწია, ერთია ამ ქვეყნის ბოლო ;სტანცია"... სხვა სოფელი არსად არის, ყველა ერთ სოფელში წავალთ.... იქ არც ბიძოს მილიარდები ჭრის, არც ჩოყლაყ პირველის ზონდერები... იქ როგორც გამიგონია, ორი პარტიაა, როგორც ამერიკაში, ცხეეელი კუპრის აბაზანების და თეთრი ბალახონების... ასე რომ, საგზურის შეკვეთაც ინდივიდუალურია--- იქ მესამე, განსხვავებული სერვისი არ არსებობს.........
ან ცხელი უნდა იყო და ან ცივი, მესამე გამზომილება იქაურ გეომეტრიაში არ ჯდება.....
მრავალს დაესწარით..

anri

2017-01-08 00:17:58

Maverick
უკანალი გექავება საეჭვოდ შენ გატყობ და გამომტყუებ კეთილების წიოკს ვიცი ეს მე...
თუ წამაჭამ საჯიშედ გეყოფა შე ქათამო შენი "სარკაზმიანი" პირშიაც ქუნემ.
დააყენე .... გიჯობს. თუ არა არ მოგაკლებ.

papa

2017-01-08 00:39:57

მავერიკ


გაჩერდი თორემ ჩემი.. შენი... არ დაილევა
სტაჟიანი შენ ხარ, ეგ ახალია...შენ გაჩერდი ..

ანრი

შენც გაჩერდი ... ასე სჯობია

papa

2017-01-08 00:58:12

ხალიბი გამარჯობა!!!

გილოცავ შობას და დამდეგ ახალ წელს


რა ძალიან დაგვივიწყე რა არის, წარამარა გახსენებთ ხოლმე(სხვებიც)
რაღაც დიდი ,,შვებულება,, გამოგივიდა
იმ დღეს აქ დაგინახე, გამოგეკიდე, მაგრამ ვერ დაგეწიე..
შემოგვიარე ხოლმე,....თუ ძაან არ გაგიძნელდება, ყოველთვის თუ არა,კვირაში ერთხელ მაინც..
.ტემ ბოლე დარწმუნებული ვარ, რომ,,ჩვენს მეგობრებზე,,საჩემო პასებით ისევ ძველებურად მომამარაგებ ხოლმე
და ვაააფშე ...... შენისთანა კაცმა უნდა იტრიალოს აქ..........მე ასე მგონია

Maverick

2017-01-08 05:08:32

პაპა,
კარგი...
_______________
ხალიბი ალბათ ახალ ლახვარს აწრთობს, ამგვარმა საქმემ ზერელობა არ იცის, ეტყობა ვერ იცლის, მოაწესრიგებს ყველაფერს და შემოგვეხმიანება.

Maverick

2017-01-08 05:13:28

და კვლავ ყველას, ყველას, ყველას...
გილოცავთ ქრისტეშობას და დამდეგ ახალ წელს, მრავალს დაესწარით მაღალთა შინა ღმერთი ფარავდეს ქართველ ერს და სრულიად საქართველოს!

slava

2017-01-09 01:04:48

„უგულავამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის კოზირი გამოაცალა, რასაც პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქვია“.

ავადმყოფი უნდა იყო ამ წინადადების აზრი დაიჯერო.

NEVRO

2017-01-09 13:52:43

მივმართავ ნაციონალების ორივე მხარეს. თქვენ, ორივე მხარე აცხადებთ, რომ ქვეყნის პრობლემა არის ივანიშვილი! მე და ხალხი, უმეტესობა, გაცილებით დიდი უმეტესობა ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის სიკეთე, ერთმნიშვნელოვნად! თქვენ კი ნაციონალები, ერთადაც და გაყოფილნიც ხართ საქართველოს მოუშორებელი ჭირი ან შიდსი! ახლა როცა გაიყოფით,სახელზე ნუ იდავებთ, ერმა ნაწილმა დაირქვით ჭირი, მეორემ კი შიდსი!

მ ა რ ე

2017-01-09 19:46:32

NEVRO :)
ის ძველი ანეკდოტი ხომ გახსოვთ, რა განსხვავებაა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორისო? ჰოდა, ნაცები რომ გაიყოფიან, ზედგამოჭრილი იქნება მაგათზე ის ანეკდოტი... შეიძლება ვინმემ დააზუსტოს მხოლოდ: ბიძინას ურემმა რომ გადაუარაო :)

kostaia

2017-01-09 20:54:48

Nevro ბატონო, ნაცების შეფასებაში ცალსახად გეთანხმები, რომ არ მეზარებოდეს კიდევ დავამატებდი რაცხა-რაცხეებს, მაგრამ იმ ძალაზე რას ამბობ, რომელმაც ამ ქვეყნის უბედურებას ყ/ვ/ელაფერი აპატია, დანაშაული არ დაუმტკიცა ამ ხროვის არცერთ მეთაურს, მიშა გაუშვეს ქვეყნიდან, უგულავა უდანაშაულო გამოდგა, კეზერაშვილი უდანაშაულო, დანარჩენები ცოოტათი დამნაშავეები და ა.შ.

kostaia

2017-01-09 20:55:47

NEVRO

2017-01-09 22:46:32

დასჯაზე რა გითხრათ, მე არ ვიცი როგორ უნდა დასაჯო?! ყოველთვის ყველასთვის ყველაფერი მიპატიებია! თუმცა ხშირად ეჭვი მეპარებოდა, ვიყავი სწორი თუ არა! მაგრამ შემდეგ, როცა დრო გავიდოდა უმეტესობა ამ ამბებისა აღარც კი მახსენდებოდა, ხოლო ზოგიერთი რომელიც მეხსიერებამ შემომინახა, დროის და ჟამის გასვლის შემდეგ კიდევ მაფიქრებს, მაგრამ თუ იმ მოვლენების გადასინჯვას მოვიწადინებ, მაშინ განვლილი ცხოვრების უარყოფა მომიხდება! ამ საკითხებზე ღრმა ბავშვობიდან ვფირობდი, რამეთუ მცირე ასაკში პარალელულრად წავიკითხე "უთავო მხედარი" და "დანაშაული და სასჯელი". წაკითხულმა ბავშვობაში და ყრმობაში სულიერი წონასწორობა დამაკარგვინა. მაგრამ ახლა პიროვნულად ქრისტიანულ კათარზისს ვემხრობი და დასჯა ღმერთისთვის მიმინდია! ჩემი ცხოვრების გამოცდილებით სრულიად დარწმუნებული ვარ მაღალი ღმერთი ყველგანაა და ყველაფერს ხედავს, და მისი სასჯელი არ ასცდება დამნაშავეს არც ამ და არც იმ ცხოვრებაში.

kostaia

2017-01-10 00:01:47

Nevro ბატონო, მასეთი მიდგომა ანტისახელმწიფოებრივია და ანარქიზმის, ქაოსის წინაპირობაა.... გავაუქმოთ პოლიცია, პროკურატურა, სუს-ი, სასამართლო(მაინც ვერ ასრულებენ მოვალეობას) და ვიქნებით მხიარულად....
პირად საკითხებში თქვენი საქმეა ვის რას აპატიებთ, მაგრამ აქ საქმე ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოს დაკარგულ ტერიტორიებს და ნაც. ხროვის მიერ ათასობით გაუბედურებულ ადამიანს ეხება და ვერ ვიგებ რატომ გაქვთ ზოგიერთებს კიდევ იმედი იმისა, რომ ნაცებისთვის ამ ყველაფრის ;გამპრავებელი" ქოცების ხელისუფლება ქვეყანას ხეირს დააყრის?!

kostaia

2017-01-10 00:02:41

serapina

2017-01-10 21:53:28

kostaia,
ვინც,ყოველ ღამე ტელევიზორის წინ სანთლებს არ ანთებს
(საინფორმაციოს დროს განსაკუთრებით)...
...იმათ, არც ღმერთის სწამთ და არც სამშობლოს გაეგებათ რამე!

kostaia

2017-01-10 23:20:46

სერაპინა, ერთი კითხვა მაქვს--საინფორმაციოს ყურებისას სანთლის დასანთებად არხის სახელს მნიშვნელობა აქვს თუ არა?!:):):)

serapina

2017-01-10 23:53:58

მთავარია, მთავრობა ჩანდეს... ძველი/ახალი სულერთია.

...საერთოდაც, ერთი კადრის დაბეჭდვა და ტელევიზორზე გა(და)კვრა,მთლად მისწრებაა.
დენი დაიზოგება და თან იქნება, ლარი აღარ იყოს საზდევნი...







NEVRO

2017-01-11 10:10:57

„გიგიმ მოირგო პოლიტმატიმრის იმიჯი და გვმოძღრავს, სამართლიანობაზე საჭირო შეწყალება არისო. თუთაშხია მაგონდება - ახია ჩვენზე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი წერს.

„ამ გარეწარს ქართველი ხალხის სისხლი მართებს, პირადად ჩემი სისხლი მართებს. ის რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელი გახლავთ და პირადად ითხოვდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს ხალხზე გადავლას. პირადად მე დამაპატიმრეს მოქმედი პარლამენტის წევრი და ლამის მომკლეს. მიშას მოსამართლეები თავს გავიდნენ, ჩვენ კიდევ ენის მოჩლექით ვაგრძელებთ ლაპარაკს. ხალხს რას ვეუბნებით, ხალხს!" - წერს კოპალიანი.

serapina

2017-01-11 23:32:41

აგერ ბატონო, ამაზეც ბრძანეთ რომ ბოდავს:
http://netgazeti.ge/news/166661/

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80