ლევან ბერძენიშვილი - "რაც 2016 მოხდა, იყო პოლიტიკური კატასტროფა"
დაიჯესტი

ლევან ბერძენიშვილი - "რაც 2016 მოხდა, იყო პოლიტიკური კატასტროფა"

ლევან ბერძენიშვილი - "რაც 2016 მოხდა, იყო პოლიტიკური კატასტროფა"
რეზონანსი

2016-12-31 10:25:58

"პედაგოგების ხელფასები იმდენად დაბალია, რომ მე ვფიქრობ, რის მიხედვითაც უნდა დანიშნო - საათების თუ კვალიფიკაციის მიხედვით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც არ იქნება საკმარისი. ჩემი აზრით, ხელფასი, სულ მცირე, სამჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე არის. აი, ამის მერე შეიძლება იმ პრინციპზე საუბარი, ვის უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ვისაც მეტი საათი აქვს, თუ ვისაც მეტი კვალიფიკაცია. ვფიქრობ, ამ საქმეში მთავარი პრობლემა ხელფასების სიმცირეა", - აცხადებს "რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით ლევან ბერძენიშვილი: "ეს იყო "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ერთობლივი ოპერაცია".



"ის რომ სტუდენტებს ყოველ წელს მოუწევთ გრანტის მოპოვება, საკმაოდ ლოგიკურია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრის გადაწყვეტილებები არ არის აზრს მოკლებული. იმიტომ, რომ ადამიანები გრანტს მთელი სწავლის პერიოდით იღებენ და მერე შეიძლება არ ისწავლონ ისე, რომ ეს დამსახურებული ჰქონდეთ. "რესპუბლიკურ პარტიას" თავის დროზე ჰქონდა ანალოგიური ინიციატივა. ასე რომ, თუ გონივრულად გაკეთდება და შესაბამისი ბრძანებულება სწორად მომზადდება, მე მგონია, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და რაც მთავარია, სწავლის ხარისხს გაზრდის. თუ რამდენად ჯანსაღი იქნება სტუდენტებს შორის კონკურენცია და რამდენად შეძლებს სამინისტრო ამის უზრუნველყოფას - ეს სწორედ ის არის, რაზეც პასუხი არ მაქვს იმიტომ, რომ იდეა კარგია, მაგრამ კონტროლი რამდენად იქნება, ეს სამინისტროზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რა იქნება" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.



ხოლო შეკითხვაზე - "რას ფიქრობთ დავით უსუფაშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნის იდეაზე? შემოთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებდით ამ პარტიასთან?" - პასუხობს:



"ჯერ კონკრეტული არაფერი ვიცით და იმ ინფორმაციით, რაც გვაქვს, შესაფასებელი არაფერია. ეს არის მხოლოდ წინადადება, რომ თებერვალში შეიძლება რამე მოხდეს . ჩვენ არ ვიცით რა პარტიაა, ვინ არიან წევრები და ა.შ. ასე რომ საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება თანამშრომლობას - დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო და ჩვენგან წავიდა, ამიტომ არა მგონია, ასეთი კითხვის დასმისთვის სწორი დრო იყოს".



"რაც შეეხება 2016 წლის პოლიტიკურ შეფასებას - კატასტროფული წელი იყო, პოლიტიკურმა სისტემამ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა. ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა სახელისუფლებოსი, დამარცხდა. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და "ოცნების" ერთობლივი ოპერაცია, ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ. იმედია, ხალხი მალე მოვა გონს და ყველა ამ პარტიას ექნება საშუალება, რომ ადგილობრივი არჩევნების გზით მაინც დაუბრუნდეს პოლიტიკურ სისტემას. ანუ ქვეყანაში იყოს მრავალპარტიული სისტემა, რადგან რაც 2016 მოხდა, იყო კატასტროფა", - დასძენს ბერძენიშვილი. 

ნანახია - 1063

მ ა რ ე

2016-12-31 18:03:07

ირაკლი წერეთელს ჰკითხა ერთხელ ჟურნალისტმა, წინა პარლამენტი სჯობდა თუ ახლანდელიო? - რა თქმა უნდა, წინა, იმიტომ, რომ მაშინ მე ვიყავი პარლამენტშიო! :)

ხალხმა მიგიჩინათ ის ადგილი, რაც დაიმსახურეთ და ეს თქვენთვის შეიძლება მართლა კატასროფაა, რადგან ერთობ საეჭვოა, ოდესმე კიდევ გაგიჩნდეთ პარლამენტში მოხვედრის შანსი, მაგრამ არა მგონია საქართველოსთვის იყოს კატასტროფა უთქვენობა! :)

Maverick

2017-01-19 01:18:50

ბერძენიშვილი თავის პარტიასავითაა დარჩენილი, ნაწუწნი კამფეტივითაა...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80